/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქიატრია

რას წარმოადგენს ფსიქოზი

რას წარმოადგენს ფსიქოზი
ჩემს 45 წლის ახლობელს ფსიქოზის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე ექიმს გავასინჯეთ. ერთი ამბობდა, ისტერიული ფსიქოზიაო, მეორე - აფექტურიო. რა განსხვავებაა მათ შორის?

რომელი უფრო საშიშია? აუცილებელია ფსიქიატრიულ კლინიკაში დაწვენა?

შესაძლებელია თუ არა, რომ ახალგაზრდა გოგონას ჰორმონული დისბალანსის ფონზე ფსიქოზი განუვითარდეს?

ფსიქოზები ფსიქიკურ დარღვევათა გამოხატული ფორმებია, რომელთა დროსაც ავადმყოფის ფსიქიკური ფუნქცია გარემომცველი რეალობისადმი მკვეთრი შეუსაბამობით გამოირჩევა. რეალური სამყაროს აღქმა ამ დროს უხეშად არის დარღვეული, ყოველივე ეს კი, თავის მხრივ, ქცევის დარღვევით, განსაზღვრული სიმპტომებითა და სინდრომებით ვლინდება (იგულისხმება აღქმის, მეხსიერების, აზროვნების, აფექტურობის და სხვა ფუნქციათა დარღვევა). ფსიქოზი, ჩვეულებრივ, უმაღლეს ნერვულ მოქმედებათა გამოვარდნის შედეგია. თავად ის სხვა, ახალ გამოვლინებებს დასაბამს არ აძლევს. განასხვავებენ ფსიქოზის რამდენიმე ფორმას, მათ შორის:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

. ჰალუცინაციურს;

. ბოდვითს;

. ჰალუცინაციურ-ბოდვითს;

შეკითხვა ექიმს
<p>-გთხოვთ სწორი მიმართულებით მირჩიოთ რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო, ადამიანზე მიჯაჭვულობის, უიმედობის, შფოთვითი აშლილობის, პანიკური შემოტევების, გაფანტულობისა და აკვიატებული ფიქრების დასამარცხებლად. </p>

. აფექტურს (დეპრესიულს; მანიაკურს; მანიაკურ-დეპრესიულს);

. ალკოჰოლურს;

ასევე დაგაინტერესებთ
ფსიქოზი - მისი მიზეზები, ფორმები და მკურნალობა

. ისტერიულს;

. შიზოაფექტურს.

აფექტური ფსიქოზი

აფექტური ფსიქოზი ფსიქიკური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს გუნება-განწყობის პერიოდული დარღვევა მანიაკურ, დეპრესიულ ან შერეულ მდგომარეობათა სახით (შეტევათა ფაზების ეპიზოდებით), სრული შექცევადობით, რემისიით, ფსიქიკური ფუნქციებისა და პიროვნულ თვისებათა აღდგენით (ჩვეულებრივ, არ იწვევს ჭკუასუსტობას). აფექტურ ფსიქოზს აქვს აფექტური ფაზა, რომელიც შესაძლოა სხვადასხვა სიღრმისა და ხანგრძლივობისა იყოს. მანიაკური ფაზა, ჩვეულებრივ, დეპრესიულზე ხანმოკლეა - ამ უკანასკნელის ხანგრძლივობა საშუალოდ 4-9 თვეა, მანიაკურისა კი 5-6 თვე. რაც შეეხება აფექტურ ფაზას, მან შესაძლოა რამდენიმე თვე და წელიც კი (15-18 წლამდე) გასტანოს.

ისტერიული ფსიქოზი

ისტერიული ფსიქოზი, ჩვეულებრივ, მძიმე ფსიქიკური ტრავმის შედეგად აღმოცენდება. დიდ როლს ასრულებს პიროვნული განწყობა, რეაგირების ისტერიული ფორმებისადმი მიდრეკილება.

ყველაზე ხშირი კლინიკური ვარიანტებია:

. ბოდვისმაგვარი ფანტაზიორობა (რომელიც არამყარია, არ აქვს ტენდენცია განდიდების იდეის, სიმდიდრის ან განსაკუთრებული მნიშვნელობის სისტემატიზაციისკენ);

. განზერის სინდრომი (რომელსაც ახასიათებს ცნობიერების დაბინდვა, ცნობიერების ველის შევიწროება, დეზორიენტაცია, ქცევათა დემონსტრირება - პაციენტმა შესაძლოა უეცრად სიცილი, სიმღერა, ტირილი დაიწყოს, გამოაჯავროს ამა თუ იმ ცხოველს და სხვა);

. ისტერიული სტუპორი (სტუპორი ზოგადად გაშეშებას, გაშტერებას ნიშნავს. ის სრული მოტორული შეკავება, გარეშე გაღიზიანებაზე რეაქციის მოსპობაა. ფსიქომოტორული დათრგუნვის გამო პაციენტი უძრავად დგას ან ზის, გაშტერებულია. ისტერიული სტუპორი ვლინდება ფსიქომოტორული შეკავებით, ცნობიერების შევიწროებით, მუტიზმით ანუ მეტყველების სრული შეკავებით. ამ დროს პაციენტი არ ლაპარაკობს, შეკითხვებზე პასუხს არ იძლევა);

. ფსევდოდემენცია (მოჩვენებითი ჭკუასუსტობა);

. პუერილიზმი (პუერილიზმი ზოგადად საბავშვოს, საყმაწვილოს ნიშნავს. ფსიქოზის ამ ფორმის დროს ისტერიულად შევიწროებული ცნობიერების ფონზე აღინიშნება ბავშვური ქცევა).

ჩვეულებრივ, ფსიქოზის დროს ავადმყოფის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსებაა საჭირო, ვინაიდან ამ მდგომარეობაში ადამიანი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ თავს, ასევე გარშემო მყოფებსაც. გაითვალისწინეთ, რომ ფსიქოზის კონკრეტული ფორმის განსაზღვრა, დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ისევე როგორც რაციონალური მკურნალობის დანიშვნა და ჰოსპიტალიზაციის საკითხის გადაწყვეტა, მხოლოდ ფსიქიატრის კომპენტენციაა! საყურადღებოა ისიც, რომ განასხვავებენ ეგზოგენურ და ენდოგენურ ფსიქოზებს. ეგზოგენური ფსიქოზების აღმოცენებას გარეგანი ფაქტორების ზემოქმედება განაპირობებს. ის შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციურმა დაავადებამ (გრიპმა, ტიფმა, ტუბერკულოზურმა ინფექციამ, სიფილისმა და სხვა), ინტოქსიკაციამ (ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, მძიმე მოწამვლებმა და სხვა), ძლიერმა ფსიქიკურმა ტრავმამ. ენდოგენურ ფსიქოზებს იწვევს შინაგანი, ჩვეულებრივ, ნეიროენდოკრინული ფაქტორები. ენდოგენურ ფსიქოზებს მიაკუთვნებენ შიზოფრენიას, ასაკობრივი ცვლილებებით განპირობებულ ფსიქოზებს და სხვა. ფსიქოზები საკმაოდ ხშირად გვხვდება სისხლძარღვოვანი პათოლოგიების - თავის ტვინის სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული ცვლილებების, ჰიპერტონიული დაავადების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში ეგზოგენურ და ენდოგენურ ფსიქოზებს შორის ზღვრის გავლება ძნელია, ვინაიდან ფსიქოზი შესაძლოა დაიწყოს გარეშე ფაქტორთა პროვოცირებით, შემდგომ კი პროცესში შინაგანი ფაქტორებიც ჩაერთოს. ფსიქოზის განსაზღვრული ფორმა კონკრეტული ნიშნებითა და გამოვლინებებით შესაძლოა განვითარდეს ჰორმონული დისბალანსის ფონზე. ნეიროენდოკრინული ფაქტორები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასაბამს აძლევს ენდოგენურ ფსიქოზებს, თუმცა ეგზოგენური ფსიქოზებისგან მათი დიფერენცირება ზოგჯერ ძალიან ჭირს. თქვენ მიერ ნახსენებ შემთხვევაშიც, შესაძლოა, ორგანიზმში განვითარებული ჰორმონული ძვრების ფონზე სხვა ეგზოგენური ფაქტორების როლიც გამოიკვეთოს. ამის დასადგენად სპეციალისტს უნდა მიმართოთ. ფსიქიატრი ყველაზე უკეთ გაარკვევს, რას შეიძლება მიუძღოდეს ბრალი ფსიქოზის განვითარებაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რა არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა): ნიშნები, გამომწვევი მიზეზები და მართვის გზები

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა (ოკა), იგივე OCD (Obsessive-Compulsive Disorder), არის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა
სრულად
პანიკური შეტევები ზრდასრულ მამაკაცებთან
პანიკური შეტევები ზრდასრულ მამაკაცებთან
პანიკური შეტევები მამაკაცებს უვლინდებათ ძლიერი შიშის ან დისკომფორტის უეცარი შეტევებით, რომლებსაც თან ახლავს ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომები.
სრულად
ნაპოვნია შიზოფრენიის განვითარების ახალი მექანიზმი

მაუნთ სინაის უნივერსიტეტის Icahn-ის მედიცინის სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შიზოფრენიის განვითარებას
სრულად
ფსიქიკის დარღვევები
ფსიქიკის დარღვევები
შიზოფრენია და ბიპოლარული აფექტური აშლილობა
სრულად
ფსიქიკური დაავადებები
ფსიქიკური დაავადებები
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა, 2023 წელს ეს დღე ამ ლოზუნგით აღნიშნეს:
სრულად
ფსიქიკური აშლილობა - მისი მიზეზები და სახეები

ფსიქიკური აშლილობა არის ფსიქიკური ჯანმრთელობის საპირისპირო მდგომარეობა,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას წარმოადგენს ფსიქოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები