News

.
გაიშიფრა კიბოთი დაავადებულის გენი
ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის მკვლევარებმა კიბოთი დაავადებული ქალის გენის სრულყოფილად გაშიფვრა მოახერხეს. ამასთანავე, მათ აღმოაჩინეს ათი მუტაცია, რომლებითაც განპირობებული იყო მწვავე მიელოლეიკოზი.მწვავე მიელოლეიკოზი არის სისხლმბადი ქსოვილის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ძვლის ტვინში არსებული განსაკუთრებული სახის უჯრედის წინამორბედისგან ჩნდება. დაავადება უმეტესად მოხუცებს ემართებათ. მარტო აშშ-ში ყოველდღიურად დიაგნოსტირდება მწვავე მიელოლეიკოზის დაახლოებით 13 ათასი ახალი შემთხვევა.
გენეტიკური გამოკვლევისთვის მწვავე მიელოლეიკოზით დაავადებული 50 წლის ქალის კანის ნორმალური ქსოვილისა და ძვლის ტვინიდან აღებული სიმსივნის ნიმუშები შეარჩიეს. ნიმუშები მკურნალობის დაწყებამდე იქნა აღებული. თავად პაციენტი დიაგნოზის დასმიდან 23 თვის შემდეგ მწვავე მიელოლეიკოზით გარდაიცვალა.
მეცნიერებმა ორივე ნიმუში გაშიფრეს და ერთმანეთს შეადარეს ყველა გენი. მათ შეძლეს სიმსივნური ქსოვილის უჯრედებში მწვავე მიელოლეიკოზის განვითარების ხელშემწყობი 10 მუტაციური გენის იდენტიფიცირება. კვლევის ხელმძღვანელმა ტიმოთი ლეიმ განაცხადა, რომ ორი მათგანი აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ დანარჩენ რვას ლეიკოზს არ უკავშირებდნენ. მან აღნიშნა, რომ რვიდან სამი გენი ნორმაში თრგუნავს სიმსივნის ზრდას, ოთხი ხელს უწყობს უჯრედთა ზრდას, ერთი კი დიდ როლს ასრულებს ქიმიოთერაპიისადმი გამძლე სიმსივნის განვითარებაში და აქედან გამომდინარე, შეუძლია, გავლენა მოახდინოს უჯრედამდე წამლის მიტანაზე.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მეცნიერებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი მუტაციები იშვიათობაა - მოგვიანებით გამოკვლეული მწვავე მიელოლეიკოზით დაავადებული 187 პაციენტიდან ისინი არც ერთს არ აღმოაჩნდა.
ამრიგად, მწვავე მიელოლეიკოზი შეიძლება განვითარდეს მცირე რაოდენობის გენების მრავალგვარი მუტაციის შედეგად, ანუ მუტაციების სხვადასხვაგვარმა კომბინაციამ შეიძლება ერთსა და იმავე შედეგამდე მიგვიყვანოს.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. კიბოს გენეტიკური მიზეზების უფრო ღრმად წვდომა სამომავლოდ მათ დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ახალი, ეფექტური მეთოდების შემუშავების საშუალებას მისცემს.
უღრუბლო წარსული ახლო მომავალში
ამერიკელმა და ჩინელმა მეცნიერებმა შეძლეს, თაგვების მეხსიერებიდან მიზანმიმართულად წაეშალათ ახლო წარსულისა და ხანგრძლივი პერიოდის მოგონებები. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული მეთოდის დახმარებით მალე შესაძლებელი გახდება ასეთივე მანიპულაციის ადამიანებზე ჩატარება.
ჯორჯიის სამედიცინო კოლეჯისა და შანხაის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ჯო ციანი ხელმძღვანელობდა, განახორციელა "მეხსიერების წმენდა" მისი მოლეკულური მექანიზმის რეგულაციის გზით.
თავიდ დროზე დამტკიცებულ იქნა მეხსიერების მექანიზმის მჭიდრო კავშირი ტვინის ზოგიერთი ნერვული უჯრედის - ნეირონის - გლუტამინური რეცეპტორების აქტივაციასთან. ეს რეცეპტორები სინაფსებში - ნეირონებს შორის სიგნალების გაცვლა-გამოცვლის უზრუნველმყოფ სტრუქტურებში - მდებარეობენ. სინაფსი შედგება პრესინაფსური მემბრანისგან (იგი სიგნალის პოსტსინაფსური მემბრანისთვის მიმწოდებელ უჯრედს ეკუთვნის), პოსტსინაფსური მემბრანისგან (იგი ეკუთვნის სიგნალის მიმღებ უჯრედს) და მათ შორის არსებული სინაფსური ნაპრალისგან. ნერვული იმპულსის გადაცემის დროს სიგნალის გადამცემის ნერვი სინაფსურ ნაპრალში გამოყოფს ნეირომედიატორს, რომელიც განსაზღვული სახის ნერვული უჯრედისთვის სპეციფიკურ ნივთიერებას წარმოადგენს. პოსტსინაფსურ მემბრანაზე მდებარეობს რეცეპტორები, რომლებიც ამ მედიატორთან ურთიერთქმედებისას ააქტიურებს მიმღებ უჯრედებს.
მოგონებათა ფორმირების პროცესში თავის ტვინის შესაბამისი უბნის ნეირონები სინაფსურ ნაპრალში გამოყოფენ მედიატორს - გლუტამინის ამინომჟავას, რომელიც მიმღები უჯრედების NMDA რეცეპტორებს ააქტიურებს. გლუტამინებით გახანგრძლივებული სტიმულაციისას პოსტსინაფსურ მემბრანაზე დიდი რაოდენობით ჩნდება სხვა ქვეტიპის გლუტამინური რეცეპტორები (AMPA). ამ მოვლენას სინაფსურ პლასტიკურობას უწოდებენ. ასეთი კავშირის შედეგად ნეირონების ჯგუფები ინახავენ განსაზღვრულ მოგონებებს.
თავის დროზე ჯო ციანმა თაგვებს "წაართვა" NMDA რეცეპტორები და მეხსიერება დააკარგვინა, რითაც ზემოხსენებული მექანიზმის არსებობა დაადასტურა, ხოლო იმავე ტიპის რეცეპტორების მომატების გზით, რომლებიც ცილების NR2B სუბერთეულს შეიცავდნენ, მეცნიერმა კარგად განსწავლული თაგვები გამოიყვანა. NR2B სუბერთეული დიდხანს ტოვებს ღიას ტვინის საინფორმაციო არხებს. მისი რეცეპტორებით მდიდარია ბავშვის ტვინი, ამიტომ მცირე ასაკში დიდი რაოდენობის ინფორმაციის ათვისება მანამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, NMDA რეცეპტორთა ფუნქციონირებაზე გავლენას ახდენს ნერვულ უჯრედთა სინაფსებში ფართოდ გავრცელებული ფერმენტი ACAMKII. ის უერთდება NMDA რეცეპტორს, უცვლის თვისებებს და ამით გავლენას ახდენს პოსტსინაფსურ მემბრანაზე იმპულსის მიმღები AMPA რეცეპტორების რაოდენობაზე.
ციანის ჯგუფმა გადაწყვიტა, გამოეკვლია ACAMKII -ის გავლენა მეხსიერების მექანიზმზე. ამისთვის გამოიყვანეს თაგვები, რომლებიც ჭარბად გამოიმუშავებდნენ ამ ფერმენტს. გარდა ამისა, მკვლევარებმა ექსპერიმენტის ჩასატარებლად გამოიყენეს ფერმენტის აქტიურობის დამქვეითებელი პრეპარატი, რომელმაც მათ ფერმენტის სწრაფი ჩართვა-გამორთვის საშუალება მისცა.
ექსპერიმენტის მსვლელობისას ცხოველებს განსაზღვრულ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ მოგონებებს თათებზე მცირე, მაგრამ საგრძნობი ძალის დენის დარტყმით უმყარებდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ გარემოში ხელახლა მოხვედრისას მღრღნელები ტრავმულ სიტუაციას მხოლოდ მაშინ "იხსენებდნენ", თუ ფერმენტი ACAMKII წინასწარ იყო გათიშული ინჰიბიტორებით. თუ მოგონების დაწყების მომენტში ფერმენტის აქტიურობის მატება ბლოკირებული არ იყო, ის სამუდამოდ ქრებოდა და თაგვები მშვიდად რეაგირებდნენ იმ ადგილებზე, სადაც ადრე ტრავმა მიიღეს.
ACAMKII-ის მსგავსი გავლენა ხანმოკლე მეხსიერებაზე იყო დემონსტრირებული სხვა ექსპერიმენტში, როცა თაგვებს აძლევდნენ ორ სათამაშოს, შემდეგ ზემოაღწერილი მეთოდით ,,შლიდნენ~ ერთ-ერთი სათამაშოს შესახებ მოგონებას. ამის შემდეგ ცხოველები აღიქვამდნენ მას როგორც ახალს.
მეხსიერების წმენდით გამოწვეული გვერდითი ეფექტი ან შესაბამისი ნეირონების შენებისა და ფუნქციის დარღვევა შემჩნეული არ ყოფილა.
მეხსიერების წმენდის მეთოდი ადამიანებისთვის ჯერჯერობით არ გამოდგება, ვინაიდან ACAMKII-ის მომატებულ აქტიურობას გენეტიკური საფუძველი აქვს და მისი დათრგუნვა მხოლოდ ინჰიბიტორული პრეპარატების მუდმივი შეყვანით არის შესაძლებელი. ადამიანებისთვის ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელი გახდება მაშინ, თუ მეცნიერები ფერმენტის გამააქტიურებელ პრეპარატს მიაგნებენ.
დაბრკოლებათა მიუხედავად, მკვლევარები არ კარგავენ იმედს, რომ "არასასურველი" მოგონებების წაშლას ადამიანის გონებიდანაც მოახერხებენ. ციანის აზრით, ეს მეთოდი ფობიებით შეპყრობილებსა და ომგადატანილებს დაეხმარება.