/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ტკივილი, რომელიც გვიცავს - რომელია ყველაზე მგრძნობიარე ორგანო

ტკივილი, რომელიც გვიცავს - რომელია ყველაზე მგრძნობიარე ორგანო
ტკივილი, უპირველეს ყოვლისა, უსიამოვნო შეგრძნებაა, რომლის თავიდან აცილებასაც ყველა ერთნაირად ცდილობს.

მიუხედავად ნეგატიური განცდებისა, მას უდიდესი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს, თამამად შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოც კი, რადგან გვაიძულებს, მოვცილდეთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ჩვენს მტკივნეულ რეაქციებს იწვევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტკივილი ერთგვარი ინდიკატორია, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე გვაფრთხილებს. იგი ორგანიზმის თავდაცვის სისტემის უმთავრესი კომპონენტია, ქსოვილთა დაზიანებისა და პათოლოგიური პროცესის პირველი სიგნალი, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას. ამიტომაც გვაფრთხილებენ ექიმები, ყური მივუგდოთ მას.

ტკივილს ყოველთვის ახლავს თან განსაკუთრებული ემოციური ფონი, შინაგან ორგანოთა ფუნქციების ცვლილება და ტკივილის მიმნიჭებელი ფაქტორის მოსაცილებლად განხორციელებული მთელი რიგი ცვლილებანი. ტკივილის დროს იცვლება ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პარამეტრები: იმატებს სისხლის წნევა, პულსი, სისხლში ჰორმონთა კონცენტრაცია, ფართოვდება გუგები. ძლიერმა ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და უეცარი სიკვდილი, ფსიქიკური აშლილობა, აღგზნება, დაღონება, უძილობა, სუნთქვის მოშლა, სისხლძარღვოვანი დარღვევები, საჭმლის მონელების, შარდის გამოყოფის და სხვა ორგანოთა ფუნქციების მოშლა. ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის განმარტებით, ტკივილი ქსოვილთა რეალურ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო მგრძნობელობითი და ემოციური განცდაა.

როგორ შევიგრძნობთ ტკივილს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიდხანს ეგონათ, რომ ტკივილი ჩვეულებრივი ფიზიკური შეგრძნება იყო და არ არსებობდა მისი აღმქმელი სპეციფიკური რეცეპტორი, რომ იგი აღმოცენდებოდა ნებისმიერი რეცეპტორის გაღიზიანებით მაშინ, როდესაც მასზე დიდი ძალის გამღიზიანებელი მოქმედებდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ ტკივილს სპეციფიკური რეცეპტორები - ნოციცეპტორები აღიქვამს. ისინი განლაგებულია კანში, შინაგან ორგანოთა და სასახსრე ზედაპირებზე, ძვლისაზრდელაში. სხეულის სხვადასხვა ნაწილი ტკივილს სხვადასხვანაირად აღიქვამს. ყველაზე მგრძნობიარე კანია, განსაკუთრებით - თითების ბოლო ფალანგებზე, შედარებით ნაკლებმგრძნობიარეა კუნთები, პლევრა, მუცლის ფარი და ტვინის გარსები, კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა შინაგანი ორგანოები, თავისა და ზურგის ტვინი. ტკივილის აღმქმელი მექანიკური, თერმული და ქიმიური რეცეპტორები ორი ტიპისაა - სწრაფმოქმედი და ნელა მოქმედი.

სწრაფი ნოციცეპტორები

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

სწრაფად მოქმედი ნოციცეპტორები ნერვული უჯრედებია, რომლებიც გარედან მიელინის გარსით არის დაფარული. ისინი სიგნალებს 30-50 მ/წმ სიჩქარით ატარებენ და სწრაფ ტკივილს აღიქვამენ, რომელიც მტკივნეული სტიმულის გაჩენიდან წამის მეათედ დროში აღიქმება.

ნელი ნოციცეპტორები

ესენი არამიელინიზებული, ნელი ტკივილის აღსაქმელი ნოციცეპტორებია, რომლებიც სიგნალს 0,5-2 მ/წმ სიჩქარით ატარებს. ეს მოპულსირე ტკივილია, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით, საკვებით, ჰაერით, წყლით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, სამედიცინო პრეპარატებით მოწამვლისას აღმოცენდება.

ტკივილის ფორმები

დროის პარამეტრების მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ტკივილებს;პათოლოგიური ტკივილის მექანიზმში წამყვანი ფაქტორის მიხედვით - კანისას, სომატოგენურს (ნოციცეპტურს), ნეიროგენულსა და ფსიქოგენურს; მიზეზის მიხედვით - ოპერაციისა და ტრავმის შემდგომს, ართრიტულს, სისხლძარღვოვანსა და ონკოლოგიურს;წარმოშობის დროისა და ხანგრძლივობის მიხედვით - მუდმივს, ხანმოკლეს, შეტევითს;ძალა-ინტენსივობის მიხედვით - ყრუს, სუსტს, აუტანელს, მეტისმეტად ძლიერს;ხასიათის მიხედვით - მწველს, მჭრელს, გამჭოლს, მფეთქავს, მღრღნელს, მორაკუნეს, მსერავს, მჩხვლეტს, გამჭოლს, ზემწოლს;სხეულის პოზიციასთან დამოკიდებულების მიხედვით - სიარულთან, სუნთქვასთან, საჭმლის მიღებასთან, აგზნებასთან დაკავშირებულს.ტკივილს შესაძლოა ახლდეს ღებინება, ფაღარათი; ამცირებდეს სითბო, სიცივე, სიმშვიდე, სხეულის გარკვეული პოზიცია.

მწვავე ტკივილი

ახალი, ხანმოკლე ტკივილია, მისი მიზეზის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს. იგი გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილებისთანავე ქრება. ჩვეულებრივ, სხეულის რომელიმე ნაწილშია ლოკალიზებული და ადვილად ემორჩილება მკურნალობას. მწვავე ტკივილი ორგანიზმს ორგანული დაზიანების ან დაავადებების შესახებ აფრთხილებს, იგი ფიზიოლოგიური ტკივილია.

წაიკითხეთ სრულად

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ამერიკელს 18 წლის განმავლობაში შეჰყავდა საკუთარ სხეულში  გველის შხამი ანტიდოტის შექმნის მიზნით
ამერიკელს 18 წლის განმავლობაში შეჰყავდა საკუთარ სხეულში გველის შხამი ანტიდოტის შექმნის მიზნით
ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს რთული ანტიდოტი, რომელიც ანეიტრალებს საშიში გველების 13 სახეობის შხამს.
სრულად
რა საკვებს ყრიან ყველაზე ხშირად
რა საკვებს ყრიან ყველაზე ხშირად
ეს გამოწვეულია საკვების შესახებ მცდარი შეხედულებებით.
სრულად
ნაპოვნია სიბერეში კუნთების და ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალება
ნაპოვნია სიბერეში კუნთების და ჯანმრთელობის შენარჩუნების საშუალება
GeroScience: HDAC11 ცილის დეფიციტი ორგანიზმში იცავს სარკოპენიისგან.
სრულად
რატომ გვტკივა თავი სახლის დალაგების შემდეგ
რატომ გვტკივა თავი სახლის დალაგების შემდეგ
საყოფაცხოვრებო ქიმიკატების გამოყენების გამო სახლის დალაგების შემდეგ შესაძლოა თავის ტკივილის განვითარება.
სრულად
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
იმედი L-ის მომხმარებელს AI ასისტენტი მოემსახურება
იმედი L-ის დაზღვეულებისთვის სიახლეა. პირველად სადაზღვევო ინდუსტრიაში, იმედი L-მა შექმნა ინოვაციური პროდუქტი - AI ასისტენტი რომელიც დაზღვეულებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და კომფორტულად მიიღონ მათთვის საჭირო, დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება.
სრულად
რა არის სექსუალური ჰარასმენტი და რატომ არის ის საშიში?
რა არის სექსუალური ჰარასმენტი და რატომ არის ის საშიში?
სექსუალური ჰარასმენტი არის მამაკაცის მიერ სამსახურეობრივი ან სტატუსური უპირატესობის გამოყენებით ქალისთვის სექსის იძულება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტკივილი, რომელიც გვიცავს - რომელია ყველაზე მგრძნობიარე ორგანო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები