/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

სიფიცხე - ნაკლი თუ ბუნებრივი რეაქცია

სიფიცხე - ნაკლი თუ ბუნებრივი რეაქცია
ყველა ფიცხ პიროვნებად მიმიჩნევს. მაგრამ განა ნორმალურ ადამიანს წყენასა და შეურაცხყოფაზე ბუნებრივი რეაქცია არ უნდა ჰქონდეს?

საიდან მოდის სიფიცხე?

სიფიცხის, მრისხანების ემოციის სათავეები ცხოველთა სამყაროში უნდა ვეძებოთ, რომლის წარმომადგენლებიც საფრთხესთან შეჯახებისას არჩევანის წინაშე დგებიან - გაიქცნენ თუ კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

ეფექტური კონტრიერიშისთვის კი აუცილებელია სიფიცხის მძლავრი უარყოფითი იმპულსი, რომელიც მრავალ ცხოველს რეფლექსური რეაქციის სახით აქვს განმტკიცებული. სიფიცხე, რისხვა დამცავ ფუქციას ასრულებს და სახეობას მოსპობისგან იცავს.

ტკივილისა და სასოწარკვეთილების დროს ადამიანები, ცხოველების მსგავსად, ბრძოლისა და თავდასხმისკენ არიან მიდრეკილნი. არსებობენ ემოციური, მგრძნობიარე პიროვნებები, რომლებიც არცთუ საშიშ სიტუაციებს თავდასხმად აღიქვამენ და აგრესიულად რეაგირებენ. საფრთხის განცდა კიდევ უფრო მძაფრი აქვს ძლიერ განვითარებული ეგოს მქონე პიროვნებას.

სიფიცხისა და მრისხანების პირველწყარო ყოველთვის ეგოს შებღალვაა - ადამიანი შიშობს, რომ გამოავლენს დაბალ თვითშეფასებას, აღმოჩნდება სხვაზე დაბალ საფეხურზე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ამასთან, ფიცხ პიროვნებას არ გააჩნია არც შინაგანი დამამუხრუჭებელი მექანიზმები (ცხოვრებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, საკუთარი თავის მართვის, ფლობის უნარი) და არც გარეგანი კულტურული საშუალებები, რომ გაუმკლავდეს თავის სიფიცხეს, მრისხანებას. მაგალითად, მიანიშნოს ოპონენტს, რომ არ მოსწონს მისი ქცევა ან, საერთოდ, სიტუაცია და ა.შ. მეუღლეები, რომლებიც ამგვარ სიგნალებს იყენებენ, არ უახლოვდებიან საშიშ ზღვარს და დროულად აგვარებენ თავიანთ პრობლემებს. მაგრამ თუ ასეთი სიგნალები გაუგებარია ოპონენტისთვის, უნდა გაირკვეს, რატომ. შესაძლოა, მას მრისხანება ხელს უშლის, ადეკვატურად უპასუხოს მოწინააღმდეგის უარს.

განრისხებულ ადამიანს არ შეუძლია, სხვის ადგილას დააყენოს საკუთარი თავი, გაითავისოს სხვისი მდგომარეობა. ის ვერ უგებს ოპონენტს და მის მოქმედებას აუცილებლად განმარტავს როგორც ბოროტებას, რომელიც უნდა მოისპოს, განადგურდეს.

რისხვის ფიზიოლოგიური საფუძველი

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

სიფიცხეს, რისხვას ფიზიოლოგიური საფუძველიც აქვს. უშფოთველ მდგომარეობაში ორგანიზმის ყველა სისტემა მშვიდად ფუნქციონირებს. როცა ჩნდება გარეგანი არცთუ ძლიერი გამღიზიანებლები, ორგანიზმი რამდენადმე მობილიზდება, მაგრამ ირთვება შინაგანი რესურსები და ყველაფერი ნორმის ფარგლებში რჩება. მაგრამ, აი, წარმოიშვა მეტ-ნაკლებად დიდი საფრთხე - და ადამიანმა ფსიქოლოგიური მობილიზება განიცადა. ბუნებრივია, ფსიქიკის ფიზიოლოგიური საფუძველი მყისიერად მოიმართება - გამოიყოფა ადრენალინი, ხშირდება გულისცემა, სახეს სისხლი აწვება. როდესაც ადამიანი არ ფლობს სიფიცხის განდევნის ცივილიზებულ არხებს ან ვერ ახერხებს თავის შეკავებას, ამ მომენტში ის ებმება ფსიქოლოგიურ, ხოლო ზოგჯერ - ფიზიკურ ორთაბრძოლაში.

სიფიცხე, რისხვა - უფრო მკაფიოდ გამოხატული ემოციაა, რომელშიც ჩვენი ენერგეტიკის გამოვლენა ხდება. ეს გამოიხატება გარეგნულად, აგრეთვე - შინაგანი განცდებითა და ენერგეტიკული დანაკარგებით. ნაკლებენერგეტიკული ადამიანი რისხვას უხალისოდ გამოხატავს - ეს უფრო გაღიზიანებას წააგავს. ძლიერ ადამიანს, როგორც წესი, რისხვაც ძლიერი აქვს.

სასიცოცხლო ენერგიის დიდი რაოდენობის გამოტყორცნა სიშმაგის შეტევებით ხდება. ამასთან, რაც უფრო ძლიერია რისხვა, მით მეტია ენერგიის დანაკარგი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

განშორება და მარტოობა ანგრევს მამაკაცის ჯანმრთელობას
განშორება და მარტოობა ანგრევს მამაკაცის ჯანმრთელობას
მკვლევარებმა რამდენიმე ათასი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს.
სრულად
უხილავი მტერი: როგორ ვმართოთ სტრესი გლობალური არასტაბილურობის ეპოქაში
უხილავი მტერი: როგორ ვმართოთ სტრესი გლობალური არასტაბილურობის ეპოქაში
დილით ვიღვიძებთ და ტელეფონში გვახვდება შემაშფოთებელი საინფორმაციო სათაურები.
სრულად
რატომ უნდათ სექსის შემდეგ ტირილი ან მოწევა
რატომ უნდათ სექსის შემდეგ ტირილი ან მოწევა
ბევრი ამჩნევს: რაც არ უნდა კარგი იყოს სექსი, ორგაზმის შემდეგ ისინი განიცდიან უცნაურ ემოციებს - ზოგს ცრემლი ერევა,
სრულად
გლოვა - დანაკარგით გამოწვეული ტკივილი - ეტაპები და მათი ცოდნის მნიშვნელობა
გლოვა - დანაკარგით გამოწვეული ტკივილი - ეტაპები და მათი ცოდნის მნიშვნელობა
გლოვა რეაქციაა ადამიანის დანაკარგით გამოწვეულ ტკივილზე.
სრულად
ფსიქოლოგიური ეფექტები
ფსიქოლოგიური ეფექტები
(დასაწყისი იხ. #9 ნომერში)
სრულად
სად გადის მოთმინების ზღვარი
სად გადის მოთმინების ზღვარი
კითხვაზე – სად გადის მოთმინების ზღვარი, რა უნდა მოვითმინოთ ურთიერთობაში? – ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია და
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

-მოგესალმებიᲗ, არ ვიცი ფსიქოლოგი მესაᲭიროება Თუ ფსიქიატრი, Შინაგანად ცუდაᲗ ვგრᲫნობ Თავს.ხᲨირად გწერᲗ ხოლმე და საკმაოდ კარგ რᲩევებს ვიᲦებ Თქვენგან, რისიც მადლობელი ვარ.მოკლედ აგიხსნიᲗ Ჩემს სიტუაციას, ვცხოვრობ ანტალიაᲨი , ვარ აქ გაᲗხოვილი, ვარ 35 წლის და მყავს 2 წლის Შვილი, ცელქი, ჰიპერაქტიული ზედმეტადაც, საქმე იმაᲨია, Ჩემი Შვილის ქცევები მაᲦიზიანებს, ეს ყაზრო სირბილი,უაზრო მისი გაჯიუტება, უაზრო გაბრაზება, Ხან ᲗავᲨი იტყავს ხელებს რაც მაᲦიზიანებს, ადრეც ირტყავდა ,მერე ბაᲦᲨი მივიყვანეᲗ და გადაეᲩვია, ბაᲦᲨი კარგად ერᲗობოდა, ახლა მე არ ვმუᲨაობ სახლᲨი ვარ და ბაᲦიდან გამოვიყვანეᲗ( კერᲫო ბაᲦᲨი დაგვყვავდა) მოკლედ ნერვებს ვერ ვᲗოკავ და ვუყვირი, ყველაფერზე ვᲦიზიანდები,ვზრდიᲗ მხოლოდ მე და მეუᲦლე, მეუᲦლე მეხმარება, ეᲗამაᲨება ბავᲨვს მაგრამ Ჩვენც ასაკᲨი ვარᲗ მე 35 ის 37, დასვენება გვინდა ამ დროს უცელქესი ბავᲨვი გყვავს, მე სულ ცემაᲨი გამზარდა დედაᲩემმა და არ მინდა მეც ისეᲗი დედა ვიყო როგორც დედაᲩემი მაგრამ ვერ ვᲗოკავ Თავს, ვუყვირი ბავᲨვს,მინდება ხანდახან დავარტყა, გავგლიჯო არ ვიცი სიფსიხე მაწვება, მერე Ღრმად ვსუნᲗქავ და Თავს ვᲗოკავ მაგრამ Ძალიან ვუყვირი წყობიდან გამოვდივარ, რა გავაკეᲗო?არ მინდა ვუყვირო და მიᲗუმეტეს ვურტყა, გვურილის Ჩაის ვსვამ რომ დავმᲨვიდდე გᲗხოვᲗ მიᲗხრაᲗ ნევროზი მაქვს? Თუ უფრო რᲗულად მაქვს საქმე?

კატეგორია : ფსიქოლოგია

-გამარჯობა, მაქვს პრობლემა როდესაც გარეთ გავდივარ ტვინი იწყებს იმაზე ფიქრს "ტვალეტი ხომ არ მინდა" და ამის გამო სადაც კი მივდივარ ვცდილობ მოვშარდო რადგან თუ სადმე მომინდა ოდნავადაც კი დავუშვათ საცობში მეწყება პანიკური ფიქრი და ვერ ვმართავ ჩემ ფიქრებს, გონება მეკეტება თითქოს, უკვე 1 წელზე მეტია ასე ვარ, უროლოგთან ვიზიტის შემდეგ ანალიზები ნორმაში მაქვს, ჰიპერაქტიული შადის ბუშტზე წამალი ვსვი და სამწუხაროდ არ მოქმედებს კარგად სავარაუდოდ ფსიქროლოგიური პრობლმეაა, მაინტერესებს ვის შეიძლება მივმართო და თუ არის რამე მედიკამენტი რამაც შეიძლება მიშველოს მაგალითად ანტიდეპრესანტები?

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

სიფიცხე - ნაკლი თუ ბუნებრივი რეაქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიფიცხე - ნაკლი თუ ბუნებრივი რეაქცია

საიდან მოდის სიფიცხე?

სიფიცხის, მრისხანების ემოციის სათავეები ცხოველთა სამყაროში უნდა ვეძებოთ, რომლის წარმომადგენლებიც საფრთხესთან შეჯახებისას არჩევანის წინაშე დგებიან - გაიქცნენ თუ კონტრშეტევაზე გადავიდნენ.

ეფექტური კონტრიერიშისთვის კი აუცილებელია სიფიცხის მძლავრი უარყოფითი იმპულსი, რომელიც მრავალ ცხოველს რეფლექსური რეაქციის სახით აქვს განმტკიცებული. სიფიცხე, რისხვა დამცავ ფუქციას ასრულებს და სახეობას მოსპობისგან იცავს.

ტკივილისა და სასოწარკვეთილების დროს ადამიანები, ცხოველების მსგავსად, ბრძოლისა და თავდასხმისკენ არიან მიდრეკილნი. არსებობენ ემოციური, მგრძნობიარე პიროვნებები, რომლებიც არცთუ საშიშ სიტუაციებს თავდასხმად აღიქვამენ და აგრესიულად რეაგირებენ. საფრთხის განცდა კიდევ უფრო მძაფრი აქვს ძლიერ განვითარებული ეგოს მქონე პიროვნებას.

სიფიცხისა და მრისხანების პირველწყარო ყოველთვის ეგოს შებღალვაა - ადამიანი შიშობს, რომ გამოავლენს დაბალ თვითშეფასებას, აღმოჩნდება სხვაზე დაბალ საფეხურზე.

ამასთან, ფიცხ პიროვნებას არ გააჩნია არც შინაგანი დამამუხრუჭებელი მექანიზმები (ცხოვრებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, საკუთარი თავის მართვის, ფლობის უნარი) და არც გარეგანი კულტურული საშუალებები, რომ გაუმკლავდეს თავის სიფიცხეს, მრისხანებას. მაგალითად, მიანიშნოს ოპონენტს, რომ არ მოსწონს მისი ქცევა ან, საერთოდ, სიტუაცია და ა.შ. მეუღლეები, რომლებიც ამგვარ სიგნალებს იყენებენ, არ უახლოვდებიან საშიშ ზღვარს და დროულად აგვარებენ თავიანთ პრობლემებს. მაგრამ თუ ასეთი სიგნალები გაუგებარია ოპონენტისთვის, უნდა გაირკვეს, რატომ. შესაძლოა, მას მრისხანება ხელს უშლის, ადეკვატურად უპასუხოს მოწინააღმდეგის უარს.

განრისხებულ ადამიანს არ შეუძლია, სხვის ადგილას დააყენოს საკუთარი თავი, გაითავისოს სხვისი მდგომარეობა. ის ვერ უგებს ოპონენტს და მის მოქმედებას აუცილებლად განმარტავს როგორც ბოროტებას, რომელიც უნდა მოისპოს, განადგურდეს.

რისხვის ფიზიოლოგიური საფუძველი

სიფიცხეს, რისხვას ფიზიოლოგიური საფუძველიც აქვს. უშფოთველ მდგომარეობაში ორგანიზმის ყველა სისტემა მშვიდად ფუნქციონირებს. როცა ჩნდება გარეგანი არცთუ ძლიერი გამღიზიანებლები, ორგანიზმი რამდენადმე მობილიზდება, მაგრამ ირთვება შინაგანი რესურსები და ყველაფერი ნორმის ფარგლებში რჩება. მაგრამ, აი, წარმოიშვა მეტ-ნაკლებად დიდი საფრთხე - და ადამიანმა ფსიქოლოგიური მობილიზება განიცადა. ბუნებრივია, ფსიქიკის ფიზიოლოგიური საფუძველი მყისიერად მოიმართება - გამოიყოფა ადრენალინი, ხშირდება გულისცემა, სახეს სისხლი აწვება. როდესაც ადამიანი არ ფლობს სიფიცხის განდევნის ცივილიზებულ არხებს ან ვერ ახერხებს თავის შეკავებას, ამ მომენტში ის ებმება ფსიქოლოგიურ, ხოლო ზოგჯერ - ფიზიკურ ორთაბრძოლაში.

სიფიცხე, რისხვა - უფრო მკაფიოდ გამოხატული ემოციაა, რომელშიც ჩვენი ენერგეტიკის გამოვლენა ხდება. ეს გამოიხატება გარეგნულად, აგრეთვე - შინაგანი განცდებითა და ენერგეტიკული დანაკარგებით. ნაკლებენერგეტიკული ადამიანი რისხვას უხალისოდ გამოხატავს - ეს უფრო გაღიზიანებას წააგავს. ძლიერ ადამიანს, როგორც წესი, რისხვაც ძლიერი აქვს.

სასიცოცხლო ენერგიის დიდი რაოდენობის გამოტყორცნა სიშმაგის შეტევებით ხდება. ამასთან, რაც უფრო ძლიერია რისხვა, მით მეტია ენერგიის დანაკარგი.


სიფიცხის დამანგრეველი შედეგები

ეს შედეგები მრავალიარუსიანი და მრავალშრეობრივია:

  • ზოგადი შედეგები - ზოგჯერ რაღაც გამოუსწორებლად იცვლება ცხოვრებაში. წარმოითქმება საბედისწერო სიტყვები, რომლებიც შემდეგ შესაძლოა სანანებელიც კი გაგვიხდეს, მაგრამ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება. ვკარგავთ საყვარელ ადამიანს, სამუშაოს, ვიღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს, ზოგჯერ ვუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომებს.
  • შედეგები ფსიქოლოგიურ დონეზე - ამ დროს ხდება განწყობის გაუარესება. უკმაყოფილება თითქოს განდევნის გაღიზიანებას, მაგრამ ის ისევ ბრუნდება და ბუმერანგის პრინციპით ვნებს თვით ამ განცდის სუბიექტს.
  • შედეგები ფსიქოენერგეტიკულ დონეზე - ფსიქოენერგეტიკულ დონეზე ხდება ენერგიის დაკარგვა. გარკვეული ხნის განმავლობაში ადამიანმა შესაძლოა ძალის მოზღვავება იგრძნოს, მერე კი მკვეთრი სისუსტე ეუფლება.

ეს პროცესი დაბალი ძაბვისთვის განკუთვნილ გამტარში მაღალი ძაბვის დენის გატარებას წააგავს. თუ ადამიანი ხშირად მრისხანებს, მისი ორგანიზმი უძლურდება - ის ხომ ნორმალურ პირობებზეა გათვლილი.

რაც უფრო ხშირად ხდება ორგანიზმის გადაძაბვა, მით უფრო სუსტდება ენერგეტიკა. ფიზიოლოგიურ დონეზე ხდება ბიოქიმიური რეაქციების მძლავრი გამოტყორცნა. შეიმჩნევა არასასურველი ცვლილებები ჰორმონების გამომუშავებაში, გულის გადაღლა. ასეთი აფეთქებების შემდეგ ტვინიც, გულიცა და სისხლიც სუსტად ფუნქციობენ და წარმოიქმნება ნერვულ უჯრედთა მთელი სასაფლაო.

ხშირი სიფიცხისას ეგო გამძაფრებულია. ადამიანი რისხვას გამოტყორცნის, მერე კი ის უკანვე უბრუნდება, თითქოს იკვებება მისით და სულში იზრდება შინაგანი ვამპირი, რომელიც ძალებს შთანთქავს. ამრიგად, რისხვა, ერთი მხრივ, ამძაფრებს ეგოს, მეორე მხრივ კი ასუსტებს.

გავიხსენოთ ადამიანები, რომლებიც სურვილისამებრ, სრულიად უკონტოლოდ ავლენენ თავიანთ სიფიცხეს. ამის კლასიკური ნიმუშები არიან რომის იმპერატორები. რელიგია მათ უფლებას აძლევდა, ეკეთებინათ ყველაფერი, რასაც მოისურვებდნენ. ისინი არც ქრისტიანული მორალით იყვნენ შეზღუდულნი. კალიგულა, ნერონი, დიოკლეტიანე უკიდურესი სისასტიკით გამოირჩეოდნენ. რით მთავრდებოდა ყოველივე ეს? მათი რისხვა მათვე უბრუნდებოდათ და ისინი ძალადობრივი სიკვდილით ამთავრებდნენ სიცოცხლეს. ამან დააუძლურა იმპერატორები და გაანადგურა საზოგადოება, რადგან არ არსებობდა შემზღუდველი თვითკონტროლი. შეიქმნა პათოლოგიური გარემო, რომელმაც განდევნა და უარყო ყოველივე საღი და ჯანსაღი.

ხშირ სიფიცხესა და რისხვას სარეაბილიტაციო დეპრესიის ქრონიკულ მდგომარეობამდე მივყავართ. აპათიის პერიოდი ხანგრძლივდება.

მხიარულება, სიხარული, ბედნიერების განცდა ადამიანს სულიერი სიმტკიცის მარაგს უზრდის. ეს იმიტომ, რომ სიხარული სიცოცხლის განმამტკიცებელი, ხალისის მომნიჭებელი ემოციაა, რისხვა კი დამთრგუნველი განცდა.

თავდაპირველად თითქოს სიამოვნებას გვგვრის შურისძიება და ავსიტყვაობა, მოგვიანებით კი სინდისის ქენჯნა გვიპყრობს. დგება რთული, დეპრესიული პერიოდი, რომელსაც მოსდევს ენერგეტიკული დასუსტება. ემოციური დაბინდვა, თვითრწმენის დაქვეითება, ეჭვიანობა. ეს რთული კომპლექსია. ფიცხი, მრისხანე ადამიანი გამუდმებით მერყეობს დეპრესიასა და გაღიზიანებას შორის.

მრისხანება

მეცნიერები ძველთაგანვე ამტკიცებდნენ, რომ მრისხანებისკენ მიდრეკილება უბრალოდ ხასიათის თვისება კი არ არის, არამედ ადამიანის განსაზღვრული ტიპის დამახასიათებელი ნიშანია. ინდოელების აზრით, ადამიანებში ხორცშესხმულია კოსმიური მატერიის სხვადასხვა თვისება (ჰუნა). ერთნი ინერტულ ჰუნას (ტამასს) მიეკუთვნებიან, მეორენი - აქტიურს (რაჯასს), მესამენი - სულიერი წონასწორობისას (სატვას).

მრისხანებისკენ მიდრეკილი ადამიანები რაჯასის განსხეულებას წარმოადგენენ. ისინი ჟინიანები, ვნებიანები არიან. მათი რისხვის სიღრმისეული მიზეზია მძაფრი რეაგირება ცხოვრებისეულ უთანხმოებაზე, იქ, სადაც რეალური ვითარება არ ემთხვევა მათ მოლოდინს. ამგვარი ადამიანები არსებობდნენ ნებისმიერ ეპოქაში, ხალხში და სოციალური კიბის ნებისმიერ საფეხურზე. როცა მრისხანებდნენ ხელისუფალნი, ისინი ქვეშევრდომებს სიკვდილით სჯიდნენ; როცა რისხვის ტალღა მონებს მოედებოდა, ისინი ჯანყდებოდნენ.

მრავალი გამოჩენილი ადამიანისთვის იყო დამახასიათებელი სიფიცხე და მრისხანება. საკმარისია გავიხსენოთ ნაპოლეონი, ჰიტლერი, პაბლო პიკასო, სალვადორ დალი.

სიფიცხე და ტემპერამენტი

მძვინვარების აფეთქება დამახასიათებელია ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილისთვის, დაწყებული უზომოდ იმპულსური პიროვნებებით, რომლებიც, ჩვეულებრივ, მიმართავენ დარწმუნების ძალისმიერ მეთოდებს და დამთავრებული თვითკონტროლის უნარს მოკლებული “აგრესიულობით”, ე.ი. პათოლოგიურად გაუბედავი სუბიექტებით.

ემანუელ კანტი ასე ახასიათებდა “ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე ფიცხ ადამიანს”: “მასზე ამბობენ, რომ ის ფიცხია, ადვილად ფეთქდება, ინთება, როგორც ჩალა, მაგრამ თუ დაუთმეს, მაშინვე მშვიდდება. მის რისხვაში არ იგრძნობა სიძულვილი, მას უყვარს სხვა მით უფრო მეტად, რაც უფრო დამთმობია ის”.

  • ქოლერიკი: ადვილად ფეთქდება, სწრაფად მშვიდდება, მისი ფეთქებადი ხასიათის შესახებ ყველას უნდა ახსოვდეს.

  • ფლეგმატიკი: ძალიან ნელა ცხარდება, მაგრამ თუ გაცხარდა, დიდხანს გაჰყვება.

  • მელანქოლიკი: მისი სიფიცხე და მრისხანება ძლიერი არ არის, მაგრამ ხანგრძლივია. მას ეშინია სიშმაგის გამომჟღავნების, რადგან აკლია თავდაჯერება.

  • სანგვინიკი: ის უფრო ადვილად მართავს საკუთარ თავს, საკუთარ სიფიცხეს, ვიდრე სხვა ტიპის ტემპერამენტის მქონე ადამიანები. მან იცის ისიც, როგორ აიცილოს თავიდან რისხვა.