/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

ვენტრიკულომეგალია თავის ტვინის პარკუჭების გადიდება

ვენტრიკულომეგალია თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების პათოლოგიური გადიდებაა. ამ დროს ირღვევა თავ-ზურგტვინის სითხის (ლიქვორის) მოძრაობა პარკუჭებიდან ზურგის ტვინში.

ვენტრიკულომეგალიამ შესაძლოა ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობის დარღვევა და სხვადასხვა სახის ნევროლოგიური პრობლემა გამოიწვიოს. ნორმისას გვერდითი პარკუჭების სიღრმე 4 მმ-დე მერყეობს. ვენტრიკულომეგალიის დროს კი მათი 12-20 მმ-მდე გადიდება აღინიშნება. აღნიშნული პათოლოგიის განვითარების კონკრეტული მიზეზი უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ასაკოვან ქალებს, ახალგაზრდებთან შედარებით, სამჯერ უფრო ხშირად ებადებათ ვენტრიკულომეგალიის მქონე ბავშვები. ბევრი სპეციალისტი თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების დილატაციას (გადიდებას) დამოუკიდებელ პათოლოგიად კი არ მიიჩნევს, არამედ პათოლოგიურ მდგომარეობად, რომელიც მიანიშნებს ჩანასახოვანი განვითარების ანომალიაზე და სხვა დაავადების თანმხლებია. უფრო კონკრეტულად:

  • ვენტრიკულომეგალია შესაძლოა დამოუკიდებლად გამოვლინდეს. ის ხშირია დღენაკლულ ახალშობილებთან და იმ ჩვილებთან, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს გადაიტანეს მძიმე ინფექცია, ტრავმა ან კიდევ სისხლდენა ორსულობის მოგვიანო ვადაზე.
  • ვენტრიკულომეგალია ხშირად შერწყმულია ქრომოსომულ ანომალიებთან (დაუნის, ტერნერის და ედვარდსის სინდრომები) და განვითარების არამემკვიდრულ დარღვევებთან.

ჩვილებთან პარკუჭების დილატაცია შესაძლოა რაქიტის გართულების სახით აღმოცენდეს და თავის დროზე ნევროლოგიურ დარღვევებს მისცეს დასაბამი. მოზრდილ ბავშვებსა და ზრდასრულებთან თავის ტვინის პარკუჭების გადიდება აღინიშნება ისეთი ფსიქიკური დაავადებების დროს, როგორებიცაა შიზოფრენია და ბიპოლარული დარღვევები. თუმცა საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, ვენტრიკულომეგალია ფსიქიკური დაავადებების ერთ-ერთი სიმპტომია, შედეგი თუ გამომწვევი მიზეზი.

პარკუჭთა დილატაციის სახეები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თავის ტვინის ცალკეული ნაწილების სრულფასოვანი განვითარების შესაფასებლად ექიმი-სპეციალისტები სპეციალურ ცხრილებს იყენებენ, დიაგნოსტიკა კი ულტრაბგერითი გამოკვლევით (ექოსკოპიით) ხდება. გამოკვლევა ტარდება როგორც ორსულობის პერიოდში (ანუ ნაყოფს იკვლევენ ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში), ასევე, ჩვენებისამებრ, ახალშობილებთანაც.

არსებობს ასიმეტრიული და მარჯვენამხრივი ვენტრიკულომეგალია. ის კლასიფიცირდება სიმძიმისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

შეკითხვა ექიმს
<p>-სალამი მე 3 თვეა ვიღებ ესრამს დღეში 1 ტაბლეტს.. მაინტერესებს შემიძლია თუ არა 1 ჭიქა.ღვინოს ან ლუდის დალევა? მადლობა წინასწარ </p>

1) მსუბუქი ფორმის დროს - თავის ტვინის პარკუჭები 10-12 მმ-მდეა გადიდებული.

2) საშუალო ფორმის დროს - პარკუჭები 15 მმ-მდეა გადიდებული. ლიქვორის გადაადგილება დარღვეულია და ბავშვს აღენიშნება ნევროლოგიური დარღვევები.

3) მძიმე ფორმის დროს - ახალშობილს 16-20 მმ-მდე აქვს გადიდებული თავის ტვინის გვერდითი პარკუჭები, აღინიშნება თავის ტვინის განვითარების სერიოზული პათოლოგიები, მაგალითად, ჰიდროცეფალია (თავის ტვინის წყალმანკი).

თავის ტვინის განვითარების ანომალიები ექოსკოპიურად მუცლადყოფნის პერიოდშიც კარგად ჩანს. საზოგადოდ, ნაყოფის გამოკვლევისას გამოვლენილი ვენტრიკულომეგალია არ არის ხოლმე სხვა პათოლოგიებთან შეუღლებული, მსუბუქ სტადიაზე ის ძნელად შესამჩნევია ახალშობილებთანაც. ამასთან, ძნელია იმის პროგნოზირება, “როგორ მოიქცევა” ჩვილის ტვინი ერთი, ორი, სამი ან თუნდაც 6 თვისა და 1 წლის შემდეგ, გამოიწვევს კი პარკუჭთა დილატაცია პატარის ნორმალური განვითარების შეფერხებას, პარკუჭები მომავალშიც განაგრძობენ გადიდებას, რა სისწრაფით მოხდება ეს და სხვა.

როგორ ვლინდება ვენტრიკულომეგალია

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვენტრიკულომეგალია შესაძლოა მუცლადყოფნის პერიოდში აღმოვაჩინოთ ნაყოფის გეგმური ულტრაბგერითი კვლევისას, ორსულობის მე-17 კვირიდან. ვენტრიკულომეგალიისადმი ტენდენციაზე საუბრობენ მაშინ, როცა თავის ტვინის გვერდითი პარკუჭების ზომა 10მმ-ს აღემატება.

ახალშობილებთან ვენტრიკულომეგალია შესაძლოა გადამეტებული ტირილით, აგზნებული მდგომარეობით ან, პირიქით, მეტისმეტად მშვიდი ქცევით გამოვლინდეს. ნებისმიერ აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელია პედიატრთან კონსულტაცია.

მაღალი ხარისხის ვენტრიკულომეგალიის დროს სხვა სიმპტომებთან ერთად გამოხატულია თავის ტვინის გადიდება, კრუნჩხვები, ვენები გამოკვეთილია. ეს სიმპტომები შეუძლებელია გამორჩეს ნებისმიერ ნეონატოლოგს, ნევროლოგსა და პედიატრს, რომლებმაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ერთდროულად უნდა გადაწყვიტონ ვენტრიკულომეგალიის მკურნალობის ტაქტიკა.

ტვინის პარკუჭთა გადიდების აღმოჩენა ახალშობილებთან ზოგჯერ გეგმური გამოკვლევისას შემთხვევით ხდება. ჩვეულებრივ, თავის ტვინის ექოსკოპიას 1-2 თვის ასაკში მიმართავენ, მას თითქმის ყველა ჩვილს უნიშნავენ, მათაც კი, ვისაც არანაირი ჩივილი არ აქვს და არც ვენტრიკულომეგალიისადმი ტენდენცია აღენიშნება.

ახალშობილებთან ვენტრიკულომეგალიის დიაგნოზის დასაზუსტებლად და დაგროვილი სითხის ლოკალიზაციის განსასაზღვრად ტარდება ასევე სონოგრაფია და თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა. თუ გადახრები უმნიშვნელოა, ექიმები დინამიკაში დაკვირვებაზე თანხმდებიან და განმეორებით კვლევას გარკვეული პერიოდის შემდეგ ნიშნავენ.

მსუბუქი ფორმის ვენტრიკულომეგალია შესაძლოა ზრდასრულებთანაც დიაგნოსტირდეს სხვა მიზეზით ჩატარებული თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული თუ ექოსკოპიური კვლევისას. ასეთ შემთხვევაში თავის ტვინის პარკუჭთა არამანიფესტირებული (რომელიც არ არის გამოხატული) გადიდება არ საჭიროებს მკურნალობას. თუ ვენტრიკულომეგალია მანამდე არაფრით ავლენდა თავს, არ მოქმედებდა უარყოფითად ადამიანის ცხოვრების წესზე, პარკუჭთა ზომიერად გადიდება ნორმის ვარიანტად, განვითარების ინდივიდუალურ თავისებურებად მიიჩნევა. ხოლო თუ ვენტრიკულომეგალია მოზრდილებთან ტრავმის ან ინფექციის შედეგადაა განვითარებული, მკურნალობა მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზეა ორიენტირებული.

რითია საშიში ვენტრიკულომეგალია

ვენტრიკულომეგალიამ ბავშვებთან შესაძლოა თავის ტვინისა და საზოგადოდ, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუქციობის სერიოზული დარღვევები გამოიწვიოს. იზოლირებული ფორმის დროს, როდესაც გადახრები თავისთავად აღმოცენდება, პროგნოზი ბევრად კეთილსაიმედოა. ვენტრიკულომეგალია, რომელსაც გენეტიკური დარღვევები უდევს საფუძვლად, ხშირად შეუღლებულია გონებრივ ჩამორჩენილობასთან. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებისას ზოგჯერ ბავშვები სიცოცხლისუუნარონიც კი არიან. ამიტომ ორსულობის პერიოდში ულტრაბგერითი კვლევების ჩატარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ვენტრიკულომეგალია, რომელიც, თავის მხრივ, გამოწვეულია ნაყოფზე ინფექციის ხანგრძლივი ზემოქმედებით, ჰიპოქსიით (ჟანგბადის ნაკლებობით) ან სხვა ფაქტორით, დასაბამს აძლევს სხვადასხვა სახის ფსიქონევროლოგიურ დარღვევას, მათ შორის ცერებრული დამბლის მძიმე ფორმებს. პარკუჭთა გადიდების ასეთი ვერაგი შედეგები, ჩვეულებრივ, ძნელად ექვემდებარება მკურნალობას.

რას გულისხმობს მკურნალობა

ზომიერი ვენტრიკულომეგალიის მქონე ჩვილებთან ინიშნება პროფილაქტიკური მკურნალობა ან მხოლოდ დაკვირვება. შემთხვევათა 80%-ში ასეთი პატარები ყოველგვარი ფიზიკური თუ ფსიქიკური გადახრების გარეშე ვითარდებიან. საშუალო და მძიმე ფორმის პათოლოგიის დროს კი (გარკვეულწილად ზომიერი ვენტრიკულომეგალიის ზოგიერთ შემთხვევაშიც) ბავშვებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის ნევროლოგიური დარღვევები, დაწყებული უმნიშვნელო ცვლილებებით, დამთავრებული სერიოზული დარღვევებით.

მედიკამენტური მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და კონკრეტული შემთხვევის თავისებურებაზე. სამედიცინო პრეპარატები, ჩვეულებრივ, არ მოქმედებს ტვინის პარკუჭთა ზომებზე, თუმცა ეხმარება ბავშვის ორგანიზმს არასწორად მიმდინარე პროცესთა კომპენსირებაში.

ვენტრიკულომეგალიის დროს წესისამებრ ინიშნება:

  • ნოოტროპული პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას;
  • ჰიპოქსიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (ანტიჰიპოქსანტები), რომლებიც აუმჯობესებს ტვინის ქსოვილთა ჟანგბადით გაჯერებას;
  • შარდმდენები, რომლებიც ამცირებს ორგანიზმში და შესაბამისად ტვინის პარკუჭებში სითხის შემცველობას;
  • ორგანიზმში კალიუმის შემაკავებელი პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლის ნევროლოგიურ დარღვევათა განვითარებას.

ბავშვებს ასევე აუცილებლად უნიშნავენ მასაჟსა და სამკურნალო ფიზკულტურას - სტატიკურ ვარჯიშებს, რომლებიც ტვირთავს (ამაგრებს) მენჯის კუნთებსა და საზოგადოდ, მენჯის ფუძეს. დროულად დაწყებული მკურნალობის ფონზე ზომიერი ვენტრიკულომეგალიის მქონე ბავშვები ნორმალურად ვითარდებიან. საშუალო სიმძიმის პათოლოგიის დროს შესაძლოა დარჩეს გარკვეული ნევროლოგიური დარღვევები, თუმცა ბავშვების განვითარება ასეთ დროსაც უმჯობესდება. მძიმე შემთხვევებში, როდესაც პარკუჭები მეტისმეტადაა გადიდებული და ლიქვორის გადაადგილება მნიშვნელოვნადაა დარღვეული, მიმართავენ ქირურგიულ მკურნალობას, თავის ქალაში დგამენ სპეციალურ დრენაჟს (ეს ე.წ. მილი-შუნტია), რომელიც ტვინიდან მოჭარბებული სითხის გამოდევნას უზრუნველყოფს. აღნიშნული ოპერაცია ჩვილს დაბადებისთანავე შეიძლება ჩაუტარდეს. ჭარბი სითხისაგან რამდენადმე განთავისუფლება და შესაბამისად, ტვინის ქსოვილზე ზეწოლის მოხსნა მალევე დადებითად აისახება ბავშვის ზოგად მდგომარეობასა და თვითშეგრძნებაზე - პატარებს უუმჯობესდებათ ძილი, უქრებათ თავის ტკივილი.

კომენტარები (1)
მატილდა
გამარჯობა იქნებ დამეხმაროთ მყავს პატარა 2თვის თვალებს ქაჩავს დაბლა დღეს გადავუღეთ ტვინზე და მითხრეს კონტურები აქვს დეფორმირებულიო საშიშია რაიმე
თარიღი : 15-12-2021
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს

თავის ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა,
სრულად
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!

რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?

ბოლო კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ჯდომაში, აღენიშნებოდათ
სრულად
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა

მსუბუქმა ტვინის შერყევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია.
სრულად
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?

შფოთვის მაღალი დონე ადამიანებს უბიძგებს იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?

ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ვენტრიკულომეგალია თავის ტვინის პარკუჭების გადიდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები