რამდენად ზუსტად ზომავს ფიტნეს საათები ჯანმრთელობის მაჩვენებლებს. - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რამდენად ზუსტად ზომავს ფიტნეს საათები ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.

Apple Watch-ის ჭკვიანი საათი საიმედოდ ზომავს გულისცემას და ნაბიჯების რაოდენობას, მაგრამ დახარჯული კალორიების გაანგარიშებისას მაჩვენებელი თითქმის 30%-ით ნაკლებია. ეს არის დასკვნა, რომელიც მისისიპის უნივერსიტეტის ამერიკელმა მეცნიერებმა გააკეთეს. მეცნიერებმა ამ მიმართულებით, ათობით კვლევა გააანალიზეს და ჭკვიანი საათის მონაცემები სამედიცინო მოწყობილობებზე დაფიქსირებულ მაჩვენებლებს შეადარეს. ნაშრომი გამოქვეყნდა ჟურნალ Physiological Measurement (PM)-ში.

მკვლევარებმა გააანალიზეს 56 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ამოწმებდნენ Apple Watch-ის სამი მონაცემის სიზუსტეს: გულისცემის სიხშირე, გავლილი ნაბიჯების რაოდენობა და ენერგიის ხარჯვა.

შედეგებმა აჩვენა, რომ საათი კარგად ზომავდა გულისცემის სიხშირეს - საშუალო ცდომილება მხოლოდ 4.43% იყო და კარგად ითვლიდა გადადგმული ნაბიჯების რაოდენობას (საშუალო ცდომილება 8.17%-ს შეადგენდა). მაგრამ როდესაც საქმე დახარჯული კალორიების შეფასებას ეხებოდა, ცდომილება გაცილებით მეტი აღმოჩნდა: საშუალოდ ცდომილებამ თითქმის 28%-ს მიაღწია.

„თუ ადამიანები ამ მოწყობილობებს ფიზიკური ვარჯიშის ან ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის იყენებენ, მაშინ მონაცემები ზუსტი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ორგანიზმი ზედმეტი ძალით ავარჯიშონ ან მცდარი წარმოდგენა შეექმნათ საკუთარი ფიზიკური ფორმის მდგომარეობის შესახებ“, - განმარტა კვლევის ხელძღვანელმა ჩომ.

კალორიების დათვლისას შეცდომები დაფიქსირდა ყველა ასაკისა და ფიზიკური აქტივობის დონის მომხმარებელში, საათის მოდელისა და აქტივობის ტიპის მიუხედავად - იქნება ეს სიარული, სირბილი, ველოსიპედით სეირნობა თუ ვარჯიშების კომბინაცია.

თუმცა, ავტორები ხაზს უსვამენ, რომ Apple Watch შეიძლება სასარგებლო იყოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად, ოპერაციის შემდეგ აქტივობის თვალყურის დევნისთვის. თუმცა, არ უნდა დაეყრდნოთ მას, როგორც სამედიცინო ინსტრუმენტს.

„ეს შესანიშნავი დამხმარეა, რომელიც დაგეხმარებათ მოტივაციის შენარჩუნებაში და თქვენი ჩვევების თვალყურის დევნებაში. თუმცა, არ უნდა მიიღოთ ყველა რიცხვი, როგორც საბოლოო ჭეშმარიტება - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კალორიებს ეხება“, - თქვა კანმა.

მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ ახალი მოდელების გამოშვებასთან ერთად, სიზუსტე თანდათან იზრდება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია მუშაობს სენსორებისა და ალგორითმების გაუმჯობესებაზე.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დასკვნები დაეხმარება არა მხოლოდ მომხმარებლებს, არამედ მწარმოებლებსაც, რომლებმაც უნდა იცოდნენ, სად არის სუსტი წერტილები. ეს ხელს შეუწყობს ტარებადი ელექტრონიკის კიდევ უფრო სასარგებლოდ გადაქცევას - როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ასევე ექიმებისთვის“, - დაასკვნა კანმა.