/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

ყავა - მტერიც, მოყვარეც...

ყავა - მტერიც, მოყვარეც...
მრავალ ჩვენგანს ყავა საკვები პროდუქტი ჰგონია, მაგრამ თურმე იგი გაცილებით ახლოს დგას სამკურნალო საშუალებებთან - გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ყავის კვებითი ღირებულება ნულია,

რადგან იგი პრაქტიკულად არ შეიცავს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება კი მასში საკმაოდ ბევრია. მრავალი მეცნიერის აზრით, ყავა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, ავადმყოფებისთვის მის უსაფრთხოებას კი მხოლოდ მეოთხედი აღიარებს. ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს სასმელი არცთუ უვნებელია გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ქოლეცისტიტის, ღვიძლის ციროზის, ჰიპერტონიის, გულის იშემიური დაავადების დროს, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ.

ამავე დროს, ყავა... უხდება ღვიძლს

ალკოჰოლიზმით დაავადებულებში ყავა ხელს უშლის ღვიძლის ციროზის განვითარებას - ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მედიკოსები, რომლებიც 20 წლის განმავლობაში თითქმის 130 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ. მათი მონაცემებით, დღეში 1-3 ფინჯანი ყავის მიღება ციროზის განვითარების რისკს 40%-ით ამცირებს, ხოლო 4 და მეტი ფინჯნისა - 80%-ით. იაპონელმა მედიკოსებმა დაადგინეს, რომ ყავა თითქმის ორჯერ ამცირებს ღვიძლის კიბოს განვითარების ალბათობას, რაც, მათი აზრით, სასმელში შემავალი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. ჰარვარდელი მკვლევარები კი გვამცნობენ, რომ დღეში 2-3 ფინჯანი ყავის სმა ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის ალბათობას 30-40%-ით ამცირებს, ხოლო 4 ფინჯნისა - 50%-ით. გარდა ამისა, დღეში 3-4 ფინჯანი ყავა უკეთესად იცავს შაქრიანი დიაბეტისგან, ვიდრე 6-8 ფინჯანი მწვანე ჩაი. ამასთანავე, თუ დიაბეტი უკვე გაქვთ, უმჯობესია, ყავა იშვიათად მიირთვათ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიგარეტზე უკეთესია

ყველაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე ყავის ზემოქმედებამ გამოიწვია. ერთნი ირწმუნებიან, რომ ყავა ზრდის სისხლის წნევას და ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, მეორენი კი ამტკიცებენ, გულსისხლძარღვთა სისტემისთვის ყავა სრულიად უვნებელიაო. მაგალითად, ჰარვარდისა და მადრიდის უნივერსიტეტების მეცნიერები გულის პრობლემებს ყავას კი არა, ცხოვრების არაჯანსაღ სტილს აბრალებენ: ყავის მოყვარულები უფრო მეტს ეწევიან, მეტად ეტანებიან ალკოჰოლურ სასმელებს და არ მისდევენ სპორტს, ამიტომაც უფრო ხშირად ემართებათ გულისა და სისხლძარღვების დაავადებებიო. თითქოს ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბერძენმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო მეტ ყავას სვამს ადამიანი, მით უფრო ნაკლებელასტიკურია მისი სისხლძარღვები და, შესაბამისად, მით უფრო მაღალია ინფარქტის, ინსულტისა და ჰიპერტონიის განვითარების რისკი.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, ვარ 1.65 და 67 კგ.არ ვარ მსუქანი ,თუმცა მინდა ერთი 7 კგ დაკლება.თუმცა ვერ ვახერხებ,არ ვარ ძალიან დიდი მჭამელი მაგრამ არც პატარა ულუფებით ჭამა შემიძლია.ვერ ვითმენ რომ არ ვჭამო და სულ უარი ვთქვა ,ცომეულზე ,ტკბილზე .იქნებ მირჩიოთ რამე ისეთი ,რითითაც მადის დაქვეითებას შევძლებ ან რამე მარტივი გასაკებელი იქნება,არც სწრაფი კლება მინდა,რომ მალე მოვიმატო.დღიურად მიწევს სიარილი,დაახლივებით 3000 -4000 ნაბიჯის ,ხან მეტიც.წყალს ძალდატანებით ,ვცდილობ დავლიო.</p>

სად არის ჭეშმარიტება?

ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ. არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ყავა საშიშია, მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ეს სასმელი რგებს. ყველაფრის თავიდათავი გენეტიკაა - ზოგიერთის ორგანიზმი სწრაფად ინელებს კოფეინს, ზოგიერთისა კი ნელა (დაახლოებით ისევე, როგორც ალკოჰოლის შემთხვევაში). კოფეინის სწრაფ დამშლელებს, რომლებიც დღეში 3 ფინჯან ყავას მიირთმევენ, მიოკარდიუმის ინფარქტის რისკი უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ნელ დამშლელებს, რომლებიც ერთ ფინჯანს სჯერდებიან. თუ ეს უკანასკნელნი დღეში 2-3 ფინჯან ყავას დალევენ, ინფარქტის რისკი 36%-ით მოიმატებს, ხოლო 4 ფინჯნის შემდეგ - 64%-ით, ეს კი საკმაოდ საგანგაშო რიცხვია.

ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ უნდა დალიოთ ყავა გაღვიძებისთანავე

როგორ უნდა გაიგოთ, სასარგებლოა თუ არა თქვენთვის ყავა

რომელ ტიპს მიეკუთვნებით, ნელს თუ სწრაფს, საკმაოდ ძნელი დასადგენია - ამისთვის გენეტიკური ანალიზია საჭირო, მაგრამ შეიძლება, ცდისა და დაკვირვების მეთოდით განსაზღვრული დასკვნები გამოიტანოთ. დააკვირდით საკუთარ თავს, როგორ რეაგირებთ ყავაზე - თუ დიდი ულუფის მიღების შემდეგ გივარდებათ ნერვული კანკალი, იძაბებით, განიცდით დისკომფორტს, როგორც ჩანს, ნელ დამშლელთა რიცხვს ეკუთვნით, ხოლო თუ ყველაფერი რიგზეა - სწრაფს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ დავიცვათ ინტერვალური შიმშილი სწორად
როგორ დავიცვათ ინტერვალური შიმშილი სწორად
ადამიანების უმეტესობისთვის ყველაზე მოსახერხებელი რეჟიმი არის 16:8 სქემა.
სრულად
საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?
საიდან იღებს ორგანიზმი ყველაზე მეტ მარილს?
ადამიანი ყველაზე მეტ მარილს გადამუშავებული საკვებიდან იღებს.
სრულად
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
რჩევები ჭარბწონიან ადამიანებს
ჭარბი წონა ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს და ხშირად თან ახლავს ფიზიკური დისკომფორტი, ემოციური სირთულეები
სრულად
რომელი საკვები დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის თავიდან აცილებაში
რომელი საკვები დაგეხმარებათ იოდის დეფიციტის თავიდან აცილებაში
რძის პროდუქტების რეგულარული მოხმარება დაგეხმარებათ იოდის დეფიციტისგან დაცვაში.
სრულად
რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ თევზი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
რამდენად ხშირად უნდა მიირთვათ თევზი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად
მნიშვნელოვანია კვების რაციონში კვირაში ორ-სამჯერ თევზის ჩართვა.
სრულად
დასახელდა დიეტა, რომელიც დაგვეხმარება,  70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე
დასახელდა დიეტა, რომელიც დაგვეხმარება, 70 წლამდე ვიცხოვროთ ქრონიკული დაავადებების გარეშე
კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, უნდა შეზღუდოთ გარკვეული საკვების მოხმარება.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყავა - მტერიც, მოყვარეც... - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები