/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორთოპედია

ხერხემალი

ხერხემალი
ხერხემალი ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ცენტრალური ნაწილია. ეს არის ურთულესი კონსტრუქცია, რომლის წყალობითაც ადამიანი წელში გამართული დადის და ძლევს დედამიწის მიზიდულობის ძალას.

ადამიანის ხერხემალს სვეტის ფორმა აქვს და 31-32 მალისგან შედგება. მალები, მდებარეობისა და მორფოლოგიური ნიშნების კვალობაზე, 5 ჯგუფად იყოფიან:

1. კისრისა - 7;

2. გულმკერდისა - 12;

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

3. წელისა - 5;

4. გავის მალების ჯგუფს 5 მალის გაერთიანებით მიღებული ერთიანი გავის ძვალი წარმოადგენს;

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.ჩემს 9 წლის ბიჭს აღმოაჩნდა ხერხემლის შუა ორი მალა პეპლისებური.როდესაც რენდგენის გადამღებმა მითხრა და მაჩვენა მაშინვე დავგუგლე და ამომიგდო საშინელი სინდრომები ძალიან გავნერვიულდი და შემდეგ ბევრი კითხვის შემდეგ მივხვდი რომ ეს სინდრომები 9 წლამდე გამოვლინდებოდნენ და რომ არცერთი სინდრომი ჩემს შვილს არ ჭირს.მაინტერესებს ამ ორმა დეფექტურმა პეპლისებურმამალამ სხვა რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჩემს შვილს? ამ სინდრომების გარდა სხვა ვერანაირ ინფორმაციას ვერ მივაკვლიე.მადლობა პასუხისათვის.</p>

5. კუდუსუნის მალები - 2-3.

მალებს ერთმანეთის მსგავსი აგებულება და მრავალი საერთო მორფოლოგიური ნიშანი აქვთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი დანარჩენებისგან რამდენადმე მაინც განსხვავდება. რომელი ჯგუფისაც არ უნდა იყოს, ყველა მალას აქვს სხეული - ცენტრალური და ყველაზე მასიური ნაწილი, რომელიც უკანა გვერდითი კიდეებიდან ორივე მხარეს არის წარზიდული და ერთნაირი ზომის მალის რკალებს ქმნის.

მალის სხეული და რკალები შემოსაზღვრავს თავისუფალ სივრცეს - მალის ხვრელს, მალების ხვრელთა ერთობლიობა კი ქმნის ხერხემლის ძვლოვან არხს, რომელშიც ზურგის ტვინია მოთავსებული. ხერხემლის მალებს შორის საკმაოდ მცირე ზომის მალათაშორისი სივრცეებია, სადაც გაივლის ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები.

განსხვავებული აგებულებისაა უმთავრესად გულმკერდისა და კისრის მალები. გულმკერდის მალებს გამოარჩევს სანეკნე ფოსოები - ადგილი, სადაც მათზე ნეკნებია მიმაგრებული, ხოლო კისრისას - დამატებითი განივი ხვრელი.

კისრის ნაწილი

ხერხემლის ეს განყოფილება განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია - მასში გადის ყველა სეგმენტზე მეტი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კისერთან ერთად სახისა და თავის ქალას კვებასა და ინერვაციასაც ახორციელებენ.

კისრის სეგმენტზე მდებარეობს ერთ-ერთი უმსხვილესი სისხლძარღვი - ხერხემლის არტერია, რომელიც კისრის მალების წანაზარდებს შორის გაივლის. ეს ძალზე ვიწრო არხია, ამიტომ კისრის მალების მცირედი ცვლილებაც კი ამ არტერიის მიჭყლეტასა და სპაზმს იწვევს, რაც სხვადასხვა ავადმყოფური ნიშნით ვლინდება.

კისრის მალებისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ ისინი ერთმანეთს უფრო მჭიდროდ ეკვრიან, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, უმნიშვნელო ცვლილებაც კი, ასევე - დატვირთვის გაზრდა ყველაზე სწრაფად სწორედ ამ ნაწილში იწვევს ნორმალური ფუნქციობის მოშლას, ნერვებსა და სისხლძარღვებზე ზეწოლას და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზურგის ტვინის დაზიანებასაც კი.

მალათაშუა დისკოები

ადამიანის ძვლები არც ისე მტკიცეა, რომ გაუძლოს მუდმივ სტატიკურ თუ დინამიკურ დატვირთვას, სიმძიმეების აწევას, სიარულს, სირბილსა თუ სპორტს და არ დაიშალოს, ამიტომ ბუნებამ ხერხემალი მალათაშუა დისკოებით აღჭურვა, რომლებიც მაამორტიზებელი თვისებების წყალობით რამდენადმე ამცირებს დარტყმით დატვირთვებს.

მალათაშუა დისკოები ერთგვარი ელასტიკური საფენებია, რომლებიც მალების სხეულებს შორისაა "ჩაფენილი". მათი ფუნქცია დარტყმითი დატვირთვების ამორტიზაცია და მალებს შორის თავისუფალი მოძრაობის უზრუნველყოფაა.

ჯანმრთელი დისკო წყლისა და ნახშირწყლებისგან შედგება, რომლებიც მას ჟელესმაგვარ სტრუქტურასა და მყარ ელასტიკურ თვისებებს სძენს. მისი უმეტესი ნაწილი წყალია, დაახლოებით 30% კი პოლისაქარიდები. დისკოს მჭიდრო ანატომიურ-ფუნქციური კავშირი აქვს მთელ ხერხემლთან, მის ცალკეულ სტრუქტურებთან და უზრუნველყოფს მის სიმყარეს, გამძლეობასა და ელასტიკურობას.

დისკო სამი ნაწილისგან შედგება. ესენია:

1. წყვილი ჰიალინური ფირფიტა;

2. პულპოზური ბირთვი;

3. ფიბროზული რგოლი.

ჰიალინური ფირფიტების საშუალებით დისკო მჭიდროდ ეკვრის ზედა და ქვედა მალებს. ერთი სიტყვით, მალათაშუა დისკოები ჩვენი სხეულის ბიოლოგიური ამორტიზატორებია, რომლებიც სხვადასხვა სახის "დარტყმებს" ხერხემლის ღერძის გასწვრივ ანაწილებს.

კომენტარები (1)
dima
როგორ უმკურნალოთ ეს გვითხარით.გადავიღე რენტგენი და დამიდგინეს იშიაზი.. ექიმები ვერ მშველიან
თარიღი : 18-01-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რითია საშიში ბრტყელტერფიანობა
რითია საშიში ბრტყელტერფიანობა
ბრტყელტერფიანობამ, ისევე როგორც ტერფის სხვა პრობლემებმა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჯანმრთელობაზე.
სრულად
რისი სიმპტომია ქუსლის ტკივილი?
რისი სიმპტომია ქუსლის ტკივილი?
ხშირად ქუსლის ტკივილი აშკარა ხდება ისეთი აქტივობების დროს, როგორიცაა დგომა, სიარული ან სირბილი.
სრულად
მალათაშუა დისკების თიაქარი - მართვა და სწორი მკურნალობა
მალათაშუა დისკების თიაქარი - მართვა და სწორი მკურნალობა
ხერხემლის მალათაშუა დისკის თიაქარი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის რთული და ამავდროულად, საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
დეფორმული ტერფი
დეფორმული ტერფი
ტერფის დეფორმაცია მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის, ის სერიოზულ გავლენას ახდენს ძვალ-სახსროვან სისტემაზე, ხელს უწყობს ხერხემლის პათოლოგიების ჩამოყალიბებას.
სრულად
რა არის მორტონის ნეირომა და სხეულის რომელ ნაწილს აზიანებს ის?
რა არის მორტონის ნეირომა და სხეულის რომელ ნაწილს აზიანებს ის?
მორტონის ნეირომა არის
სრულად
რატომ შეიძლება გამწვავდეს სახსრების ტკივილი ცივ ამინდში
რატომ შეიძლება გამწვავდეს სახსრების ტკივილი ცივ ამინდში
კვლევებმა ზუსტად ჯერ კიდევ ვერ დაადგინა თუ რა კავშირია ამინდსა და სახსრების ტკივილს შორის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ორთოპედია

-სალამი, ზუსტად არ ვიცი ვის ვკითხო ამიტომაც ვსვამ ამ კითხვას აქ. დაახლოებით 2-3 კვირაა, ე.წ დაბლა წელში, ანუ ხერხელმლის ქვედა ნაწილში, მარჯვენა მხარეს (გავის ზევით არეალში) მაქვს დისკომფორტი. არა ტკივილი, რომელიც შემაწუხელებია, არამედ დაჭიმულობა, რომელიც აბსოლუტურად ქრება როცა დავდივარ ან ვმოძრაობ, ანუ მოძრაობის დროს ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს. როდესაც ვზივარ დიდი ხნით ამ დროსაა ყველაზე შემაწუხებელი ეს დისკომფორტი. არ უარესდება რაიმე კონკრეტული მოძრაობის დროს რომ ამას ვუკავშირებდე. ცხოვრების ხარისხზე არ აისახება რეალურად მაგრამ რადგან აქამდე არ მქონია მივაქციე ყურადღება. ხერხემალთან ერთად ვიცი რომ შეიძლება გინეკოლოგიურ საკითხებთანაც იყოს კავშირში ამ არეალში დისკომფორტი მაგრამ რეალურად სხვა გამოვლინება არ მაქვს. შეგიძლიათ მირჩიოთ რა შეიძლება გავაკეთო მსგავსი დისკომფორტის მოსახსნელად და ასევე პრობლემის გახანგრძლივების შემთხვევაში რა პროფილის ექიმს უნდა მივართო?

კატეგორია : ორთოპედია

-გამარჯობათ. ძალინ რთულ სიტუაციაში ვარ.მაქვს 10 წელია ქრონიკული რაქიტი,არ ვიცი რისგან არის გამომწვეული.ვარ 34 წლის მამაკაცი,საკმარისია 15 დღე, 1 საათი არ დავდგე მზეზე მეწყება დეფორმაცია.დეფორმირებული მაქვს თავის ქალა,შუბლი და ის მხარე რომელზეც თავი მიდევს ბალოშზე ,იამები მაქვს,ფეხები,ხერხემალი,ნეკნებიც.ხელის თითები. ვიკვებები გაძლიერებულად ვიდრე ოჯახის წევრები,თუმცა მათ არაფერი არ სჭირთ,მხოლოდ მე დამეწყო ეს რაქიტი.ვღებულობ ხშირად, ხაჭოს ყველი 300 გრამი ყოველ დღე,კაკაო რძით.იოგურტი,მარამ ორგანიზმი მალევე ხარჯავს ამ კალცს და დ ვიტამინს.ადრე არ მქონდა,ჩვეუკებრივად ვცხოვრობდი.არასდორს მიმოღია რძის ნაწარმი, რადგან ვერვჭამდი,გული მერეოდა რძის ნაწარმზე,თუმცა არანაირი დეფორმაცია არ მქონია არასდროს.გარკვეული წლების შემდეგ, რა ცვლილებები განვინითარდა ორგანიზმში არ ვიცი.ფაქტია გახარჯვა ხდება დიდი რაოდენობით ამ ვიტამინების.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ხერხემალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხერხემალი

ადამიანის ხერხემალს სვეტის ფორმა აქვს და 31-32 მალისგან შედგება. მალები, მდებარეობისა და მორფოლოგიური ნიშნების კვალობაზე, 5 ჯგუფად იყოფიან:

1. კისრისა - 7;

2. გულმკერდისა - 12;

3. წელისა - 5;

4. გავის მალების ჯგუფს 5 მალის გაერთიანებით მიღებული ერთიანი გავის ძვალი წარმოადგენს;

5. კუდუსუნის მალები - 2-3.

მალებს ერთმანეთის მსგავსი აგებულება და მრავალი საერთო მორფოლოგიური ნიშანი აქვთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი დანარჩენებისგან რამდენადმე მაინც განსხვავდება. რომელი ჯგუფისაც არ უნდა იყოს, ყველა მალას აქვს სხეული - ცენტრალური და ყველაზე მასიური ნაწილი, რომელიც უკანა გვერდითი კიდეებიდან ორივე მხარეს არის წარზიდული და ერთნაირი ზომის მალის რკალებს ქმნის.

მალის სხეული და რკალები შემოსაზღვრავს თავისუფალ სივრცეს - მალის ხვრელს, მალების ხვრელთა ერთობლიობა კი ქმნის ხერხემლის ძვლოვან არხს, რომელშიც ზურგის ტვინია მოთავსებული. ხერხემლის მალებს შორის საკმაოდ მცირე ზომის მალათაშორისი სივრცეებია, სადაც გაივლის ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვები.

განსხვავებული აგებულებისაა უმთავრესად გულმკერდისა და კისრის მალები. გულმკერდის მალებს გამოარჩევს სანეკნე ფოსოები - ადგილი, სადაც მათზე ნეკნებია მიმაგრებული, ხოლო კისრისას - დამატებითი განივი ხვრელი.

კისრის ნაწილი

ხერხემლის ეს განყოფილება განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია - მასში გადის ყველა სეგმენტზე მეტი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კისერთან ერთად სახისა და თავის ქალას კვებასა და ინერვაციასაც ახორციელებენ.

კისრის სეგმენტზე მდებარეობს ერთ-ერთი უმსხვილესი სისხლძარღვი - ხერხემლის არტერია, რომელიც კისრის მალების წანაზარდებს შორის გაივლის. ეს ძალზე ვიწრო არხია, ამიტომ კისრის მალების მცირედი ცვლილებაც კი ამ არტერიის მიჭყლეტასა და სპაზმს იწვევს, რაც სხვადასხვა ავადმყოფური ნიშნით ვლინდება.

კისრის მალებისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ ისინი ერთმანეთს უფრო მჭიდროდ ეკვრიან, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, უმნიშვნელო ცვლილებაც კი, ასევე - დატვირთვის გაზრდა ყველაზე სწრაფად სწორედ ამ ნაწილში იწვევს ნორმალური ფუნქციობის მოშლას, ნერვებსა და სისხლძარღვებზე ზეწოლას და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზურგის ტვინის დაზიანებასაც კი.

მალათაშუა დისკოები

ადამიანის ძვლები არც ისე მტკიცეა, რომ გაუძლოს მუდმივ სტატიკურ თუ დინამიკურ დატვირთვას, სიმძიმეების აწევას, სიარულს, სირბილსა თუ სპორტს და არ დაიშალოს, ამიტომ ბუნებამ ხერხემალი მალათაშუა დისკოებით აღჭურვა, რომლებიც მაამორტიზებელი თვისებების წყალობით რამდენადმე ამცირებს დარტყმით დატვირთვებს.

მალათაშუა დისკოები ერთგვარი ელასტიკური საფენებია, რომლებიც მალების სხეულებს შორისაა "ჩაფენილი". მათი ფუნქცია დარტყმითი დატვირთვების ამორტიზაცია და მალებს შორის თავისუფალი მოძრაობის უზრუნველყოფაა.

ჯანმრთელი დისკო წყლისა და ნახშირწყლებისგან შედგება, რომლებიც მას ჟელესმაგვარ სტრუქტურასა და მყარ ელასტიკურ თვისებებს სძენს. მისი უმეტესი ნაწილი წყალია, დაახლოებით 30% კი პოლისაქარიდები. დისკოს მჭიდრო ანატომიურ-ფუნქციური კავშირი აქვს მთელ ხერხემლთან, მის ცალკეულ სტრუქტურებთან და უზრუნველყოფს მის სიმყარეს, გამძლეობასა და ელასტიკურობას.

დისკო სამი ნაწილისგან შედგება. ესენია:

1. წყვილი ჰიალინური ფირფიტა;

2. პულპოზური ბირთვი;

3. ფიბროზული რგოლი.

ჰიალინური ფირფიტების საშუალებით დისკო მჭიდროდ ეკვრის ზედა და ქვედა მალებს. ერთი სიტყვით, მალათაშუა დისკოები ჩვენი სხეულის ბიოლოგიური ამორტიზატორებია, რომლებიც სხვადასხვა სახის "დარტყმებს" ხერხემლის ღერძის გასწვრივ ანაწილებს.


ხერხემლის ფუნქციური სეგმენტი

მალებს ერთმანეთთან მხოლოდ მალათაშუა დისკოები კი არ აკავშირებს, არამედ ხერხემლის, კისრისა და ზურგის კუნთებიც, რომლებიც სხვა ელემენტებთან ერთად ხერხემლის ფუნქციურ სეგმენტს ქმნიან. ფუნქციური სეგმენტი მალების, მალათაშუა დისკოების, მალათაშუა სახსრების, მყესების, კუნთების, სისხლძარღვებისა და ნერვებისგან შემდგარი კონსტრუქციაა, რომელიც ხერხემლის ფუნქციათა განხორციელებას უზრუნველყოფს და ჩვენი ცხოვრების ხარისხსაც უმეტესწილად სწორედ ამ სეგმენტთა ერთობლივი მუშაობა და ურთიერთშეთანხმებული ქმედება განსაზღვრავს.

ფორმა და ნადრეკები

მალების დამაკავშირებელი ფიბროზული ელემენტების (იოგები, ხრტილები, რბილი ბირთვი) და ხერხემლის კუნთების ტონუსის წყალობით ხერხემლის სვეტი მუდმივად დაჭიმულია. მალებისა და მალათაშუა დისკოების სისტემა ერთი შეხედვით მსუბუქი გვეჩვენება. სინამდვილეში ის უძლებს 18-ჯერ მეტ დატვირთვას, ვიდრე იმავე კვეთის ბეტონის ბოძი. ამიტომაც არ არის ხერხემალი ჯოხივით სწორი - მას სამი ფიზიოლოგიური ნადრეკი აქვს.

ახალშობილის ხერხემლის სვეტი, სანამ მასზე ადამიანის ცხოველმყოფელობასთან დაკავშირებული დატვირთვა მოახდენს გავლენას, თითქმის თანაბარ, სწორ სვეტს წარმოადგენს, სიცოცხლის მესამე თვეს კი კეფისქვეშა და ცალკეული კუნთის გაძლიერების ხარჯზე ბავშვი იწყებს თავის გაწონასწორებას (დაკავებას). ამ მდგომარეობაში კისრის მალებს აწვება არა მარტო თავის სიმძიმე, არამედ კისრის კუნთების ტონუსის ძალაც, რაც ხერხემლის კისრის ნაწილში წინ მიმართული ნადრეკის - ე.წ. კისრის ლორდოზის ჩამოყალიბებას იწვევს.

მეექვსე თვეს, ზურგისა და მუცლის კუნთების ფუნქციური მომწიფების კვალობაზე, ბავშვი ჯდება. ამ მდგომარეობაში წონასწორობის შესანარჩუნებლად სხეულის სიმძიმის ცენტრი წინ გადადის და აწონასწორებს მას ზურგის უკვე მომძლავრებული კუნთების საშუალებით. მჯდომარე პატარა მუდამ წინ არის გადახრილი, რაც ხერხემლის გულმკერდის ნაწილში უკან მიმართული ნადრეკის (კიფოზის) ჩამოყალიბებას განაპირობებს.

მოგვიანებით, როცა ბავშვი დგება, საჭირო ხდება სხეულის გაწონასწორება მენჯ-ბარძაყის სახსარში, ამიტომ მენჯი და მასთან ერთად გავის ძვალი მკვეთრად იცვლიან ჩვეულ მდგომარეობას და ყალიბდება მესამე ნადრეკი - წელის ლორდოზი.

ხერხემლის ფუნქციები საყრდენი

ხერხემალი განსაკუთრებით მოქნილი საყრდენია მხრის სარტყლის, ზედა კიდურების, გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოებისთვის, რადგან ამ უკანასკნელთა მასა საბოლოოდ მენჯის სარტყელსა და ქვედა კიდურებს გადაეცემა.

მცველი

ხერხემლის სვეტი იცავს მასში მოთავსებულ ზურგის ტვინს მექანიკური დაზიანებისგან. გარდა ამისა, ხერხემალი ერთგვარად ანელებს და ამსუბუქებს ბიძგებისა და რხევების ძალას მთელ სხეულზე, რითაც თავის ტვინსა და მის ძვლოვან ნაწილსაც საიმედოდ იცავს.

ბიოამორტიზატორი

ამ ფუნქციის განხორციელებაში მალებთან ერთად მონაწილეობს ხერხემლის კუნთები, მალათაშუა დისკოები, მალების სასახსრე ზედაპირები. მნიშვნელოვანია ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკების, განსაკუთრებით - კისრისა და წელის ნადრეკთა როლი.

სხეულის მამოძრავებელი

მალათაშუა სახსრების დახმარებით ხერხემალი მშვენივრად მოძრაობს ფრონტალურ, საგიტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეებში. ამას ხერხემლის მოძრავი აპარატი უზრუნველყოფს, რომელშიც ორი ნაწილი განირჩევა: პასიური (მალები, სახსრები, მყესები და დისკები) და აქტიური (კუნთოვანი აპარატი).

დამაკავშირებელი

ხერხემლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია სხეულისთვის მტკიცე და, ამავე დროს, მოქნილი საყრდენის შექმნაა. იმავდროულად ხერხემალთანაა დაკავშირებული თავის ქალა, გულმკერდის ჩონჩხი, ზედა და ქვედა კიდურების სარტყლის ძვლები, მათი საშუალებით - კიდურების თავისუფალი ნაწილიც. ამდენად, ხერხემალი ადამიანის ორგანიზმის ძვლოვანი ჩონჩხის არა მარტო საყრდენი, არამედ ცენტრალური გამაერთიანებელი ორგანოცაა.

ბიოლოგიური დაბერება

ყველაფერი ბერდება, მათ შორის ხერხემალიც - წლების მანძილზე მალათაშუა დისკოზე დიდი ძალით ზემოქმედება მის ტრავმირებას იწვევს, ის დეფორმირდება, ახლომდებარე ნერვებსა და სისხლძარღვებს აწვება და აზიანებს, შედეგად ირღვევა თავის ტვინის სისხლმომარაგება და შინაგანი ორგანოების ინერვაცია. ყოველივე ეს იწვევს დისკოს დაშლას - იგი კარგავს სრულფასოვანი ამორტიზატორის თვისებებს, ჯაჭვური რეაქციის პრინციპით, ეს მალების ძვლოვანი სრუქტურების დაზიანებას იწვევს, მათი კიდეები მახვილდება და წანაზარდები - ოსტეოფიტები უჩნდება, რომლებიც ხერხემალს ელასტიკურობასა და მოქნილობას აკარგვინებს. მართალია, კუნთები და იოგები, რომლებიც ხერხემლის ერთგვარ კორსეტს ქმნის, საკმაოდ დიდხანს უზრუნველყოფს ადამიანის სხეულის ღერძის დრეკადობას, მაგრამ დახვეწილი მექანიკაც საბოლოოდ ცვდება, კონსტრუქციის ცალკეული ელემენტების ტრავმები ხერხემლის დისფუნქციის მიზეზად იქცევა.

ბიოლოგიურ სიბერესთან ერთად მალებს შორის სივრცე სულ უფრო და უფრო მცირდება, ხანდახან მალათაშუა ხრტილი სრულიად შრება და ხმება, ხოლო მრავალრიცხოვანი ნერვული დაბოლოებები და სისხლძარღვები, რომლებიც მალებს შორის გადის, იჭყლიტება. ამიტომაც დიდი გასაჭირი ადგებათ იმ ორგანოებს, რომლებსაც ხერხემლის ეს მონაკვეთი ემსახურება - მათ სისხლიც ცუდად მიეწოდება და ნერვული იმპულსებიც არასწორად ან სრულებით აღარ გადაეცემა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მძიმე დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს, რომელთა მკურნალობასა და მართვასაც არცთუ დიდი ხნის წინათ ჩამოყალიბებული მედიცინის დარგი - ვერტებროლოგია სწავლობს.