სახსრების ტკივილს ამ ნარევის კომპრესით უშველით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სახსრების ტკივილს ამ ნარევის კომპრესით უშველით

მინდა, გაგიზიაროთ კომპრესის შემადგენლობა, რომელიც, სახსრების ტკივილის დროს, ჩემთვის საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა:

  • 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი აურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნარევი გააგრილეთ, სუფთა ქსოვილზე დაიტანეთ და მტკივნეული სახსრის არეში მოათავსეთ. ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენი და შეიხვიეთ შარფით. კომპრესი გაიჩერეთ 1,5-2 საათის განმავლობაში.

ლალი ღუღუნიშვილი, ბათუმი

სახსრების ტკივილი: რა იწვევს და როგორ დავძლიოთ

სახსრების ტკივილი რევმატულ დარღვევებს მიეკუთვნება. ამ ტიპის დარღვევების დროს ზიანდება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი: სახსრები, ძვლები, კუნთები.

ტკივილი სხვადასხვა ასაკში ვითარდება, თუმცა ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში და უმეტესად ასაკოვანთა ხვედრია. სახსრების ტკივილი ზოგჯერ აუტანელი ხდება. ის უამრავი უსიამოვნების მომტანია და იწვევს არა მარტო ფიზიკური შრომის უნარის მოშლას, არამედ გონებრივ პროცესებზე კონცენტრირების საშუალებასაც ართმევს ადამიანს. სახსრების ტკივილი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს. თუ შეგრძნება ძლიერი და ხანგრძლივია (კვირაზე მეტხანს გრძელდება), ერთვის შეშუპება, სახსრის მიდამოს სიწითლე, ადგილობრივად ტემპერატურის მომატება, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს. ტკივილის განვითარების ყველაზე ხშირი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია სახსრის ტრავმა. ჯანმრთელმა სახსარმა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება უსიამოვნო ტკივილით შეგვახსენოს თავი.

მაშინაც კი, როდესაც დისკომფორტისა და ტკივილის მიზეზები დადგენილია და გადაწყვეტილი გაქვთ, სერიოზულად მოჰკიდოთ ხელი მკურნალობას, ექიმთან ვიზიტი შესაძლოა განუსაზღვრელი ხნით გადაიდოს სამსახურის, ოჯახური თუ სხვა პრობლემების გამო, ამ ხნის განმავლობაში კი ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდება. იმაზე სასაუბროდ, რა შეიძლება იყოს სახსრის ტკივილის მიზეზი, როგორ ვიმოქმედოთ ასეთ დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ექიმ რევმატოლოგს ირინა მალაზონიას ვეწვიეთ.

- ქალბატონო ირინა, რა იწვევს სახსრების ტკივილს და რისი მანიშნებელია ეს სიმპტომი?

- სახსრის დაავადებების ძირითადი კლინიკური სიმპტომებია:

  • ტკივილი;
  • დეფორმაცია;
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციის მოშლა;
  • პათოლოგიური მოტეხილობა;
  • სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რეაქცია.

ზოგადად, სახსარში მიმდინარე პათოლოგიური პროცესი იწვევს ტკივილს, რომელიც განპირობებულია ძვლისაზრდელას მდიდარი ინერვაციით.

თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე

https://mkurnali.ge/kani-kunthebi-dzvlebi/revmatologia/1634-2009-11-19-19-16-34.html