/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს

როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს
სამწუხაროდ, რევმატოიდული ართრიტი იმ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა განკურნებაც შეუძლებელია. მაგრამ სწორი მკურნალობა მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

.

სადღეისოდ მკურნალობის მიზანია, მინიმუმამდე შევამციროთ სახსრების ტკივილი და ანთების სიმპტომები, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სახსრების ფუნქციობა და შევაფერხოთ მათი შემდგომი დესტრუქცია და დეფორმაცია. უნდა ითქვას, რომ ადრეული მედიკამენტური მკურნალობა ძალზე მნიშვნელოვანია შედეგის გასაუმჯობესებლად. მკურნალობის აგრესიული ტაქტიკა, რაც სათანადო მედიკამენტების გამოყენებას გულისხმობს, აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას (და ეს რენტგენოლოგიურადაც დასტურდება) და პაციენტს შრომისუუნარობისგან იცავს.

რევმატოიდული ართრიტის ოპტიმალური მკურნალობა გულისხმობს მედიკამენტების, სახსრების მოსვენების, სახსრების ფუნქციის გასაუმჯობესებელი ვარჯიშების, სახსრების დაცვის კომბინაციას და პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების სრულყოფილ ინფორმირებას დაავადების შესახებ.

მკურნალობის გეგმის შედგენისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ესენია:

  1. დაავადების აქტივობა;
  2. სახსრების დაზიანების ტიპი;
  3. ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა;
  4. ასაკი.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მკურნალობის წარმატების აუცილებელი პირობაა ექიმის, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების მჭიდრო თანამშრომლობა.

  • რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატები

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატები პირობითად შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ:

  1. სწრაფი მოქმედების პირველი რიგის საშუალებები;
  2. ნელა მოქმედ მეორე რიგის პრეპარატები.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

მათ სხვაგვარად დაავადების მამოდიფიცირებელ ანტირევმატულ აგენტებს უწოდებენ.

პირველი რიგის პრეპარატები, მათ შორის - ასპირინი და სტეროიდები, გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამცირებლად.

ასევე დაგაინტერესებთ
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს რევმატოიდულმა ართრიტმა ტვინზე
მწვანე ჩაი რევმატოიდული ართრიტის დროს ეფექტური აღმოჩნდა

ნელა მოქმედი მეორე რიგის პრეპარატები (მაგალითად, ოქრო, მეტოტრექსატი, ჰიდროქლოროქინი ანუ პლაქვენილი) აფერხებს სახსრების დესტრუქციას და ხელს უწყობს რემისიის განვითარებას. რემისია არის მდგომარეობა, როცა ქრონიკული დაავადების სიმპტომები მინიმალურია. ამ ჯგუფის პრეპარატები ანთების საწინააღმდეგო საშუალებები არ არის.

რევმატოიდული ართრიტის დამაზიანებელი ეფექტი სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში სხვადასხვაგვარია. ნაკლებად დესტრუქციული ფორმების დროს და იმ შემთხვევაში, როცა წლების შემდეგ დაავადების აქტივობა მცირდება, დაავადების კონტროლისთვის საკმარისია მხოლოდ სახსრის დატვირთვის შემცირება, ტკივილის კონტროლი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება, თუმცა უმეტესად სახსრის ფუნქციის გაუმჯობესება, მოძრაობის შეზღუდვისა და სახსრების დაზიანების შემცირება ხერხდება მხოლოდ მეორე რიგის პრეპარატების გამოყენების შემდეგ. მათი გამოყენება დიაგნოსტიკიდან რამდენიმე თვეშივე შეიძლება გახდეს საჭირო. პაციენტთა დიდ ნაწილს ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად საკმაოდ აგრესიული მეორე რიგის მკურნალობა, მაგალითად, მეტოტრექსატის გამოყენება სჭირდება. ზოგ შემთხვევაში სახსართა მძიმე დეფორმაციისას შესაძლოა საჭირო გახდეს სახსრის პროთეზირება.

  • პირველი რიგის მედიკამენტები

აცეტილსალიცილის მჟავა ანუ ასპირინი, ნაპროქსენი, იბუპროფენი ანუ ადვილი, მოტრინი ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატებია. ისინი ამცირებენ ქსოვილთა შეშუპებას, ტკივილსა და ანთებას. ასპირინი იმ დოზით, რომლითაც გამოიყენება თავის ტკივილის ან მაღალი ტემპერატურის წინააღმდეგ, ეფექტური ანთების საწინააღმდეგო პრეპარატია.

ახალი ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატები ისევე ეფექტურია, როგორც ასპირინი, თანაც ეფექტისთვის მათი ნაკლები დოზაა საკმარისი.

კუჭ-ნაწლავზე არასასურველი ეფექტის შესამცირებლად რეკომენდებულია ამ პრეპარატების მიღება ჭამის შემდეგ. პირველი რიგის პრეპარატთა შორის უნდა განვიხილოთ ჰორმონებიც.

კორტიკოსტეროიდები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც დასალევად, ასევე სახსარში ინექციისთვის. ისინი უფრო მძლავრი აგენტები არიან ანთების შემცირებისა და სახსრის ფუნქციის აღდგენის თვალსაზრისით. კორტიკოსტეროიდები გამოიყენება მოკლე ხნის განმავლობაში მძიმე გამწვავებისას ან მაშინ, როცა ანთების საწინააღმდეგო არაჰორმონული პრეპარატებით ეფექტი ვერ მიიღება. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ სტეროიდებს სერიოზული გვერდითი ეფექტები აქვთ, განსაკუთრებით - დიდი დოზით და ხანგრძლივი გამოყენებისას. ექიმი ყოველთვის ითვალისწინებს ამ გარემოებას და შეიმუშავებს გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების გეგმას.

  • მეორე რიგის პრეპარატები

სამწუხაროდ, პირველი რიგის პრეპარატებს არ ძალუძს შეაჩეროს სახსრების დესტრუქცია და დეფორმაცია. ამ ეფექტს გვაძლევს დაავადების მამოდიფიცირებელი პრეპარატები. მათი ეფექტი ნელა, კვირებისა და თვეების შემდეგ ვლინდება და გამოყენებაც წლების განმავლობაში გრძელდება. ასეთ პრეპარატებს ხშირად პირველი რიგის საშუალებებთან კომბინაციაში იყენებენ.

მეორე რიგის პრეპარატებია:

  1. ჰიდროქლოროქინი ანუ პლაქვენილი;
  2. სულაფსალაზინი;
  3. მეტოტრექსატი;
  4. ოქროს მარილები;
  5. დ-პენიცილამინი;
  6. იმუნოსუპრესიული საშუალებები - გარდა მეტოტრექსატისა, მათ რიცხვს ეკუთვნის აზათიპორინი ანუ იმურანი, ციკლოფოსფამიდი, ქლორამბუცილი ანუ ლეიკერანი, ციკლოსპორინი.

ამ პრეპარატების მიღებისას აუცილებელია ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა და მისი მითითებების შესრულება გვერდითი ეფექტების მინიმუმამდე შესამცირებლად.

  • რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ახალი პრეპარატები

თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით მიღებულია ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური პრეპარატები ანუ ბიოლოგიური პასუხის მოდიფიკატორები. დაავადების მამოდიფიცირებელ ტრადიციულ ფაქტორებთან შედარებით მათ გაცილებით სწრაფი ეფექტი აქვთ და მნიშვნელოვნად აფერხებენ დაავადების პროგრესირებას. სამწუხაროდ, ამ ეფექტური პრეპარატების გამოყენება სიძვირის გამო შეზღუდულია.

  • ქირურგიული მკურნალობა

სახსრების დაზიანების ზოგიერთ შემთხვევაში მოძრაობის აღსადგენად შეიძლება დაიგეგმოს ორთოპედიული ოპერაცია, სახსრის პროთეზირება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საწოლის ბაღლინჯო: უხილავი საფრთხე სასტუმროს ნომერში
საწოლის ბაღლინჯო: უხილავი საფრთხე სასტუმროს ნომერში
საწოლის ბაღლინჯოები (Bed Bugs) ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო და რთულად მოსაგვარებელი პრობლემაა, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება სასტუმროში შეგხვდეთ.
სრულად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
ექვსი წესი, რომელიც დაგეხმარებათ რაც შეიძლება დიდხანს იცხოვროთ სრულფასოვნად
მნიშვნელოვანია იზრუნოთ ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობაზე.
სრულად
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
რა 3 მთავარი შეცდომა შეიძლება დავუშვათ ქუსლების გახეხვისას
სწორად ვიქცევით თუ არა, როდესაც შხაპის ქვეშ ვიხეხავთ ქუსლებს,
სრულად
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
როგორ გავაუმჯობესოთ ინსულინის მიმართ მგრძნობელობა
თუ გაქვთ დიაბეტი ან მისი განვითარების რისკი, ინსულინის მიმართ მგრძნობელობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
სრულად
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პირველი ნიშნები
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ხშირად თან ახლავს ალკოჰოლიზმს.
სრულად
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
თუ 30 წელზე მეტის ხართ, სამ ექიმს უნდა მიმართოთ
რომელ ექიმთან ვიზიტია აუცილებელი ამა თუ იმ ასაკში?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ შეიძლება ვუმკურნალოთ რევმატოიდულ ართრიტს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები