/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაგნოსტიკა

ავადმყოფური იერი

ავადმყოფური იერი
ჯანმრთელი ადამიანის ავადმყოფისგან გარჩევა ზოგჯერ ერთი შეხედვითაც შესაძლებელია. მაინც რა გვაფიქრებინებს, რომ ადამიანს რაღაც სჭირს? პასუხი მარტივია - ჯანმრთელ ადამიანს მშვიდი სახე აქვს, მტკიცე ნაბიჯი, სასიამოვნო იერი. ქვემოთ იმ შემთხვევებზე ვისაუბრებთ, როცა ადამიანისთვის თვალის ერთი შევლებაც კმარა, რომ ამა თუ იმ დაავადების არსებობა ვივარაუდოთ.

კანი

ყველას შეგვიმჩნევია, რომ ზოგ ადამიანს კანსა და ლორწოვან გარსებზე მოლურჯო ფერი დაჰკრავს. მედიცინაში ამას ციანოზს უწოდებენ. ასეთი ადამიანები ნელა დადიან, ნაბიჯის აჩქარებისას ქოშინი უვარდებათ. ციანოზის მიზეზი უმეტესად გულისა და ფილტვის დაავადებებია. ამ დროს ციანოზი სხვადასხვა ხარისხით არის გამოხატული - ზოგჯერ უმნიშვნელოა, ზოგჯერ კი მოშავო-მოლურჯო ელფერს აღწევს; ზოგჯერ მთელ სხეულზე ვრცელდება, უმეტესად კი მხოლოდ ტუჩებზე, ცხვირის წვერზე, ლოყებზე, თითებზე. დამახასიათებელი ციანოზი ვითარდება ერთ-ერთი გულის მანკის - მიტრალური სტენოზის დროს. ის კარგადაა გამოხატული ლოყებზე. ძალიან მკაფიო, მუქი ციანოზი, რომელიც ფიზიკური დატვირთვისას ძლიერდება, გვხვდება გულის ზოგიერთი თანდაყოლილი მანკის დროს. თუ პაციენტს გულის უკმარისობაც აქვს, ციანოზთან ერთად ყურადღებას იპყრობს ქვედა კიდურების შეშუპება. ზოგი ძლიერი სიფითრით იპყრობს ყურადღებას. სიფითრე შესაძლოა სისხლში ჰემოგლობინის ან ერითროციტების დონის დაქვეითების ბრალი იყოს. ამ მდგომარეობას ანემიას უწოდებენ. თავად ანემია კი მრავალმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის აღსანიშნავია კუჭის, ნაწლავის დაავადებები, ბუასილი. ამ შემთხვევაში ანემიის უშუალო მიზეზი ჩამოთვლილი დაავადებების გამო სისხლის კარგვაა. სიფითრე გულის ზოგიერთ დაავადებასაც ახლავს თან. მაგალითად, აორტულ ანუ ისეთ მანკებს, რომელთა დროსაც გულიდან გამომავალი დიდი სისხლძარღვის სარქველია დაზიანებული. ღაჟღაჟა ლოყები, რაც ოდესღაც კარგი ჯანმრთელობის დასტურად მიიჩნეოდა, ზოგჯერ დაავადების გამოხატულებაა. საუბარია სისხლის დაავადებაზე, რომელსაც ერითრემიას უწოდებენ. მისთვის დამახასიათებელია სისხლის უჯრედების, განსაკუთრებით კი ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი მომატება, რაც ამ უჯრედების ავთვისებიანი გამრავლებით არის გამოწვეული. ერითრემიის დროს ღაჟღაჟა ლოყებთან ერთად ყურადღებას იპყრობს წითელი, თითქოს ჩასისხლიანებული თვალები, მუქი, ალუბლისფერი ტუჩები, კანზე კაპილარული ქსელის გაფართოება. ერითროციტების რაოდენობა პათოლოგიურად იმატებს ფილტვის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების, ძლიერი სიმსუქნის, ზოგიერთი სიმსივნის, ქრონიკული ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობის) დროსაც. ამ შემთხვევაში გამომწვევი დაავადების წარმატებული მკურნალობისას ერითროციტების დონე ნორმას უბრუნდება და ძლიერი სიწითლეც ქრება.

ენდოკრინული დაავადებები

გადიდებული, ზოგჯერ გადმოკარკლული თვალები, თვალების მოძრაობისას ზემოთა ქუთუთოსა და თვალის ფერად გარს შორის სკლერის გამოჩენა, სახე, რომელიც ერთდროულად მრისხანებას და შიშს გამოხატავს, ოფლიანობა, სიგამხდრე, სწრაფი მოძრაობები ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბისთვისაა დამახასიათებელი. ამ მდგომარეობას თირეოტოქსიკოზს უწოდებენ. საპირისპირო სურათი ვითარდება ჰიპოთირეოზის ანუ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობის დროს. ავადმყოფს ჭარბი წონა აწუხებს, ზედა სასუნთქი გზების შეშუპების გამო ოდნავ პირღია სუნთქავს, სახე შეშუპებული აქვს, თმა და წარბების გარეთა ნაწილები - გაცვენილი, მოძრაობები - ზანტი. მსუქანი ტორსი და თხელი კიდურები, კისერთან ცხიმის შესამჩნევი დაგროვება, რომელსაც ექიმები “ბიზონის კუზს” უწოდებენ, მთვარისებრი სახე, წითელი ლოყები, სახეზე აკნეს ტიპის, ზოგჯერ კი ჩირქოვანი გამონაყარი, გაცვენილი თმა, მამაკაცისათვის დამახასიათებელი თმიანობა სახეზე - ასე გამოიყურება პაციენტი, რომელსაც კუშინგის დაავადება აქვს. ეს დაავადება სისხლში თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სიჭარბით არის გამოწვეული. ზრდასრულ ასაკში განვითარებული ჰიპოფიზის ჰორმონების ჭარბი სეკრეცია იწვევს აკრომეგალიისთვის დამახასიათებელ ცვლილებებს - ცხვირის, ყურების, ენის, ტუჩების, მტევნებისა და ტერფების გადიდებას, კბილების გამეჩხერებას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სისტემური დაავადებები

მკითხველს ალბათ გაუგონია სისტემური წითელი მგლურა. ამ დროს ყურადღებას იპყრობს ავადმყოფის სახე, უფრო სწორად, მიწითალო გამონაყარი ცხვირის ზურგსა და ყვრიმალებზე. გამონაყარის ასეთი განლაგება ქმნის დამახასიათებელ სურათს, რომელიც მედიცინაში მგლურას პეპლის სახელწოდებითაა ცნობილი. ტიპური ცვლილებები ვითარდება სისტემური სკლეროდერმიის დროსაც. პირის გარშემო ჩნდება ნაოჭები, რასაც ქისისებრ პირს უწოდებენ, ცხვირი ნისკარტისებრ ფორმას იღებს, შესაძლოა, განვითარდეს ხელის თითების განგრენა. კიდევ ერთი სისტემური დაავადება, რომლის დროსაც აღმოცენდება დამახასიათებელი ვიზუალური ცვლილებები, დერმატომიოზიტია. კუნთებში მიმდინარე დარღვევებთან ერთად ყურადებას იპყრობს გამონაყარი და შეშუპება, რომელიც უპირატესად სხეულის ღია ნაწილებზე - სახეზე, კისერზე, გულმკერდზეა (ეგრეთ წოდებულ დეკოლტეს მიდამოში) ლოკალიზებული. ძალზე ნიშანდობლივია თვალების ირგვლივ შეშუპებისა და მოწითალო-მოლურჯო გამონაყარის არსებობა, რასაც დერმატომიოზიტულ სათვალეს უწოდებენ. შესაძლოა შეგიმჩნევიათ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მოხუცივითაა მოხრილი (უკავია ეგრეთ წოდებული მათხოვრის პოზა), მოძრაობები მწირი აქვს, კისერი - გაშეშებული. ასეთია მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის, იმავე ბეხტერევის დაავადების სურათი. ჩვენ მიერ განხილულ სისტემურ დაავადებათა დიაგნოზის დასმა საკმაოდ ძნელია. საქმე ის არის, რომ ზემოთ აღწერილი გარეგნული ცვლილებები გვიან, დაავადების დაწყებიდან წლების შემდეგ იჩენს თავს. სამწუხაროდ, სისტემური დაავადებები თავისი არსით მხოლოდ ის არ არის, რაც თვალში საცემია. ამ დროს ზიანდება მრავალი (ზოგჯერ - თითქმის ყველა) ორგანო. სწორედ შინაგან ორგანოებში მომხდარ ცვლილებებზეა დამოკიდებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი მომავალი (დაავადების პროგნოზი).

მამაკაცური თმიანობა

დაავადების გარეგნულ ნიშნებზე საუბრისას ორიოდე სიტყვით აუცილებლად უნდა ვახსენოთ თმიანობაც. ვგულისხმობთ მამაკაცურ თმიანობას ქალებთან. უმეტესად ის ჩვენი კავკასიური, სამხრეთული გენეტიკის დამსახურებაა და არა ავადმყოფობის ნიშანი. ავადმყოფობით გამოწვეული მამაკაცური თმიანობა არასოდეს არის იზოლირებული, მას თითქმის ყოველთვის ახლავს თან მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ზოგჯერ - აკნეც - წესისამებრ, არა მხოლოდ სახეზე, არამედ სხეულის სხვა ნაწილებზეც.

* * *

შესაძლოა, მკითხველს შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს აღწერილი დაავადებების დროს ამგვარი ცვლილებები გარდაუვალია. ასე არ არის. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების წყალობით პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი შრომისუნარიანი რჩება, სრულყოფილად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ცხოვრობს, დაავადებათა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი გარეგნულად აღარც კი მჟღავნდება, ხოლო მათი კლასიკური სურათი უფრო და უფრო იშვიათდება.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

კონტრასტული CT და MRI: რა არის, რისთვის გამოიყენება და რამდენად უსაფრთხოა

ალბათ ხშირად გაგიგიათ ექიმისგან, რომ საჭიროა კონტრასტული კომპიუტერული ტომოგრაფია (CT)
სრულად
რატომ მატულობს სისხლში კრეატინინი?
რატომ მატულობს სისხლში კრეატინინი?
კრეატინინი არის ნივთიერება, რომელიც კუნთების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება.
სრულად
სისხლძარღვების დოპლეროგრაფია და დუპლექსური სკანირება

დოპლეროგრაფია და დუპლექსური სკანირება სისხლძარღვების ულტრაბგერითი კვლევის ორი მონათესავე მეთოდია. რა არის ამ მეთოდების არსი და განსხვავება?
სრულად
როდის არის საჭირო თავისა და კისრის სისხლძარღვების დუპლექს სკანირება

თავისა და კისრის სისხლძარღვების დუპლექს სკანირება არის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ინსტრუმენტული მეთოდი, რომელსაც ექიმები იყენებენ კარდიოლოგიაში, ნევროლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში.
სრულად
როგორ გამოვიკვლიოთ გული
როგორ გამოვიკვლიოთ გული
სრულად
რატომ და როდის კეთდება მუცლის აორტის ულტრაბგერითი კვლევა

მუცლის აორტისა და მისი ტოტების ულტრაბგერითი კლვევა არის არაინვაზიური გზა შინაგან ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევის დიაგნოსტირებისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

ავადმყოფური იერი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები