ფსიქიკური ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საუკეთესოა ოთხი აქტივობა
- სეირნობა,
- მიწის სამუშაოები,
- თევზაობა,
- ვარჯიში ღია ცის ქვეშ,
- ეს აქტივობები შეიძლება ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც შფოთვისა და დეპრესიის შესამსუბუქებელი მედიკამენტები. ამ დასკვნამდე მივიდნენ იორკის უნივერსიტეტის მკვლევარები. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში „ Health & Social Care in the Community“ (HSCC).
კვლევაში მონაწილეობდა 18-დან 64 წლამდე ასაკის 223 ადამიანი. ყველა მათგანს ჰქონდა შფოთვა, დეპრესია ან პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.
მოხალისეთა უმეტესობამ ასევე განაცხადა, რომ განიცდიდა სოციალურ ან ეკონომიკურ სირთულეებს.
ექსპერიმენტის ფარგლებში, მათ სთხოვეს სტანდარტული მკურნალობისთვის დაემატებინათ ღია ცის ქვეშ შესრულებული აქტივობა - სუბიექტებს შეეძლოთ აერჩიათ ნებისმიერი ტიპის აქტივობა, სეირნობიდან დაწყებული თევზაობითა და მებაღეობით დამთავრებული. შედეგად, სულ რაღაც სამი თვის შემდეგ, მონაწილეთა შფოთვის დონე საშუალოდ 55%-ით შემცირდა. ასევე დაფიქსირდა დეპრესიული სიმპტომების 51%-ით შემცირება და ცხოვრებით კმაყოფილების 65%-ით გაზრდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა მათში, ვინც ხუთიდან რვა კვირამდე ბუნებაში აქტიურად ატარებდა დროს.
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბუნებაში გატარებული დრო მედიკამენტების მიღების შემცვლელი არ არის, თუმცა შეიძლება იყოს მედიკამენტური თერაპიის ძლიერი და უსაფრთხო დამატება, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მეთოდის გამოყენება იმის გათვალისწინებით, რომ ანტიდეპრესანტები ყოველთვის მყისიერად არ მოქმედებს.
მეცნიერები ადამიანებს მოუწოდებენ, რომ არ ეძებონ ცხოვრების აზრი
ასეთი ძიებას მხოლოდ სტრესი და იმედგაცრუება მოაქვს, მაშინ როცა ცხოვრების აზრი თავისთავად გაირკვევა 60 წლის ასაკში.
ეს არის გაფრთხილება კალიფორნიის უნივერსიტეტის, სან დიეგოს სამედიცინო სკოლის მკვლევარებისგან, რომელთა სტატიაც გამოქვეყნდა ჟურნალში Journal of Clinical Psychiatry.
პროფესორმა დილიპ ვ. ჯესტემ და მისმა კოლეგებმა გააანალიზეს 21-დან 100 წლამდე და უფროსი ასაკის ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვის მონაცემები. გამოკითხვის მიზანი იყო იმის დადგენა, იპოვა თუ არა ადამიანმა ცხოვრების აზრი, თუ ისევ ეძებდა მას. გარდა ამისა, შეფასდა გამოკითხვის მონაწილეთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მათი კოგნიტური ფუნქცია.
შედეგად, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ცხოვრების აზრის წარუმატებელი ძიება დაკავშირებულია სტრესთან და იმედგაცრუებასთან, რაც იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას და ასევე უარყოფითად მოქმედებს გონებრივ შესაძლებლობებზე. მაშინ როცა ცხოვრების მნიშვნელობის გააზრება დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ყველა ასპექტზე.
„ბევრი ადამიანი ცხოვრების აზრზე ფილოსოფიური თვალსაზრისით ფიქრობს, მაგრამ ამ კონცეფციას ძალიან კონკრეტული მნიშვნელობა აქვს. როდესაც გააზრებული გაქვთ, რატომ ცხოვრობთ, თავს უკეთ გრძნობთ, ეს დადებითად მოქმედებს განწყობაზე, ჯანმრთელობაზე, გაძლევთ კეთილდღეობის განცდას და, შესაძლოა, სიცოცხლესაც კი ახანგრძლივებდეს“, - განმარტა ჯესტემ. „ანუ ადამიანები, რომლებმაც გააცნობიერეს თავიანთი ცხოვრების აზრი, უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან, ვიდრე ისინი, ვინც წარმატებას ვერ მიაღწიეს“.
რესპონდენტთა პასუხების ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ 60 წელი ის ასაკია, როდესაც ცხოვრების აზრის პოვნა თავისთავად ხდება. ამ ასაკში ადამიანი, როგორც წესი, წყვეტს იმაზე ფიქრს, თუ რატომ ცხოვრობს, რადგან მას უკვე აქვს ამ კითხვაზე პასუხი.
„როდესაც ახალგაზრდა ხარ, 20 ან 30 წლის, ჯერ არაფერში ხარ დარწმუნებული - არც კარიერაში, არც პირად ცხოვრებაში, არც იმაში, არსებითად, თუ როგორი ადამიანი ხარ. ეძებ, ცდილობ გაიგო, რატომ ცხოვრობ. შემდეგ, 40-50 წლის ასაკში, ცხოვრება უფრო სტაბილური ხდება, შეიძლება გყავდეს ოჯახი, კარიერულ კიბეზე ადიხარ. ძიება სულ უფრო ნაკლებია, მაგრამ აზრი სულ უფრო მეტია“, - განმარტა ჯესტემ. — 60 წლის ასაკში ეს პროცესი პიკს აღწევს. თუმცა, 60 წლის შემდეგ სიტუაცია თანდათან იცვლება. ადამიანები პენსიაზე გადიან და არსებითად წყვეტენ იმის გააზრებას, თუ ვინ არიან ისინი. მათი ჯანმრთელობა უარესდება, მეგობრები და ახლობლები ნელ-ნელა კვდებიან. ადამიანები ხელახლა იწყებენ იმის ძიებას, რისთვისაც ცხოვრობენ, რადგან ის, რასაც ადრე ცხოვრების აზრად თვლიდნენ, უკვე გაქრა.