მოძრავი მსუქნები ზარმაც გამხდრებზე მეტხანს ცოცხლობენ

სამხრეთ კაროლინის უნივერსიტე-ტის სპეციალისტთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა, რომელშიც 60 წელს გადაცილებული 2 603 ადამიანი მონაწილეობდა. მათ 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ ხნის მანძილზე 450 კაცი გარდაიცვალა.
მეცნიერებმა გააანალიზეს მიღებული მონაცემები და დაასკვნეს:
ფიზიკური აქტიურობის ხარისხი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ყველაზე ნაკლებ მოძრავ მონაწილეთა ჯგუფში ფიზიკურად აქტიურთა ჯგუფთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 4-ჯერ უფრო მაღალი იყო.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ სულ მცირე გააქტიურებაც კი დადებითად მოქმედებდა კვლევის მონაწილეთა ჯანმრთელობაზე. "თუ ჭარბ წონას უჩივით ან მსუქანი ბრძანდებით და ამას ადინამიურობაც ერთვის, დაიწყეთ დღეში სამჯერ 10-10-წუთიანი გასეირნებით. წონას ვერ დაიკლებთ, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობას ნამდვილად გაიუმჯობესებთ", - განაცხადა კვლევის თანაავტორმა სტივენ ბლერმა.
ამერიკის ჯანმრთელობის კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის (ჩDჩ) მონაცემებით, აშშ-ის ყოველი მესამე ზრდასრული მოქალაქე მსუქანია, სპორტს კი ამერიკელების მხოლოდ ნახევარი მისდევს.