/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ლობიოს შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

ლობიოს შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები
ლობიოს დღეს ბევრი მიირთმევს. ისიც კი, ვისაც ოდესღაც არ უყვარდა ეს კერძი, ახლა მას გემრიელად შეექცევა. და ლობიოს, როგორც ამბობენ, ცეცხლის ფასი ადევს.

ეს იმიტომ, რომ ყველას აქვს გაცნობიერებული მისი მარგებლობა და მაღალი კვებითი ღირებულება. ვეგეტარიანელებმა კარგად იციან, რომ ხორცპროდუქტების ჩასანაცვლებლად და ორგანიზმის ცილებით უზრუნველსაყოფად ის უნივერსალურია. უნიკალურია მარხვაში... ამ და ბევრი სხვა რამის გამოა, რომ ლობიოს დღეს ფასი დაედო.

  • ცოტა რამ ისტორიიდან

ლობიო, რომელიც ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გაჩნდა, პარკოსანთა ოჯახის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ის მეტად ორიგინალური და სასარგებლო კულტურაა. ფრანგები ოდითგან იყენებდნენ მას დეკორატიულ მცენარედ - ლობიოს სხვადასხვა ფერის (თეთრი, ვარდისფერი, იისფერი, კრემისფერი) ნაზი, მშვენიერი ყვავილებით სახლის ფანჯრებს ალამაზებდნენ. ლობიოს პარკის სიგრძე 6-დან 20 სმ-მდე მერყეობს. პარკში მოთავსებულია სხვადასხვა შეფერილობისა და ფორმის მარცვლები - სასარგებლო საკვები ნივთიერებების უნივერსალური წყარო.

ძველ რომში ლობიოს საკვებად არ იყენებდნენ, სამაგიეროდ ფართოდ მოიხმარდნენ კოსმეტოლოგიაში. დედოფალ კლეოპატრას სილამაზის ერთ-ერთი საიდუმლო სწორედ ლობიოს შემცველი ნიღაბი გახლდათ.

ლობიოსგან ძველ რომში ამზადებდნენ ტალკს და მათეთრებელს. ამ საშუალებებს მხოლოდ საუკეთესო დეკორატიული თვისებები კი არ ჰქონდა, არამედ გამორჩეულად არბილებდა და ასწორებდა კანს.

ლობიო ფართოდ გამოიყენება კულინარიაში. მისგან მზადდება მეტად გემრიელი და სასარგებლო წვნიანები, სალათები, პაშტეტები და სხვა კერძები.

  • შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები

შეკითხვა ექიმს
<p>-რამდენას ჯანსაღია ნორვეგიული შებოლილი ორაგული ავოკადოსთან ერთად? და შეიძლება თუ არა ყოველდღიურად მიღება</p>

ლობიოში დაახლოებით 25% ცილებია, რომელთაც მაღალი კვებითი ღირებულება აქვთ. მცენარე მდიდარია აგრეთვე ვიტამინებით, მიკრო- და მაკროელემენტებით. B ჯგუფის ვიტამინები ლობიოში ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობითაა წარმოდგენილი. ასევე უხვადაა მასში A, C, E, K და PP ვიტამინები, გოგირდი, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა და შეუცვლელი ამინმჟავები.

გოგირდი ეხმარება ორგანიზმს კანის დაავადებებთან, ნაწლავთა ინფექციებთან, რევმატიზმთან, სასუნთქი სისტემის პათოლოგიებთან ეფექტურად ბრძოლაში.

რკინა აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის, ხელს უწყობს ორგანიზმის ჟანგბადით გაჯერებას, აძლიერებს მის ინფექციებთან ბრძოლის უნარს.

თუთია, რომელიც შედის ლობიოს შემადგენლობაში, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნახშირწყლოვან ცვლაზე.

სპილენძი პასუხისმგებელია ჰემოგლობინისა და ადრენალინის სინთეზზე (წარმოქმნაზე).

დიეტოლოგები და ექიმები ლობიოს რეკომენდაციას უწევენ როგორც ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, თირკმელკენჭოვანი დაავადების ეფექტურ საპროფილაქტიკო საშუალებას. სასარგებლოა ის გულის რიტმის დარღვევების დროსაც. ამრიგად, ლობიო ჭეშმარიტად დიეტური და სამკურნალო საკვებია. ის კვირაში ორჯერ მაინც უნდა მივირთვათ.

ზოგიერთი პარკოსანი, მათ შორის - ლობიოც, შეიცავს ნივთიერება არგინინს, რომელიც აუცილებელია შარდოვანას სინთეზისთვის. ცნობილია, რომ არგინინი მონაწილეობს აზოტოვანი ცვლის პროცესებში და ინსულინის მსგავსი მოქმედება აქვს, ამიტომ ლობიო რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც.

ლობიოს პარკისა და მოცვის ფოთლების ნახარში, ასევე ლობიოს საგდულების ნახარში კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ამ ნახარშების მიღება რეკომენდებულია უზმოზე.

ლობიო ანტიბაქტერიული და დამაწყნარებელი მოქმედებითაც გამოირჩევა. გარდა ამისა, მისი კერძები აფერხებს კბილის ქვების წარმოქმნას.

ლობიოს ჭამას ურჩევენ ტუბერკულოზით დაავადებულებს.

მწვანე ლობიოს ახასიათებს შარდმდენი ეფექტი. ის შლის და თირკმელებიდან და შარდის ბუშტიდან გამოდევნის კენჭებს. მწვანე ლობიოს იყენებენ პოდაგრის დროს.

ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ლობიო ეფექტურად ებრძვის ღვიძლის ანთებით პროცესებს. დაკონსერვებისას ის მაქსიმალურად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს.

ლობიო ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებაშიც გვეხმარება

  • მოხარშეთ, კარგად გასრისეთ (გაგლისეთ), შეურიეთ ზეთი, დაამატეთ ლიმონის წვენი (კარგი იქნება თაფლი და ქაცვის წვენიც) და დაიდეთ სახეზე. წვრილი ნაოჭები გაგიქრებათ, კანი კი მკვრივი, გლუვი, ელასტიკური და ხავერდოვანი გაგიხდებათ.

100 გრამი ხმელი ლობიო 309 კკალორიას შეიცავს.

  • უკუჩვენებები

ლობიოს ჭარბად გამოყენება არ შეიძლება პოდაგრის, ნეფრიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, მომატებული მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და წყლულოვანი პათოლოგიის დროს.

ლობიოს ინტენსიური გამოყენება ეკრძალებათ აგრეთვე ასაკოვან ადამიანებს და პირებს, რომელთაც მის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა აღენიშნებათ.

კომენტარები (2)
კიი
კიი შეიძლება ზომიერი რაოდენობით კვირაში ორ სამჯერ ,
თარიღი : 15-01-2023
ნინო
შეიძლება თუ არა ლობიო მივირთვათ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს.
თარიღი : 21-09-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თბილისში თოდუას კლინიკის მხარდაჭერით „ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის“ პირველი ნაციონალური კონგრესი ტარდება
თბილისში თოდუას კლინიკის მხარდაჭერით „ონკოლოგიისა და მოლეკულური დიაგნოსტიკის“ პირველი ნაციონალური კონგრესი ტარდება
სრულად
რამდენად ზუსტად ზომავს ფიტნეს საათები ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.
რამდენად ზუსტად ზომავს ფიტნეს საათები ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.
სამედიცინო მონაცემების განსაზღვრისთვის არ უნდა დავეყრდნოთ მათ, როგორც სამედიცინო მოწყობილობას.
სრულად
ხანდაზმულებში დემენციის დაწყების უჩვეულო ნიშანი დასახელდა
ხანდაზმულებში დემენციის დაწყების უჩვეულო ნიშანი დასახელდა
Alzheimers & Dementia: განწყობის დარღვევები შეიძლება იყოს დემენციის ნიშანი.
სრულად
როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი ჩვენი კანის ტიპის მიხედვით და რატომ ტოვებს ზოგი მათგანი თეთრ ლაქებს?
როგორ შევარჩიოთ მზისგან დამცავი ჩვენი კანის ტიპის მიხედვით და რატომ ტოვებს ზოგი მათგანი თეთრ ლაქებს?
ყველამ ვიცით, რომ მზისგან დამცავი საშუალებების ყოველდღიურად გამოყენება რომ ჩვენს კანს ნაადრევი დაბერების, ლაქებისა და მელანომის წარმოქმნისგან, თუმცა
სრულად
როგორ ახანგრძლივებს ჩაი სიცოცხლეს?
როგორ ახანგრძლივებს ჩაი სიცოცხლეს?
ჩაი არა მხოლოდ ჰიდრატაციას უზრუნველყოფს, არამედ მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ნაერთებით, რომლებიც აუმჯობესებს ჯანმრთელობას, კონცენტრაციას და სიცოცხლის ხანგრძლივობას.
სრულად
ანონიმურმა დონორმა საკუთარი ორგანოების წყალობით შვიდი სიცოცხლე გადაარჩინა
ანონიმურმა დონორმა საკუთარი ორგანოების წყალობით შვიდი სიცოცხლე გადაარჩინა
El Periodico: ესპანეთში ანონიმურმა დონორმა საკუთარი ორგანოების წყალობით შვიდი სიცოცხლე გადაარჩინა.
სრულად
კიბოს მკურნალობის უახლესი მიღწევები: იმედისმომცემი სიახლეები ბოლო ერთი წლის განმავლობაში
კიბოს მკურნალობის უახლესი მიღწევები: იმედისმომცემი სიახლეები ბოლო ერთი წლის განმავლობაში
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კიბოს მკურნალობის სფეროში უამრავი მნიშვნელოვანი მიღწევა და სიახლე დაფიქსირდა, რაც პაციენტებსა და ექიმებს ახალ იმედს უსახავს.
სრულად
როგორ დაამარცხა 35 წლის ვლადიმერ აფციაურმა უკიდურესი მორბიდული სიმსუქნე?
როგორ დაამარცხა 35 წლის ვლადიმერ აფციაურმა უკიდურესი მორბიდული სიმსუქნე?
მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სიმ­სუქ­ნე არა­ინ­ფექ­ცი­ურ ეპი­დე­მი­ად და­ა­ხა­სი­ა­თა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ლობიოს შემადგენლობა და სასარგებლო თვისებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები