/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

ვირისტერფა უძველესი მკურნალი

ვირისტერფა უძველესი მკურნალი
ვირისტერფა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლიანი მცენარეა.

ფესვებთან ახლოს მდებარე ფოთლები, რომლებიც მცენარეს ყვავილობის შემდეგ გამოაქვს, მომრგვალო, გულის ფორმისაა, არათანაბრად დაკბილული და მკვრივი, ქვედა მხარეს შეხებისას თბილი გვეჩვენება, ზედაპირი კი რამდენადმე შიშველი და ცივი აქვს. ვირისტერფა გავრცელებულია ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, კავკასიაში, ციმბირსა და შუა აზიაში. იზრდება ტენიან თიხნარ ნიადაგზე, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე, გზისა და ხევის პირებზე, მინდვრებსა და მდელოებზე, დამშრალი ჭაობების ადგილას. სამკურნალოდ ვარგისია ვირისტერფას ფოთლები, რომლებსაც კრეფენ ზაფხულის პირველ ნახევარში (ივნის-ივლისში), კალათის დათესლიანებიდან 2-3 კვირის შემდეგ. ვირისტერფას ფოთლები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, გლიკოზიდ ტუსილიაგინს, ინულინს. ფოთლების ნაყენი ძლიერი ამოსახველებელი მოქმედებით გამოირჩევა. მას უძველესი დროიდანვე იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებათა დროს.

ცოტა რამ ისტორიიდან

ვირისტერფას როგორც სამკურნალო მცენარეს ჯერ კიდევ ძველ რომში იცნობდნენ. მას იყენებდნენ ჰიპოკრატე, დიოსკორიდე, თანაც არა მხოლოდ ფოთლებს, არამედ ფესვებსაც. მცენარის ამ ნაწილისგან ამზადებდნენ ნაყენს, რომელიც "გულმკერდის სხვადასხვა დაავადების", ხველის, სურდოს, გაციების, ცხელების, ხვრინვის, მოხრჩობის საუკეთესო წამალი იყო. ძველი დროის მკურნალთა დაკვირვებით, ვირისტერფას ნახარში ათხევადებს სქელ ნახველს, ხელს უწყობს ორგანიზმს სითბოს შენარჩუნებაში, ახორცებს გარეგან და შინაგან ჭრილობებს. ნახარშის დალევა სასარგებლოა სასქესო ორგანოებიდან ჩირქდენის, აგრეთვე - თირკმელების ძლიერი ტკივილისა და სხვადასხვა სახის დაზიანების დროს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო ეფექტი

დიდი ოდენობის ლორწოს შემცველობის გამო ვირისტერფა ავლენს შემომგარსველ მოქმედებას პირის ღრუსა და ხახის ლორწოვან გარსზე და იცავს მას გაღიზიანებისაგან. გარდა ამისა, ლორწო, საპონინები და ორგანული მჟავები ათხიერებენ ზედა სასუნთქ გზებში არსებულ ნახველს, აღადგენენ ტრაქეასა და ბრონქებში მოციმციმე ეპითელიუმის ბუნებრივ მოძრაობას, ხელს უწყობენ ანთების პროდუქტების სწრაფ ევაკუაციას და საგრძნობლად აადვილებენ ნახველის ამოღებას. მთრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინოიდებსა და სტეარინებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი - ამცირებენ ლორწოვანი გარსების ჰიპერემიას (სიწითლეს) და აქტიურად ზემოქმედებენ ანთებითი პროცესის სხვადასხვა ფაზაზე. ვირისტერფას ნაყენს, როგორც შემომკვრელ-შემომგარსველ საშუალებას, ძლიერი ეფექტი აქვს კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროსაც.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

ხალხური მედიცინა მას იყენებს არა მხოლოდ ბრონქიტის, პნევმონიის, პლევრიტის, ფილტვის ტუბერკულოზისა და სასუნთქი გზების სხვადასხვა პათოლოგიის, არამედ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებების, აგრეთვე კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის, კუჭის კატარის, შარდის ბუშტისა და თირკმლის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდაც. ვირისტერფა აშუშებს დამწვრობას, წყლულებსა და ფურუნკულებს. მას წარმატებით იყენებენ აგრეთვე მასტიტისა (სარძევე ჯირკვლის ანთება) და წითელი ქარის სამკურნალოდ, თმის ძირების გასამაგრებლად თმის ცვენის დროს.

მომზადებისა და მიღების წესები

ასევე დაგაინტერესებთ
ქერტლისა და თმის ცვენის დროს ვირისტერფასა და ჭინჭრის მაგარ ნახარშს იყენებენ - კიდევ რას უხდება ვირისტერფა?

ფოთლების ნაყენი

აიღეთ 5 გ (ერთი სადილის კოვზი) ვირისტერფას ფოთოლი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ. მიღებული ნაყენი ადუღებული წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. როგორც ამოსახველებელი საშუალება, უნდა მიირთვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

ფოთლების ნახარში

აიღეთ 5 გ ვირისტერფას ფოთოლი, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 10-15 წუთს ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ფოთლების წვენი

აიღეთ მაისის ან ივნისის ფოთლები, კარგად გარეცხეთ, მდუღარე წყალი გადაავლეთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და მაქსიმალურად გაწურეთ. მიღებული წვენი წყლით გააზავეთ (პროპორციით 1:1) და 3 წუთს ადუღეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, ერთი სადილის კოვზი. მკურნალობის კურსი მოიცავს 7-10 დღეს.

ყვავილების ნაყენი

ვირისტერფას ყვავილებს ადრე გაზაფხულზე კრეფენ, აუცილებლად მზიან დღეს და შუადღისით ან ნაშუადღევს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად ახალდაკრეფილი ყვავილები და ალკოჰოლი თანაბარი მოცულობით უნდა აიღოთ, ხოლო ნაყენი 7 დღის განმავლობაში სიბნელეში გააჩეროთ. უნდა სვათ 30-40 წვეთი ჭამამდე 15 წუთით ადრე.

კომენტარები (1)
რა ასაკიდან შეიძლება ფოთლების ნახარშის მიღება?
თარიღი : 18-03-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ვირისტერფა უძველესი მკურნალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები