მიკროელემენტებისა და ვიტამინების როლი შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიკროელემენტებისა და ვიტამინების როლი შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკაში

მაგალითად, მაგნიუმს ადამიანის ჯანმრთელობის მთავარ კონსტანტას უწოდებენ. მისი ნაკლებობისას ვითარდება დისგლიკემია (სისხლში შაქრის შემცველობის პათოლოგიური ცვლილება - დისბალანსი), იზრდება პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. ამ ელემენტის ნაკლებობა, თავის მხრივ, იწვევს მანგანუმის ცვლის დარღვევას. მანგანუმი კი ქსოვილებამდე ინსულინის მიწოდებაზე პასუხისმგებელი ელემენტია. უკანასკნელ ხანს ცნობილი გახდა, რომ ვანადიუმის ნაკლებობა ასევე ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს, ხოლო თუ ორგანიზმი ქრომის ნაკლებობას განიცდის, მაშინ შესაძლოა ჰიპერინსულინიზმი განვითარდეს. ამ დროს სისხლში ინსულინის შემცველობა იმატებს, ხოლო გლუკოზის დონე კრიტიკულ მაჩვენებლამდე ეცემა. გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე ხშირად ჰიპერინსულინიზმი (ინსულინის მოჭარბებული გამოყოფა) თან ახლავს შაქრიანი დიაბეტის ადრეულ სტადიებს. დროთა განმავლობაში გლუკოზისადმი მგრძნობელობა ირღვევა და დაავადება მომდევნო სტადიაზე გადადის, რომელიც უკვე ინსულინის გამომუშავების ნაკლებობით ანუ ჰიპოინსულინიზმით ხასიათდება. ამგვარად, ქრომის დეფიციტმა შესაძლოა დასაბამი მისცეს შაქრიანი დიაბეტის განვითარებას სისხლში ინსულინის მოჭარბებული შემცველობის პროვოცირებით. ამასთან, უზმოზე აღებულ სისხლში გლუკოზის შემცველობა მეტად დაბალია ხოლმე. ასეთ დროს სიტუაციაში გაურკვეველმა ექიმმა შესაძლოა პაციენტს საკვებ რაციონში შაქრის რაოდენობის გაზრდაც კი ურჩიოს. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. იმისთვის, რომ გადაამოწმოთ, დაავადებული ხართ თუ არა შაქრიანი დიაბეტით, საჭიროა, შაქარზე სისხლის ანალიზი ჭამიდან ორ საათში ჩააბაროთ და, რაც მთავარია, გაიაროთ სპეციალური ტესტი გლიკოზირებული ჰემოგლობინის განსაზღვრისთვის. ამ გზით შესაძლებელია ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე ნახშირწყლოვან ცვლაზე მსჯელობა. თუ ქრომი მართლაც აკლია თქვენს ორგანიზმს, მისი მიღებით სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლები საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ. ცალკე აღნიშვნის ღირსია თუთია. ამ მიკროელემენტს პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) უჯრედები შეიცავს. თუთია უშუალოდ მონაწილეობს ინსულინის სინთეზში, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებაში. საერთოდ კი, უნდა აღინიშნოს, რომ დასახელებული მიკროელემენტების როლი ნახშირწყლოვან ცვლაში დიდია. რომელიმე მათგანის განსაკუთრებულად გამოყოფა და იზოლირებულად შეფასება არ იქნება სწორი, რადგან ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთად აქვეითებენ შაქრიანი დიაბეტის აღმოცენების რისკს. მიკროელემენტები მონაწილეობენ აგრეთვე გლუკოზის შემცველობის მარეგულირებელი ამინმჟავების, კერძოდ, არგინინისა და ტაურინის ცვლაში, რომლებიც არეგულირებენ ცილოვან ცვლას და შაქრიანი დიაბეტის გართულებებისაგან იცავენ სისხლძარღვებსა და თირკმელებს. შაქრიანი დიაბეტის საწყის სტადიაზე პაციენტები აუცილებლად უნდა იღებდნენ მიკროელემენტებსა და ამინმჟავებს. ხოლო ამ უკანასკნელთა სწორად და რაციონალურად დანიშვნისთვის აუცილებელია ყოველი პაციენტის ცილოვანი და მინერალური ცვლის თავისებურებათა შესწავლა.

ვიტამინები და შაქრიანი დიაბეტი

D ვიტამინის როლი ფოსფორ-კალციუმის რეგულაციასა და, შესაბამისად, ძვლოვან ქსოვილში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში ყველასათვის ცნობილია, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ D ვიტამინი და კალციუმი გარკვეულ გავლენას ახდენენ ონკოლოგიურ პათოლოგიებზე, აუტოიმუნურ დაავადებებზე, ათეროსკლეროზზე, გაცხიმოვნებაზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, შაქრიან დიაბეტსა და ისეთ მდგომარეობაზე, როგორიცაა ინსულინისადმი რეზისტენტობა (გამძლეობა). მეცნიერულ გამოკვლევებზე დაყრდნობით გამოკვეთილია შეხედულება - მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს D ვიტამინის როლი განპირობებულია პანკრეასის ინსულინმაპროდუცირებელ (ინსულინწარმომქმნელ) უჯრედებში D ვიტამინის რეცეპტორთა (VDR) არსებობით. ამ უჯრედებში D ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი (1,25-დიჰიდროქსი-ვიტამინ D) აძლიერებს ინსულინის პროდუქციას (წარმოქმნას) და მის სეკრეციას (გამოყოფას) უშუალოდ (VDR) რეცეპტორებზე ზემოქმედებით. სწორედ მეცნიერული შესწავლით არის დადგენილი, რომ მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი საგრძნობლად მცირდება, როდესაც ადამიანი დღეში 800 ერთეულზე მეტ D ვიტამინს იღებს. დღეს D ვიტამინის როლი შაქრიანი დიაბეტის განვითარების პროფილაქტიკაში მისი იმუნომოდულაციური მოქმედების გამოც არის გამოკვეთილი. როგორც აღმოჩნდა, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი იმატებს ორგანიზმში ჩ ვიტამინის ნაკლებობის დროსაც. ასკორბინის მჟავას შემცველი ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული მიღების შემთხვევაში ორგანიზმში ქვეითდება ჟანგვითი ბიომარკერების დონე, შესაბამისად, მცირდება ანთებითი პროცესების აღმოცენებისა და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკიც. თურმე E ვიტამინი (ძირითადი ფორმა - ალფა-ტოკოფეროლი) აცხრობს ანთებას, ხელს უშლის ოქსიდაციური სტრესის განვითარებას, ბლოკავს შაქრიანი დიაბეტის დროს პათოლოგიური მეტაბოლიზმის პროცესებს. ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, არსებობს მჭიდრო კავშირი E ვიტამინის მოხმარების გაზრდასა და შაქრიანი დიაბეტით დაავადების შემცირებას შორის. საყურადღებოა ისიც, რომ K ვიტამინის (ფილოქინონის) მოხმარების გაზრდა ხელს უწყობს ინსულინისადმი რეზისტენტობის დაქვეითებას. საკვები პროდუქტების ან სხვადასხვა დანამატის მეშვეობით K ვიტამინის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და სისხლში გლუკოზის ნორმალიზებას უწყობს ხელს.