როგორ დაამარცხა 35 წლის ვლადიმერ აფციაურმა უკიდურესი მორბიდული სიმსუქნე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დაამარცხა 35 წლის ვლადიმერ აფციაურმა უკიდურესი მორბიდული სიმსუქნე?

მე­ტიც, 90-იანი წლე­ბის ბო­ლოს „ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის“ მიერ სიმ­სუქ­ნე გა­ნი­სა­ზღვრა, რო­გორც ქრო­ნი­კუ­ლი, სა­მუ­და­მო, მრა­ვალ­ფაქ­ტო­რი­ა­ნი, გე­ნე­ტი­კუ­რად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბა.

უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ო­ში მორ­ბი­დუ­ლი სიმ­სუქ­ნით მო­სახ­ლე­ო­ბის 5%-ზე მე­ტია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. მორ­ბი­დუ­ლია სიმ­სუქ­ნე რო­დე­საც სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი 34-ს აჭარ­ბებს. 25-დან 35 წლამ­დე ასა­კის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნებ­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 12-ჯერ უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე მათ ნორ­მა­ლურ წო­ნი­ან თა­ნა­ტო­ლებ­ში; 35-დან 45 წლამ­დე პი­რებ­ში კი - და­ახ­ლო­ე­ბით 8-ჯერ მა­ღა­ლი.

ვლა­დი­მერ აფ­ცი­ა­უ­რი ერთ-ერთი მათ­გა­ნია, ვისი წო­ნის ინ­დექ­სიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი, 82 იყო. დი­ე­ტე­ბი­სა და წო­ნის კლე­ბის სხვა გზე­ბის უშე­დე­გოდ ცდის შემ­დეგ, მან გა­სულ წელს ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა და 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვლა­დი­მე­რის წონა 230 კგ-დან 118-ზე ჩა­მო­ვი­და. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა მისი ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი. რა­ტომ გა­და­წყვი­ტა ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ეს პრო­ცე­სი და რო­გორ მი­დის წო­ნის კლე­ბა - ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე თა­ვად ვლა­დი­მე­რი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენ შე­სა­ხებ, რო­დის და რა­ტომ მოხ­და წო­ნის მა­ტე­ბა?

- ჭარ­ბი წონა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან არ მა­წუ­ხებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­წყო წო­ნის მა­ტე­ბა და ბოლო 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უკვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გავ­სუქ­დი. ჩემი მა­სის ინ­დექ­სი 82 გახ­და, რო­დე­საც 34-ის შემ­დეგ უკვე პა­თო­ლო­გი­ად ით­ვლე­ბა. 230 კგ გავ­ხდი და 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის უამ­რავ­მა პრობ­ლე­მამ შე­მა­წუ­ხა. ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბო­და რო­გორც ფი­ზი­კუ­რად, ისე მენ­ტა­ლუ­რად. დაღ­ლი­ლო­ბა, უძი­ლო­ბა, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, უხა­სი­ა­თო­ბა მა­წუ­ხებ­და. სახ­ლი­დან გა­რეთ გას­ვლა აღარ მინ­დო­და. ქუ­ჩა­ში რომ დავ­დი­ო­დი, მე­გო­ნა, ყვე­ლა მე მი­ყუ­რებ­და და ჩემ­ზე ჭო­რა­ობ­დნენ. ძა­ლი­ან დიდი სტრე­სი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- წო­ნის კლე­ბის სხვა გზე­ბი თუ სცა­დეთ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბამ­დე?

- ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დარ­ღვე­ვე­ბი მქონ­და, რაც წო­ნის მა­ტე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებ­და. ბევ­რი, მათ შო­რის, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი დი­ე­ტე­ბიც ვცა­დე, მაგ­რამ კლე­ბა ნელი ტემ­პით მი­დი­ო­და და დი­ე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ორ­მაგ­სა და სამ­მაგს ვი­მა­ტებ­დი.

- ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ი­დან შე­ი­ტყვეთ და რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მისი გა­კე­თე­ბა?

- ჩემი წონა მარ­თლა სა­შიშ ნიშ­ნულს მი­უ­ახ­ლოვ­და და გა­მო­სა­ვა­ლი უნდა მო­მე­ძებ­ნა. ჩემი მე­გობ­რე­ბის რჩე­ვით მი­ვე­დი ოპე­რა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე. არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა მი­თხრა „ნიუ ჰოს­პი­ტალ­სი­სა“ და გია მო­სი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ. სხვა კლი­ნი­კებ­შიც კეთ­დე­ბა ეს ოპე­რა­ცია, მაგ­რამ ბა­ტო­ნი გი­ა­სა და მისი გუნ­დის შე­სა­ხებ იმ­დე­ნად პო­ზი­ტი­ურ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ვი­ღებ­დი, რომ მეც მას­თან მის­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მი­ვე­დი და 1 კვი­რა­ში ოპე­რა­ცი­აც და­ი­გეგ­მა. რა თქმა უნდა, ჩემი მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა და ძა­ლი­ან კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღე.

- რო­გორ და­ი­გეგ­მა და წა­რი­მარ­თა ოპე­რა­ცია? რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ეს პრო­ცე­სი?

- კონ­სულ­ტა­ცი­ა­ზე მის­ვლის შემ­დეგ, 1-კვი­რი­ა­ნი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი გა­ვი­ა­რე. არა­ერ­თი კვლე­ვა და ანა­ლი­ზი ჩა­მი­ტარ­და და შე­დე­გე­ბი არც ისე კარ­გი გახ­ლდათ. გულ­ზეც მქონ­და პრობ­ლე­მე­ბი და ღვიძ­ლის გა­ცხი­მოვ­ნე­ბაც მა­წუ­ხებ­და. ოპე­რა­ცია და წო­ნა­ში კლე­ბა ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ოპე­რა­ცი­ას, საკ­მა­ოდ ხან­მოკ­ლე ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვაა, და­ახ­ლო­ე­ბით 1-1.5 სთ გრძელ­დე­ბა. თუმ­ცა პოს­ტო­პე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დი მარ­თლაც რთუ­ლია. მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე კი სა­კუ­თარ თავ­თან, ჩვე­ვებ­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ას­თან ბრძო­ლაა.

- მოგ­ვი­ყე­ვით ამ სირ­თუ­ლე­ე­ბის შე­სა­ხე­ბაც. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რა იყო ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და რო­გორ შე­ძე­ლით ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა?

- ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი გრა­მა­ჟო­ბით, ფა­ფებს ვჭამ­დი. და­ნიშ­ნუ­ლი მქონ­და ყო­ველ­დღი­უ­რად 2 ლ. წყლის და­ლე­ვა, რაც ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. თან ზა­ფხუ­ლი იყო, ცხე­ლო­და და ორ­გა­ნიზმს წყა­ლი სჭირ­დე­ბო­და, მე კი ფი­ზი­კუ­რად ვერ ვსვამ­დი. თი­თო­ე­უ­ლი ყლუ­პი სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლა იყო. ჩემს თავს ვარ­წმუ­ნებ­დი, რომ ყვე­ლა ყლუ­პი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და დიდ შე­დე­გად ვთვლი­დი.

ეს სირ­თუ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­და. პა­რა­ლე­ლუ­რად, და­ი­წყო წო­ნის კლე­ბა, რაც ძა­ლი­ან დიდი მო­ტი­ვა­ცია აღ­მოჩ­ნდა. მეტი სტი­მუ­ლი მეძ­ლე­ო­და და მეც მეტი მონ­დო­მე­ბით ვაგ­რძე­ლებ­დი.

- ამ­ჟა­მად რო­გო­რია თქვე­ნი კვე­ბის რე­ჟი­მი? ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბის სტი­ლი რო­გორ შე­იც­ვა­ლა?

- უკვე 1 წელი გა­ვი­და ჩემი ოპე­რა­ცი­ი­დან. 230 კგ-დან 118 კგ გავ­ხდი. ამ­ჟა­მად ყვე­ლაფ­რის ჭამა შე­მიძ­ლია, შე­ზღუდ­ვე­ბი არ მაქვს. მთა­ვა­რია, ვჭა­მო იმ­დე­ნი, რომ კუ­ჭის ტკი­ვი­ლამ­დე არ მი­ვი­დე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე მა­ინც ვცდი­ლობ ცო­მე­უ­ლი და ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბი არ მი­ვი­ღო და ამით კი­დევ უფრო მე­ტად შე­ვუ­წყო ხელი წო­ნის კლე­ბის პრო­ცესს.

- რო­გორ გრძელ­დე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა? კი­დევ რამ­დე­ნი კგ-ს დაკ­ლე­ბა გსურთ?

- კლე­ბა ოპე­რა­ცი­ი­დან 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. მე ჯერ კი­დევ 1 წელი მაქვს წინ და ჩემი მი­ზა­ნია, რომ წონა ორ­ნიშ­ნა რი­ცხვზე ჩა­მო­ვი­დეს. მჯე­რა, რომ ამ მი­ზანს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ.

- წო­ნის კლე­ბა თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხზე რამ­დე­ნად აი­სა­ხა?

- რომ ამ­ბობ­დნენ, „მე­ო­რედ და­ვი­ბა­დეო“, ვერ ვხვდე­ბო­დი, ეს ფრა­ზა რას ნიშ­ნავ­და. ახლა კი ზუს­ტად ვიცი, რას ნიშ­ნავს „მე­ო­რედ და­ბა­დე­ბა“. მე ჩემს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში დავ­ბრუნ­დი, თავს ისე ვგრძნობ, რო­გორც 20 წლის ასაკ­ში ვი­ყა­ვი. ცხოვ­რე­ბა მი­ხა­რია და ყო­ველ­დღი­უ­რად სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს ვსა­ხავ. უამ­რა­ვი მი­ზა­ნი გა­მიჩ­ნდა და ყვე­ლა­ფერს ხა­ლი­სით ვა­კე­თებ. ქუ­ჩა­შიც თა­ვი­სუფ­ლად დავ­დი­ვარ.

- რას ურ­ჩევთ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ბა­რი­ატ­რი­ულ ოპე­რა­ცი­ა­ზე ფიქ­რო­ბენ?

- ყვე­ლას ვურ­ჩევ, სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­ი­კე­თონ ბა­რი­ატ­რი­უ­ლი ოპე­რა­ცია. არა­ფე­რი რთუ­ლი არ არის, თუ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მზა­ო­ბა ექ­ნე­ბათ. რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ეს ძი­რი­თა­დად სა­კუ­თარ თავ­თან ბრძო­ლაა და მონ­დო­მე­ბი­სა და რწმე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევთ შე­დეგს. გა­რის­კეთ და და­მი­ჯე­რეთ, „ხელ­მე­ო­რედ და­ი­ბა­დე­ბით“.

შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად აუ­ცი­ლე­ბე­ლია სწო­რად შე­არ­ჩი­ოთ კლი­ნი­კა და სპე­ცი­ა­ლის­ტიც. ამ დროს მხო­ლოდ ოპე­რა­ცი­ის მა­ღალ დო­ნე­ზე ჩა­ტა­რე­ბა არაა საკ­მა­რი­სი. ექი­მის­გან და მთე­ლი გუნ­დის­გან ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი და სწო­რედ ეს ვიგ­რძე­ნი „ნიუ ჰოს­პი­ტალსში“. თი­თო­ე­ულ სი­ტყვას, შე­ძა­ხილ­სა და გამ­ხნე­ვე­ბას სა­ბო­ლოო შე­დე­გის მიღ­წე­ვა­ში დიდი როლი ეკის­რე­ბა.

R