/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფსიქიატრია

ფსიქიკური დაავადებები

ფსიქიკური დაავადებები
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა, 2023 წელს ეს დღე ამ ლოზუნგით აღნიშნეს:

„ფსიქიკური ჯანმრთელობა – ყველა ადამიანის უნივერსალური უფლებაა!“

ის ითვალისწინებს არა მხოლოდ დაავადებების უქონლობას, არამედ ფიზიკურ, სულიერ და სოციალურ კეთილდღეობას, რადგან სწორედ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია თავისი უნარების სრულფასოვანი რეალიზება, სტრესებთან გამკლავება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა.

თანამედროვე სამყაროში, სადაც პოლიტიკური, ეკონომიური ცვლილებები საკმაოდ მაღალი სისწრაფით ხდება, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის პანდემიის შემდგომ, ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნება და დაცვა კრიტიკულ მნიშვნელობას იძენს, რამდენადაც ის არა მხოლოდ ერთი ინდივიდის, არამედ საზოგადოდ, მთელი საზოგადოების სიჯანსაღის საწინდარია.

ციფრები, ციფრები

  • მსოფლიოში ფსიქიკური დარღვევების მქონე 97 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა 14% მოზარდია;
  • ყოველი მე-8 ადამიანს, ამა თუ იმ, ფორმის ფსიქიკური აშლილობა ახასიათებს, მათ შორის ყველაზე გავრცელებულია შფოთვითი და დეპრესიული აშლილობანი;
  • 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე შფოთვითი და დეპრესიული აშლილობების მქონე ადამიანთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, წინასწარი მონაცემებით მხოლოდ 1 წლის განმავლობაში მონაცემები გაზრდილია 26% და 28%-ით;
  • 2010 წელს ამ ჯგუფის პრობლემების მოსაგვარებლად აშშ-ში 3,5 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა, 2030 წლისთვის მაჩვენებლის 6 ტრილიონამდე გაზრდას ვარაუდობენ, რაც ონკოლოგიური, შაქრიანი დიაბეტისა და ქრონიკული რესპირატორული დაავადებების პრობლემაზე დახარჯულ ერთიან თანხებს აღემატება;
  • საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იზრდება ფსიქიკური დარღვევების მაჩვენებელი ახალგაზრდებს შორის, სულ უფრო ხშირად აკითხავენ ფსიქიატრებს დახმარებისთვის სტუდენტები, ზოგადი დაღლილობის, უგუნებობის, დეპრესიისა და სხვა მიზეზთა გამო;
  • ჯანმოს მონაცემებით მსოფლიოში ბავშვებისა და მოზარდების 20%-ს გააჩნია ფსიქიკური პრობლემები, რომელთა ნახევარიც 14 წლამდე ასაკისაა;
  • დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობა 76-85%-ის შემთხვევაში საერთოდ არ ხდება. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კი, ანალოგიურ მდგომარეობაში 35%-დან 50%-მდე პაციენტია. პრობლემას შეთავაზებული ზრუნვის დაბალი ხარისხიც აღრმავებს;
  • დარღვევათა პროფილაქტიკისა და ეფექტიანი მკურნალობის მეთოდების არსებობის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობისთვის ეფექტიანი სამედიცინო დახმარება მიუწვდომელია, ამასთან, საკმაოდ ბევრი მათგანი აწყდება სტიგმატიზაციას, დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების შემლახველ მოპყრობას საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან. მიზეზები
  • პანდემიის გავლენა – კოვიდ-19-ის პანდემიამ სერიოზულად შეარყია ადამიანთან ფსიქიკური ჯანმრთელობა. იზოლაცია, შიში, ახლობელი ადამიანების და სამსახურის დაკარგვა სერიოზული გამოცდა აღმოჩნდა მილიონობით ადამიანისთვის;
  • შიშები და სტიგმები – საზოგადოებაში დღემდე არსებობს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანთა მიმართ სტიგმატიზაცია, რის გამოც ბევრი მალავს პრობლემებს, დროულად არ აკითხავს დახმარებისთვის კვალიფიციურ ადამიანებს;
  • რესურსების დეფიციტი – საკმაოდ ბევრ ქვეყანაში არსებობს ფსიქოლოგიური დახმარებისთვის საჭირო მატერიალური და ადამიანური რესურსის დეფიციტი;
  • ნ მორალური ფაქტორები: ბავშვობაში ოჯახსა და აღმზრდელობით დაწესებულებაში დაუნდობელი მოპყრობა, დამამცირებელი დასჯის მეთოდები, შეშინება, მშობელთა არაჯანსაღი ჩვევები;
  • ფსიქიკურ დარღვევებს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მიღებული ფსიქიკური ტრავმა და სტრესი, გენეტიკა, კვებითი ჩვევები, პერინატალური ინფექციები, გარემოს არახელსაყრელი პირობები და სხვა ფაქტორები განაპირობებს.

ფსიქიკურ დარღვევათა გალერეა

შეკითხვა ექიმს
<p>-გთხოვთ სწორი მიმართულებით მირჩიოთ რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო, ადამიანზე მიჯაჭვულობის, უიმედობის, შფოთვითი აშლილობის, პანიკური შემოტევების, გაფანტულობისა და აკვიატებული ფიქრების დასამარცხებლად. </p>

ფსიქიკურ დარღვევათა გალერეა საკმაოდ მრავალფეროვანია, შესაბამისად, მდიდარია ის კლინიკური ნიშნები და სიმპტომოკომპლექსები, რომელთა საშუალებითაც ისინი მანიფესტირდებიან.

დეპრესია

ის ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დარღვევაა, დეპრესიით იტანჯება 350 მილიონი ადამიანი, ამათგან 23 მილიონი ბავშვი და მოზარდი. დეპრესია გაცილებით ხშირია ქალებს შორის, ვიდრე მამაკაცებთან.

უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ის ე.წ. „მოდურ“ დარღვევათა რეიტინგს ლიდერობს. უნიკალური მდგომარეობაა, რამდენადაც გავლენას ახდენს ადამიანის გრძნობებზე, აზრებზე, ქცევაზე, ფიზიკურ მდგომარეობაზე, ინტელექტუალურ უნარებზე, თავისა და სხვათა გარემოს აღქმაზე.

შიზოფრენია და ფსიქოზები

შიზოფრენია მძიმე ფსიქიკური აშლილობაა, რომლითაც მსოფლიოში 24 მილიონი ადამიანია დაავადებული, ანუ ყოველი 300 ადამიანიდან – 1.

ფსიქოზებს, მათ შორის, შიზოფრენიას, ახასიათებს განსხვავებული აზროვნება, ემოციები, მეტყველება, საქციელი; სამყაროსა და საკუთარი თავის არასწორად აღქმა. ყველაზე გავრცელებულ ფსიქოზურ სიმპტომებს მიეკუთვნება მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები – არარსებულის დანახვა და მოსმენა ან არარსებულის შეგრძნება. ეს აშლილობა ადამიანებს დიდ სირთულეებს უქმნის სწავლისა თუ მუშაობის პროცესში.

შიზოფრენიის მქონე ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალო მაჩვენებელზე 10-20 წლით ნაკლებია.

დემენცია

დემენციით მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანია დაავადებული. ის, ჩვეულებრივ, ქრონიკული ან პროგრესირებადია და ახასიათებს კოგნიტური ფუნქციის (აზროვნების უნარი) დეგრადირება უფრო მეტად, ვიდრე ეს მოხუცებულობის ასაკშია მოსალოდნელი. ქვეითდება მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, ორიენტაციის, ანგარიშის, სწავლისა და მსჯელობის უნარი. კოგნიტური ფუნქციის დაქვეითებას ხშირად თან ახლავს ან წინ უსწრებს ემოციურ მდგომარეობაზე კონტროლის, ასევე სოციალური ქცევის ან მოტივაციის გაუარესება.

დემენციის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი დაავადებები და ტრავმები, რომლებიც ტვინის დაზიანებას იწვევს; მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადება და ინსულტი.

ბიპოლარული აფექტური დარღვევა

დაავადება, რომელიც ხასიათდება დეპრესიული და მანიაკალური ფაზების მონაცვლეობით. ის მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანის პრობლემას წარმოადგენს.

ეს დეპრესიის საპირისპირო მდგომარეობაა, გარკვეული პერიოდი ადამიანი ბედნიერი და კმაყოფილია, შემდგომ კი ამ მდგომარეობას აპათია ცვლის, ზოგჯერ ადამიანი სუიციდურ აზრებამდეც კი მიჰყავს.

მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა

უკანასკნელ 3-4 წელიწადში ეს დარღვევა „მოდურ“ დარღვევათა რეიტინგს ლიდერობს, მას ემოციურად არასტაბილური პიროვნების აშლილობადაც მოიხსენიებენ, ახასიათებს ქცევათა პატერნი: ადამიანებთან არასტაბილური ურთიერთობა, დაბალი თვითკონტროლი, ემოციური გაუწონასწორებლობა, საკუთარი თავის არასტაბილური აღქმა და ემოციები, მიტოვების შიში, სიცარიელის გრძნობა და თვითდაზიანება.

პანიკური შეტევები

დეპრესიის მსგავსად ფსიქიატრიის „მარადიული კლასიკაა“, ცხოვრების საკმაოდ დინამიკური რიტმი, მაღალი სტანდარტები და მოთხოვნები, მრავალფუნქციური რეჟიმი ზოგჯერ იწვევს ადამიანის შფოთვით აშლილობებს და პანიკურ შეტევებს.

ადამიანს უჭირს ხანგრძლივი დროით საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ცხოვრება.

კვებითი დარღვევები – ანორექსია

კვებითი ქცევის დარღვევაა, რომელიც ვლინდება წონის მატების შიშით, გამიზნულად კვებითი რაციონის შემცირებით, წონის ბიოლოგიურ ნორმაზე დასაშვებზე ნაკლები წონით.

მსოფლიოში 40 მილიონ ადამიანს აღენიშნება სხვადასხვა ტიპის კვებითი დარღვევები, მათგან 14 მილიონ ბავშვს და მოზარდს.

სოციოფობია

საზოგადოებაში ყოფნის შიშია, თუმცა, ფსიქიატრები მიიჩნევენ, რომ საკუთარი ხასიათისა და ტემპერამენტის თავისებურებებს ინტროვერტები ფსიქიკურ დარღვევასთან აიგივებენ, მიილტვიან მარტოობისკენ, არ სურთ სოციალური კონტაქტები და თავს სოციოფობებს უწოდებენ.

განვითარების დარღვევები, აუტიზმი

განვითარების დარღვევები ზოგადი ტერმინია, რომელიც მოიცავს განვითარების კომპლექსურ დარღვევებს, მათ შორის, აუტიზმს. პრობლემები ბავშვობიდან იწყება, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების განვითარების შეფერხებით ან დარღვევით. სხვა ფსიქიკური დარღვევებისაგან განსხვავებით, მეტნაკლებად ერთგვაროვნად მიმდინარეობს, მკაფიოდ გამოხატული რეციდივებისა და რემისიის პერიოდების გარეშე.

საზოგადოებაში აუტიზმის მქონეთ განსაკუთრებულ უნარებთან აიგივებენ, ისეთებთან როგორებიცაა წვიმის კაცი ან კარგი ექიმი, რეალურად აუტიზმი ეს ფსიქიკური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს გარემოს განსხვავებული აღქმა, მეტყველებისა და ქცევითი დარღვევები.

შფოთვითი აშლილობა

2019 წელს დედამიწაზე შფოთვითი აშლილობა 301 მილიონ ადამიანს ტანჯავდა, მათგან 58 მილიონ ბავშვსა და მოზარდს.

არსებობს მისი რამდენიმე ფორმა, ეს ერთგვარი სინდრომია, რომელიც შედგება ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური კომპონენტებისგან, ადამიანებს სტანჯავს შფოთვა, რომლის გაკონტროლებასაც ვერ ახერხებენ, მოუსვენრობა, კონცენტრირების უუნარობა და უძილობა, უნებლიე ჰიპერაქტივობა, ჰიპერკინეზიები, დაძაბული მოძრაობა.

პოსტტრავმული სტრესული მოშლილობანი

პოსტტრავმული სტრესული მოშლილობანი განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

დარღვევას იწვევს ადამიანის მოხვედრა სტრესულ სიტუაციაში ან უკიდურესად საშიშ მდგომარეობაში, მუდმივი შიში. დამახასიათებელია ნანახის განმეორებითი განცდა, კოშმარები, მუდმივად საფრთხის ქვეშ ყოფნის შეგრძნება. მდგომარეობა გრძელდება რამდენიმი კვირა.

საბედნიეროდ, არსებობს ეფექტიანი სამკურნალო და ფსიქოლოგიური მეთოდები.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

ფსიქიკური დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები