/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბავშვის ფსიქოლოგია

სმენა იყოს და გაგონება

სმენა იყოს და გაგონება
ალბათ მრავალ უსიამოვნებას ავიცილებდით თავიდან, თანამოსაუბრის მოსმენა რომ შეგვეძლოს...

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი ზენონი წერდა, ორი ყური და ერთი ენა იმისთვის გვაქვს, რომ მეტი მოვისმინოთ და ნაკლები ვილაპარაკოთო. მოსმენის ხელოვნებას თანამედროვე სამყაროშიც ოქროს ფასი აქვს, რადგან მას ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი ფლობს. ბევრმა არ იცის, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე უნდა ჩაეყაროს საფუძველი. მოსმენის სტილს კი ბავშვი უფროსების მაგალითზე ითვისებს. საინტერესოა, მაგრამ ფაქტია - ყველა მშობელს სურს, მისმა შვილმა ჩქარა დაიწყოს ლაპარაკი, მაგრამ მინიმალურ დროს უთმობენ იმას, რომ პატარას ნორმალური მოსმენა და სხვისი სიტყვების გაგონება ასწავლონ. მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ სწორედ ეს არის წარმატების საფუძველი ჯერ სკოლაში, შემდგომ კი ცხოვრებაში.

ურთიერთობის საიდუმლო

მოსმენის ფსიქოლოგიის სპეციალისტი, პროფესორი ისტვუდ ასტვატერი, აქტიური მოსმენის ორ სახეს გამოყოფს - რეფლექსურს და არარეფლექსურს ("ყურადღებიანი დუმილი"). თითოეული მათგანის განვითარება მნიშვნელოვანია. ყურადღებიანი დუმილი ანუ არარეფლექსური მოსმენა არის უნარი, წყნარად, ყურადღებით მოვუსმინოთ თანამოსაუბრეს და არ გავაწყვეტინოთ სიტყვა. როდის საუბრობენ ასე: უმთავრესად მაშინ, როცა თანამოსაუბრენი არ არიან თანაბარ მდგომარეობაში. მაგალითად, ერთი მათგანი უფროსია, მეორე კი ხელქვეითი. ბავშვი ასეთ სიტუაციაშია, როცა მას აღმზრდელი ან მასწავლებელი ელაპარაკება. არარეფლექსური მოსმენა დიდ დახმარებას გაგვიწევს კონფლიქტურ სიტუაციაში, როცა საქმე გვაქვს კონფლიქტურ და ძნელად საკონტაქტო ადამიანთან. ასეთ პიროვნებასთან საუბრისას ერთადერთი გამართლებული ხერხი ჩუმად ყოფნა და ამ გზით თანამოსაუბრისადმი პატივისცემისა და ყურადღების გამოხატვაა. სწორედ ასეთი "ყურადღებიანი დუმილი" უწევს პატარა ბავშვს, როცა მას დირექტიული კილოთი ელაპარაკება მასწავლებელი. როგორ ვასწავლოთ პატარას "ყურადღებიანი დუმილი"? შესთავაზეთ მას "დიდობანას" თამაში. მაგალითად, ითამაშეთ მასწავლებლობანა. თავდაპირველად მოსწავლის როლი თავად იტვირთეთ, მასწავლებლობა კი პატარას დააკისრეთ და სთხოვეთ, დაგტუქსოთ ცუდი საქციელის გამო. ამ დროს თქვენ უსიტყვოდ მოისმინეთ "მასწავლებლის" საყვედურები. შემდეგ როლები გაცვალეთ და თანდათან თქვენი საუბარი გაახანგრძლივეთ. არსებობს ფსიქოლოგიური ეშმაკობანი, რომელთა მეშვეობითაც თანამოსაუბრეს განვაწყობთ, ყურადღებით მოგვისმინოს.

  • თანამოსაუბრეს თვალებში კი არა, წარბებს შორის უნდა ვუცქიროთ.
  • გამოვიყენოთ ჟესტების ენა. ყველაზე უკეთესია "მშვიდობისმყოფელის" ჟესტი - ხელისგულები ერთმანეთს ეხებიან და ოდნავ ვერტიკალურად არიან მიმართულნი. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ დახურული ჟესტი, ფეხის ფეხზე გადადება, მხოლოდ მაშინ არის მისაღები, როცა ამას თანამოსაუბრე ვერ ხედავს, მკერდზე ხელების გადაჯვარედინება კი საერთოდ არ ღირს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რეფლექსური ანუ აქტიური მოსმენა

ამ დროს მსმენელი იყენებს სიტყვებს, რათა დაადასტუროს, რომ მას ესმის თანამოსაუბრის სიტყვების აზრი. ასეთი მოსმენა მაშინ არის საჭირო, როცა აუცილებელია უკუკავშირი თანამოსაუბრესთან. გარდა ამისა, ის გამოგვადგება მაშინაც, როცა უნდა ვაკონტროლოთ, როგორ ესმით ჩვენი. აქტიური მოსმენის მაგალითებია გარკვევა, პერიფრაზირება, გრძნობების ასახვა, რეზიუმირება. გარკვევა არის მიმართვა თანამოსაუბრისადმი, როდესაც ვერ გაიგეთ მისი ფრაზა და გსურთ, რაღაც დააზუსტოთ. ეს მეთოდი გვეხმარება, ზუსტად ჩავწვდეთ საუბრის არსს. ამ დროს შეიძლება გამოვიყენოთ ფრაზები: "ხომ ვერ ამიხსნიდით, რა გქონდათ მხედველობაში?" "ხომ ვერ გაიმეორებდით კიდევ ერთხელ?" "რა ბრძანეთ?" ეს სიტყვები თანამოსაუბრის ინფორმაციაზე ფიქსირდება და არა პიროვნულად მასზე. როგორ ვასწავლოთ პატარას ასეთი მოსმენა? რა თქმა უნდა, ისევ პირადი მაგალითითა და თამაშით. მოუყევით რაიმე საინტერესო ისტორია და შესთავაზეთ, მოსმენისას რაც შეიძლება მეტი კითხვა დაგისვათ. ასეთი თამაში საუბრის ხელოვნების ათვისებასთან ერთად ცნობისმოყვარეობის, მოთმინების, მიზანსწრაფულობის, საქმის არსის წვდომის უნარს ავითარებს. ყველა ეს თვისება აუცილებელია წარმატებული სწავლისა და შემდგომი თვითრეალიზაციისთვის. პერიფრაზირება არის სხვისი აზრის ფორმირება საკუთარი სიტყვებით, რათა შეამოწმოთ, რამდენად სწორად გაიგეთ ნათქვამის არსი. ამ დროს ძირითადი ფრაზებია "როგორც მივხვდი", "ესე იგი, თქვენი აზრით...", "ანუ, თუ სხვა სიტყვებით ვიტყვით..." პერიფრაზირების უნარის ასათვისებლად აირჩიეთ სასაუბრო თემა და პატარას სთხოვეთ, ამ ფრაზების დახმარებით კითხვები დაგისვათ. მსგავსი თამაშით პატარა სწავლობს არა მარტო აქტიურ მოსმენას, არამედ საუბრის არსის გაგებას, დედააზრის წვდომას.

გრძნობათა ასახვა. ამ დროს აქცენტი კეთდება არა საუბრის შინაარსზე, არამედ თანამოსაუბრის გრძნობებზე, ემოციურ მდგომარეობაზე. აღმოსავლური სიბრძნის თანახმად, ადამიანს უნდა უსმინო, მაგრამ ამავე დროს უნდა მიხვდე, რას ფიქრობს იგი. ესეც ბავშვობიდანვე უნდა ვისწავლოთ. მშობლებს ამ შემთხვევაშიც დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ. გრძნობების მთავარი მაჩვენებელი სახის გამომეტყველებაა. ძირითადი ემოციური დატვირთვა პირის კუთხეებსა და წარბებზე მოდის. სხვათა შორის, ბავშვებს ინტუიციურად აქვთ გრძნობათა ამოცნობის უნარი. მთავარია ყურადღების ოდნავი დაძაბვა. გრძნობათა ასახვა შესანიშნავი ფსიქოთერაპიაა მშობლებისა და შვილებისთვის. ორივე მათგანისთვის აუცილებელია ერთმანეთის ემოციებზე რეაგირება, რათა მათ შორის სრული ურთიერთგაგება სუფევდეს. გრძნობათა ასახვის უნარი პატარას ჯერ თანატოლებთან, შემდეგ კი საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში დაეხმარება. სერიოზულობა. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს განვამტკიცოთ თანამოსაუბრის ძირითადი იდები, მსმენელს სძენს რწმენას, რომ სწორად გაიგო საუბრის აზრი. ამავე დროს, თანამოსაუბრეც რწმუნდება, რომ აზრს ზუსტად გადმოსცემს. რეზიუმირებისას ვიყენებთ ფრაზებს: "თქვენი სიტყვები შეიძლება ნიშნავდეს...", "თქვენი სიტყვების ძირითადი აზრი ასეთია...", "თქვენ გინდათ ბრძანოთ, რომ..." ბავშვისთვის ეს ფრაზები შეიძლება გავამარტივოთ. მთავარია, მას შეეძლოს ნათქვამის განზოგადება, ძირითადი დასკვნის ფორმულირება, თუმცა მთავარი აზრის მიგნება, რა თქმა უნდა, არ არის იოლი და საამისოდ სისტემატური ვარჯიშია საჭირო. მოსმენის ერთ-ერთი სახის ათვისებაში მაინც თუ დაეხმარეთ პატარას, შეგიძლიათ, კმაყოფილი ბრძანდებოდეთ - თქვენ უკვე ჩაუყარეთ საფუძველი მოსმენისა და გაგონების უნარს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ყურადღების დეფიციტი და ფსიქოლოგიური მიზეზები

ყურადღების დეფიციტი დღეისათვის განსაკუთრებით აქტუალური და გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვები და მათი შიშები
ბავშვობა მნიშვნელოვანი პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ბავშვის ყოველი კონკრეტული გამოცდილება შემდგომში გავლენას ახდენს მის ქცევასა და სხვადასხვა შემთხვევაზე რეაგირებაზე.
სრულად
მეცნიერებმა და-ძმებს შორის ჩხუბის პარადოქსული მიზეზი აღმოაჩინეს

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეისწავლეს ჩხუბის მიზეზები, რომლებიც ხშირად ხდება და-ძმებს შორის.
სრულად
5 სტრატეგია ზრდასრულ ბავშვებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად

ბავშვების ზრდასთან ერთად იზრდება მანძილი მათსა და მშობლებს შორის - ეს ნორმალურია და სწორიც კი.
სრულად
ბავშვი და საჩუქარი
ბავშვი და საჩუქარი
ვასწავლოთ მისი შერჩევა და ჩუქება
სრულად
მარტოობის ძირითადი მიზეზი არის მაღალი სტანდარტები და დაბალი თვითშეფასება

გთავაზობთ ჟურნალი Psychology Today-ს სტატიას:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ნევროლოგია

-გამარჯობათ მოკლედ მაქვს ესეთი შემთხვევა მარტო ვარ საზღვარგარეთ 2 თვეა სამსახურიდან და დამეწყო ესეთი რამე თითქოს გაბრუებული ვარ თითქოს რაც ხდება არარეალურია, თითქის დამძიმებული მაქვს თავი არაფრის ხალისი არმაქვსდა თითქოს მთვრალივარ ისე ვუყურევ ყველაფერს თავბრუსხვევებით,, ვარ ძალიან ემოციური და ბევრი ფიქრი მიყვარს, რასაც დავგუგლავ მგონუა რო ეგ მჭირს და ვაიგივებ ჩემს მდგომარეობას მაგალითად თითქოს თავში რაღაც მაქვს და მაგიტო ვარ ესე, თავის დაწყნარება მიჭირს ხოლმე ძლივს ძლივს ვწყანრდები, გარეთაც რომ გავდუვაე თითქოს ბურუსია ჩემს გარშემო და სიხარულის და ყველა შეგრძნება გამიქრა მეშინია რომ ჩამოვალ ესე არვიყო და მინდა ძველ ხალისიან ცხოვრებას დავუბრუნდე მირჩიეთ რამე ეშველება ამ საქმეს რამე? მადლობა

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სმენა იყოს და გაგონება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები