/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

თვალი

რატომ უარესდება მხედველობა სიბერეში

რატომ უარესდება მხედველობა სიბერეში
ადამიანის ყველა ორგანო და სისტემა წლების განმავლობაში ასაკობრივ ცვლილებებს განიცდის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორგანოები დროთა განმავლობაში „ცვდება“.

გამონაკლისი არც მხედველობის ორგანოა. თვალები მთელი ცხოვრების მანძილზე მძიმე სტრესს განიცდიან, მათზე არაერთი მავნე ფაქტორი მოქმედებს და გასაკვირი არ არის, რომ ეს აისახება მხედველობაზეც. არსებობს „ასაკთან დაკავშირებული“ თვალის რამდენიმე დაავადება, რომელიც, ჩვეულებრივ, 40-50 წლის შემდეგ ვითარდება და იწვევს მხედველობის გაუარესებას.

პრესბიოპია

მას ასევე უწოდებენ ასაკთან დაკავშირებულ შორსმხედველობას, მოკლე ხელების დაავადებას. პრესბიოპიას ახასიათებს ის, რომ ადამიანს უჭირს თვალის მახლობლად მდებარე პატარა საგნების გარჩევა: კითხვა, განსაკუთრებით თუ შრიფტი პატარაა, ნემსში ძაფის გაყრა და ა.შ. ამის გამო, ადამიანს უნებურად შორს გააქვს წიგნი, თავისგან უფრო დაშორებულ დისტანციაზე, გაშლილი ხელებით, ტექსტის უკეთ გასარკვევად.

  • პრესბიოპიის მიზეზი ბროლში მიმდინარე ცვლილებებია. ჩვეულებრივ, ნორმის დროს, ბროლი, ოპტიკური ძალისა და სიმრუდის ცვლილების გამო, ბადურაზე გამოსახულების სწორად ფოკუსირების საშუალებას იძლევა. ამ პროცესს „აკომოდაცია“ ჰქვია. სწორად შერჩეული ფოკუსური დისტანციის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია ობიექტების ნათლად და მკაფიოდ დანახვა (გარჩევა). მაგრამ წლების განმავლობაში, ელასტიკურობის დაქვეითებისა და გამკვრივების გამო, ბროლი კარგავს ამ უნარს, ანუ აკომოდაცია ირღვევა.

ამ სიტუაციიდან გამოსავალი სათვალის ან ლინზების გამოყენებაა კითხვისა და მცირე საგნებთან მუშაობისთვის.

ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ასაკთან ერთად მხედველობის გაუარესების კიდევ ერთი მიზეზია ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია. მისი მიზეზი დეგენერაციული პროცესებია, რომლებიც მოიცავს ბადურას, უფრო სწორედ მის ცენტრში არსებულ არეს – მაკულას, ანუ ყვითელ ხალს. სწორედ თვალის ეს არეა პასუხისმგებელი მხედველობის სიმახვილესა და ფერად მხედველობაზე, რადგან მასშია განთავსებული მხედველობის უამრავი რეცეპტორი.

  • ასაკთან ერთად ყვითელი ხალის ქსოვილი განილევა (თხელდება) და ფერთა აღმქმელი რეცეპტორები კვდება. გარდა ამისა, ზიანდება ბადურას სისხლით მომმარაგებელი სისხლძარღვები, რაც იწვევს კვების ნაკლებობას. შედეგად, გამოსახულების სიკაშკაშე და კონტრასტულობა უარესდება, საგნები დამახინჯებულად აღიქმება, თითქოს ნისლშიაო და თვალების წინ ლაქები ჩნდება. მხედველობის სიმახვილე ქვეითდება.

მაკულარულმა დეგენერაციამ საბოლოოდ შეიძლება სრული სიბრმავე გამოიწვიოს. მაკულარული დეგენერაციის მკურნალობა რთულია. ძირითადად გამოიყენება პრეპარატები, რომლებიც ამცირებს ბადურას დეგენერაციის პროცესს.

ხანდაზმულთა კატარაქტა

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა, მყავს 4 წლის გოგო, რომელიც ხშირ დროს ატარებდა ტელეფონთან, დაუდგინდა მიოპია -2 და მეორე თვალზე -2.75. მეც ახლომხედველი ვიყავი, ლაზერული ოპერაციის გაკეთებამდე. რადგან ჯერ არავინ მინახავს სათვალის ტარებით განკურნებული ოფთალმოლოგს ვკითხე თუ შეიძლება თანდათან გაუმჯობესდეს ჩემი შვილის მდგომარეობათქო და არაო მითხრა, პირიქით შეიძლება გაიზარდოს მინუსიო. არაფერი ეშველებაო ოპერაციის გარდა. მაინტერესებს მართლა ასეა? გასაგებად რომ დამიწეროთ რა.. რამე ვარჯიში ან წვეთები არაფერი გამიგონია ჯერ კიდევ? პ.ს. ახლობელს დაყავს ბავშვი 3 წლიდან უკეთია სათვალე და ყოველ ნახევარ წელიწადში ექიმი უფრო დაბალი ნომრის სათვალეს უნიშნავს რადგან უკეთესობა აქვსო და დავიბენი</p>

ეს დაავადება დაკავშირებულია ბროლის ცვლილებასთან. ასაკთან ერთად იცვლება ბროლის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები: მცირდება ცილებისა და ფერმენტების შემცველობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ბროლის ფუნქციობას. ბროლი გამჭვირვალობას კარგავს, იმღვრევა, რაც მხედველობის გაუარესებით გამოიხატება.

  • პროცესი ეტაპობრივია. თავდაპირველად, ადამიანი უჩივის თვალის წინ ლაქების გაჩენასა და საგნების გაორებას. შემდეგ მხედველობა იწყებს დაქვეითებას. საბოლოოდ, დაბინდვა-შემღვრევა მთელ ბროლს მოიცავს, გუგის ფერი იცვლება თეთრით და ადამიანი მთლიანად კარგავს მხედველობას.

საბედნიეროდ, დღეს მედიცინას შეუძლია გაუმკლავდეს ამ დაავადებას. კატარაქტის დროს პაციენტს უნერგავენ ხელოვნურ ბროლს და ადამიანს კვლავ შეუძლია სამყაროს დანახვა მთელი მისი მრავალფეროვნებით.

გლაუკომა

ეს დაავადება, უფრო სწორად, დაავადებათა ჯგუფი, შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ რისკჯგუფში არიან 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები. გლაუკომის განვითარება დაკავშირებულია თვალშიდა წნევის მატებასთან და, შედეგად, მხედველობის ნერვის დაზიანებასთან მის სრულ ატროფიამდე.

  • გლაუკომა ვლინდება მხედველობის დაქვეითებით, თვალის წინ ლაქების ციმციმით, სიბნელიდან სინათლეში გასვლისას თვალებში ნისლის გაჩენით, ცისარტყელას წრეების არსებობით ფარნებისა და ნათურების გარშემო. ადამიანს შეიძლება აღენიშნებოდეს ტკივილი თვალებში და თვალების ირგვლივ, ასევე თავის ტკივილი.

ეს დაავადება ძალიან საშიშია, შეიძლება გამოიწვიოს სრული სიბრმავე. შველა და დახმარება გლაუკომის დროს, სიბერეში ყველაზე ხშირად, ქირურგიულ მკურნალობას შეუძლია.

კომენტარები (1)
ხოო ეგრეა?!!
თვალებს თავდაცვა არ სჭირდება?!!!!
თარიღი : 07-04-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა? თვალის მოვლა ყველა ასაკში
როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა? თვალის მოვლა ყველა ასაკში
კარგი მხედველობა ჩვენი ცხოვრების ხარისხის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.
სრულად
ალერგიული კონიუნქტივიტი
ალერგიული კონიუნქტივიტი
(მიზეზები, სახეები და მკურნალობა)
სრულად
ეფექტურია თუ არა ლურჯი სინათლის საწინააღმდეგო სათვალეები?
ეფექტურია თუ არა ლურჯი სინათლის საწინააღმდეგო სათვალეები?
ლურჯი შუქი არის სინათლის სპეციფიკური სახეობა მოკლე ტალღის სიგრძით.
სრულად
რა მიზეზებით უარესდება მხედველობა დღის ბოლოს
რა მიზეზებით უარესდება მხედველობა დღის ბოლოს
ეს არ ხდება მხოლოდ დაღლილობის გამო.
სრულად
საკვები თვალის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
საკვები თვალის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად
ხილის, ბოსტნეულის და ჯანსაღი ცხიმების ირგვლივ აგებული დიეტა სასარგებლოა მხედველობისთვის.
სრულად
როგორია თვალის საშიში დაავადებების სიმპტომები
როგორია თვალის საშიში დაავადებების სიმპტომები
თვალის ზოგიერთი დაავადება შეიძლება შეუმჩნევლად განვითარდეს და მნიშვნელოვანია მათი ადრეული სიმპტომების დროული ამოცნობა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ უარესდება მხედველობა სიბერეში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები