/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

პულმონოლოგია

ტრაქეის დაავადებები და ტრაქეოსტომია

ტრაქეის დაავადებები და ტრაქეოსტომია
ტრაქეა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და „სასუნთქ ყელს, არტერიას“ ნიშნავს.

ამ ორგანოს ჰაერგამტარი ფუნქცია აქვს. ტრაქეის ბოლო მარჯვენა და მარცხენა ბრონქებად იყოფა. ორგანოს გაყოფის ადგილს ტრაქეის ბიფურკაციას უწოდებენ. ტრაქეის გარშემო ცხიმოვანი და ფაშარი შემაერთებელი ქსოვილია, რაც მოძრაობისას მის გადაადგილებას აადვილებს. თავის უკან გადაწევისას ტრაქეა თავისი სიგრძის 50%-ით ყელისკენ გადაადგილდება, ანუ გულმკერდის არეს შორდება. ტრაქეის გამავლობის დარღვევისას საჭირო ხდება მისი გაკვეთა - ტრაქეოტომია - სასუნთქ გზებში ჰაერის გამავლობის შეზღუდვის მოსახსნელად.

ტრაქეის წინა კედლის გაკვეთის ოპერაცია, ორგანოს სანათურში მილის (კანულის) ჩადგმით ან მუდმივი სანათურის (სტომის) შექმნით, ტრაქეოსტომიად არის წოდებული. როდის დგება ასეთი ჩარევის აუცილებლობა, რას მოიცავს ეს ოპერაცია, რა გართულებები ახლავს მას, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება აკადემიკოს

ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფოს) ზოგადი ქირურგი ზვიად ძნელაძე:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

- ბატონო ზვიად, რა იწვევს ტრაქეიტს და ძირითადად როგორ ვლინდება ის?

- დავიწყებ იმით, რომ ტრაქეა – სასულე - ხორხის უშუალო გაგრძელებაა, ის ერთმანეთზე მიწყობილი ჰიალინური ხრტილებისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ბეჭდისებრი იოგებითაა დაკავშირებული. ტრაქეის სიგრძე 10-13 სმ-ს შორის მერყეობს.

შეკითხვა ექიმს
<p>-უსიცხო ფილტვების ანთება გამოჩნდება თუარა ჩვეულებრივ რენტგენზე?</p>

ტრაქეიტი – ტრაქეის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მისი დამახასიათებელი სიმპტომებია - მშრალი ხველა, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისას, ტემპერატურის მომატება, ტკივილი ყელის არეში, მკერდის ძვლის უკან, ხმის ჩახლეჩა, სუნთქვის გაძნელება.

ტრაქეიტის მკურნალობა კომპლექსურია, მთავარია დაავადების გამომწვევის აღმოფხვრა.

- რამდენად ხშირია უცხო სხეულის მოხვედრა ტრაქეაში?

- ჩვეულებრივ, ტრაქეაში უცხო სხეულები არ ფიქსირდება. მათი ბიფურკაციის დონეზე მოხვედრა იწვევს ხველას. ყველაზე ხშირად გვხვდება ბავშვებთან.

ტრაქეისა და ბრონქების უცხო სხეულები – შეიძლება იყოს ნებისმიერი მცირე ზომის საგანი: მზესუმზირას და საზამთროს თესლები, ღილები, ქინძისთავები, ლურსმნები, ჭიკარტები და სხვა. როგორც უკვე აღვნიშნე, უფრო ხშირია ბავშვებთან. ხვდება პირის ღრუდან ღრმად ჩასუნთქვის დროს. უცხო სხეული ქვედა სასუნთქ გზებში შესაძლოა მოხვდეს (არაიშვიათად) კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდანაც. ხელშემწყობი ფაქტორებია სიცილი, ხველა, ძილი, გულისწასვლა, დათრობა, ხველის რეფლექსის შესუსტება. დასახელებული მდგომარეობისას სიმპტომები და მიმდინარეობა დამოკიდებულია უცხო სხეულის თვისებებზე, მის ფორმაზე, სიდიდეზე, ადგილმდებარეობაზე, ასევე ავადმყოფის ასაკსა და მის ინდივიდუალურ თავისებურებებზე. ასპირაციის დროს ვითარდება ყიის რეფლექტორული სპაზმი, წარმოიქმნება მოხრჩობის შეგრძნება, კანის საფარველის მკვეთრი ციანოზით და არაიშვიათად გონების დაკარგვით. ხუთვა შედარებით სწრაფად გაივლის და წარმოიქმნება ძლიერი ხველა.

- როდის მიმართავთ ტრაქეოსტომიას?

- ტრაქეოსტომია ხშირად კეთდება ინტენსიური ზედამხედველობის (ინტენსივე ცარე) განყოფილებაში, სადაც არის დრო პროცედურისთვის მოსამზადებლად და პაციენტის ინფორმირებისთვის.

გეგმური ტრაქეოსტომია შეიძლება ამ ორი მეთოდიდან ერთ-ერთით გაკეთდეს:

  • პერკუტანეული ტრაქეოსტომია;
  • ღია ტრაქეოსტომია.

პერკუტანეული ტრაქეოსტომია ძირითადად კეთდება ზოგადი ანესთეზიით (ნარკოზით) ინტენსიური ზედამხედველობის (რეანიმაციულ) განყოფილებაში. ექიმი ჯერ აკეთებს მცირე განაკვეთს ყელში და შემდეგ ტრაქეაში. ამ განაკვეთში ან ნემსში შედის სპეციალური მავთული, რომლის საშუალებით თავსდება დილატორი. ეს უკანასკნელი აფართოებს ხვრელს ყელში და ამარტივებს ტრაქეოსტომის მილის ჩადგმას. ზოგჯერ ყელში თხელი ტელესკოპი (ენდოსკოპი) შეიყვანება, რომ ექიმი დარწმუნდეს პროცედურის სისწორეში.

ღია ტრაქეოსტომია, როგორც წესი, ტარდება საოპერაციოში ზოგადი ანესთეზიით. ქირურგი აკეთებს განაკვეთს კისრის ქვედა ნაწილში და აცალკევებს ტრაქეის მფარავ ქსოვილებს. შემდეგ იჭრება ტრაქეის კედელი ტრაქეოსტომის მოსათავსებლად.

ამ მეთოდს მიმართავენ მაშინ, როდესაც პერკუტანეული ტრაქეოსტომიის განხორციელება სახიფათო ან შეუძლებელია. ის რეკომენდებულია:

  • 12 წლამდე ბავშვებისთვის;
  • როდესაც კისრის ნორმალური აგებულება დარღვეულია სიმსივნის ან დაგროვილი სისხლის გამო;
  • როდესაც პაციენტი ჭარბწონიანია და კისრის ირგვლივ დიდი რაოდენობით ცხიმი აქვს.

ტრაქეოსტომია აუმჯობესებს პაციენტის სუბიექტურ მდგომარეობას - ჭამის, საუბრის საშუალებას აძლევს მას, ამცირებს სასუნთქი გზების წინააღმდეგობას.

- რა გართულებები ახლავს ტრაქეოსტომიას?

- ტრაქეოსტომია უსაფრთხო პროცედურად ითვლება. თუმცა, როგორც ბევრ სხვა სამედიცინო მანიპულაციას, მასაც თან ახლავს გართულებების რისკი.

გართულებების ჩამოყალიბების ალბათობა დამოკიდებულია:

  • პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე;
  • ტრაქეოსტომიის საჭიროების მიზეზზე.

საზოგადოდ, გეგმურ ტრაქეოსტომიას გართულების ნაკლები რისკი აქვს გადაუდებელთან შედარებით.

ადრეულ გართულებებს მიეკუთვნება ტრაქეოსტომიის დროს ან მის შემდეგ მცირე პერიოდში განვითარებული გართულებები; მათგან აღსანიშნავია:

  • სისხლდენა - ტრაქეოსტომიის შემდეგ ხშირად იწყება სისხლდენა ტრაქეიდან ან თვითონ მილიდან. ეს, როგორც წესი, უმნიშვნელოა და მსუბუქდება რამდენიმე დღეში. თუმცა ზოგჯერ შეიძლება სისხლდენა სერიოზული იყოს და საჭირო გახდეს სისხლის გადასხმა (ბლოოდ ტრანსფუსიონ).
  • ფილტვის კოლაფსი - ზოგჯერ ფილტვის ირგვლივ გროვდება ჰაერი და იწვევს მის კოლაფსს. ამას პნევმოთორაქსი ეწოდება. მსუბუქ შემთხვევებში, უმეტესად, მდგომარეობა ჩარევის გარეშე, თავისით გამოსწორდება, თუმცა უფრო სერიოზულ სიტუაციაში საჭირო ხდება გულმკერდში მილის ჩადგმა დრენირებისთვის.
  • შემთხვევითი ტრავმები - შემთხვევით შეიძლება დაზიანდეს ტრაქეის ახლომდებარე ნერვები, კერძოდ, ხორხის ან საყლაპავი მილის ნერვები. ამან შეიძლება მეტყველებისა და ყლაპვის პრობლემები გამოიწვიოს.
  • ინფექცია - ტრაქეა ან მისი მიმდებარე ქსოვილები შეიძლება დაინფიცირდეს ბაქტერიებით. ამას, ჩვეულებრივ, ანტიბიოტიკებით მკურნალობენ.
  • მოგვიანო გართულებებს მიეკუთვნება ტრაქეოსტომიიდან რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში განვითარებული გართულებები, კერძოდ:
  • შეხორცების შეფერხება - ზოგჯერ ტრაქეოსტომიის ჭრილობა არ ხორცდება ნორმალურად და იწყება სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო გახდეს მილის დროებით ამოღება და სისხლდენის ქირურგიულად შეჩერება.
  • ტრაქეოსტომის მილის დახშობა - არსებობს ტრაქეოსტომის მილის ლორწოთი ან სითხეებით უეცარი ან თანდათანობითი დახშობის რისკი, თუ პაციენტი ვერ ახერხებს სასუნთქი გზების გასუფთავებას ხველებით. ეს რისკი შეიძლება შემცირდეს მილის რეგულარული წმენდით და ნებისმიერი სითხის გამოწოვით.
  • ტრაქეის კოლაფსი - ზოგჯერ ტრაქეა ჩამოიშლება, რადგან მისი კედლები ძალზე სუსტია. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, როდესაც ტრაქეოსტომის მილი არ არის სათანადოდ მოთავსებული და საჭიროებს დამატებით ქირურგიულ ჩარევას.
  • ტრაქეის შევიწროება - ყელის შემთხვევითმა დაზიანებამ შეიძლება სასუნთქი გზების შევიწროება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ სუნთქვის პრობლემებს განაპირობებს. შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა სასუნთქი გზების გასაფართოებლად. ეს შეიძლება მოიცავდეს პატარა მილის, სტენტის ჩადგმას სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად.

კომენტარები (1)
გიორგი კაპანაძე
ქარში მუშაობისას სიცივეში შეილება ტრაქეას ანთება დაგემართოს
თარიღი : 17-04-2022
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

როდის და რატომ ვითარდება უსიცხო ფილტვების ანთება, როგორ ამოვიცნოთ და როგორ ვიმკურნალოთ

უსიცხო ფილტვების ანთება, ფილტვების ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც ხშირად რთულად ამოსაცნობია,
სრულად
რა არის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და როგორ ხდება მისი მართვა

ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამომწვევ მიზეზებზე, კლინიკურ ნიშნებსა და მკურნალობის შესაძლებლობებზე გვესაუბრება
სრულად
ფილტვის დაავადებები
ფილტვის დაავადებები
სრულად
როგორია პნევმონიის კლინიკური ნიშნები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებები

პნევმონიის გამომწვევ მიზეზებზე, კლინიკურ ნიშნებზე, თავისებურებებზე, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებებზე გვესაუბრება კლინიკა „რეიმანის“ ოჯახის ექიმი, ეკატერინე მუმლაძე.
სრულად
ფილტვის კეროვანი დაზიანება პარაზიტებით
ფილტვის კეროვანი დაზიანება პარაზიტებით
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ფილტვის ქსოვილი ზოგჯერ პარაზიტული ორგანიზმებისთვის ხელმისაწვდომი ხდება,
სრულად
ფილტვის გადანერგვა და მასთან დაკავშირებული საინტერესო საკითხები

ფილტვის გადანერგვის ჩვენებები ფილტვის ტრანსპლანტაცია, სადღეისოდ შედარებით გავრცელებული მკურნალობის მეთოდია ფილტვის დაავადების ბოლო სტადიის მქონე პაციენტებისთვის.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტრაქეის დაავადებები და ტრაქეოსტომია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები