-გამარჯობა ისევ მე ვარ. პულმონოლიგს კი ვაჩვენებ აუცილებლად უბრალოდ მაინტერესება ერთი რამ, თუ სტრიდორია ყოველთვის ხმაურიანად ხომ უნდა სუნთქვადეს? და ვისაც სტრიდორი აქვს სუნთქვავ უჭირთ? რადგან ყოვეკთვის არ აქვს ეს ხმები, თუ რამეზე წუხს ან რაღაც მაშაინ აქვა და მაგ დროს ძალიან ეზნიქება ყელთან და გულმკერდთან.
-სალამი ჩემი 10 წლის შვილი როგორც კი ჩაიძინებს საშინლად იოფლება სეზონს არ აქვს მნიშვნელობა.წონა ცოტა ზედმეტი აქვს.კარგად იცის გახვევა გადასაფარებელში მარტო ცხვირი და თვალები უჩანს ხოლმე და ამას ვაბრალებდი.მერე სადღაც წავიკითხე რომ საყურადღებოა და შემეშინდა.ბრეტელებიან მაისურში მაინც გაიოფლა.ახლა რამოდენიმე დღე დავაწვინე მაისურის და გადასაფარებლის გარეშე და არ აქვს ოფლი ანუ რაიმე პრობლემა რომ ჰქონდეს შიშველი და გადასაფარებლის გარეშეც ხომ გაიოფლებოდა?მადლობა პასუხისათვის.
-გამარჯობა, სტრიდორი , სავარუდოდ ლარინგომალაცია არის თუ არა რისკ ფაქტორი კრუპის? ანუ, ისედაც ხომ შევიწროვებულია ამდროს ხორხი და ვირუსის, გაციების დროს ხომ უფრო შევიწროვდება? ანუ ყველა ვარიანტში კრუპი დაემართება?
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ