პანიკური შეტევები ზრდასრულ მამაკაცებთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პანიკური შეტევები ზრდასრულ მამაკაცებთან

ამ დროს შეიძლება აღენიშნებოდეთ აჩქარებული გულისცემა, ოფლიანობა, კანკალი, ქოშინი, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისრევა, თავბრუსხვევა და მიმდინარე პროცესის არარეალურობის განცდა.

პანიკური შეტევა ხშირად ცხადი (აშკარა) მიზეზის გარეშე აღმოცენდება და შეიძლება რამდენიმე წუთიდან ნახევარ საათამდე გაგრძელდეს. აღნიშნულმა შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს შიში მათი ხელახლა გაჩენა-განვითარების წინ, რაც, თავის მხრივ, იწვევს გარკვეული სიტუაციების თავიდან აცილებას და ზღუდავს ყოველდღიურ საქმიანობას.

მამაკაცები, რომლებიც იტანჯებიან პანიკური შეტევებით, ხშირად განიცდიან დამატებით სირთულეებს სოციალური წნეხისა და ტრადიციული გენდერული როლების მოლოდინის გამო.

ბევრ მამაკაცს ეუხერხულება სპეციალისტთან ვიზიტი დახმარების მისაღებად, მამაკაცურობისა და სისუსტის შესახებ სტერეოტიპების გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემის გახანგრძლივება და მდგომარეობის გაუარესება.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ პანიკური შეტევები არის სამედიცინო მდგომარეობა და ის მოითხოვს პროფესიონალურ დახმარებას. ფსიქოთერაპიას, მედიკამენტებს და საყვარელი ადამიანების მხარდაჭერას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ადამიანის ცხოვრების ხარისხი და დაეხმაროს მას ამ აშლილობასთან გამკლავებაში.

როგორ ვითარდება პანიკური შეტევა მამაკაცებთან?

მამაკაცებთან პანიკური შეტევის განვითარება გადის რამდენიმე ეტაპს და მოიცავს მთელ რიგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სიმპტომებს. ძირითადი ეტაპები, რომლებიც შეიძლება გაიაროს მამაკაცმა პანიკური შეტევის დროს:

1. საწყისი ეტაპი:

  • პანიკური შეტევა შეიძლება დაიწყოს აშკარა გამომწვევის (ტრიგერის) გარეშე ან გამოწვეული იყოს კონკრეტული (სპეციფიკური) სიტუაციით, ფიქრით ან სტრესული მოვლენით.
  • ხშირად აღმოცენდება უეცრად და მოულოდნელად, თუნდაც უწყინარ გარემოში.

2. პირველი სიმპტომები:

  • სწრაფი გულისცემა (ტაქიკარდია).
  • ჰაერის ნაკლებობის ან მოხრჩობის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება.
  • ოფლიანობა, განსაკუთრებით ხელისგულებსა და ტერფებზე.
  • კანკალი ან ტრემორი სხეულში.

3. შეტევის განვითარება:

  • ფიზიკური სიმპტომების გაძლიერება, მათ შორის ტკივილი გულმკერდის არეში, თავბრუსხვევა, სისუსტე და გულისრევა.
  • დერეალიზაციის განცდა (არსებული მდგომარეობის, მიმდინარე პროცესის არარეალურობის განცდა) ან დეპერსონალიზაცია (საკუთარი სხეულისგან მოწყვეტის განცდა, თითქოს სიტუაცია არ ხდება ამ მომენტში პაციენტთან).
  • კონტროლის დაკარგვის, სიგიჟის ან გარდაუვალი სიკვდილის შიში.
  • შინაგანი მოუსვენრობის ან პანიკის განცდა, რომლის კონტროლი რთულდება.

4. თავდასხმის (შეტევის) პიკი:

  • სიმპტომები რამდენიმე წუთში მაქსიმალურ ინტენსივობას აღწევს.
  • პანიკური შიში შეიძლება იმდენად ძლიერი გახდეს, რომ ადამიანმა იგრძნოს, ვეღარ უმკლავდება სიტუაციას.
  • ზოგიერთ მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს გულის შეტევის განცდა ან სხვა სერიოზული სამედიცინო კრიზისი.

5. სიმპტომების დაქვეითება (შესუსტება):

  • რამდენიმე წუთის შემდეგ (ჩვეულებრივ 10-დან 30 წუთამდე) სიმპტომები თანდათან კლებულობს.
  • შეტევის შემდეგ ადამიანმა შეიძლება იგრძნოს ძლიერი დაღლილობა და განლევა.
  • რჩება შფოთვის განცდა და განმეორებითი შეტევის შესაძლებლობის შიში.

6. შეტევის შემდგომი პერიოდი, ე. წ. პოსტშეტევა:

  • მამაკაცებმა შეიძლება განიცადონ ემოციური გამოფიტვა-განლევა და შემდეგი შეტევის შიში.
  • შეიძლება აღმოცენდეს განრიდების რეაქცია (ქცევა), როდესაც მამაკაცი იწყებს ისეთი სიტუაციების თავიდან აცილებას, რომლებშიც განვითარდა შეტევა, მისი განმეორების შიშით.
  • შეტევებს შორის შეიძლება იყოს ხანგრძლივი შფოთვა და მოუსვენრობა.

მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღინიშნოს, რომ პანიკურმა შეტევებმა შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ცხოვრების ხარისხი, ამიტომ ფსიქოთერაპევტის ან ფსიქიატრისგან პროფესიონალური დახმარების დაუყოვნებლივ მოძიება-მიღება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ მდგომარეობის სამართავად. თერაპია, კოგნიტურ-ქცევითი თერაპიისა და მედიკამენტური მკურნალობის ჩართვით, შეიძლება ეფექტური იყოს შეტევების სიხშირისა და ინტენსივობის შესამცირებლად.

რა მკურნალობას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა?

თანამედროვე მედიცინა კომპლექსურ მიდგომას გვთავაზობს პანიკური შეტევების სამკურნალოდ. ის შეიძლება მოიცავდეს ფსიქოთერაპიას, მედიკამენტურ თერაპიას და ცხოვრების სტილის (წესის) შეცვლას.

მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

ფსიქოთერაპია

კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია

1) ეს არის პანიკური შეტევების მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი. ის ეხმარება პაციენტებს ამოიცნონ და შეცვალონ დესტრუქციული აზრები და ქცევები, რომლებიც პანიკას იწვევს.

2) თერაპევტი პაციენტებს ასწავლის რელაქსაციის ტექნიკას და სუნთქვით ვარჯიშებს, რომლებიც შეიძლება დაეხმაროს შეტევის დროს.

ექსპოზიციური თერაპია

პაციენტებს თანდათანობით და უსაფრთხოდ უქვემდებარებენ სიტუაციებს, რომლებიც იწვევს პანიკურ შეტევებს, რათა შეუმცირონ შიში და ასწავლონ განგაშსა და შფოთვასთან გამკლავება.

დიალექტიკურ-ქცევითი თერაპია

ეს მეთოდი აერთიანებს კოგნიტურ და ქცევით ტექნიკებს მედიტაციასა და ცნობიერება-შეგნებულობასთან, რაც ეხმარება პაციენტებს ძლიერ ემოციებთან და სტრესთან უკეთ გამკლავებაში.

მედიკამენტური თერაპია

პრეპარატებით მკურნალობა მოიცავს დეპრესიის საწინააღმდეგო საშუალებების (ანტიდეპრესანტების), ბენზოდიაზეპინებისა და ბეტა-ბლოკატორების ჩართვას. საყურადღებოა, რომ ბენზოდიაზეპინებს, მედიკამენტებს, როგორებიცაა დიაზეპამი (ვალიუმი), ლორაზეპამი (ატივანი) და ალპრაზოლამი (ქსანაქსი), შეუძლიათ სწრაფად შეამცირონ პანიკური შეტევის სიმპტომები, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ინიშნება ხანმოკლე პერიოდით, მათზე დამოკიდებულების განვითარების რისკის გამო. რაც შეეხება ბეტა-ბლოკატორებს, მაგალითად, პროპრანოლოლს, მისი გამოყენება შეიძლება პანიკური შეტევების ფიზიკური სიმპტომების (აჩქარებული გულისცემის, იგივე ტაქიკარდიის) გასაკონტროლებლად.

ცხოვრების წესი და მხარდაჭერა

  • რეგულარული ფიზიკური ვარჯიში – ვარჯიშს შეუძლია შეამციროს სტრესისა და შფოთვის დონე და გააუმჯობესოს გუნება-განწყობა და საერთო შეგრძნება.
  • ჯანსაღი კვება – დაბალანსებული დიეტა და ისეთი სტიმულატორების თავიდან აცილება, როგორებიცაა კოფეინი და ალკოჰოლი, ეხმარება მამაკაცებს პანიკური შეტევების სიხშირისა და ინტენსივობის შემცირებაში.
  • რელაქსაციის ტექნიკა – მედიტაციის პრაქტიკა, იოგას და სუნთქვითი ვარჯიშები ეხმარება სტრესის შემცირებასა და პანიკური შეტევების არიდებაში.
  • სოციალური მხარდაჭერა – ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მეტად სასარგებლოა მათთვის, ვინც განიცდის პანიკურ შეტევებს.
  • განათლება და თვითდახმარება – დიდი ეფექტი აქვს ფსიქოგანათლებას. პანიკური შეტევების ხასიათისა და მათი მართვის შესახებ პაციენტის განათლებას შეუძლია შეამციროს შიში და გააუმჯობესოს სიტუაციაზე კონტროლი.
  • შფოთვა-განგაშის დღიური – ტრიგერების, სიმპტომებისა და რეაქციების ჩანიშვნა დღიურში ხშირად ეხმარება ცალკეული პატერნების გამოვლენა-იდენტიფიცირებაში და შეტევების ასარიდებლად მიმართული სტრატეგიების შემუშავებაში.

პანიკური შეტევების მკურნალობის თანამედროვე მიდგომა ჩვეულებრივ მოიცავს აღნიშნული მეთოდების ერთობლიობას, ინდივიდუალურად მორგებულს თითოეულ პაციენტზე. ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქიატრთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს მკურნალობის ყველაზე ეფექტური გეგმის შემუშავებას.