/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიური დახმარება

ფსიქოლოგიური  დახმარება
ფსიქოლოგი უპასუხებს „ოჯახის მკურნალის“ რედაქციაში შემოსულ წერილებს და გვირჩევს, თუ როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ პრობლემებს.

"9 წლის ბიჭი მყავს. ახლახან ახალ სკოლაში გადავიდა და პირველივე დღეებში ისეთი რაღაცები ისწავლა თანაკლასელებისგან, რომ აღშფოთებული ვარ! თავზარი დამეცა. უხეშად მომმართავს, უცენზურო სიტყვებს იყენებს. მე ვუხსნი, რომ ასე მოქცევა და საუბარი არ შეიძლება. ასე მგონია, მოსწონს, რომ თავი "უფროსად" და "მოზრდილად" წარმოაჩინოს". ეკა, 36 წლის

თქვენი ბიჭი გრძნობს, რომ დაბნეული ხართ და სიამოვნებას ღებულობს იმ ეფექტით, რომელიც თქვენზე მოახდინა. მას მართლაც ზრდასრულად მიაჩნია თავი, მშობლები ხომ მასთან უკვე ვერაფერს აწყობენ. შეეცადეთ, უფრო მტკიცედ მოიქცეთ.

გააფრთხილეთ, რომ თუ არ შეცვლის თავის ქცევას, იძულებული გახდებით ჯარიმების სისტემა შემოიღოთ. ყოველი უხეში და უცენზურო სიტყვის წარმოთქმისას არ მისცემთ უფლებას ტელევიზორს უყუროს ან კომპიუტერით გაერთოს. მართალია, მიიჩნევა, რომ ნოტაცია არ ახდენს აღმზრდელობით ზემოქმედებას, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ყოველდღიურად, როდესაც მის საქციელს აკრიტიკებთ, ამით ცვლით მის შეხედულებებს სხვადასხვა საგანსა თუ მოვლენაზე. გარკვეული დროის შემდეგ ის გაითვალისწინებს ამ მითითებებს და შეიცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი.

"მეშინია, ახლობლებს გამოვუტყდე, რომ სამსახურის გამოცვლა მსურს. როცა სტუდენტი ვიყავი, მინდოდა საკუთარი ფული მქონოდა და კაფეში ოფიციანტად ვმუშაობდი. სწავლა რომ დავამთავრე, ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა, ბუღალტერი გავხდი. ცოტა ხნის წინ შემცირებაში მოვყევი. ახალი სამსახურის მოძებნა მომიწევს. ძალიან სასიამოვნოდ და თბილად მაგონდება ჩემი სამუშაო კაფეში. სრულიადაც არ მინდა ისევ სპეციალობით მუშაობა, მაგრამ ვშიშობ, ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონებათ ჩემს მშობლებსა და მეგობრებს. მათ მიაჩნიათ, რომ ოფიციანტობა არაპრესტიჟულია". ელენე, 27 წლის

თუ არ გსურთ იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით და ინტერესებით, მაშინ მისდიეთ გარშემო მყოფთა რჩევებს. ადამიანი თითოეული არჩევანის გაკეთების დროს დილემის წინაშე დგება. არა მხოლოდ ობიექტური, არამედ სუბიექტური ფაქტორებიც ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე. ყველაზე ხშირად კი ამ უკანასკნელს უგულებელყოფენ - მიაჩნიათ, რომ სუბიექტური ფაქტორები არაარსებითია. სწორედ ამიტომ, ხშირად ცოლად მიჰყვებიან არა საყვარელ ადამიანს, არამედ - პერსპექტიულს, მუშაობენ არა იქ, სადაც სურთ, არამედ იქ, სადაც პრესტიჟულია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თუ არ გყოფნით სითამამე უამბოთ ახლობლებს თქვენი სურვილის შესახებ, მაშინ დააყენეთ ისინი ფაქტის წინაშე. მაგალითად, კაფეში დაპატიჟეთ და უმაღლეს დონეზე მოემსახურეთ. შოკიდან გამოსვლის შემდეგ ისინი დაასკვნიან, რომ არც ისე ცუდია, როდესაც კაფეში, მომსახურების სფეროში "შენიანი" გყავს.

"მყავს თაყვანისმცემელი. ჩემთან მარტო დარჩენის დროს ძალიან იბნევა... როცა მეგობრებთან ერთად ვართ, მშვენივრად ვურთიერთობთ, საკმარისია მარტო დავრჩეთ, მაშინვე იკეტება თავის თავში, ხმას არ იღებს ან თითო სიტყვას ვგლეჯ პირიდან. ყველაფერი მხოლოდ ჩემს ინიციატივაზეა დამყარებული. ეს უკვე ძალიან მაღიზიანებს. არ ვიცი, რა ხდება..." ვერიკო, 23 წლის

რატომღაც, მორიდებულობა და სიმორცხვე ნაკლად მიიჩნევა. თუმცა როდესაც გაცნობის პირველივე დღეს ყმაწვილი გოგონას გადაეკიდება, თავს მოაბეზრებს და მასთან სტუმრობისკენაც იწევს, გოგონებს ესეც არ მოსწონთ. რა თქმა უნდა, გსურთ, რომ თაყვანისმცემელი ბუნებრივად მოიქცეს, მაგრამ არა თავშეუკავებლად, კომპლიმენტებს გეუბნებოდეთ და არ მლიქვნელობდეს, ხშირად გირეკავდეთ, მაგრამ თავს არ გაბეზრებდეთ. იდეალური ადამიანები არ არსებობენ!

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 24წლის 6წელი შეყვარებული მყავდა 4თვისწინ ვიჩხუბეთ ჩემი უყურადღებობის გამო არვიცი რა მჭირდა სულ თვითონ მოდიოდა შესარიგებლად ძალიან ვუყვარდი ზედმეტად ყურადღებიანიც იყო(გოგო) ვეუბნებოდი რომ იგონებდა და არიყო საჭირო ამდენი ყურადღება მთავარი მიყვარხარ მეთქი ვეუბნებოდი და ვენდობოდი მეგონა სულ შემირიგდებოდა თავისით.ჩზუბიდან 20დღე არვაქცევდი ყურადღებას როცა ცუდად იყო მე კარგად ვგრძნობდი მაშინ თავს მაგრამ 20დღის შემდეგ როცა მივხვდი რომ რაღაც მაკლია უკვე მე თვითონ დავიწყე შერიგებისკენ ნაბიჯის გადადგმა თავიდან მეუბნებოდა რომ ვუყვარდი და უბრალოდ ეშინოდა ისევ გულს ვატკენდი თან მიშვებდა და თან ვერა შემდეგ დავიწყე ყურადღების გამოჩენა ხშირი მოკითხა საჩუქრები მაგრამ აგრესიას ვიღებდი მისგან უკვე მეუბნებოდა ტომ თავის დროზე უნდა გამომეჩინა ამდენი ყურადღება და არა ახლა როცა აღარ ვუყვარვარ.როცა მითხრა რომ აღარ ვუყვარვარ დავნებდი მეც 2თვე თითქმის ვაცადე თვითონ მომწერა როგორხარ გავიგე ავად ხარო შემდეგ ჩემ სოციალურ ქსელზეც იყო გადმოსული ფოტოები ნახა და მეგონა უნდოდა შერიგება,მივედი თავიდან და ავუხსენი ყველაფერი რომ მინდოდა შერიგება და მიყვარს ისევ მაგრამ მისგან უარი მივიღე მითხრა რომ პირველივე დღესვე უნდა მივსულიყავი როცა ვიჩხუბეთ და არა 1თვის მერე და ახლა აღარ ვუყვარვარ მაგრამ ეჭვი შემეპარა მაინც მის ნათქვამში . ამ საუბრის მერე წავიდა და გავიგე რომ უტირია ამ ყველაფრის გამო.მაინტერესებს შესაძლებელია 6წლიანი ურთიერთობის შემდეგ როცა გოგო ბიჭის ცოლობაზე ოცნებობს 4თვეში ეს ბიჭი გადაიყვაროს? ან რის გამო მომიკითხა თუ აღარ ვუყვარვარ ან საერთოდ რატომ იტირა ამ საუბრის შემდეგ თუ აღარ ვუყვარვარ(.ჩემგან ესეთი უყურადღებობები ხშირი იყო ბოლო 1წლის მანძილზე)</p>

თავხედობისგან განსხვავებით, მორიდებულობა და სიმორცხვე მშვენივრად იკურნება დროთა განმავლობაში. ახლა მამაკაცი გატაცებულია თქვენით და ეშინია, რაიმე არ შეეშალოს და რაღაც ისე არ გააკეთოს. ნუ გაღიზიანდებით, ოდნავ პასიური და მოდუნებული იყავით და ის სულ უფრო მეტი ნდობით განეწყობა თქვენ მიმართ. როცა თქვენი წესებით თამაშობს, მისთვის რთულია საკუთარი თავის წარმოჩენა.

"ჩემი შეფი ჩემ მიმართ ზედმეტ ინტერესს იჩენს... ცოტა ხნის წინ ახალ სამუშაოზე მოვეწყვე. მალე გაირკვა, რომ მე და ჩემი უფროსი ერთ უბანში ვცხოვრობთ. ხშირად მთავაზობს სახლში მანქანით წაყვანას ან კაფეში მეპატიჟება. მე სულ უფრო და უფრო მიჭირს მიზეზების მოძებნა უარის სათქმელად. მეშინია, რომ მალე აშკარა ზეწოლას დაიწყებს ჩემზე. როგორ მოვახერხო მასთან დისტანციის დაჭერა ისე, რომ არ გავანაწყენო?" ლელა, 28 წლის

შეფის მხრიდან ყურადღება და მზრუნველობის გამოჩენა - მისი ძალაუფლების გამოვლინების ერთ-ერთი საშუალებაა. როცა აიძულებს სიმპათიურ გოგონას, მიიღოს მისი შეთავაზება, თავს მეფედ გრძნობს. რომ არ განარისხოთ "მისი უდიდებულესობა", იყავით კეთილგანწყობილი, ზრდილობიანად მოექეცით, მაგრამ აჩვენეთ, რომ ზედმეტად დაკავებული ქალი ხართ. როცა უფროსთან მარტო დარჩებით, შეეცადეთ წინასწარ კარგად დამუშავებული იმპროვიზაციებით დაახშოთ მისი რომანტიკული განწყობა. შეფი ისევ კაფეში გეპატიჟებათ? უპასუხეთ - რა საწყენია, რომ არ შემიძლია თქვენს შემოთავაზებას დავთანხმდე, ბებია მყავს ავად. ბებიის როლი შეიძლება თქვენმა დაქალმა შეასრულოს, დაგირეკოთ სამუშაო დღის დამთავრებისთანავე და მაწვნის ყიდვა გთხოვოთ. თუ უფროსი სახლამდე მიცილებას შემოგთავაზებთ, ეს მარშრუტი გაატარეთ მრავალრიცხოვან მაღაზიებზე, სადაც თითო წუთით უნდა შეირბინოთ. ვერც ერთი მამაკაცი, თუნდაც ისეთი, რომელიც ქალის გულის მოგებას ცდილობს, ასეთ ტანჯვას ვერ გაუძლებს!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რატომ ვიმეორებთ ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეცდომებს
რატომ ვიმეორებთ ისევ და ისევ ერთსა და იმავე შეცდომებს
ოდესმე შეგიმჩნევიათ, უცნაურად რომ ვიქცევით?
სრულად
როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა კონფლიქტურ საზოგადოებასთან თანაცხოვრებისას
როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა კონფლიქტურ საზოგადოებასთან თანაცხოვრებისას
თანამედროვე სამყარო სულ უფრო მეტად პოლარიზებული ჩანს.
სრულად
10 ფრაზა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებთ თავდაჯერებული ადამიანისგან
10 ფრაზა, რომელსაც ვერასოდეს გაიგებთ თავდაჯერებული ადამიანისგან
თავდაჯერებულობა არ არის თანდაყოლილი თვისება; შესაძლებელია მისი განვითარება და გაძლიერება.
სრულად
ეჭვიანობა ურთიერთობებს ანგრევს
ეჭვიანობა ურთიერთობებს ანგრევს
ქალები და მამაკაცები განსხვავებულად ეჭვიანობენ. ქალებს უფრო ხშირად ემოციური ერთგულება აღელვებთ, მაშინ როცა მამაკაცებს, მეორე ნახევრის შესაძლო სექსუალური ღალატი.
სრულად
სამყაროში უამრავი რესურსია, რომელსაც ვერ ვამჩნევთ
სამყაროში უამრავი რესურსია, რომელსაც ვერ ვამჩნევთ
რა არის ფსიქოლოგიური რესურსი?
სრულად
დაუძლეველი მიჯაჭვულობა - რატომ უბრუნდებიან ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობებს
დაუძლეველი მიჯაჭვულობა - რატომ უბრუნდებიან ადამიანები ტოქსიკურ ურთიერთობებს
რატომ უბრუნდებიან ადამიანები ყოფილებს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ფსიქოლოგია

-მოგესალმებიᲗ, არ ვიცი ფსიქოლოგი მესაᲭიროება Თუ ფსიქიატრი, Შინაგანად ცუდაᲗ ვგრᲫნობ Თავს.ხᲨირად გწერᲗ ხოლმე და საკმაოდ კარგ რᲩევებს ვიᲦებ Თქვენგან, რისიც მადლობელი ვარ.მოკლედ აგიხსნიᲗ Ჩემს სიტუაციას, ვცხოვრობ ანტალიაᲨი , ვარ აქ გაᲗხოვილი, ვარ 35 წლის და მყავს 2 წლის Შვილი, ცელქი, ჰიპერაქტიული ზედმეტადაც, საქმე იმაᲨია, Ჩემი Შვილის ქცევები მაᲦიზიანებს, ეს ყაზრო სირბილი,უაზრო მისი გაჯიუტება, უაზრო გაბრაზება, Ხან ᲗავᲨი იტყავს ხელებს რაც მაᲦიზიანებს, ადრეც ირტყავდა ,მერე ბაᲦᲨი მივიყვანეᲗ და გადაეᲩვია, ბაᲦᲨი კარგად ერᲗობოდა, ახლა მე არ ვმუᲨაობ სახლᲨი ვარ და ბაᲦიდან გამოვიყვანეᲗ( კერᲫო ბაᲦᲨი დაგვყვავდა) მოკლედ ნერვებს ვერ ვᲗოკავ და ვუყვირი, ყველაფერზე ვᲦიზიანდები,ვზრდიᲗ მხოლოდ მე და მეუᲦლე, მეუᲦლე მეხმარება, ეᲗამაᲨება ბავᲨვს მაგრამ Ჩვენც ასაკᲨი ვარᲗ მე 35 ის 37, დასვენება გვინდა ამ დროს უცელქესი ბავᲨვი გყვავს, მე სულ ცემაᲨი გამზარდა დედაᲩემმა და არ მინდა მეც ისეᲗი დედა ვიყო როგორც დედაᲩემი მაგრამ ვერ ვᲗოკავ Თავს, ვუყვირი ბავᲨვს,მინდება ხანდახან დავარტყა, გავგლიჯო არ ვიცი სიფსიხე მაწვება, მერე Ღრმად ვსუნᲗქავ და Თავს ვᲗოკავ მაგრამ Ძალიან ვუყვირი წყობიდან გამოვდივარ, რა გავაკეᲗო?არ მინდა ვუყვირო და მიᲗუმეტეს ვურტყა, გვურილის Ჩაის ვსვამ რომ დავმᲨვიდდე გᲗხოვᲗ მიᲗხრაᲗ ნევროზი მაქვს? Თუ უფრო რᲗულად მაქვს საქმე?

კატეგორია : ფსიქოლოგია

გამარჯობა. ბოლოს გკითხეთ რა გამეკეთებინა როგორ მოვქცეულიყავი რადგან 2ადამიანის მიმართ მქონდა გრძნობები.. უნდა გითხრათ რომ ადამიანი ვისთანაც ურთიერთობაში ვიმყოფებოდი, რამოდენიმეჯერ მიღალატა, იმას ვერასდროს გავიგებ ბოლომდე იყო თუ არა შეხვედრით და უფრო ახლო ურთიერთობით ღალატი, მაგრამ მინაწერები და ფლირტაობა ბევრჯერ ვუპოვე სხვა გოგოებთან.. და ყოველ ჯერზე იფიცებოდა რომ აღარ იზამდა, საბოლოოდ 1-2კვირის წინ დაამატა ორმა გოგომ ერთდროულად და ვიეჭვე რაღაცეები მაგრამ რათქმაუნდა უარყო..( სხვადასხვა ქალაქში ვიმყოფებით და ვერ ჩავეძიებოდი და უფრო ვერ გავიგებდი ამ ამბავს) ამიტომ არც მიჩხუბია არაფერი, მხოლოდ შენსას აგრძელებთქო ვუთხარი და აქეთ მომაწვა რომ ტყუილა უბრალოდ ვეჭვიანობ და რომ დაიღალა თურმე ჩემი ამ ,,ეჭვიანობებით" და მე ვიგონებ თითქოს რამეს.. საბოლოოდ დაშორება არ უნდოდა მაგრამ მე დავემშვიდობე და ვუთხარი რომ თავის ცხოვრებს მიხედოს და შემეშვას. 1კვირაა კონტაქტი აღარ გვაქვს. ვფიქრობ როგორც საჭიროა იმ დონეზე არ ვუყვარვარ და ვეღარც მაფასებს ალბათ რადგან ამდენჯერ ვაპატიე რამე, ჰგონია რომ ისევ დავუბრუნდები, რაც არმოხდება.. მეორე ადამიანს კი რაც შეეხება, არის საოცარი პიროვნება, დღეს იშვიათად თუ შევხვდებით მსგავს ადამიანს, ყველასგან განსხვავებულს და ჩამოყალიბებულს თუ რა უნდა ცხოვრებაში და რა მიზნები აქვს. მე კი თავს ვიდანაშაულებდი ამ ადამიანის მიმართ გრძნობების გაჩენის გამო მანამდე.. ახლა აღარ ვნანობ. კიდევ თუ მომცემთ რჩევებს იმ საკითხთან დაკავშირებით თუ როგორ ავიცილო თავიდან ყველაფერზე დარდი, როცა შემომაწვება რამე, ნამდვილად მადლობელი ვიქნები <3 პრობლემა ის არის კიდევ რომ ეს ადამიანი ამერიკაში იმყოფება და რამოდენიმე წელი მოგვიწევს ცალცალკე ყოფნა.. მიჭირს ეხლა ასეთ რთულ სიტუაციაში ის რომ ამ ადამიანს პირისპირ ვერ ვნახულობ და ვერ ველაპარაკები. იქნებ მომცეთ რჩევები, როგორ აღვიდგინო წინა ურთიერთობის ღალატებისგან დანგრეული ჩემი მენტალური მდგომარეობა.. დიდი მადლობა წინასწარ❤️

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქოლოგიური დახმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური დახმარება

"9 წლის ბიჭი მყავს. ახლახან ახალ სკოლაში გადავიდა და პირველივე დღეებში ისეთი რაღაცები ისწავლა თანაკლასელებისგან, რომ აღშფოთებული ვარ! თავზარი დამეცა. უხეშად მომმართავს, უცენზურო სიტყვებს იყენებს. მე ვუხსნი, რომ ასე მოქცევა და საუბარი არ შეიძლება. ასე მგონია, მოსწონს, რომ თავი "უფროსად" და "მოზრდილად" წარმოაჩინოს". ეკა, 36 წლის

თქვენი ბიჭი გრძნობს, რომ დაბნეული ხართ და სიამოვნებას ღებულობს იმ ეფექტით, რომელიც თქვენზე მოახდინა. მას მართლაც ზრდასრულად მიაჩნია თავი, მშობლები ხომ მასთან უკვე ვერაფერს აწყობენ. შეეცადეთ, უფრო მტკიცედ მოიქცეთ.

გააფრთხილეთ, რომ თუ არ შეცვლის თავის ქცევას, იძულებული გახდებით ჯარიმების სისტემა შემოიღოთ. ყოველი უხეში და უცენზურო სიტყვის წარმოთქმისას არ მისცემთ უფლებას ტელევიზორს უყუროს ან კომპიუტერით გაერთოს. მართალია, მიიჩნევა, რომ ნოტაცია არ ახდენს აღმზრდელობით ზემოქმედებას, მაგრამ მთლად ასეც არ არის. ყოველდღიურად, როდესაც მის საქციელს აკრიტიკებთ, ამით ცვლით მის შეხედულებებს სხვადასხვა საგანსა თუ მოვლენაზე. გარკვეული დროის შემდეგ ის გაითვალისწინებს ამ მითითებებს და შეიცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა - ცუდი.

"მეშინია, ახლობლებს გამოვუტყდე, რომ სამსახურის გამოცვლა მსურს. როცა სტუდენტი ვიყავი, მინდოდა საკუთარი ფული მქონოდა და კაფეში ოფიციანტად ვმუშაობდი. სწავლა რომ დავამთავრე, ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა, ბუღალტერი გავხდი. ცოტა ხნის წინ შემცირებაში მოვყევი. ახალი სამსახურის მოძებნა მომიწევს. ძალიან სასიამოვნოდ და თბილად მაგონდება ჩემი სამუშაო კაფეში. სრულიადაც არ მინდა ისევ სპეციალობით მუშაობა, მაგრამ ვშიშობ, ჩემი გადაწყვეტილება არ მოეწონებათ ჩემს მშობლებსა და მეგობრებს. მათ მიაჩნიათ, რომ ოფიციანტობა არაპრესტიჟულია". ელენე, 27 წლის

თუ არ გსურთ იცხოვროთ საკუთარი ცხოვრებით და ინტერესებით, მაშინ მისდიეთ გარშემო მყოფთა რჩევებს. ადამიანი თითოეული არჩევანის გაკეთების დროს დილემის წინაშე დგება. არა მხოლოდ ობიექტური, არამედ სუბიექტური ფაქტორებიც ახდენენ გავლენას გადაწყვეტილების მიღებაზე. ყველაზე ხშირად კი ამ უკანასკნელს უგულებელყოფენ - მიაჩნიათ, რომ სუბიექტური ფაქტორები არაარსებითია. სწორედ ამიტომ, ხშირად ცოლად მიჰყვებიან არა საყვარელ ადამიანს, არამედ - პერსპექტიულს, მუშაობენ არა იქ, სადაც სურთ, არამედ იქ, სადაც პრესტიჟულია.

თუ არ გყოფნით სითამამე უამბოთ ახლობლებს თქვენი სურვილის შესახებ, მაშინ დააყენეთ ისინი ფაქტის წინაშე. მაგალითად, კაფეში დაპატიჟეთ და უმაღლეს დონეზე მოემსახურეთ. შოკიდან გამოსვლის შემდეგ ისინი დაასკვნიან, რომ არც ისე ცუდია, როდესაც კაფეში, მომსახურების სფეროში "შენიანი" გყავს.

"მყავს თაყვანისმცემელი. ჩემთან მარტო დარჩენის დროს ძალიან იბნევა... როცა მეგობრებთან ერთად ვართ, მშვენივრად ვურთიერთობთ, საკმარისია მარტო დავრჩეთ, მაშინვე იკეტება თავის თავში, ხმას არ იღებს ან თითო სიტყვას ვგლეჯ პირიდან. ყველაფერი მხოლოდ ჩემს ინიციატივაზეა დამყარებული. ეს უკვე ძალიან მაღიზიანებს. არ ვიცი, რა ხდება..." ვერიკო, 23 წლის

რატომღაც, მორიდებულობა და სიმორცხვე ნაკლად მიიჩნევა. თუმცა როდესაც გაცნობის პირველივე დღეს ყმაწვილი გოგონას გადაეკიდება, თავს მოაბეზრებს და მასთან სტუმრობისკენაც იწევს, გოგონებს ესეც არ მოსწონთ. რა თქმა უნდა, გსურთ, რომ თაყვანისმცემელი ბუნებრივად მოიქცეს, მაგრამ არა თავშეუკავებლად, კომპლიმენტებს გეუბნებოდეთ და არ მლიქვნელობდეს, ხშირად გირეკავდეთ, მაგრამ თავს არ გაბეზრებდეთ. იდეალური ადამიანები არ არსებობენ!

თავხედობისგან განსხვავებით, მორიდებულობა და სიმორცხვე მშვენივრად იკურნება დროთა განმავლობაში. ახლა მამაკაცი გატაცებულია თქვენით და ეშინია, რაიმე არ შეეშალოს და რაღაც ისე არ გააკეთოს. ნუ გაღიზიანდებით, ოდნავ პასიური და მოდუნებული იყავით და ის სულ უფრო მეტი ნდობით განეწყობა თქვენ მიმართ. როცა თქვენი წესებით თამაშობს, მისთვის რთულია საკუთარი თავის წარმოჩენა.

"ჩემი შეფი ჩემ მიმართ ზედმეტ ინტერესს იჩენს... ცოტა ხნის წინ ახალ სამუშაოზე მოვეწყვე. მალე გაირკვა, რომ მე და ჩემი უფროსი ერთ უბანში ვცხოვრობთ. ხშირად მთავაზობს სახლში მანქანით წაყვანას ან კაფეში მეპატიჟება. მე სულ უფრო და უფრო მიჭირს მიზეზების მოძებნა უარის სათქმელად. მეშინია, რომ მალე აშკარა ზეწოლას დაიწყებს ჩემზე. როგორ მოვახერხო მასთან დისტანციის დაჭერა ისე, რომ არ გავანაწყენო?" ლელა, 28 წლის

შეფის მხრიდან ყურადღება და მზრუნველობის გამოჩენა - მისი ძალაუფლების გამოვლინების ერთ-ერთი საშუალებაა. როცა აიძულებს სიმპათიურ გოგონას, მიიღოს მისი შეთავაზება, თავს მეფედ გრძნობს. რომ არ განარისხოთ "მისი უდიდებულესობა", იყავით კეთილგანწყობილი, ზრდილობიანად მოექეცით, მაგრამ აჩვენეთ, რომ ზედმეტად დაკავებული ქალი ხართ. როცა უფროსთან მარტო დარჩებით, შეეცადეთ წინასწარ კარგად დამუშავებული იმპროვიზაციებით დაახშოთ მისი რომანტიკული განწყობა. შეფი ისევ კაფეში გეპატიჟებათ? უპასუხეთ - რა საწყენია, რომ არ შემიძლია თქვენს შემოთავაზებას დავთანხმდე, ბებია მყავს ავად. ბებიის როლი შეიძლება თქვენმა დაქალმა შეასრულოს, დაგირეკოთ სამუშაო დღის დამთავრებისთანავე და მაწვნის ყიდვა გთხოვოთ. თუ უფროსი სახლამდე მიცილებას შემოგთავაზებთ, ეს მარშრუტი გაატარეთ მრავალრიცხოვან მაღაზიებზე, სადაც თითო წუთით უნდა შეირბინოთ. ვერც ერთი მამაკაცი, თუნდაც ისეთი, რომელიც ქალის გულის მოგებას ცდილობს, ასეთ ტანჯვას ვერ გაუძლებს!


"ჩემი შეყვარებული ჩემს აზრს ანგარიშს არ უწევს. უკვე ორი წელია ვხვდებით ერთმანეთს. მთელი ამ ხნის განმავლობაში სერიოზულად არ აღმიქვამს, არ მივაჩნივარ საკმარისად ჭკვიან, გამოცდილ და პრაქტიკულ ადამიანად. მისი აზრით, არ მაქვს მანქანის მართვის უნარი, ბიუჯეტის მართვასა და ადამიანთა ხელმძღვანელობას ვერ შევძლებ. თუ რაიმე რჩევას ვაძლევ, მაშინვე უკუაგდებს. "არ არის საჭირო იმაზე ლაპარაკი, რაც არ გესმის და რაშიც ვერ ერკვევი!" მაგრამ თუ იმავეს ურჩევს მისი მეგობარი, მას ყურს უგდებს. როგორ ვაიძულო, რომ პატივი მცეს?" ინა, 24 წლის

თქვენ ძალიან ხართ დამოკიდებული თქვენი შეყვარებულის აზრსა და შეხედულებებზე, ეს კი საშუალებას არ გაძლევთ, სრულად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები, არ გაძლევთ საკუთარი თავის ბოლომდე რეალიზების საშუალებას. არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ შეძლებთ მანქანის მართვას - უბრალოდ მიუჯექით მანქანის საჭეს და მართეთ. ნუ აუხსნით, რომ არაფერია რთული კოლექტივის მართვაში, არამედ შეეცადეთ მიაღწიოთ წარმატებას კარიერაში. თქვენი წყენა და გულისტკივილი, სურვილი იმისა, რომ თქვენი მიღწევები აღიარონ, მხოლოდ საბაბია დაცინვისთვის. ასეთები არიან ბიჭები (მოზრდილებიც კი): მოსწონთ, როცა გოგონებს თმას სწიწკნიან და სიამოვნებას ღებულობენ საპასუხო კივილითა თუ სხვა რეაქციებით.

დასაწყისისთვის თქვენი მიღწევები და თავდაჯერებულობა გააღიზიანებს მამაკაცს და აიძულებს, კვლავ გამოთქვას უფრო მეტი შენიშვნა. მაგრამ რაც უფრო წარმატებული იქნებით, მით უფრო ძლიერი იქნება მისთვის მის მიერ გამოთქმული სიტყვების არაადეკვატურობის განცდა.

"ჩემს ნაცნობ-მეგობრებს ძალიან კეთილმოწყობილი ბინები აქვთ. როცა მათ ევრორემონტებს, ახალ მოდურ ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას შევცქერი, საშინლად მაღიზიანებს ის გარემო, რომელიც ჩემს სახლშია. მაშინვე მიჩნდება სურვილი, ყველაფერი შევცვალო და გადავაკეთო. ვიწყებ იმ თანხების თვლას, რომელიც ყველაფრის გაკეთებას დასჭირდება და ვხვდები, რომ "ვერ გავქაჩავ". სტუმრად ყოფნის შემდეგ ყოველთვის დეპრესიაში ვვარდები. მხოლოდ მაშინ ვახერხებ სულიერი წონასწორობის აღდგენას, როცა დიდხანს არ მიწევს სადმე სტუმრად წასვლა. როგორ მოვახერხო, რომ სხვების არ მშურდეს?" ქეთი, 31 წლის

შეეცადეთ აღიქვათ სახლი როგორც მისი მფლობელის ინდივიდულურობის გამოხატულება და ანარეკლი. თუ თქვენი ბინა განსხვავდება სხვებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეძელით თქვენი წარმოდგენის გამოხატვა სტილისა და სილამაზის შესახებ. და ეს არ არის დაკავშირებული ნივთების საფასურთან, რადგან ფულადი სახსრების კომპენსაცია ადვილია ფანტაზიით. როცა სტურმად ხართ, შეგიძლიათ "დაიჭიროთ" კარგი იდეები საკუთარი ბინის მოსაწყობად. შური მაშინ იჩენს თავს, როცა თქვენ გწყინთ ის, რომ ვიღაცამ დაუმსახურებლად დაიკავა თქვენი ადგილი. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: გსურთ გაუცვალოთ ადგილი ამ ადამიანს? თანახმა იქნებით გქონდეთ მისი გარეგნობა, სამუშაო, გყავდეთ ისეთი ახლობლები, როგორიც მას, გყავდეთ ძაღლი ან მისი ვალების მფლობელი იყოთ? ალბათ პასუხი უარყოფითი უფრო იქნება. რაც შეეხება ბინას, ის მისი ცხოვრების წესის შედეგია. შეუძლებელია ყველა დადებითი მხარის კოპირება იმ ადამიანის ცხოვრებიდან, ვისიც გშურთ და უარყოფითის მოცილება. სწორედ ამიტომ ფსიქოლოგები შურს ყველაზე არაკონსტრუქციულ გრძნობას უწოდებენ.

"ჩემს შეყვარებულს საუბრისას უცენზურო სიტყვების გამოყენება უყვარს. ჩემს წრეში ეს მიღებული არ არის, ამიტომ ძალიან მრცხვენია და ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები მის გამო. როცა შენიშვნას ვაძლევ, ბრაზდება და მთხოვს, მის აღზრდას თავი დავანებო. მაგრამ არ შემიძლია მშვიდად ვუსმინო მის საშინელ გამონათქვამებს! როგორ დავარწმუნო ჩემი საყვარელი ადამიანი, რომ ეს ულამაზო საქციელია და ღირსებას არ მატებს მას?" ტატა, 22 წლის

უკმაყოფილების გამოხატვა სხვაგვარად შეიძლება. მუდმივი შენიშვნები და თხოვნა, რომ ყურადღება მიაქციოთ საკუთარ მეტყველებას - მამაკაცებს აღიზიანებთ და მათში პროტესტის გრძნობას ბადებს. მავნე ჩვევასთან ბრძოლა ეფექტურია მხოლოდ მაშინ, თუ ამას ადამიანი საკუთარი თავისთვის აკეთებს და არა სხვების სასარგებლოდ და გულის მოსაგებად. შეეცადეთ მოძებნოთ ისეთი მიზეზი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება თავად თქვენი შეყვარებულისთვის. მაგალითად, შეგიძლიათ მიანიშნოთ, რომ უცენზურო სიტყვებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მას კარიერის აწყობაში, სოლიდური კლიენტების მოზიდვაში, შეიძლება ნეგატიური დამოკიდებულება გააჩინოს მისი მშობლების მიმართ, რომელთაც ვერ შეძლეს, ნორმალური ლიტერატურული ენით მეტყველების უნარი განევითარებინათ შვილისთვის. კიდევ ერთი ხერხი: შეეცადეთ თქვენი დამოკიდებულება უცენზურო სიტყვების მიმართ გამოხატოთ არა სიტყვებით, არამედ ირიბი მინიშნებებით. უხამს ანეკდოტს ჰყვება? ნუ გაიცინებთ. დისკუსიების დროს სალანძღავ სიტყვებს იყენებს - ნუ აჰყვებით კამათსა და საუბარში.

მეგობრებისა და ნაცნობების წრეში გამოხატეთ გამორჩეული ინტერესი ისეთი მამაკაცების მიმართ, რომლებიც კულტურულად იქცევიან. თუ თქვენი მეგობარი იგრძნობს, რომ კარგავს "კონკურენტუნარიანობას" - შეეცდება თავი გააკონტროლოს. თუ არა, მაშინ დაფიქრდით, გსურთ გამუდმებით გაწითლება მის გამო?