Duran Duran-ის გიტარისტ ენდი ტეილორს მე-4 სტადიის კიბო დაუდგინდა

Entertainment News-ის თანახმად, ჯგუფის სოლისტმა საიმონ ლე ბონმა განაცხადა, რომ ტეილორმა ვერ შეძლო დასწრება პროსტატის კიბოს მე-4 სტადიის დიაგნოზის გამო.
ტეილორმა თანაგუნდელებს შეტყობინება გაუგზავნა.
„მინდოდა პირადი წერილი გამომეგზავნა, რათა გამოვხატო ჩემი გულწრფელი პატივისცემა ყველა თქვენთაგანის მიმართ თქვენი საოცარი კარიერის გამო და ასევე გამეზიარებინა ის, რაც დამემართა“, - წერს ის მესიჯში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გიტარისტმა გაამხილა, რომ მას რამდენიმე წლის წინ დაუსვეს "პროსტატის მეტასტაზური კიბოს მე-4 სტადიის" დიაგნოზი.
ტეილორის თქმით, ოჯახის წევრები თანადგომას უცხადებენ.
მაისში გამოცხადდა, რომ Duran Duran როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სიაში ასევე მოხვდნენ რეპერი ემინემი, Eurythmics, მომღერლები დოლი პარტონი, კარლი საიმონი, პეტ ბენატარი.