/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნევროლოგია

პარკინსონის დაავადება

პარკინსონის დაავადება
ტერმინი „პარკინსონიზმი“ გამოიყენება ნებისმიერ სინდრომთან, რომლის დროსაც პარკინსონის დაავადებისათვის დამახასიათებელი დარღვევები ვლინდება.

საკუთრივ პარკინსონის დაავადება წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკულად პროგრესირებად დაავადებას. მას პირველად, ანუ იდიოპათიურ პარკინსონიზმს მიაკუთვნებენ. განასხავავებენ მეორეულ პარკინსონიზმსაც. ეს უკანასკნელი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული – მაგალითად, ენცეფალიტით, გარკვეული მედიკამენტების ჭარბად მიღებით, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზით და სხვა.

პარკინსონის დაავადება პირველად 1817 წელს ინგლისელმა ექიმმა, ჯეიმს პარკინსონმა აღწერა თავის ესეში – „კანკალა დამბლის შესახებ“. ავტორმა ამ ნაშრომში 6 პაციენტზე დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა. პარკინსონის დაავადების განვითარების დეტალები ბოლომდე დღესაც შეუსწავლელია, თუმცა დაავადების გამომწვევ მიზეზებს შორის განიხილება რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა. ესენია დაბერება, მემკვიდრეობა, ზოგიერთი ტოქსინი და ნივთიერება.

დაბერების ფაქტორი

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ის ფაქტი, რომ პარკინსონის დაავადებისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი სიმპტომი ნორმალური (ფიზიოლოგიური, არაპათოგენური) დაბერების პროცესშიც ვლინდება, ამყარებს იმ ვარაუდს, რომ პარკინსონიზმის გამომწვევ ფაქტორებს შორის, შესაძლოა, ერთ-ერთი ნეირონთა რაოდენობის ასაკობრივი შემცირებაც იყოს. დღეს უკვე მეცნიერულად არის დასაბუთებული ის, რომ ცხოვრების ყოველ 10 წელიწადში ადამიანი ნეირონთა დაახლოებით 8%-ს კარგავს, მიუხედავად მათი რეგენერაციისა (განახლებისა). ტვინის კომპენსატორული შესაძლებლობანი იმდენად დიდია, რომ პარკინსონიზმის სიმპტომები მხოლოდ ნეირონთა 80%-ის დაკარგვის შემთხვევაში ვითარდება.

მემკვიდრული ფაქტორი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა კისრის ოსტეოხონდროზი მითხრეს და ტკივილი მხრებში და ხელში გადამივიდა ასევე გულმკერდის არეში თითქოს სუნთქვის გაძნელება ვგრძნობ ეს ყველაფერი შეიძლება ოსტრეოხონდროზის ბრალი იყოს?</p>

უკვე მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერები მსჯელობენ დაავადებისადმი მემკვიდრული წინასწარგანწყობის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, გენეტიკური მუტაცია შესაძლოა განპირობებული იყოს ზოგიერთი ნივთიერებისა და ტოქსინის მავნე ზემოქმედებით.

ტოქსინები და მავნე ნივთიერებები

1977 წელს აღწერეს მძიმე პარკინსონიზმის რამდენიმე შემთხვევა ნარკომანებთან, რომლებიც იღებდნენ სინთეზურ ჰეროინს. ეს ფაქტი მოწმობს იმას, რომ სხვადასხვა ქიმიურმა ნივთიერებამ შესაძლოა „ჩართოს“ თავის ტვინის ნეირონებში პათოლოგიური პროცესი და გამოიწვიოს პარკინსონიზმის გამოვლინებანი.

პარკინსონის დაავადების სხვა გამომწვევ მიზეზებს შორის აღსანიშნავია ვირუსული ინფექციები, თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზი, ქალა-ტვინის მძიმე და განმეორებადი ტრავმები, ზოგიერთი პრეპარატის ხანგრძლივად მიღება, მაგალითად, იმ მედიკამენტებისა, რომლებიც ბლოკავს დოფამინის გამოყოფას ან გადაცემას (ნეიროლეფსიური საშუალებანი, რეზერპინის შემცველი პრეპარატები), ამიტომაც პარკინსონის დაავადების დიაგნოსტიკის დროს აუცილებელია იმის დაზუსტება, თუ რა თერაპია უტარდებოდა პაციენტს.

კლინიკური გამოვლინება და ძირითადი სიმპტომები

დაავადება იწყება ამიოსტატიკური სინდრომის თანდათანობითი განვითარებით. ამიოსტატიკურ ანუ აკინეზურ-რიგიდულ სინდრომს ახასიათებს მოძრაობის შენელება (ბრადიკინეზია), მოძრაობის სიღარიბე (ოლიგოკინეზია) და ექსტრაპირამიდული ჰიპერტონია. ამიოსტატიკურ სინდრომს ემატება პარკინსონული ტიპის კანკალი. ექსტრაპირამიდული ჰიპერტონია გამოიხატება ტანის, სახისა და კიდურების კუნთთა პლასტიკური ტონუსის გაძლიერებით, რის შედეგადაც ვითარდება ქუთუთოს ხამხამის გაიშვიათება (მარის სიმპტომი), ნებისმიერი მოძრაობის შებოჭილობა და სიღარიბე. სახე ამიმიურია, ნიღაბისებრი, ქვეითდება ან ისპობა ფიზიოლოგიური სინკინეზიები: სიარულისას არ ხდება ხელების მაბალანსირებელი მოძრაობა (აქეიროკინეზია), ავადმყოფს უჭირს სკამიდან სწრაფად წამოდგომა, ეცვლება მეტყველება (ის არამოდულირებულ, მონოტონურ ხასიათს იღებს) და ხელწერა (მიკროგრაფია). თავისებურად იცვლება ავადმყოფის პოზაც – თავი და ტანი წინ დახრილია. ხელები – ადუქციური, წინამხარი და თითები ნაწილობრივადაა მოხრილი, ხოლო ფეხები მენჯ-ბარძაყის სახსრებში მოხრილია ოდნავ. ავადმყოფი დადის მოკლე-მოკლე ნაბიჯებით. მტევნის პასიური მოძრაობისას გამოხატულია ე. წ. დაკბილული ბორბლის სიმპტომი (ნეგროსი). პაციენტი უმთავრესად დეპრესიულია. შესამჩნევია ემოციური ლაბილობა – იგი ადვილად იცრემლება და იგზნება, ჭირვეული და ახირებულია.

აღწერილ ავადმოყოფურ მდგომარეობას ემატება პარკინსონული კანკალი. ხელის თითები წამში 4-7-ჯერ სტერეოტიპულად, რიტმულად მოძრაობს, რაც ემსგავსება აბის დამრგვალებას, ლითონის ფულის დათვლას. როდესაც კანკალი ძლიერია, ხელის თითები და მტევანი ფანდურზე დაკვრის მსგავს მოძრაობებს ასრულებს. დაავადების გამწვავებისას კანკალი ქვედა კიდურებსაც იპყრობს. კანკალი, ჩვეულებრივ, ერთ ხელში იწყება, შემდეგ მეორე ხელშიც გადადის. შესაძლოა ჩონჩხის კუნთებზეც გავრცელდეს. პარკინსონული კანკალი გამოხატულია მოსვენებისას, ძლიერდება დაღლისა და ემოციის დროს, ძილში კი ისპობა. პარკინსონის დაავადება ნელა მიმდინარეობს, წლების მანძილზე და პროგრესულად. აქტიური მოძრაობები თანდათან კნინდება, ბოლოს ისპობა და ავადმყოფი მოვლა-პატრონობას საჭიროებს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თავის ტრავმა - რა ნიშნები არ უნდა გამოგვეპაროს

თავის ტრავმა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა,
სრულად
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა თუ მენიერის დაავადება? - თუ თავბრუსხვევა გაწუხებთ, ეს აუცილებლად წაიკითხეთ!

რა არის ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა?
სრულად
დიდხანს ჯდომა ზრდის ალცჰაიმერის რისკს - როგორ გავატაროთ ნაკლები დრო ჯდომაში?

ბოლო კვლევის მიხედვით, ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც მეტ დროს ატარებდნენ ჯდომაში, აღენიშნებოდათ
სრულად
რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თუნდაც მსუბუქი ტვინის შერყევა

მსუბუქმა ტვინის შერყევამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსია.
სრულად
როგორ ვლინდება „მაღალფუნქციური შფოთვა“ და რატომ არის ის საშიში?

შფოთვის მაღალი დონე ადამიანებს უბიძგებს იყოს უფრო აქტიური და პროდუქტიული - მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს მდგომარეობა არანაირ სარგებელს არ მოუტანს ადამიანის ჯანმრთელობას.
სრულად
რომელი ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა იწვევს მენტალურ პრობლემებს?

ორგანიზმში ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა მენტალურ ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

პარკინსონის დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები