/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

სიცილთერაპია

სიცილთერაპია
ჩვენ ხშირად ვეძებთ განსაკუთრებულ მიზეზებს ბედნიერებისთვის. არადა იქნებ ჯობდეს, სამყაროს გაცილებით მარტივად შევხედოთ, - ისევე, როგორც ბავშვობაში, - და გავიღიმოთ.

სიცილის მოზრდილი ულუფა არასაზიანო ნარკოტიკია, რომელიც ხანგრძლივ ეიფორიას იწვევს და რაც უფრო მეტია მისი დოზა, მით უკეთესიო, - გვარწმუნებენ ექიმები. ჰელოტოლოგია (ბერძ. "ჰელოტოს" სიცილი, "ლოგია" მეცნიერება) - მეცნიერება სიცილის შესახებ - მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში ჩაისახა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო მისი დამაარსებელი ნორმან კანზინსი ისტორიაში შევიდა როგორც "ადამიანი, რომელმაც სიკვდილიც კი გააცინა".

ის სახსრების იშვიათი დაავადებით იტანჯებოდა. როდესაც ექიმებმა ყოველგვარი საშუალება მოსინჯეს და ბოლოს და ბოლოს უარი თქვეს მის მკურნალობაზე, კანზინსი ოთახში ჩაიკეტა და... მრავალი საათის განმავლობაში კომედიებს უყურებდა. შედეგი განსაცვიფრებელი და შოკის მომგვრელი გახლდათ: ერთი კვირის შემდეგ ავადმყოფს ტკივილები გაუქრა, ერთი თვის შემდეგ სიარული დაიწყო, ორი თვის შემდეგ კი სამსახურს დაუბრუნდა. ამ შემთხვევის შემდეგ ამერიკასა და ევროპაში ადამიანის ჯანმრთელობაზე სიცილის გავლენის შესწავლა დაიწყეს და უცნაური რამ აღმოაჩინეს. კერძოდ, ორგანიზმისთვის იუმორი ისევე აუცილებელი ყოფილა, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები.

  • სიცილი რთულ სიტუაციებში შეუცვლელი დამხმარეა და თუ ადამიანს შეუძლია, დასცინოს საკუთარ თავს და პრობლემებს მოულოდნელი კუთხით შეხედოს, ის არასოდეს დაყრის ფარ-ხმალს და სირთულეებს მუდამ ოპტიმიზმით გადალახავს.
  • სიცილი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. ის აუმჯობესებს თვითშეგრძნებას, ხასიათს, განწყობას. ზოგჯერ დროული ხუმრობის პოზიტიური მუხტი მთელი დღე გაგყვებათ. ეს ორგანიზმის მიერ ნეირომედიატორების - დოფამინის, სეროტონინისა და "ბედნიერების ჰორმონის" - ენდორფინის ინტენსიურ გამომუშავებას უკავშირდება.
  • სიცილი სასარგებლო ფიზიკური ვარჯიშია, რომელიც კუნთების 80 ჯგუფს ერთდროულად მოქმედებას აიძულებს! სიცილის დროს ადამიანს მხრები უმოძრავებს, მისი დიაფრაგმა ვიბრირებს, უდუნდება კისრის, ზურგისა და სახის კუნთები. ზოგიერთი მეცნიერი ერთი წუთის განმავლობაში სიცილს ფიტნესის 25-წუთიან ვარჯიშს ადარებს. და მართლაც, სიცილის დროს პულსი ხშირდება. მსგავსი ეფექტი ხომ ვარჯიშის დროსაც შეინიშნება.
  • სიცილი თითქმის ყველა დაავადების პანაცეაა. თქვენ წარმოიდგინეთ, გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებებისაც კი (ყოველ შემთხვევაში, ცდების შედეგები საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ ასეა). სიცილი ხელს უშლის სტრესის ჰორმონების გამომუშავებას და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და აძლიერებს იმუნიტეტს. ზოგჯერ ერთი გაცინებაც საკმარისია, რომ თავის ტკივილმა წამში გაგიაროთ. ერთი თვის ბავშვი უკვე იღიმება. ამბობენ, რომ ღიმილს ის დედისგან სწავლობს. თუ დედა მხიარულია, ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებს, ხშირად იცინის, მას პატარაც ბაძავს. პატარები კი ყველაზე უკეთ ტკბებიან ცხოვრებით. აღსანიშნავია, რომ ერთიდან ხუთ წლამდე ადამიანი ყველაზე ხშირად იცინის.
  • ბავშვები ხშირად იცინიან, იცინიან გულღიად და თითქმის ყოველთვის არაჩვეულებრივი განწყობა აქვთ. ისინი მუდამ მზად არიან აღმოჩენებისა და გმირობისთვის. მათ წინაშე მთელი სამყაროა გადაშლილი. იქნებ სწორედ იმიტომ, რომ ისინი... იცინიან!
  • ხუთწუთიანი სიცილი ორმოცწუთიანი დასვენების ტოლფასია.

უცხოელი ექიმები უკვე დიდი ხანია სიცილთერაპიას სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებენ - ოპტიმისტურად განწყობილი, მხნე ადამიანი ხომ ავადმყოფობის შემდეგ გაცილებით სწრაფად აღიდგენს ძალებს. სამწუხაროა, რომ საქართველოში სიცილთერაპია ჯერჯერობით არ დანერგილა. აშშ-ში კი, სადაც ამგვარი თერაპიის 600 სპეციალისტია, უკვე სიცილის ცენტრებიც კი ამოქმედდა. ხალხი იქ ისევე დადის, როგორც ფიტნესკლუბში, რადგან ჯგუფური სეანსების დროს გუნებაზე მოსვლა გაცილებით ადვილია და შედეგიც უფრო ხანგრძლივი - სიცილი ხომ გადამდებია!

  • სიცილი აუმჯობესებს სუნთქვას და ორსულებისთვისაც სასარგებლოა. გაგიკვირდებათ და სიცილით თერაპიას მშობიარობის, უფრო სწორად, სამშობიარო შეტევების პირველ ეტაპზე იყენებენ. ეს ტკივილის შეგრძნებას საგრძნობლად ამსუბუქებს.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მიუხედავად ამისა, სიცილს, ისევე როგორც სხვა წამლებს, უკუჩვენებებიც აქვს. კერძოდ, დიდხანს სიცილს არ ურჩევენ ადამიანს, რომელსაც თიაქარი, თვალის ან ფილტვის დაავადება - ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია ან ტუბერკულოზი აქვს; სიცილი საშიშია, როცა არსებობს ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება ან ოპერაციის შემდგომი გართულება. ასეთ დროს ადამიანს სიმშვიდე სჭირდება. მან არ უნდა დაძაბოს სახისა თუ ორგანიზმის სხვა ნაწილების კუნთები. ყველა დანარჩენისთვის კი სიცილი წამალია.

იუმორის სეანსები დამოუკიდებლადაც შეიძლება მოაწყოთ. მაგალითად, უნდა იცხოვროთ ამ წესის თანახმად: "უნდა ვიცინო ყოველ დილით თუნდაც 10 წუთის განმავლობაში, 10 წუთი შუადღისას და ამდენივე - საღამოს". ხშირად უნდა უყუროთ კომედიებს, იუმორისტულ გადაცემებს, იკითხოთ ანეკდოტები, შეადგინოთ კარიკატურების ან სასაცილო ფოტოსურათების არქივი. უფრო მეტად უნდა გქონდეთ ურთიერთობა სიცოცხლით სავსე ადამიანებთან, ექსტრავერტებთან. სასურველია, თავადაც ეძებოთ კომიკური მომენტები და გააცინოთ საკუთარი თავი. ვარიანტი უამრავია. შეგიძლიათ, თუნდაც სარკესთან დადგეთ და საკუთარ თავს ათასნაირად დაემანჭოთ.

  • საავადმყოფოებში მუშაობენ... ჯამბაზები. თუ საზღვარგარეთ სიცილი ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახდა, ისევე როგორც, ვთქვათ, ფიზიკური ვარჯიში ან მავნე ჩვევებზე უარის თქმა, ჩვენ აქედან ჯერ კიდევ შორს ვართ. ჩვენში რატომღაც მიაჩნიათ, რომ თუ ადამიანი ხშირად იცინის, ესე იგი, "ვერ არის". არადა, სიცილი აუცილებელია. მეტიც - აუცილებელია, ვიცინოთ ხშირად და დიდხანს. ეს აუმჯობესებს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობას. ბევრს ასეთი მკურნალობა არასერიოზულად მიაჩნია. ხალხს სასწაულმოქმედი აბებისა უფრო მეტად სწამს, რომელიც მყისვე დაუბრუნებთ დაკარგულ ჯანმრთელობას, მაგრამ ასე არ ხდება!
შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

არსებობს უბრალო მეთოდები, რომლებითაც უნდა დავიწყოთ საკუთარ თავზე მუშაობა, და ერთ-ერთი მათგანი სიცილთერაპიაა. რა თქმა უნდა, სიცილთერაპია მკურნალობის დამოუკიდებელი მეთოდი არ გახლავთ. ის მხოლოდ დამხმარე საშუალებად გამოიყენება. დაბოლოს, უცხოურ კლინიკებში ექიმების გვერდით ხშირად შეხვდებით ჯამბაზსაც. ის შტატიანი თანამშრომელია და სიცილით არჩენს ბავშვებსაც და დიდებსაც. კარგი იქნებოდა, ასეთი პრაქტიკა ჩვენთანაც დანერგილიყო - პატარა პაციენტებს ხომ ისედაც არ ჰყოფნით პოზიტიური ემოციები, მით უმეტეს, საავადმყოფოში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!

რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?

ბოლო კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ჯდომაში, აღენიშნებოდათ
სრულად
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა

მსუბუქმა ტვინის შერყევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია.
სრულად
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?

შფოთვის მაღალი დონე ადამიანებს უბიძგებს იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?

ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
სრულად
ექსპერტმა დემენციის ოთხი ადრეული ნიშანი ჩამოთვალა

ალცჰაიმერის დაავადება იწყება ათწლეულებით ადრე, სანამ ადამიანში პირველი სიმპტომები გამოჩნდება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სიცილთერაპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები