/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

მეხსიერება ადამიანის პერსონალური გამოცდილება

მეხსიერება – ეს არის ინფორმაციის მოპოვების, მისი დამუშავების, შენახვისა და ამ ინფორმაციის გახსენების, გამოყენების პროცესი.

თითოეული მეხსიერება უნიკალურია. ეფუძნება ჩვენს პირად გამოცდილებას, გარე სამყაროსთან ჩვენს ურთიერთქმედებას.

ნევროლოგიურ პრაქტიკაში მეხსიერების დაქვეითება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია. იგი უმეტესწილად ასაკთან, ნეიროდეგენერაციულ პროცესებთან ასოცირებული პათოლოგიაა. თუმცა შესაძლოა შეგვხვდეს ადრეულ ასაკშიც და შექცევადი მიზეზებით იყოს განპირობებული.

ხანდაზმულ ასაკთან ასოცირებული ნეიროდეგენარაციული კლინიკური სინდრომია დემენცია, რა დროსაც ხდება ნეირონების და ნეირონული სისტემების დაზიანება. იგი მოიცავს კოგნიტურ და ფსიქიკურ სიმპტომთა ჯგუფს: მეხსიერების, მეტად ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითებას, დეზორიენტაციას, დისკოორდინაციას, ფსიქიკურ ცვლილებებს – პიროვნების შეცვლას, სოციალური ქცევის მოშლას, აზროვნების, განსჯის, აქტივობის, დასწავლის, სივრცითი ორიენტაციის დარღვევებს.

ზოგჯერ მეხსიერების დარღვევა შემპარავად იწყება. უფრო ხშირად გვხვდება 60-65 წლის ასაკიდან. ადრეულ ასაკში მეხსიერების დაქვეითება უმეტესწილად მეორადი, ანუ შექცევადი მიზეზებითაა განპირობებული. მაგალითად, როგორიცაა B12 ვიტამინის დეფიციტი, ენდოკრინული დარღვევები და ა.შ.

ასაკოვან პაციენტებში დემენცია უმეტესად პირველადია და ნეიროდეგენერაციის მრავალფეროვანი მექანიზმებითაა წარმოდგენილი. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ალცჰაიმერის დაავადება, რომელიც გერმანელი ფსიქიატის ალოიზ ალცჰაიმერის სახელს ატარებს. მან ჩაუყარა საფუძველი დემენციების შესწავლის ადრეულ ეტაპებს. 51 წლის მდედრობითი სქესის პაციენტზე დაკვირვებისას მეცნიერმა შეამჩნია უცნაური ქცევითი სიმპტომები, პაციენტის ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითება. 1906 წელს, პაციენტის გარდაცვალების შემდეგ, ალცჰაიმერმა შეძლო მისი ტვინის შესწავლა და აქამდე უცნობი ჰისტოლოგიური ცვლილებების აღწერა. 1907 წელს კი გამოაქვეყნა ნაშრომი დაავადების დეტალური აღწერით და ახალი აღმოჩენებით.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

ალცჰაიმერის დაავადება ყველაზე ხშირი, პროგრესირებადი, შეუქცევადი დემენციაა. იწვევს ტვინის 20%-ით შემცირებას, მისი ქერქის ატროფიას, რომელიც გამოხატულია მეტად საფეთქლის, შუბლის წილებში და ორმხრივად – ჰიპოკამპში; ჰისტომორფოლოგიურად კი ამილოიდური ფოლაქებისა და ნეიროფიბრილური წნულების, ანუ ტაუ ცილების დაგროვებას; აცეტილქოლინისა და აცეტილქოლინტრანსფერაზას რაოდენობის შემცირებას, რაც იწვევს ნერვული სინაფსების დისფუნქციას.

გარდა ალცჰაიმერის დაავადებისა, ნევროლოგიურ პრაქტიკაში გვხვდება დემენციის სხვა ფორმებიც. მაგალითად: ლევის სხეულებიანი დემენცია, ფრონტოტემპორული დემენცია, სისხლძარღვოვანი დემენცია და ა.შ. თუმცა დემენციის ტიპებს შორის ზღვრის გავლება ყოველთვის შესაძლებელი არ არის.

დემენციის სამართავად მნიშვნელოვანია დადგინდეს მისი გამომწვევი მიზეზი, პათოლოგიური ცვლილების ხასიათი. მეხსიერების დაქვეითების გამოსავლენად და დასაზუსტებლად მოწოდებულია კოგნიტური სკრინინგის სწრაფი ტესტები. როგორიცაა: MOCA, MMSE, Mini Cog, თუმცა სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად უალტერნატივოა პაციენტის ნეიროფსიქოლოგიური შეფასება ნეიროფსიქოლოგის მიერ. ასევე მნიშვნელოვანია ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირების შესწავლა, B12 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავას განსაზღვრა, ნეიროინფექციების გამორიცხვა, ნეიროგამოსახვითი კვლევები – MRT, PET, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შესწავლა, ლიქვორში ტაუპროტეინისა და ბეტა ამილოიდის განსაზღვრა, გენეტიკური ტესტირება, ფსიქოსომატური დარღვევების შეფასება.

დემენციის გამომწვევი მიზეზების დაახლოებით 20% შექცევადია. თუ მიზეზები შეუქცევადია, მკურნალობა ფოკუსირებულია სიმპტომების მართვაზე, დაავადების პროგრესირების შენელებაზე, შემეცნების გაუმჯობესებასა და ქცევის დარღვევების შემცირებაზე. თანამედროვე მკურნალობის მეთოდებიდან აღსანიშნავია ანტიამოლოიდური იმუნოთერაპია მონოკლონური ანტისხეულებით.

2021 წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს მიერ დამტკიცდა ალცჰაიმერის მკურნალობა პრეპარატებით: ადუკანუმაბითა და ლეკანემაბით. მონოკლონური ანტისხეულები ამცირებენ თავის ტვინში ამილოიდური ფოლაქების დაგროვებას. კვლევის მიხედვით, ალცჰაიმერის დაავადების ადრეული ფორმის დროს 27 %-ით შემცირდა კოგნიტური დარღვევები პლაცებოსთან შედარებით.

ასევე, დამტკიცებულია აცეტილქოლინესტერაზას იჰიბიტორების (დონეპეზილი) NMDA – გლუტამატრეცეპტორების ბლოკატორის (მემანტინი) დადებითი ეფექტი შემეცნებითი პროცესების დარღვევების პროგრესირების შენელებაზე. მეხსიერების დარღვევის პრევენციის და მკურნალობისთვის ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი საკვების მიღება, ფიზიკური აქტივობა, ალკოჰოლის ლიმიტირებულად გამოყენება, თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა, გონებრივი ვარჯიშები, ძილის ჰიგიენის დაცვა და ქრონიკური დაავადებების მენეჯმენტი.

დღეისთვის მსოფლიოს მაშტაბით მიმდინარეობს მცდელობა დემენციის მკურნალობის უკეთესი მეთოდების მოსაძებნად, მის შესაჩერებლად და განვითარების თავიდან ასაცილებლად.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

მეხსიერება ადამიანის პერსონალური გამოცდილება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები