დისკოს დეგენერაცია 20 წლიდან იწყება - ხერხემლის პრობლემები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დისკოს დეგენერაცია 20 წლიდან იწყება - ხერხემლის პრობლემები

- ხერხემლის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას ხალხში მარილების დაგროვებას უწ-ოდებენ. რა პათოლოგიაა ეს?

-0:05 - "მარილებს" უწოდებენ იმას, რაც რენტგენოგრამაზე წანაზარდების სახით ჩანს. ეს წანაზარდები მტკივნეული არ არის. ისინი წარმოადგენს წინა გასწვრივი იოგის კალციფიკაციას და ხერხემლის დამცავი ფუნქცია აკისრია: როდესაც ხერხემლის რო-მელიმე სეგმენტი არასტაბილურია, ეს წანაზარდები ერთმანეთს უერთდება და ამგვარად უზრუნველყოფს ხერხემლის სვეტის სტაბილურობას. სამწუხაროდ, ეს "მარილები" არ იშლება. ეს არის ართროზი, ანთება, სიბერე და მათი დაშლა ადამიანის გაახალგაზრდავებას ნიშნავს. ჯერჯერობით ასეთი რამ შეუძლებელია. როდესაც რენტგენით რომელიმე სეგმენტში დავინახავთ ასეთ წანაზარდებს, ვხვდებით, რომ ამ სეგმენტში მიკრომოძრაობებია, რის გამოც წამოვიდა იგი.

- რა დაავადებაა ოსტეოქონდროზი?

შეკითხვა ექიმსმოგესალმებით. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ. ჩემი ბოლო იმედი ხართ თქვენ,ძალიან მადლიერი ვარ ამ საიტის. მოკლედ ჩემი ბიჭუნა არის 8 თვის, 6 თვის ასაკში გადავუღეთ მენჯ-ბარძაყის რენტგენი და გვითხრა ორთოპედმა რომ ყბელაგერი კარგადაა და არაფერი სჭირდებაო. ახლა ერთ-ერთმა ორთოპედმა ნახა რენტგენის ფოტო და მსუბუქი დისპლაზიააო,ვეღარ გავიგე ძალიან ვნერვიულობ არვიცი როგორ მოვიქცე,თბილისშიც არ ვიმყოფები,კოვიდ ვირუსის გამო ძალიან სეშინებული ვარ. ძალიან გთხოვთ იქნებ ნახოთ დასკვნა და რენტგენის ფოტო და მირჩიოთ როგორ მოვიქცე. რაიმე ვარჯიში გავაკეთებიმო თუ რა ვქნა საერთოდ. :((((( ბავშვი აქტიურია,დახოხავს ფეხზეც ვაყენებთ,ჯდება, პუტკუნაა და მალე ბრუნდება მაგრამ მაინც იმაგრებს წელს.პასუხი- ამ "დაავადებას" მარტო საბჭოთა კავშირსა და საქართველოში იცნობენ. ოსტეოქონდროზი ასაკობრივია. ეს არის გარდაუვალი მოვლენა, ისევე როგორც ნაოჭები. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 20 წლიდან იწყება დისკოს დეგენერაცია. 30-35 წლიდან რენტგენზე უკვე ჩანს წანაზარდები. ოსტეოქონდროზი აქვს ყველას და ის, რაც ყველას აქვს, შეუძლებელია ავადმყოფობად ჩაითვალოს. ეს ნორმაა.

- როდესაც ადამიანი წელის, კისრის, გულმკერდის ან გავა-წელის მიდამოს ტკივილს უჩივის, მაშინ რასთან გვაქვს საქმე?

- ტკივილის მიზეზი ოსტეოქონდროზი არ არის.

- მაშ, რა არის?

- ხერხემალი კისრის, გულმკერდისა და წელის ნაწილებისგან შედგება. ტკივილის სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზეა წელი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, წელზე გადადის მთელი დატვირთვა, რომლის ატანაც უხდება ადამიანს: ბაზარი, ძუძუთი კვება, თავად სხეულის სიმძიმე... მეორე: წელის დისკო მსხვილია, სქელია, კისრისა კი წვრილი. რაც უფრო დიდია დისკოს მასა, მით უფრო მალე ზიანდება იგი. ტკივილის სიხშირით მეორე ადგილი უკავია კისერს. კისერი არის ხერხემლის ყველაზე მობილური, მოქნილი და დიდი ამპლიტუდით მოძრავი ნაწილი. წელის შემდეგ ყველაზე ხშირად ის ზიანდება. მესამე ადგილი უკავია გულმკერდს. გულმკერდში დისკოს დაავადება ძალიან იშვიათია, იმიტომ, რომ ეს სეგმენტი შეკრულია ნეკნებითა და მკერდის ძვლით, მაშასადამე, ის ყველაზე ნაკლებმოძრავია და ამ თვალსაზრისით ყველაზე უკეთ არის დაცული. ამიტომ სტკივა ადამიანს ჯერ წელი, მერე - კისერი და ბოლოს - გულმკერდი.

- ამ ლოგიკით, ყველაზე უკეთ დაცული გავა-კუდუსუნის სეგმენტი გამოდის...

- რა თქმა უნდა. გავის დისკოპათიები არ არსებობს, იმიტომ, რომ ეს არის ერთიანი ძვალი. მაგრამ გავის ძვალი არ აგვერიოს კუდუსუნში, რომელიც ცალკე პრობლემაა და ნევროლოგიასთან კავშირი არ აქვს. ამ შემთხვევაში ვითარდება მხოლოდ ტკივილის სინდრომი, რომელსაც არ აქვს ისეთი საკაცობრიო მნიშვნელობა, როგორიც წელის ტკივილს. კუდუსუნი არის რუდიმენტი - დაპატარავებული და ფუნქციადაკარგული კუდი. ცხოველებს კუდი მოძრავი აქვთ, შესაბამისად, ადამიანის გავასთან კუდუსუნი უძრავად არ არის შეერთებული. გავას სახსრით კუდუსუნის 4-5 პატარა მალა უერთდება. მასზე ჩვენ ვზივართ. ცხოვრების მჯდომარე წესის გამო იგი ძალიან ხშირად ზიანდება და ამ არეში ვითარდება ანთებითი პროცესი. ამ დაავადებას კოქსიკოდინია ეწოდება. კუდუსუნის ტკივილს კუდუსუნის ამოღებით მკურნალობენ.

- დისკოს პათოლოგიების დროს ჩატარებული კომპიუტერული კვლევის დასკვნებს თუ გადავხედავთ, პათოლოგიური პროცესის აღწერისას ხშირად არის ნახსენები გულმკერდის ბოლო და წელის პირველი მალის მიდამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი დატვირთვა ხერხემლის ამ სეგმენტზე მოდის?

-ხერხემლის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას ხალხში მარილების დაგროვებას უწოდებენ. რა პათოლოგიაა ეს?

- "მარილებს" უწოდებენ იმას, რაც რენტგენოგრამაზე წანაზარდების სახით ჩანს. ეს წანაზარდები მტკივნეული არ არის. ისინი წარმოადგენს წინა გასწვრივი იოგის კალციფიკაციას და ხერხემლის დამცავი ფუნქცია აკისრია: როდესაც ხერხემლის რომელიმე სეგმენტი არასტაბილურია, ეს წანაზარდები ერთმანეთს უერთდება და ამგვარად უზრუნველყოფს ხერხემლის სვეტის სტაბილურობას.

სამწუხაროდ, ეს "მარილები" არ იშლება. ეს არის ართროზი, ანთება, სიბერე და მათი დაშლა ადამიანის გაახალგაზრდავებას ნიშნავს. ჯერჯერობით ასეთი რამ შეუძლებელია. როდესაც რენტგენით რომელიმე სეგმენტში დავინახავთ ასეთ წანაზარდებს, ვხვდებით, რომ ამ სეგმენტში მიკრომოძრაობებია, რის გამოც წამოვიდა იგი.

- რა დაავადებაა ოსტეოქონდროზი?

- ოსტეოქონდროზი ასაკობრივია. ეს არის გარდაუვალი მოვლენა, ისევე როგორც ნაოჭები. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, 20 წლიდან იწყება დისკოს დეგენერაცია. 30-35 წლიდან რენტგენზე უკვე ჩანს წანაზარდები. ოსტეოქონდროზი აქვს ყველას და ის, რაც ყველას აქვს, შეუძლებელია ავადმყოფობად ჩაითვალოს. ეს ნორმაა.

- როდესაც ადამიანი წელის, კისრის, გულმკერდის ან გავა-წელის მიდამოს ტკივილს უჩივის, მაშინ რასთან გვაქვს საქმე?

- ტკივილის მიზეზი ოსტეოქონდროზი არ არის.

- მაშ, რა არის?

- ხერხემალი კისრის, გულმკერდისა და წელის ნაწილებისგან შედგება. ტკივილის სიხშირის მიხედვით პირველ ადგილზეა წელი. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ჯერ ერთი, წელზე გადადის მთელი დატვირთვა, რომლის ატანაც უხდება ადამიანს: ბაზარი, ძუძუთი კვება, თავად სხეულის სიმძიმე...

მეორე: წელის დისკო მსხვილია, სქელია, კისრისა კი წვრილი. რაც უფრო დიდია დისკოს მასა, მით უფრო მალე ზიანდება იგი. ტკივილის სიხშირით მეორე ადგილი უკავია კისერს.

კისერი არის ხერხემლის ყველაზე მობილური, მოქნილი და დიდი ამპლიტუდით მოძრავი ნაწილი. წელის შემდეგ ყველაზე ხშირად ის ზიანდება.

მესამე ადგილი უკავია გულმკერდს. გულმკერდში დისკოს დაავადება ძალიან იშვიათია, იმიტომ, რომ ეს სეგმენტი შეკრულია ნეკნებითა და მკერდის ძვლით, მაშასადამე, ის ყველაზე ნაკლებმოძრავია და ამ თვალსაზრისით ყველაზე უკეთ არის დაცული. ამიტომ სტკივა ადამიანს ჯერ წელი, მერე - კისერი და ბოლოს - გულმკერდი.

წაიკითხეთ სრულად