კულმუხოს ნაყენი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას, ღრძილების გაღიზიანებასა და ხველას შველის - ჩასანიშნი რეცეპტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კულმუხოს ნაყენი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას, ღრძილების გაღიზიანებასა და ხველას შველის - ჩასანიშნი რეცეპტები

ტრაქეიტებისა და ბრონქიტების მკურნალობისას, როდესაც თან ახლავს დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა. ისინი კარგი საშუალებაა გასტროენერიტებისა და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების, ქალის სასქესო ორგანოების, ღვიძლის დაავადებისა და ბუასილის დროს.

  • ხველის დროს აიღეთ 10 გ (1 სუფრის კოვზი) წვრილად დაჭრილი კულმუხოს ფესურა და ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე თავდახურული, მიიყვანეთ დუღილამდე, ადუღეთ 10-15 წთ. გააცივეთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე და დალიეთ თბილი სახით თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც ამოსახველებელი საშუალება. ნაყენი შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
  • აიღეთ 1 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი კულმუხოს ფესურა და ფესვი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10-15 წთ, გააჩერეთ 4 სთ, გაწურეთ, დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. გამოივლეთ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისა და ღრძილების გაღიზიანების დროს.

ხველას ეს მცენარეული საშუალება შეგიმსუბუქებთ

თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კულმუხოსა და ტუხტის ფესვები. დაასხით ამ ნარევის 1 სუფრის კოვზს 200 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ სარქველი, დადგით ორთქლის აბაზანაზე 30 წუთით. ამის შემდეგ გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, ნალექიც გაწურეთ და მომზადებული ნაყენი დღის განმავლობაში მიიღეთ ყოველ ორ საათში 1 ს/კ.

ნათელა აბულაშვილი, წნორი