მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 60-მა მოხალისემ, სხეულის მასის ნორმალური ინდექსით ანუ არც ერთ მათგანს არ აღენიშნებოდა სიმსუქნე. მონაწილეთა ნახევარი (საკვლევი ჯგუფი) პერიოდულად (36 საათის განმავლობაში) შიმშილობდა, მომდევნო 12 საათის განმავლობაში კი მონაწილეები მიირთმევდნენ მათთვის სასურველ რაციონს. ექსპერიმენტში მონაწილეთა მეორე ნახევ
პერიოდული შიმშილობიდან ერთი თვის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებმა საშუალოდ 3,5 კგ დაიკლეს წონაში და მომავალში მთელი ექსპერიმენტის მანძილზე (6 თვე) ინარჩუნებდნენ სხეულის მასის მიღებულ მაჩვენებლებს.
მეცნიერთა განცხადებით, ასეთ რეჟიმს უარყოფითი გავლენა არ აქვს ორგანიზმზე, მეტიც, გამოვლინდა ისეთი დადებითი ეფექტები, როგორიცაა ანთებითი მარკერების და არტერიული წნევის დაქვეითება, რაც თავის მხრივ, დღეგრძელობაზე დადებითი გავლენის მაჩვენებლებად არის აღიარებული.
თინათინ გოცაძე