პიელონეფრიტის და გლომერულონეფრიტის მკურნალობის ძირითადი პრინციპები

მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტის მკურნალობა კომპლექსურია და გულისხმობს:
1) ფიზიკური დატვირთვის განსაკუთრებულ რეჟიმს: დაავადების აქტიურ ფაზაში - წოლით რეჟიმს (2-3 კვირა), რემისიის პერიოდში - ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას;
2) დიეტოთერაპიას, რომლის ძირითადი პრინციპებია:
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
საკვები რაციონიდან ავადმყოფისთვის ალერგიის გამომწვევი პროდუქტების გამორიცხვა;საკვებში ცილების რაოდენობის შეზღუდვა;ნატრიუმის შემცველი პროდუქტების (მარილის) შეზღუდვა, რადგან ნატრიუმი შეშუპებისა და ჰიპერტენზიის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია;კალიუმის შემცველი პროდუქტებით რაციონის გამდიდრება, რათა მოხდეს კორტიკოსტეროიდული თერაპიისთვის დამახასიათებელი ჰიპოკალიემიის პროფილაქტიკა;
3) სიმპტომურ თერაპიას დიურეტიკების, ჰიპოტენზიური და სხვა პრეპარატების გამოყენებით;
4) პრეპარატებით აქტიურ ზემოქმედებას თირკმლის გორგლების დაზიანების გამომწვევ იმუნური რეაქციის სხვადასხვა ჯაჭვზე. მაგალითად: ანტიბიოტიკებით (პენიცილინი, ამპიცილინი, ოქსაცილინი, მეტიცილინი, ამპიოქსი) 2-3 კვირის განმავლობაში ითრგუნება ანტიგენური კომპონენტი (სტრეპტოკოკული თუ სხვა); იმუნოდეპრესიული საშუალებები (პრედნიზოლონი, ციტოსტატიკები და ანტიმეტაბოლიტები) თრგუნავენ ანტისხეულების გამომუშავებას;
პიელონეფრიტის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, ანთების გამომწვევზე, თანმხლებ დაავადებებზე და ა.შ. გაურთულებელი პიელონეფრიტის მკურნალობა გულისხმობს:
ანტიბიოტიკების,დეზინტოქსიკაციური პრეპარატების,იმუნოსტიმულატორული პრეპარატების მიღებას.
უმრავლეს შემთხვევაში 2-3 დღეში ავადმყოფი გამოჯანმრთელდება: ქრება დაავადების სიმპტომები და ლაბორატორიული ანალიზი გამომწვევის არარსებობას ადასტურებს. ზოგჯერ პიელონეფრიტი ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, მაგალითად, როცა შარდის შეფერხების მიზეზი საშარდე გზებში არსებული კენჭებია ან თირკმლის ქსოვილია დაჩირქებული.