/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ბარიატრიული ქირურგია - სიმსუქნის დაძლევის შესაძლებლობა ქირურგიული ოპერაციის გზით

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბარიატრიული ქირურგი, ევროპის ენდოსკოპისტ-ქირურგთა ასოციაციის (EAES) წევრი,

სიმსუქნისა და მეტაბოლური დარღვევების ქირურგიის საერთაშორისო ფედერაციის (IFSO) წევრი გია მოსიაშვილი: „ბარიატრიული ქირურგიის მიზანია ქირურგიული ოპერაციის გზით დაეხმაროს პაციენტებს წონის შემცირებასა და სიმსუქნის შედეგად განვითარებული ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევაში

ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგია მედიცინის შედარებით ახალგაზრდა დარგია. სიტყვა “ბარიატრია” ბერძნული წარმოშობისაა - baros ნიშნავს წონას, სიჭარბეს და iatreia ნიშნავს მკურნალობას. შესაბამისად ბარიატრიული ქირურგიის მიზანია ქირურგიული ოპერაციის გზით დაეხმაროს პაციენტებს წონის შემცირებასა და სიმსუქნის შედეგად განვითარებული ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევაში.

რა არის ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების ჩვენებები?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების ჩვენებები განსაზღვრავს, თუ ვისთვის შეიძლება ეს პროცედურა რეკომენდებული იყოს და როდის ითვლება ის სამედიცინო თვალსაზრისით საჭირო ჩარევად. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბარიატრიული ტიპის ოპერაცია არ არის კოსმეტიკური ოპერაცია; ის გამოიყენება მორბიდული სიმსუქნის სამკურნალოდ, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და მის ცხოვრების ხარისხს. ოპერაციის ჩვენებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სხეული მასის ინდექსს. ოპერაცია იგეგმება იმ პაციენტებთან, ვისი სხეულის მასის ინდექსიც მეტია 40-ზე და არ შეუძლიათ წონის შემცირება დიეტის ან ფიზიკური აქტივობის გზით. თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში სხეულის მასის ინდექსი შეიძლება არ აღემატებოდეს 35-ს. ეს დაავადებებია: არტერიული ჰიპერტენზია, ძილის აპნოე, კარდიოვასკულარული დაავადებები, ოსტეოართროზი. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის არსებობის შემთხვევაში ოპერაციის ჩატარება შესაძლებელია 30 სხეულის მასის ინდექსიდან. სხეულის აგებულების თავისებებურებიდან გამომდინარე მიჩნეულია, რომ აზიური მოსახლეობისთვის ჩვენებები შეიძლება დაიწყოს სხეულის მასის ინდექსის 3 ერთეულით დაბალი მაჩვენებლებიდან. რა თქმა უნდა, არსებობს დამატებითი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ოპერაციის დაგეგმვისას. მაგალითად: წონის დაქვეითების მცდელობების წარუმატებლობა, პაციენტის მოტივაცია და მზადყოფნა ცხოვრების წესის მნიშვნელოვან ცვლილებებისთვის, აგრეთვე, ასაკობრივი რეკომენდაციები.

რომელ ასაკშია შესაძლებელი ამ ოპერაციების ჩატარება?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ბარიატრიული ოპერაცია, როგორც წესი, რეკომენდებულია 18-65 წლის ასაკის პაციენტებისთვის. თუმცა მკაცრი ასაკობრივი შეზღუდვები არ არსებობს. ყველა კონკრეტული შემთხვევა უნდა განვიხილოთ როგორც უნიკალური. 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვისაც შეიძლება დაიგეგმოს ოპერაცია, თუ მათი საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას და არსებობს ჯანმრთელობის სერიოზული რისკები, რომლებიც სიმსუქნის გამო ვითარდება (მაგ., შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვა). როგორც უკვე აღვნიშნე, გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად. უფრო მეტი სიფრთხილეა 18 წელზე პატარა ასაკის პაციენტების შემთხვევაში. ჯანმრთელობის მძიმე დარღვევების შემთხვევაში შესაძლებელია ასაკი ჩამოვწიოთ 16 წლამდე. 16 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ბარიატრიული ოპერაცია, როგორც წესი, არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობა სერიოზულად არის დაზიანებული სიმსუქნის გამო და არსებობს მულტიდისციპლინური სამედიცინო გუნდის მკაცრი შეფასება და თანხმობა.

რა ტიპის/სახეობის ბარიატრიული ოპერაციები კეთდება?

ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის მოიცავს სხვადასხვა სახის ოპერაციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჭარბი წონის შემცირებას და პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ოპერაციის თითოეული ტიპი მოქმედებს განსხვავებულად, მაგრამ საერთო მიზანი არის პაციენტის კვებითი ჩვევების შეცვლა, რაც მიიღწევა მიღებული საკვების რაოდენობის შემცირებით (რესტრიქციული ოპერაცია), ან მიღებული საკვების შეწოვის შემცირებით (მალაბსორბციული ოპერაცია), ან ორივე კომპონენტის ერთდროული არსებობით (რესტრიქციულ-მალაბსორბციული). ბარიატრიული ოპერაციებიდან დღეისათვის ყველაზე მეტი “პოპულარობა” მოიპოვა სლივ-გასტრექტომიამ. ოპერაციის დროს იკვეთება კუჭის დაახლოებით 70-80%, რის შედეგადაც კუჭი იღებს ვიწრო "მილის" ფორმას. ეს გახლავთ ე.წ. რესტრიქციული ტიპის ოპერაცია. ასევე, წარმატებით ტარდება კუჭის ბაიპასის ტიპის ოპერაციები. ამ ოპერაციების დროს ხდება როგორც კუჭის დაპატარავება, ისე წვრილი ნაწლავის სიგრძეში დამოკლება ანუ ეს გახლავთ რესტრიქციულ-მალაბსორბციული ტიპის ოპერაცია. ორივე ტიპის ოპერაციები ტარდება ლაპაროსკოპიული ტექნიკით, პაციენტების რეაბილიტაცია სწრაფია. გამოირჩევიან მდგრადი წონის კლების ეფექტით.

ოპერაციის ტიპის განსაზღვრა რა კრიტერიუმებით ხდება?

ბარიატრიული ოპერაციის ტიპის განსაზღვრა მოითხოვს პაციენტის სამედიცინო მდგომარეობის, ცხოვრების წესისა და წონის მართვის მიზნების დეტალურ შეფასებას. ოპერაციის ტიპი შეირჩევა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. გასათვალისწინებელია სხეულის მასის ინდექსი, თანმხლები დაავადებები, პაციენტის პირადი ჩვევები. ოპერაციის ტიპის არჩევისას დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ჩართულობას. პაციენტის ინტერესებიდან გამომდინარე, მაღალი სხეულის მასის ინდექსის დროს იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია დაიგეგმოს ორ ეტაპიანი ოპერაციაც კი.

როგორია და რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს რეაბილიტაცია?

ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია მოითხოვს დროს, მოთმინებასა და ცხოვრების წესის მნიშვნელოვან ცვლილებებს. რეაბილიტაციის პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპერაციიდან გამოჯანმრთელებისთვის, არამედ წონის კლების ხანგრძლივი შედეგების უზრუნველსაყოფად. რეაბილიტაციის პერიოდი, როგორც წესი, მოიცავს რამდენიმე თვეს, თუმცა წონის კლება და ახალი ცხოვრების წესთან შეგუება 1 წლამდე ან მეტხანსაც შეიძლება გაგრძელდეს. ყველაზე რთული მაინც არის პირველი თვე, როდესაც პაციენტი თავიდან სწავლობს საკვების მიღებას და პირველი ორი კვირის განმავლობაში უწევს მხოლოდ სითხეების მიღება.

ოპერაციის შემდეგ, საშუალოდ, ყოველთვიურად, რამდენ კგ-ის კლება ხდება?

ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ წონის კლება არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია პაციენტის საწყის წონაზე, ოპერაციის ტიპზე, კვების რეჟიმსა და ცხოვრების წესზე. თუმცა, არსებობს ზოგადი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გვიჩვენებს, რამდენად შეიძლება შემცირდეს პაციენტის წონა ყოველთვიურად ოპერაციის შემდეგ. პირველ თვეს პაციენტები იკლებენ 7-16 კგ იმის მიხედვით, თუ რა მასაზე გაკეთდა ოპერაცია. უფრო სწორი იქნება მოლოდინებზე საუბარი. საშუალოდ ოპერაციების შემდეგ პაციენტები იკლებენ ზედმეტი წონის 70-80 %-ს.

vis-eqimi2-1734040885.png

რა არის ოპერაციის უკუჩვენებები?

რა თქმა უნდა, ბარიატრიული ოპერაცებსაც აქვთ უკუჩვენება. პაციენტები, რომლებიც არ არიან მზად ცხოვრების წესის ცვლილებისთვის, არ განიხილებიან ოპერაციის კანდიდატებად. ასევე, პაციენტებს მძიმე ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემებით ბარიატრიული ოპერაციები არ უტარდებათ. ასეთია: ჭამის დარღვევები (მაგ., ბულიმია ან ანორექსია), ღრმა დეპრესია ან შიზოფრენია, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულება.

მძიმე სომატური დაავადებებიც, მაგ. ღვიძლის, თირკმელების უკმარისობა, კუჭისა და ნაწლავების მწვავე დაავადებები და სხვ., შესაძლებელია გახდეს ოპერაციული მკურნალობისგან თავის შეკავების მიზეზი. ასეთ დროს ოპერაციული და პოსტოპერაციული გართულებების რისკები აჭარბებს სარგებლის მოლოდინს.

რამდენი ხნის განმავლობაში და რა პერიოდულობით საჭიროებს პაციენტი სამედიცინო მეთვალყურეობას ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ?

ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, პაციენტებს სჭირდებათ გრძელვადიანი მეთვალყურეობა. პირველი თვის განმავლობაში პაციენტი სისტემატურ მეთვალყურეობაზეა. 1, 3 6 12 თვის ვადებზე ხდება ლაბორატორიული ანალიზების კონტროლი, რათა შემოწმდეს ვიტამინების, მინერალების, ელექტროლიტების, ჰემოგლობინის მაჩვენებლები. პოსტოპერაციული პერიოდის მართვაში დიდია ექიმი-დიეტოლოგის როლი. სწორი მეთვალყურეობა უზრუნველყოფს ოპერაციის შედეგების მაქსიმალურ ეფექტურობას და პაციენტების ჯანმრთელობის ხანგრძლივ გაუმჯობესებას.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

მეორე მსოფლიო ომის რამდენი მონაწილე მიიღებს სახელმწიფოსგან 2000-ლარიან დახმარებას?

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 მაისის N731 განკარგულების თანახმად,
სრულად
რომელ ასაკში უარესდება ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი

65 წლის შემდეგ, როგორც ნავარჯიშევ, ასევე ადინამიურ ადამიანებში იწყება სხეულის დაბერების პროცესები.
სრულად
ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საუკეთესოა ოთხი აქტივობა

HSCC: ბუნებაში ოთხი აქტივობა დეპრესიის შემსუბუქებაში დაგეხმარებათ
სრულად
გამოწვევები სამედიცინო დიაგნოსტიკაში და ინოვაციური მიდგომები

რომელი თაობის ადამიანები იჯერებენ უფრო ადვილად ყალბ ამბებს - ფეიკნიუსებს

PID: ზუმერები ყალბ ამბებს ყველაზე მეტად ენდობიან.
სრულად
სპორტდარბაზში ვარჯიშის ან სირბილის ალტერნატივა

თქვენ შეგიძლიათ დაწვათ 600 კკალამდე ერთ საცეკვაო ვარჯიშში.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბარიატრიული ქირურგია - სიმსუქნის დაძლევის შესაძლებლობა ქირურგიული ოპერაციის გზით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები