ქერტლისა და თმის ცვენის დროს ვირისტერფასა და ჭინჭრის მაგარ ნახარშს იყენებენ - კიდევ რას უხდება ვირისტერფა?

ფოთლების ნაყენს ხმარობენ ბრონქული ასთმის, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, გაცივების, აგრეთვე ფილტვების აბსცესისა და განგრენის დროს.
ვირისტერფა გამოიყენება როგორც ნახარშებისა და ნაყენების სახით ცალკე, ასევე სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებთან ნაკრებში. ქერტლისა და თმის ცვენის დროს იყენებენ ვირისტერფასა და ჭინჭრის მაგარ ნახარშს.
ნედლი მცენარის ფოთლიდან გამონაწური წვენი ითვლება ჭრილობების მოსაშუშებელ საშუალებად. ჯერ კიდევ ჰიპოკრატე იყენებდა მას ცხელი საფენების სახით ჩირქოვან ჭრილობებზე და წყლულებზე დასაფენად.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ვირისტერფას ნახარში ხელს უწყობს ნახველის ამოღებას სასუნთქი ორგანოების გაცივების დროს, ამშვიდებს ხველას, განსაკუთრებით ღამით.
- 4 ჩაის კოვზს დაფშვნილ ვირისტერფას ფოთლებს დაასხით 1 ჭიქა (200 მლ) მდუღარე, დადგით 30 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
- ბულგარულ ხალხურ მედიცინაში იყენებენ ვირისტერფას შემდეგნაირად მომზადებულ ნაყენს: 1 სუფრის კოვზ მშრალ ფოთლებს დაასხით 400 მლ მდუღარე და გააჩერეთ 1 სთ-ის განმავლობაში, მიღებული ნაყენი გაწურეთ, დალიეთ 1 სუფრის კოვზი 4-6-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება.
ვირისტერფას და ჭინჭრის ნახარში, შერეული თანაბარი რაოდენობით გამოიყენება თმის ცვენისა და ქერტლის საწინააღმდეგოდ.
ამ მცენარეს ქართლში ჯორისქუსლას უწოდებენ, ხევსურეთში - ცხენისტერფას, თუშეთში - დათვთბუერას, ხოლო აჭარაში გულბამბას.
მსუბუქი გაციების დროსაც ჩემს გოგონას ისეთი სპაზმური ხველა ეწყებოდა, რომ ყოველ ჯერზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გვიწევდა.რადგან მედიკამენტები უეფექტო აღმოჩნდა, წამალს ხალხურ რეცეპტებში მივაგენი, რომლის გამოყენების შემდეგ ჩემმა გოგონამ და მთელმა ოჯახმაც შვებით ამოვისუნთქეთ:
- სპაზმური ხველისა და ბრონქიტის დროს ვირისტერფას 2-3 ფოთოლს დაასხით ნახევარი ლიტრი აუდუღარი რძე და აადუღეთ. ადუღების შემდეგ დანის წვერით დაუმატეთ ღორის მუცლის ქონი და დაალევინეთ პატარას თბილი ნახარში ძილის წინ.ბავშვებისთვის კარგია ასეთი საშუალებაც: მოხარშეთ ერთ ლიტრ წყალში საშუალო ზომის კარტოფილი, ერთი თავი ხახვი და ერთი ვაშლი. ადუღეთ ვიდრე წყლის განახევრებამდე. შემდეგ ამოიღეთ კარტოფილი, ვაშლი და ხახვი, გადაწურეთ და თბილი ნახარში დაალევინეთ ბავშვს დღეში 3-ჯერ, თითო ჩაის კოვზით.
მკურნალობა შეგიძლიათ გააგრძელოთ ხველის სრულად გავლამდე.
ესმა ბაზაძე, ქარელი