/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

ჰარვარდის ფსიქიატრმა დაასახელა 5 ფაქტორი, რაც მეხსიერების შენარჩუნებას უშლის ხელს

ჰარვარდის ფსიქიატრმა დაასახელა  5 ფაქტორი, რაც მეხსიერების შენარჩუნებას უშლის ხელს
მეხსიერების პრობლემების და თუნდაც „ტვინის ნისლის“ მიზეზი შეიძლება იყოს არა მხოლოდ სერიოზული დაავადება,

არამედ ცუდი ძილი, კვების დარღვევა, სტრესი, გაზრდილი შფოთვა. ჰარვარდის ფსიქიატრმა და ნეირომეცნიერების მკვლევარმა CNBC-ს გაუზიარა საკუთარი წესები - რასაც ის არასოდეს აკეთებს იმისათვის, რომ საღი აზროვნება შეინარჩუნოს.

უმა ნაიდუ, ფსიქიატრი, ტვინის ექსპერტი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ლექტორი.

"არ მიირთვათ შემწვარი საკვები და ის, რაც შეიცავს ძალიან ბევრ შაქარს"

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შემწვარი საკვები უარყოფითად მოქმედებს შემეცნებასა და მეხსიერებაზე. ძალიან ბევრმა შემწვარმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს ანთება, რამაც შეიძლება დააზიანოს ტვინის მკვებავი სისხლძარღვები. ტკბილეულის ჭარბი რაოდენობა კი იწვევს გლუკოზის სიჭარბეს - მათ შორის ტვინშიც. ყოველთვის ვცდილობ ვჭამო ანტიოქსიდანტებით - ლუთეოლინითა და C ვიტამინით მდიდარი საკვები, რომლებიც გონების მუშაობას უწყობს ხელს. ლუტეოლინის წყაროა ნიახური, პიტნა, ოხრახუში, ვაშლი, კომბოსტო და ცხარე წიწაკა. ვიტამინი C გვხვდება ციტრუსებში, კივიში და ტკბილ წიწაკაში.

"არსად დავდივარ წყლის ბოთლის გარეშე"

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

წყალი შეადგენს ტვინის მასის 75%-ს, ამიტომ სხეულის მთლიანობაში კარგად დატენიანება არის მაღალი კოგნიტური მუშაობის გასაღები. ყავის ნაცვლად წყალს ვირჩევ და უარს ვამბობ ტკბილ გაზიან სასმელებზე. წყალს ვამატებ ახალ ხილს და პიტნასაც. რამდენი წყალი უნდა დალიოთ, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. არ არსებობს ერთიანი სტანდარტი. მაგრამ პირობითი ზოგადი წესი ჯანმრთელი ადამიანებისთვის არის დაახლოებით 30 მლ წყალი დღეში, ყოველ კილოგრამ წონაზე.

"არ ვუშვებ ხელიდან სუფთა ჰაერზე გასეირნებას"

2022 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ტვინის ქსოვილში D ვიტამინის უფრო მაღალი დონე ასოცირდება დემენციის და კოგნიტური უკმარისობის დაბალ მაჩვენებლებთან. როგორ მიიღებთ D ვიტამინს? რეგულარულად იყავით გარეთ. ამიტომ ვცდილობ ბუნებაში გავატარო დრო. არსებობს მტკიცებულება, რომ ყოველდღიურად 10 წუთი სუფთა ჰაერზე სეირნობა დაგეხმარებათ მიიღოთ D ვიტამინის საჭირო დოზა. მართალია, კლიმატი, სეზონი, გარემოს დაბინძურება დიდ გავლენას ახდენს.

"არ ვაძლევ თავს ნეგატიური განწყობის უფლებას."

ყველაზე ბედნიერი ადამიანებიც კი ზოგჯერ განიცდიან ნეგატიურ გრძნობებს, როგორიცაა შფოთვა. მაგრამ მნიშვნელოვანია, არ მისცეთ თავს უფლება ჩაეფლო მათში. მცირე მედიტაცია მეხმარება - ფაქტიურად რამდენიმე წუთის განმავლობაში. ასევე, გააზრებული სუნთქვა. ეს პრაქტიკა უნდა გამოიყენოთ იმ მომენტში, როდესაც გრძნობთ, რომ სტრესი გიპყრობთ - სუნთქვა ჩქარდება, მხრები იძაბება, გული უფრო სწრაფად სცემს. ღრმად, დიდხანს ჩაისუნთქეთ ცხვირით ხუთი წამის განმავლობაში და შეიკავეთ სუნთქვა. კიდევ ერთხელ აიღეთ სუნთქვა ერთი წამით და შეიკავეთ სუნთქვა კიდევ სამი წამით. ხანგრძლივად ამოისუნთქეთ ექვსი წამის განმავლობაში. ეს რესპირატორული კომპლექსი უნდა განმეორდეს მინიმუმ სამჯერ.

"არ ვაძლევ თავს ძილის მოკლების უფლებას"

ხშირად მეხსიერების პრობლემები, გულმავიწყობა, კოგნიტური დაქვეითება და ტვინის ნისლი იმის ნიშანია, რომ თქვენს სხეულს მეტი დასვენება სჭირდება. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მინიმუმ შვიდი საათის ძილმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ხანდაზმულებში ტვინის ჯანმრთელობა და ფიზიკური მდგომარეობა. და ყოველთვის ვცდილობ რეგულარულად ვივარჯიშო. ეს იძლევა ენერგიას და ხელს უწყობს ბიოლოგიური პროცესების სინთეზს თავის ტვინსა და სხეულში, რაც ხელს უწყობს ხარისხიან ძილს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

პროლაქტინი: მნიშვნელოვანი ჰორმონი ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში
პროლაქტინი: მნიშვნელოვანი ჰორმონი ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში
პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილი, რომელიც თავის ტვინის ქვედა ნაწილში მდებარეობს.
სრულად
რატომ იმატებენ ქალები წონაში 40 წლის ასაკში?
რატომ იმატებენ ქალები წონაში 40 წლის ასაკში?
ბევრი ქალი უჩივის წონის მატებას, განსაკუთრებით წელის არეში, როდესაც ისინი 40 წელს მიაღწევენ.
სრულად
სიმსუქნე ზრდის 16 დაავადების განვითარების რისკს
სიმსუქნე ზრდის 16 დაავადების განვითარების რისკს
NEJM Evidence: სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის 16 სხვადასხვა სახის პრობლემა.
სრულად
ზრდის თუ არა ყავა სისხლში შაქარს დიაბეტის მქონე პირებში?
ზრდის თუ არა ყავა სისხლში შაქარს დიაბეტის მქონე პირებში?
ფინჯანი ყავა ბევრისთვის დღის აუცილებლობაა, მაგრამ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება აინტერესებდეთ რა გავლენა აქვს ამ სასმელს მათ სისხლში შაქარზე.
სრულად
კვებითი ჩვევები, რომლებიც ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს
კვებითი ჩვევები, რომლებიც ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, განსაკუთრებით ჰიპოთირეოზი, გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
თუ ფარისებრ ჯირკვალში კვანძები აღმოჩნდა - რა გავაკეთოთ?
თუ ფარისებრ ჯირკვალში კვანძები აღმოჩნდა - რა გავაკეთოთ?
როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა კვანძი კეთილთვისებიანი?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

შაქრიანი დიაბეტი და კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტი და კვება

სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დიაბეტიანთა მესამედს მდგომარეობის დასასტაბილურებლად დიეტაც ჰყოფნის. დიაბეტიანებს ეკრძალებათ ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები: შაქარი, კანფეტები, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, ღვინო და ტკბილი გაზიანი წყლები (პეპსი-კოლა, კოკა-კოლა და სხვა). გარდა ამისა, სასურველია ვეტო დავადოთ ქიშმიშს, ყურძენს, ლეღვს, რადგან მათში შემავალი გლუკოზა სწრაფად შეიწოვება, რის შედეგადაც სისხლში შაქრის შემცველობა იმატებს და დიაბეტიანის მდგომარეობა მძიმდება.

ტკბილზე უარის თქმა ნამდვილი ძალადობაა საკუთარი თავის მიმართ, განსაკუთრებით - თუ დაავადებამდე ნუგბარით პირის ჩატკბარუნება გიყვარდათ, ამიტომ აკრძალული ტკბილეულის გემრიელი და ამავე დროს უვნებელი შემცვლელი უნდა ვიპოვოთ. დიაბეტის მსუბუქი ფორმის დროს შეიძლება თავს ცოტაოდენი თაფლის ჭამის უფლება მივცეთ (1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ). უფრო რთულ სიტუაციაში უნდა გამოვიყენოთ შაქრის შემცვლელები - სპეციალური ნივთიერებები, რომელთაც ტკბილი გემო აქვთ, მაგრამ სისხლში შაქრის დონეს არ სწევენ. ფრუქტოზა (ხილის შაქარი) ერთ-ერთი საუკეთესო შაქრის შემცვლელია, რადგან ნატურალურია. სხვა გავრცელებული შაქრის შემცვლელები გახლავთ სახარინი, ქსილიტი, სორბიტი, ასპარტამი, მანიტი, იზომალტი. მათი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო ჩაისა და ყავის დასატკბობად, არამედ ტკბილეულის მოსამზადებლადაც, ოღონდ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზოგი მათგანი გაცხელებისას სიტკბოს კარგავს, ამიტომ ცხელ სასმელებსა და კერძებში მათი ჩამატება მიზანშეწონილი არ არის. დიაბეტიანის მდგომარეობას ამძიმებს არა მარტი სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა, არამედ მისი მკვეთრი დაცემაც. ამ მდგომარეობას ჰიპოგლიკემიას უწოდებენ და მიმდინარეობს უეცარი სისუსტით, გულისცემის გახშირებით, შიმშილის შეგრძნებით, თავის ტკივილით. ასეთ დროს ავადმყოფმა სასწრაფოდ უნდა შეჭამოს 3-4 ნატეხი შაქარი, დალიოს ცხელი ტკბილი ჩაი და მიირთვას ყველიანი ან ძახვიანი ბუტერბროდი. სასურველია, დიაბეტიანმა ყველგან თან ატაროს რაფინადის ნატეხები, რათა საჭიროების შემთხვევაში საკუთარ თავს თავად აღმოუჩინოს პირველი დახმარება.

დიაბეტიანმა არ უნდა იშიმშილოს!

ჯანმრთელი ადამიანისთვის შიმშილი სავსებით ბუნებრივი შეგრძნებაა, მისი მოთმენა არამცთუ რამდენიმე საათს, რამდენიმე დღესაც კია შესაძლებელი. დიაბეტიანს კი ეს არ შეუძლია. ის უნდა ეცადოს, დღეში 5-6-ჯერ, ერთსა და იმავე დროს იკვებოს, თანაც ისე, რომ ზედმეტი არ მოუვიდეს. საკვები უნდა დაიღეჭოს ნელა და გულდასმით. ეს ხელს შეუწყობს მის ადვილად შეწოვას. მენიუ უნდა იყოს მრავალფეროვანი, მაგრამ დაბალკალორიული. სასურველია, უმთავრესად მივირთვათ ხილი და ბოსტნეული, რომლებიც შეიცავენ არა მარტო ვიტამინებს, მინერალებს, არამედ მცენარეულ ბოჭკოებსაც. ყველაზე მარგებელია კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ყაბაყი. მათი უმად ჭამაც შეიძლება და მოშუშვაც - თერმულად რაც უფრო ნაკლებად არის დამუშავებული საკვები, მით უფრო მეტად ინარჩუნებს ვიტამინებს.

ცილების წყაროდ შეიძლება გამოვიყენოთ მჭლე ხორცი, იდეალურ შემთხვევაში - ფრინველისა. რძის პროდუქტები: ხაჭო, არაჟანი, ყველი, მაწონი - ნაკლებ ცხიმიანი უნდა იყოს. რაც შეეხება კვერცხს, კვირაში მხოლოდ 2-3 ცალის მიღება შეიძლება. ნაღების კარაქზე დიაბეტიანმა უარი უნდა თქვას და მის ნაცვლად ზეთისხილის, მზესუმზირას ზეთი ან სხვა მცენარეული ცხიმი გამოიყენოს. სასარგებლოა შვრიის, წიწიბურასა და ბრინჯის ფაფები. მანანისა და მაკარონის კერძები, მხოლოდ მსუბუქი ფორმის დიაბეტის დროს არის ნებადართული. ასევე კარგია ლიმონი, ფორთოხალი, კივი, კუნელი, მოცვი. კვების რაციონის უპუროდ წარმოდგენა შეუძლებელია. ყველაზე სასარგებლოა ჭვავის პური, თუმცა დღეში მხოლოდ 2-3 ნაჭერის მიღებაა მიზანშეწონილი. თეთრ პურზე დიაბეტიანებმა უარი უნდა თქვან.

დიაბეტიანის დღიური რაციონი დაახლოებით ასეთი უნდა იყოს:

საუზმე:

1) ნაკლებცხიმიანი ხაჭო,

2) ვინეგრეტი მცენარეული ზეთით,

3) რძიანი ყავა უშაქროდ

სამხარი:

ახალი ვაშლი

სადილი:

1) ვეგეტარიანული წვნიანი,

2) ორთქლზე მომზადებული ხორცის კატლეტი,

3) მოშუშული ბადრიჯანი

4) ვაშლი

ნაშუადღევს:

1) უცხიმო ხაჭო

2) გახეხილი სტაფილო

ვახშამი:

1) მოხარშული თევზი

2) მოშუშული კომბოსტო

ღამით:

ერთი ჭიქა მაწონი.


გთავაზობთ რამდენიმე დიეტური კერძის რეცეპტს:

mkurnali.geსოკოს სალათი (4 ულუფა)

საჭიროა: ახალი ქამა სოკო - 400-500გ, 3 ცალი მოხარშული კვერცხი, 6-8 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 2 სუფრის კოვზი ძმარი, 3-4 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი - გემოვნებით. გარეცხილი სოკო დაჭერით რგოლებად (რამდენიმე ქუდი მოსართავად მოიტოვეთ), მოხარშეთ მარილწყალში და დაყარეთ ფლავის საწურზე. რომ დაიწრიტება, შეურიეთ დაჭრილი კვერცხი და ერთად მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ ძმარი, მარილი და პილპილი. გადმოიღეთ სასალათეში და მორთეთ სოკოს ქუდებითა და მწვანილით.

ბადრიჯანი მაწვნით (6 ულუფა)

საჭიროა: 2 ცალი ბადრიჯანი, 2 ცალი პომიდორი, 2 ცალი კვერცხი, 0,5 ჭიქა მაწონი, 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, მარილი, პილპილი - გემოვნებით. გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით გრძივად (1 სმ სისქის ნაჭრებად), მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 10 წუთს, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი, გაწურეთ, ამოავლეთ ფქვილში და ორივე მხრიდან შეწვით. ღრმა ქვაბში ფენებად ჩააწყვეთ ბადრიჯანი და წრიულად დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. კვერცხი შეათქვიფეთ მაწონს, მოასხით ქვაბში ჩაწყობილ ბიოსტნეულს და 7 წუთით შედგით ღუმელში.

სოფლის ომლეტი (2 ულუფა)

საჭიროა: 150 გ კომბოსტო, 2 ცალი კვერცხი, 0,5 ლ რძე, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 2-3 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანილი, მარილი - გემოვნებით. წვრილად დაჭრილი კომბოსტო მოხრაკეთ ზეთში (3-5 წუთის განმავლობაში), დაამარილეთ, მოასხით კვერცხშეთქვეფილი რძე. დაახურეთ თავზე და 10 წუთით დატოვეთ ცეცხლზე. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი.

"მზის სხივი" (4-6 ულუფა)

საჭიროა: 1 ჭიქა ბრინჯი, 1 ჭიქა რძე, 2 ცალი კვერცხი, 1 Qჭიქა კურაგა (გარგარის ჩირი), 2 სუფრის კოვზი ფრუქტოზა, 1 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი - გემოვნებით. გარეცხილი ბრინჯი მოხარშეთ წყალში (პროპორციით 1:2). 12-15 წუთის შემდეგ, როცა ბრინჯი მთელ წყალს შეიწოვს, დაამატეთ რძე, მარილი და ხარშეთ კიდევ 5 წუთს. მიღებული ფაფა გააცივეთ, დაუმატეთ ფრუქტოზა (1,5 სუფრის კოვზი), კვერცხის გული, აურიეთ, ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში, მოაყარეთ დაკეპილი გარგარის ჩირი, კვერცხის ცილისა და დარჩენილი ფრუქტოზისგან ათქვიფეთ ბეზე და გადაუსვით. შედგით ცხელ ღუმელში 15 წუთით. რომ გაცივდება, დაჭერით და ისე მიიტანეთ სუფრასთან.

ვინეგრეტი "ზაფხული" (4 ულუფა)

საჭიროა: 2 ცალი კარტოფილი, 2 ცალი სტაფილო, 1 ცალი ჭარხალი, 100 გ ყვავილოვანი კომბოსტო, 2 ცალი მჟავე კიტრი, 3 სუფრის კოვზი კონსერვირებული მწვანე მუხუდო, 0,5 კონა სალათა, 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი, 3 სუფრის კოვზი დაჭრილი კამა, მარილი - გემოვნებით. ცალ-ცალკე მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო და ყვავილოვანი კომბოსტო. კომბოსტოს თავი დაშალეთ ყვავილედებად, სალათა მსხვილად დაკეპეთ, დანარჩენი ბოსტნეული რგოლებად დაჭერით, დაამატეთ მუხუდო, კამა, შეაზავეთ არაჟნითა და მარილით.

მობრაწულა მილანურად (4 ულუფა)

საჭიროა: 500 გ ყაბაყი, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, 1 თავი ხახვი, 0,5 ლ ბოსტნეულის ნახარში, 25 გ მჭლე ლორი, 3 სუფრის კოვზი კეტჩუპი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი, მარილი, ნიორი, მწვანილი - გემოვნებით. მოხარშული კვერცხი გაფცქვენით და ჩანგლით გასრისეთ. ლორი დაჭერით თხლად და უცხიმო ტაფაზე მოწვით. ყაბაყი გათალეთ და კუბიკებად დაჭერით. ქვაბში გააცხელეთ ცხიმი, ჩაყარეთ ყაბაყი და ხახვი, დაასხით ბულიონი და 3 წუთი შუშეთ. დაამატეთ კეტჩუპი, მარილი, კვერცხი, გახეხილი ყველი, შემწვარი ლორის ნაჭრები, შედგით ღუმელში 7-10 წუთით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი და წვრილად დაჭრილი ნიორი.

ქათმის ბარკლები (4 ულუფა)

საჭიროა: 4 ცალი ქათმის ბარკალი, 3 სუფრის კოვზი ზეთი, 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1,5 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი - გემოვნებით. ბარკლები გარეცხეთ, გააშრეთ, მოუსვით მარილი და პილპილი. მცირე ზომის თასში ერთმანეთში აურიეთ ზეთი, თაფლი და ლიმონის წვენი. მიღებული მასის ნახევარი წაუსვით ბარკლებს და 7-8 წუთით შედგით ცხელ ღუმელში. გამოიღეთ, როცა შეგრილდება, მოუსვით დარჩენილი სოუსი და 15 წუთით კვლავ ღუმელში შეაბრუნეთ (ამ კერძის მირთმევა შეუძლიათ მსუბუქი ფორმის დიაბეტით დაავადებულებს).


წვნიანი "ზღვის პეიზაჟი" (6 ულუფა)

საჭიროა: 700-800გ სკუმბრიის ფილე, 2 სუფრის კოვზი გატარებული ნიგოზი, 2 სუფრის კოვზი გატარებული თხილი, 2 სუფრის კოვზი გატარებული გოგრის თესლი, 2 სუფრის კოვზი პომიდვრის ტომატი, დაფნის ფოთოლი, მარილი, პილპილი - გემოვნებით. თევზი გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით დაახლოებით 1 სმ-იან კუბიკებად და ჩააწყვეთ ქვაბში. დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, დაამატეთ დაფნის ფოთოლი, პილპილი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 7-10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ნიგოზი, თხილი და გოგრის თესლი, ადუღეთ 5 წუთს, შეაზავეთ პომიდვრის ტომატითა და მარილით.

კიბორჩხალას სალათი

საჭიროა: 3 ცალი სომხური ლავაში, 200გ მაიონეზი, 200-250 გ კიბორჩხალას ხორცი (შეიძლება კიბორჩხალას ჩხირებიც), 2-2 კონა კამა და ოხრახუში. აიღეთ ლავაში, გადაუსვით 4 ს. კ. მაიონეზი, ზემოდან დაადეთ მეორე ლავაში, მასაც გადაუსვით 2 ს. კ. მაიონეზი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კიბორჩხალა, დაადეთ მესამე ლავაში, ისევ გადაუსვით 2 ს. კ. მაიონეზი, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და ფრთხილად გადაახვიეთ, მოათავსეთ ოთხკუთხა თასში და 3 საათით შედგით მაცივარში.

თევზი ქოთანში

საჭიროა: 600 გ თევზის ფილე, 2-3 თავი ხახვი, 4 ცალი კარტოფილი, 1 ჭიქა ნაღები, 4 სუფრის კოვზი გახეხილი სულგუნი, 5 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი - გემოვნებით. თევზის ფილე გარეცხეთ, გააშრეთ და კუბიკებად დაჭერით. კარტოფილი დაჭერით თხლად. ხახვი დაკეპეთ და მოხრაკეთ ზეთში. ქოთანში ფენებად ჩააწყვეთ თევზი, კარტოფილი, ხახვი. მოაყარეთ მარილი, მოასხით ნაღები, დაახურეთ თავზე და შედგით გახურებულ ღუმელში 40 წუთით. ღუმლიდან გამოღებამდე 5 წუთით ადრე ქოთანს მოხადეთ თავსახური, მოაყარეთ სულგუნი. ღუმელი აანთეთ ზემოდან და კერძს ზედაპირი მოუბრაწეთ.

კურდღელი ბოსტნეულით

საჭიროა: 1 ცალი კურდღელი, 1 ჭიქა თეთრი ღვინო, 3 ცალი პომიდორი, 3 ცალი ბულგარული წიწაკა, 1 ცალი ყაბაყი, 3 სუფრის კოვზი ზეთი, 3 სუფრის კოვზი დაკეპილი ოხრახუში, მარილი, პილპილი და ნიორი - გემოვნებით. კურდღლის ხორცი კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით მომცრო ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი, პილპილი და წვით სქელძირიან ტაფაზე (1,5 სუფრის კოვზ ზეთში) 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაასხით ღვინო, დაახურეთ სახურავი და შუშეთ კიდევ 35-40 წუთს. პომიდორი დაჭერით რგოლებად, ბულგარული წიწაკა - ჩხირებად, ყაბაყი - კუბიკებად. ეს ბოსტნეული სხვა ტაფაზე შუშეთ ზეთში 3-5 წუთს, შემდეგ დააყარეთ კურდღლის ხორცს, მოაყარეთ მარილი, დანაყილი ნიორი და კიდევ 3-5 წუთს შუშეთ. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ოხრახუში.

ხორცი თავადურად

საჭიროა: 600 გ საქონლის ხორცი, 2 ცალი ხახვი, 4 ცალი კანიანად მოხარშული კარტოფილი, 200 გ ქამა სოკო, 2 სუფრის კოვზი ნაკლებცხიმიანი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი მაიონეზი, 4 სუფრის კოვზი გახეხილი სულგუნი, 4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, მარილი და პილპილი გამოვნებით. ხორცი გარეცხეთ, გააშრეთ, დაჭერით ჩხირებად და მოაყარეთ პილპილი. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და ხორცთან ერთად შუშეთ 2 სუფრის კოვზ ზეთში 10 წუთს. ცალკე ტაფაზე 1 სუფრის კოვზ ზეთში მოშუშეთ დაჭრილი ქამა სოკო. კარტოფილი დაჭერით რგოლებად. ხახვიანი ხორცი გადმოიღეთ ზეთწასმულ ცეცხლგამძლე ფოლგაში, ირგვლივ მოუწყვეთ კარტოფილი, მოაყარეთ სოკო და მოასხით 1 სუფრის კოვზი არაჟანი. დანარჩენ არაჟანში შეურიეთ მაიონეზი და მოასხით კარტოფილს. ყველაფერ ამას მოაყარეთ გახეხილი სულგუნი და აცხვეთ აერღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

mkurnali.geბადრიჯანი რუმინულად

საჭიროა: 3 ცალი საშუალო ზომის ბადრიჯანი, 3-4 პომიდორი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, 100 გ ყველი (ბრინზა), 3 სუფრის კოვზი ზეთი, მარილი, დაკეპილი ქინძი და ნიორი - გემოვნებით. გარეცხეთ ბადრიჯანი, დაჭერით რგოლებად, დაამარილეთ, ჩააწყვეთ თასში და დატოვეთ 15 წუთს. შემდეგ გაწურეთ, ამოავლეთ ფქვილში და შეწვით ტაფაზე, 1 სუფრის კოვზ ზეთში. ყველი დაჭერით კუბიკებად, პომიდორი - თხელ რგოლებად. ცეცხლგამძლე ფოლგას წაუსვით 1 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და ფენებად დააწყვეთ ბადრიჯანი, პომიდორი და ყველი. მოასხით დარჩენილი ზეთი და შედგით გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ ქინძი და ნიორი.

ორაგული ლიმონით

საჭიროა: 1 კგ ორაგული, 6 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 6 სუფრის კოვზი ზეთი, 3 სუფრის კოვზი დაკეპილი ქინძი და ოხრახუში, მარილი და პილპილი - გემოვნებით. ორაგული კარგად გარეცხეთ, გააშრეთ. ოდნავ შეყინეთ და რგოლებად დაჭერით (5-6 ნაჭერი უნდა გამოვიდეს). ორივე მხარეს მოასხით ლიმონის წვენი და 15-20 წუთს გააჩერეთ. შემდეგ მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი, წაუსვით ზეთი და შეწვით ღუმელში ორივე მხრიდან (დაახლოებით 10-12 წუთი დასჭირდება), ვიდრე კანი ოქროსფრად არ დაებრაწება. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი, ხოლო გარნირად გამოიყენეთ კუბებად დაჭრილი უმი (ან მოშუშული) ნებისმიერი ბოსტნეული.