წონის დაკლება ასეც შეიძლება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წონის დაკლება ასეც შეიძლება

დაკლება-მომატება ისე ენაცვლებოდა ერთმანეთს, ზოგჯერ მათ შორის ზღვარს ვეღარც კი ვგრძნობდი, რადგან ჭარბი წონისადმი ავადმყოფური დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა. ბოლოს ფსიქოთერაპიული დახმარებაც კი დამჭირდა.

არ ვიცი, ყველაფერი რითი დასრულდებოდა, ხალხური მედიცინის სპეციალისტის რჩევით, ასეთი ღონისძიებების გატარება რომ არ დამეწყო.

ორი წლის განმავლობაში ყოველ 3 თვეში ერთხელ ვიტარებდი სისხლის გამწმენდ კურსს:

  • 1 ჭიქა ასკილი უნდა ხარშოთ 10 წუთი 1 ლიტრ წყალში, ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ ამ ნახარშს უნდა დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი ქრისტესისხლას გამხმარი ბალახი და 4 სადილის კოვზი სალბი, შეფუთეთ და დადგით სითბოში 10-12 საათი. გაწურეთ და მიიღეთ 1/4 ჭიქა (50-60 მლ) ეს ნახარში სამჯერ დღეში, ჭამამდე 1 საათით ადრე. ასე იმეორებთ 20 დღე, შემდგომ ისვენებთ ორი კვირა და იგივეს კიდევ ერთხელ იმეორებთ. სისხლი იწმინდება მავნე მინარევებისგან და წონის დაკლებაც ადვილდება.

რიტა მ. რუსთავი

ჭარბი წონა

ჭარბი წონა რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვიცილოთ, ყველამ იცის. ჭარბი წონის მქონეთა რიცხვი კატასტროფულად იმატებს. მსოფლიო სტატისტიკის თანახმად,

უკვე მილიარდ ადამიანზე მეტს, მათ შორის - ბავშვებსაც, სხვადასხვა ხარისხით გამოხატული გაცხიმოვნება აქვს. რა ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ამის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი და დაუბალანსებელი კვებაა.

  • ჭარბი წონა საშიშია!

ჭარბი წონა, გარდა სილამაზისა, საფრთხეს ჯანმრთელობასაც უქმნის. იგი პროვოცირებას უწევს სერიოზული დაავადებების განვითარებას - ისეთებისა, როგორებიც არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი მე-2, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაზიანებანი. ის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მეტაბოლური სინდრომისა - მდგომარეობისა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის კომპლექსური მოშლით ვლინდება.

  • სიმსუქნე მემკვიდრეობაა

მეცნიერებმა II ტიპის დიაბეტისა და გაცხიმოვნების გამომწვევ გენს “სიმსუქნის გენი” - FTO უწოდეს. ადამიანები, რომლებსაც ეს გენი მემკვიდრეობით ერგებათ, ჩვეულებრივ, ჭარბი წონისანი არიან. თუ გენი ორივე მშობლისგან მიიღეს, დიაბეტის განვითარების ალბათობა მათთვის 40%-ია, გაცხიმოვნებისა კი 80%. დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 16%-ს სიმსუქნის გენის ორმაგი ნაკრები აქვს, 50% კი ერთეული კომბინაციის მატარებელია.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წონაზე გარკვეული გავლენის მქონე გენების რიცხვი 100-ზე მეტია. ისინი მეტ-ნაკლებად უწევენ პროვოცირებას წონის მატებას. ამგვარი გენების ქონა განაჩენი როდია - რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი კვება სიმსუქნეს მისდამი გენეტიკურად განწყობილ ადამიანებსაც კი აცილებს თავიდან.

  • ცხიმოვანი უჯრედების სიჭარბე

ზოგ ადამიანს სხვებზე მეტი ცხიმოვანი უჯრედი აქვს, ზოგიერთს - 2-ჯერ მეტიც კი. მაშინაც კი, როცა ადამიანი წონას იკლებს, უჯრედების რაოდენობა ადრინდელი რჩება. დაცლილნი და მშიერნი, მოთმინებით ელიან, როდის ჩამოჰკრავს მათი საათი და იმედს არ კარგავენ, რომ ოდესმე კვლავ აივსებიან ცხიმით. ბუნებამ ესეც არ იკმარა და ადამიანები, რომლებსაც ცხიმოვანი უჯრედები ჭარბად აქვთ, ზომითა და მოცულობითაც დიდი უჯრედებით დაასაჩუქრა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეულ უჯრედს გაცილებით მეტი ცხიმის დაგროვება შეუძლია.

ცხიმოვანი უჯრედები ბავშვობიდან იწყებს განვითარებას, სრულწლოვანების მიღწევისას კი მათი წარმოქმნა წყდება. ჭარბწონიანებს ეს უჯრედები გაცილებით ადრე და სწრაფად უვითარდება, რაც ასევე გენეტიკის დამსახურებაა.

თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე

https://mkurnali.ge/dietologia/4807-tcarbi-tsona.html