/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიეტოლოგია

რატომ გვაბედნიერებს შოკოლადი

რატომ გვაბედნიერებს შოკოლადი
რძიანი, მწარე, თეთრი, თხევადი... ამა თუ იმ ფორმის შოკოლადი კაცობრიობას უძველესი დროიდან უყვარს.

შოკოლადს ხშირად სიამოვნებისა და ნეტარების ელექსირს უწოდებენ, მას სხვა სახელწოდებებიც აქვს – „სიყვარულის ელექსირი“, „ბედნიერების ელექსირი“. ეს განსაზღვრებები მხოლოდ რეკლამა და მარკეტინგი არ გახლავთ, შოკოლადი მართლაც შეიცავს ისეთ ქიმიურ შენაერთებს, რომლებიც ჩვენი ტვინის ფუნქციობაზე მოქმედებს და გვიმაღლებს სასიცოცხლო ტონუსსა და გუნება-განწყობილებას.

განვიხილით რამდენიმე მათგანი:

თეობრომინი – მცენარეული წარმოშობის მეტად გავრცელებული ალკალოიდია. მას ჩაიც შეიცავს და ყავაც, თუმცა, კაკაო და შოკოლადი – განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. თეობრომინი სტრუქტურით ძლიერ წააგავს კოფეინს და ადამიანის ტვინს იმავე მეთოდით ასტიმულირებს. ამიტომაც არის, რომ შოკოლადის მცირე ნატეხით პირის ჩატკბარუნება უმალ ძალთა მოზღვავების შეგრძნებას იწვევს. ადამიანთა სტიმულატორი თეობრომინი და კოფეინი სასიკვდილოდ საშიშია შინაური ცხოველებისათვის, კერძოდ, ძაღლებისა და კატებისათვის. ამიტომაც ოთხფეხა მეგობრებს მისი მცირე ულუფაც კი არ გაასინჯოთ.

ანანდამიდი – ენდოგენური კანაბინოიდია, რომელსაც შეიცავს შოკოლადი და რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება ადამიანის ტვინში. ეს ნივთიერება ტვინის ცალკეული სინაფსების (ნეირონებს შორის კავშირების) სტიმულაციას ახდენს. მისი წყალობით უმჯობესდება სინაფსური გადაცემა და ადამიანი კარგ გუნებაზე დგება.

ანანდამიდი ტვინში უკავშირდება იმავე რეცეპტორებს, რომლებთანაც ურთიერთქმედებს მარიხუანას ფსიქოაქტიური კომპონენტი. თუმცა, ამ კანაბინოიდის შემცველობა იმდენად მცირეა, რომ შოკოლადით ტკბობის დროს ნარკოტიკული თრობის ნუ შეგეშინდებათ.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ვარ 59 კილო და მინდა წონის დაკლება. უკვე საკმაოდ დიდი ხანია არ ვიღებ შაქრის არანაირ სახეობას ხილის გარდა, არ ვჭამ ხორცს (გარკვეული მიზეზების გამო) ზეთში არაფერს არ ვწვავ,მარტო ვაცხობ და ვიკვებები დღეში 3 ჯერ, ვცდილობ დავიკლო წონაში, მაგრამ პირიქით ვიმატებს. იქნებ მირჩიოთ რამე ან დამანახოთ სად ვუშვებ შეცდომას? სიმაღლე 163. დიდი მადლობა წინასწარ.</p>

ფენილეთილამინი – შოკოლადის შემადგენელი კიდევ ერთი კომპონენტია. ის ტვინში სიამოვნებისა და კმაყოფილების ცენტრებს ასტიმულირებს. ეს ნივთიერება ჩვენს ორგანიზმში მაშინაც წარმოიქმნება, როდესაც შეყვარებულები ვართ. პროდუქტებიდან, რომლებსაც საკვებად ვიყენებთ, ყველაზე დიდი რაოდენობით ფენილეთილამინს შოკოლადი შეიცავს.

შაქარი – შოკოლადის კიდევ ერთი კომპონენტია, თუმცა, ხელოვნურად დამატებული იმისათვის, რომ რამდენადმე შერბილდეს კაკაოს მარცვლების მწარე გემო. სწორედ შაქარი განაპირობებს ძალთა მოზღვავების შეგრძნებას შოკოლადის შეჭმისთანავე. ის არა მხოლოდ ავსებს ორგანიზმს ენერგიით, არამედ ტვინის „დამსაჩუქრებელ“ ცენტრებსაც ააქტივებს, შოკოლადში ბევრი შაქარია, მწარე შოკოლადში – 30%-მდე, რძიან შოკოლადში კი – 50-60%-მდე.

შოკოლადის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს სინერგისტული ეფექტი აქვთ. ჩამოთვლილი კომპონენტების იდეალური კომბინაცია კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ორგანიზმზე, ამაღლებს ჩვენს გუნება-განწყობილებას. ამის გამოა, რომ დაუოკებელი ლტოლვა გვაქვს შოკოლადისადმი, განსაკუთრებით – მოწყენილობის, ძალთა განლევისა და სტრესის დროს. იშვიათად, რომ ადამიანს არ უყვარდეს შოკოლადი!

სასარგებლოა თუ არა შოკოლადი ჩვენი ჯანმრთელობისათვის?

დიდი ხანია შოკოლადზე, განსაკუთრებით შავ (მუქ) შოკოლადზე, როგორც ბუნებრივ ანტიოქსიდანტზე, ისე საუბრობენ. მართლაც, კაკაოს ფხვნილი შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს და ფენოლის ბუნების ანტიოქსიდანტებს, რომლებსაც შეუძლიათ სისხლძარღვთა კედლის შემადგენელი უჯრედების დაზიანებისა და დაბერების შეფერხება. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ ნივთიერებათა დიდი ნაწილი შოკოლადის მომზადების პროცესში იშლება. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა კაკაოს დაუმუშავებელი მარცვლები, მზა შოკოლადი კი, თუნდაც მისი შეფუთული ფილები, შედარებით ნაკლებად.

საყურადღებოა, რომ თეთრი შოკოლადი, რომელსაც არ უმატებენ კაკაოს მყარ ფხვნილს და რომელიც მხოლოდ კაკაოს ზეთის, რძისა და შაქრისაგან მზადდება, არ შეიცავს ფლავონოიდებსა და ანტიოქსიდანტებს.

არსებობს მონაცემები იმის თაობაზე, რომ შოკოლადი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს, აუმჯობესებს მეხსიერებას და სხვა დადებითი ეფექტებით გამოირჩევა. ეს მართლაც ასეა და არაერთი მეცნიერული კვლევითაა დასაბუთებული. შოკოლადის მთავარი უარყოფითი მხარე მისი მაღალკალორიულობაა, თუმცა, მისი რამდენიმე ნატეხი დაბალანსებული დიეტის დროს კალორიებით ზიანს ვერ მოგაყენებთ, სამაგიეროდ, აგიმაღლებთ გუნება-განწყობილებას და გაგიზრდით შრომისუნარიანობას.

ინგლისელებს აქვთ ასეთი გამოთქმა „იმისათვის, რომ გაიგოთ პუდინგის გემო, ის ბოლომდე არ უნდა შეჭამოთ!“ – ამიტომ, გაიხანგრძლივეთ შოკოლადით მიღებული ნეტარება, ის მცირე ულუფებით ნელ-ნელა მიირთვით, რომ დატკბეთ მისი გემოთი!

საინტერესო ფაქტები:

ნ 100 გრამი შოკოლადი შეიცავს 500-600 კილოკალორიას. ქალაქის მცხოვრებისათვის, რომელსაც დიდი ფიზიკური დატვირთვა არ უწევს, დღეღამური დოზა 2000 კილოკალორიაა.

ნ ალბათ, ბევრს აინტერესებს, რატომ ჩნდება რუხი ნადები შოკოლადზე. ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი მიზეზი ის გახლავთ, რომ შოკოლადზე, როდესაც მას მაცივარში ინახავენ – კონდენსირდება. შოკოლადში არსებული შაქარი თავდაპირველად იხსნება კონდენსატის წვეთებში, ხოლო როდესაც წყალი ორთქლდება, რჩება ზედაპირზე თეთრი კრისტალების სახით. მეორე მიზეზი კი არის ის – რომ შოკოლადის შემადგენლობაში შემავალი ქოქოსის ზეთის წვეთები ზედაპირზე გამოიყოფა და შოკოლადის ზედაპირზე მორუხო ცხიმიან ფენას წარმოქმნის.

ნ შარშან ერთ-ერთმა შვეიცარიულმა საკონდიტრო ფაბრიკამ შოკოლადის ახალი სახეობა წარმოადგინა – ვარდისფერი შოკოლადი. ისიც განაცხადა, რომ მისი შექმნა-შემუშავება 13 წელს გრძელდებოდა. ეკვადორსა და ბრაზილიაში მართლაც აღმოაჩინეს განსაკუთრებული არომატის (კენკრისა და სხვა ხილის არომატის) მქონე კაკაოს წითელი მარცვლები (ღუბყ), თუმცა, კაკაოს მარცვლების ეს ახალი ჯიში ჯერ კიდევ არ არის დარეგისტრირებული და ბევრ სპეციალისტს ეჭვი ეპარება ვარდისფერი შოკოლადის ნატურალურობაში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ღვთის საჩუქრები:  17 საკვები პროდუქტი, რომელებიც სასარგებლოა გარეგნულად მსგავსი ორგანოებისთვის

უძველეს დროში ადამიანები ჯანმრთელობას მთლიანად ანდობდნენ ბუნებას და მის საჩუქრებს, დეტალურად იწერდნენ თავიანთ დაკვირვებებს კონკრეტული საკვები პროდუქტის სარგებელო თუ მავნე თვისებების შესახებ.
სრულად
რომელი ორგანო რა ასაკში იწყებს დაბერებას

დიდი ხანია ცნობილია, რომ ორგანიზმის თავისებურებებიდან გამომდინარე ადამიანები სხვადასხვა დროს ბერდებიან, ზოგი ადრე იწყებს
სრულად
რომელი ორგანოების გადანერგვაა შესაძლებელი საქართველოში და რა ღირს ეს ოპერაციები

ორგანოთა ტრანსპლანტაციის ოპერაციები უკვე წლებია, რაც წარმატებით ხორციელდება. იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებშიც ორგანოთა გადანერგვაა შესაძლებელი, სამი ათეული წელია, საქართველოც შეემატა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

რატომ გვაბედნიერებს შოკოლადი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები