/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

ტკივილი რომელიც გვიცავს

ტკივილი რომელიც გვიცავს
ტკივილი, უპირველეს ყოვლისა, უსიამოვნო შეგრძნებაა, რომლის თავიდან აცილებასაც ყველა ერთნაირად ცდილობს. მიუხედავად ნეგატიური განცდებისა, მას უდიდესი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს, თამამად შეიძლება ითქვას, სასიცოცხლოც კი, რადგან გვაიძულებს, მოვცილდეთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ჩვენს მტკივნეულ რეაქციებს იწვევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტკივილი ერთგვარი ინდიკატორია, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის თაობაზე გვაფრთხილებს. იგი ორგანიზმის თავდაცვის სისტემის უმთავრესი კომპონენტია, ქსოვილთა დაზიანებისა და პათოლოგიური პროცესის პირველი სიგნალი, რომელიც დაუყოვნებლივ მოითხოვს ყურადღებას. ამიტომაც გვაფრთხილებენ ექიმები, ყური მივუგდოთ მას.

ტკივილს ყოველთვის ახლავს თან განსაკუთრებული ემოციური ფონი, შინაგან ორგანოთა ფუნქციების ცვლილება და ტკივილის მიმნიჭებელი ფაქტორის მოსაცილებლად განხორციელებული მთელი რიგი ცვლილებანი. ტკივილის დროს იცვლება ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პარამეტრები: იმატებს სისხლის წნევა, პულსი, სისხლში ჰორმონთა კონცენტრაცია, ფართოვდება გუგები. ძლიერმა ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და უეცარი სიკვდილი, ფსიქიკური აშლილობა, აღგზნება, დაღონება, უძილობა, სუნთქვის მოშლა, სისხლძარღვოვანი დარღვევები, საჭმლის მონელების, შარდის გამოყოფის და სხვა ორგანოთა ფუნქციების მოშლა. ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის განმარტებით, ტკივილი ქსოვილთა რეალურ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო მგრძნობელობითი და ემოციური განცდაა.

როგორ შევიგრძნობთ ტკივილს

დიდხანს ეგონათ, რომ ტკივილი ჩვეულებრივი ფიზიკური შეგრძნება იყო და არ არსებობდა მისი აღმქმელი სპეციფიკური რეცეპტორი, რომ იგი აღმოცენდებოდა ნებისმიერი რეცეპტორის გაღიზიანებით მაშინ, როდესაც მასზე დიდი ძალის გამღიზიანებელი მოქმედებდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ ტკივილს სპეციფიკური რეცეპტორები - ნოციცეპტორები აღიქვამს. ისინი განლაგებულია კანში, შინაგან ორგანოთა და სასახსრე ზედაპირებზე, ძვლისაზრდელაში. სხეულის სხვადასხვა ნაწილი ტკივილს სხვადასხვანაირად აღიქვამს. ყველაზე მგრძნობიარე კანია, განსაკუთრებით - თითების ბოლო ფალანგებზე, შედარებით ნაკლებმგრძნობიარეა კუნთები, პლევრა, მუცლის ფარი და ტვინის გარსები, კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა შინაგანი ორგანოები, თავისა და ზურგის ტვინი. ტკივილის აღმქმელი მექანიკური, თერმული და ქიმიური რეცეპტორები ორი ტიპისაა - სწრაფმოქმედი და ნელა მოქმედი.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სწრაფი ნოციცეპტორები

სწრაფად მოქმედი ნოციცეპტორები ნერვული უჯრედებია, რომლებიც გარედან მიელინის გარსით არის დაფარული. ისინი სიგნალებს 30-50 მ/წმ სიჩქარით ატარებენ და სწრაფ ტკივილს აღიქვამენ, რომელიც მტკივნეული სტიმულის გაჩენიდან წამის მეათედ დროში აღიქმება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ნელი ნოციცეპტორები

ესენი არამიელინიზებული, ნელი ტკივილის აღსაქმელი ნოციცეპტორებია, რომლებიც სიგნალს 0,5-2 მ/წმ სიჩქარით ატარებს. ეს მოპულსირე ტკივილია, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით, საკვებით, ჰაერით, წყლით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, სამედიცინო პრეპარატებით მოწამვლისას აღმოცენდება.

ტკივილის ფორმები

  • დროის პარამეტრების მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ტკივილებს;
  • პათოლოგიური ტკივილის მექანიზმში წამყვანი ფაქტორის მიხედვით - კანისას, სომატოგენურს (ნოციცეპტურს), ნეიროგენულსა და ფსიქოგენურს;
  • მიზეზის მიხედვით - ოპერაციისა და ტრავმის შემდგომს, ართრიტულს, სისხლძარღვოვანსა და ონკოლოგიურს;
  • წარმოშობის დროისა და ხანგრძლივობის მიხედვით - მუდმივს, ხანმოკლეს, შეტევითს;
  • ძალა-ინტენსივობის მიხედვით - ყრუს, სუსტს, აუტანელს, მეტისმეტად ძლიერს;
  • ხასიათის მიხედვით - მწველს, მჭრელს, გამჭოლს, მფეთქავს, მღრღნელს, მორაკუნეს, მსერავს, მჩხვლეტს, გამჭოლს, ზემწოლს;
  • სხეულის პოზიციასთან დამოკიდებულების მიხედვით - სიარულთან, სუნთქვასთან, საჭმლის მიღებასთან, აგზნებასთან დაკავშირებულს.

ტკივილს შესაძლოა ახლდეს ღებინება, ფაღარათი; ამცირებდეს სითბო, სიცივე, სიმშვიდე, სხეულის გარკვეული პოზიცია.

მწვავე ტკივილი

ახალი, ხანმოკლე ტკივილია, მისი მიზეზის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს. იგი გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილებისთანავე ქრება. ჩვეულებრივ, სხეულის რომელიმე ნაწილშია ლოკალიზებული და ადვილად ემორჩილება მკურნალობას. მწვავე ტკივილი ორგანიზმს ორგანული დაზიანების ან დაავადებების შესახებ აფრთხილებს, იგი ფიზიოლოგიური ტკივილია.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტკივილი რომელიც გვიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტკივილი რომელიც გვიცავს

ტკივილს ყოველთვის ახლავს თან განსაკუთრებული ემოციური ფონი, შინაგან ორგანოთა ფუნქციების ცვლილება და ტკივილის მიმნიჭებელი ფაქტორის მოსაცილებლად განხორციელებული მთელი რიგი ცვლილებანი. ტკივილის დროს იცვლება ორგანიზმის მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური პარამეტრები: იმატებს სისხლის წნევა, პულსი, სისხლში ჰორმონთა კონცენტრაცია, ფართოვდება გუგები. ძლიერმა ტკივილმა შესაძლოა გამოიწვიოს შოკი და უეცარი სიკვდილი, ფსიქიკური აშლილობა, აღგზნება, დაღონება, უძილობა, სუნთქვის მოშლა, სისხლძარღვოვანი დარღვევები, საჭმლის მონელების, შარდის გამოყოფის და სხვა ორგანოთა ფუნქციების მოშლა. ტკივილის შემსწავლელი საერთაშორისო ასოციაციის განმარტებით, ტკივილი ქსოვილთა რეალურ ან პოტენციურ დაზიანებაზე აღმოცენებული უსიამოვნო მგრძნობელობითი და ემოციური განცდაა.

როგორ შევიგრძნობთ ტკივილს

დიდხანს ეგონათ, რომ ტკივილი ჩვეულებრივი ფიზიკური შეგრძნება იყო და არ არსებობდა მისი აღმქმელი სპეციფიკური რეცეპტორი, რომ იგი აღმოცენდებოდა ნებისმიერი რეცეპტორის გაღიზიანებით მაშინ, როდესაც მასზე დიდი ძალის გამღიზიანებელი მოქმედებდა. დღეს უკვე ცნობილია, რომ ტკივილს სპეციფიკური რეცეპტორები - ნოციცეპტორები აღიქვამს. ისინი განლაგებულია კანში, შინაგან ორგანოთა და სასახსრე ზედაპირებზე, ძვლისაზრდელაში. სხეულის სხვადასხვა ნაწილი ტკივილს სხვადასხვანაირად აღიქვამს. ყველაზე მგრძნობიარე კანია, განსაკუთრებით - თითების ბოლო ფალანგებზე, შედარებით ნაკლებმგრძნობიარეა კუნთები, პლევრა, მუცლის ფარი და ტვინის გარსები, კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა შინაგანი ორგანოები, თავისა და ზურგის ტვინი. ტკივილის აღმქმელი მექანიკური, თერმული და ქიმიური რეცეპტორები ორი ტიპისაა - სწრაფმოქმედი და ნელა მოქმედი.

სწრაფი ნოციცეპტორები

სწრაფად მოქმედი ნოციცეპტორები ნერვული უჯრედებია, რომლებიც გარედან მიელინის გარსით არის დაფარული. ისინი სიგნალებს 30-50 მ/წმ სიჩქარით ატარებენ და სწრაფ ტკივილს აღიქვამენ, რომელიც მტკივნეული სტიმულის გაჩენიდან წამის მეათედ დროში აღიქმება.

ნელი ნოციცეპტორები

ესენი არამიელინიზებული, ნელი ტკივილის აღსაქმელი ნოციცეპტორებია, რომლებიც სიგნალს 0,5-2 მ/წმ სიჩქარით ატარებს. ეს მოპულსირე ტკივილია, რომელიც ქიმიური ნივთიერებებით, საკვებით, ჰაერით, წყლით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, სამედიცინო პრეპარატებით მოწამვლისას აღმოცენდება.

ტკივილის ფორმები

  • დროის პარამეტრების მიხედვით განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ტკივილებს;
  • პათოლოგიური ტკივილის მექანიზმში წამყვანი ფაქტორის მიხედვით - კანისას, სომატოგენურს (ნოციცეპტურს), ნეიროგენულსა და ფსიქოგენურს;
  • მიზეზის მიხედვით - ოპერაციისა და ტრავმის შემდგომს, ართრიტულს, სისხლძარღვოვანსა და ონკოლოგიურს;
  • წარმოშობის დროისა და ხანგრძლივობის მიხედვით - მუდმივს, ხანმოკლეს, შეტევითს;
  • ძალა-ინტენსივობის მიხედვით - ყრუს, სუსტს, აუტანელს, მეტისმეტად ძლიერს;
  • ხასიათის მიხედვით - მწველს, მჭრელს, გამჭოლს, მფეთქავს, მღრღნელს, მორაკუნეს, მსერავს, მჩხვლეტს, გამჭოლს, ზემწოლს;
  • სხეულის პოზიციასთან დამოკიდებულების მიხედვით - სიარულთან, სუნთქვასთან, საჭმლის მიღებასთან, აგზნებასთან დაკავშირებულს.

ტკივილს შესაძლოა ახლდეს ღებინება, ფაღარათი; ამცირებდეს სითბო, სიცივე, სიმშვიდე, სხეულის გარკვეული პოზიცია.

მწვავე ტკივილი

ახალი, ხანმოკლე ტკივილია, მისი მიზეზის დადგენა სირთულეს არ წარმოადგენს. იგი გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილებისთანავე ქრება. ჩვეულებრივ, სხეულის რომელიმე ნაწილშია ლოკალიზებული და ადვილად ემორჩილება მკურნალობას. მწვავე ტკივილი ორგანიზმს ორგანული დაზიანების ან დაავადებების შესახებ აფრთხილებს, იგი ფიზიოლოგიური ტკივილია.


ქრონიკული ტკივილი

ეს არის ტკივილი, რომელიც 6 თვეს და მეტხანს გრძელდება. იგი მწვავეზე ძნელად იკურნება და განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, რამდენადაც ნორმიდან სერიოზულ გადახრაზე მიგვანიშნებს: ამოწურა ფიზიოლოგიური ფუნქცია -  ორგანიზმს მოსალოდნელი ზიანის შესახებ ამცნო და რაკი მიზეზი არ აღმოიფხვრა, თანდათან თავად დააზიანა გარკვეული უბნები და დამოუკიდებელ დაავადებად ჩამოყალიბდა, რომელიც გაცილებით საშიშია, ვიდრე პირველადი დაზიანება. ქრონიკული ტკივილი პათოლოგიური ბუნებისაა. ფიზიოლოგიურსა და პათოლოგიურ ტკივილს შორის საზღვარი მეტად პირობითია. ის ძირითადად ადამიანის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.

კანის ტკივილი

დაკავშირებულია კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაზიანებასთან. მას კანში მაღალი კონცენტრაციით განლაგებული ნოციცეპტორები სწრაფად აღიქვამენ. ესენი უმეტესად ხანმოკლე ტკივილებია.

სომატური ტკივილი

აღმოცენდება მყესებში, იოგებში, სახსრებში, ძვლებში, სისხლძარღვებსა და საკუთრივ ნერვებში. მათ სომატური ნოციცეპტორები აღიქვამენ. ამ უბნებში სომატური ნოციცეპტორების სიმცირის გამო ტკივილი გაცილებით ყრუ, ცუდად ლოკალიზებული და ხანგრძლივია, თუმცა ზუსტ შეგრძნებას იწვევს და მკაფიო ლოკალიზაცია აქვს ცალკეული კუნთების ტკივილს. სომატოგენურია ანთებითი პროცესების, იშემიის, ქსოვილების დაჭიმვისას აღმოცენებული ტკივილი.

შინაგან ორგანოთა ტკივილი

ვითარდება სხეულის შინაგან ორგანოებში, სადაც კიდევ უფრო ნაკლები ნოციცეპტორია, ამიტომ ტკივილი ყრუ, გაურკვეველი ლოკალიზაციისაა და დიფუზურადაა გავრცობილი, თუმცა შესაძლოა იყოს ძალიან ძლიერიც, ახასიათებდეს შეტევითი, უეცარი დასაწყისი და სწრაფი დასასრული. ასეთ მდგომარეობას კოლიკა ან კრიზი ეწოდება. ზოგჯერ ტკივილი შენიღბულია, სხეულის იმ ნაწილში შეიგრძნობა, რომელიც დაზიანების ადგილს არც კი ეხება. შენიღბული ტკივილის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გულის იშემია (გულის კუნთში სისხლის უკმარისობა), როდესაც ტკივილი შეიგრძნობა როგორც გულმკერდში, ისე მის ზევით, მარცხენა მხარში, ხელში და ხელის მტევანშიც კი.

ნეიროგენული ტკივილი

ნევრალგიაა, ვლინდება თავად ნერვული ქსოვილების დაზიანებისა და დაავადების შედეგად, როდესაც მგრძნობიარე ნერვები ვეღარ აწვდიან ჰიპოთალამუსს სწორ ინფორმაციას და ტვინი აშკარა ფიზიოლოგიური ტკივილის მიზეზის არსებობისას არასწორად რეაგირებს სხვადასხვა სტიმულზე. ნეიროგენული ტკივილის მაგალითია სამწვერა ნერვის ნევრალგია, ფანტომური ტკივილის სინდრომი, თალამური ტკივილი და კაუზალგია.

ფანტომური ტკივილი

ვითარდება ამპუტაციისა და დამბლის შემდგომ - პაციენტი მოკვეთილი, დაკარგული ან დამბლადაცემული კიდურის ტკივილს გრძნობს.

ფსიქოგენური ტკივილი

ფსიქოლოგიური ბუნებისაა, სხეულის ფიზიკური დაზიანების გარეშე ვლინდება და უმეტესად ფსიქოსოციალურ ფაქტორებს უკავშირდება. ფსიქოგენური ტკივილია ფსიქოემოციური ფაქტორებით გამოწვეული კუნთების რეფლექსური დაჭიმვა, რომელიც დაჭიმვის არეში ქსოვილების შიმშილს და მტკივნეულ დისკომფორტს იწვევს. ასეთია გადაძაბვის თავის ტკივილი. ფსიქოზით დაავადებულ პაციენტებს, ბოდვისა და ჰალუცინაციების მსგავსად, ეწყებათ ფსიქოგენური ტკივილი, რომელიც ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ ქრება. ზოგს ფსიქოლოგიური კონფლიქტი ფიზიკურ ტანჯვად ექცევა, ეწყება ტკივილი, რომელსაც ნეგატიური მოგონებები და აზრები აძლიერებს.

სქესი და ტკივილის აღქმა

ტკივილს ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად აღიქვამენ. გოგონებსა და ქალებს ტკივილის ამტანობის ზღვარი და ტკივილისადმი ტოლერანტობა გაცილებით დაბალი აქვთ, ვიდრე ბიჭებსა და მამაკაცებს.  ქალები გაცილებით ხშირად უჩივიან თავისა და ვისცერულ ტკივილებს, როგორც მწვავეს, ისე ქრონიკული ხასიათისას. პოსტოპერაციულ პერიოდში მდედრობითი სქესის პაციენტები გაცილებით ხშირად უჩივიან ტკივილს, სტომატოლოგიური პროცედურების დროსაც გაცილებით ძლიერ ტკივილს განიცდიან. ყოველივე ამის მიზეზი სქესთა შორის ჰორმონული განსხვავებაა. რატომ აღიქვამენ ტკივილს სხვადასხვანაირად სხვადასხვა ასაკის ადამიანები? ესეც ჰორმონების დამსახურებაა. ესტროგენები და ტესტოსტერონი ოპიატების მსგავსად მოქმედებენ და აქტიურად მონაწილეობენ ანტინოციცეფციის (ტკივილის საწინააღმდეგო) მექანიზმებში. ახალგაზრდა ქალების ორგანიზმში ესტროგენი ნორმალური კონცენტრაციით გამოიყოფა, მენოპაუზის შემდეგ კი მისი კონცენტრაცია იკლებს და ტკივილისადმი ამტანობაც მცირდება. ქრონიკული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ტკივილებიც ამიტომ ძლიერდება. იგივე ხდება მამაკაცებში - ასაკთან ერთად ორგანიზმში მცირდება ტესტოსტერონის დონე და სტენოკარდიული თუ სხვა სახის ტკივილებიც ძლიერდება.