/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნეფროლოგია

რა ცვლილებები ვითარდება დიაბეტური ნეფროპათიის დროს და როგორია ამ მდგომარეობის მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებები

შაქრიანი დიაბეტი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც შეიძლება მთელი რიგი გართულებები ახლდეს თან.

ერთ-ერთი შესაძლო გართულება თირკმელების პათოლოგიური მდგომარეობით ვლინდება. დიაბეტური ნეფროპათიის გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებებზე გვესაუბრება აკად. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრ „ენმედიცის“ – ექიმი ნეფროლოგი, მედიცინის დოქტორი ასოცირებული პროფესორი ანა შამანაძე.

– ქალბატო ანა, რა არის დიაბეტური ნეფროპათია და როდის ვითარდება ის?

– როგორც ვიცით, შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, დაავადების პროგრესირებასთან ერთად შესაძლოა სხვადასხვა გართულება განვითარდეს. მათ შორის, კარდიო-ვასკულარული გართულებები, ინსულტი, რეტინოპათია, ნეიროპათია და ნეფროპათია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაბეტური ნეფროპათია არის თირკმლის დაზიანება შაქრიანი დიაბეტის დროს. გვხვდება როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს.

– რამდენად ხშირად შეიძლება აღინიშნოს შაქრიანი დიაბეტის დროს დიაბეტური ნეფროპათია?

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, ექოსკოპია გავიკეთე და მარჯვენა თირკმელი არის დაწეული, საყურადღებოა? ერთი კვირაა კუჭის აშლის შეგრძნება მაქვს .</p>

– დიაბეტური ნეფროპათია დიაბეტის საკმაოდ ხშირი გართულებაა. დიაბეტური ნეფროპათია შესაძლოა განუვითარდეს დიაბეტით დაავადებულთა 20%-50%-ს.

– რა არის დიაბეტური ნეფროპათიის განვითარების მიზეზები?

– შაქრიანი დიაბეტის დროს ზიანდება თირკმლის სისხლძარღვები. რაც უფრო ხანდაზმულია დიაბეტი, მით მეტია დაზიანების შანსი. სისხლძარღვებს ყველაზე მეტად აზიანებს სისხლში გლუკოზის მაღალი შემცველობა, ანუ ჰიპერგლიკემია. ასევე მნიშვნელოვანი მიზეზია მაღალი არტერიული წნევა, რაც დიაბეტიანთა დიდ ნაწილს აღენიშნება.

თირკმელების დაზიანების რისკი კიდევ უფრო იმატებს, თუ ამ ორ ფაქტორთან ერთად დიაბეტიანი ადამიანი:

  • არის მწეველი;
  • არ იცავს დიეტას;
  • იყენებს ბევრ მარილს;
  • არ არის ფიზიკურად აქტიური;
  • აქვს ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
  • აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება;
  • აქვს თირკმლის უკმარისობის ოჯახური ისტორია.

– დიაბეტური ნეფროპათიის განვითარების რისკის თვალსაზრისით რამდენად აქვს მნიშვნელობა შაქრიანი დიაბეტის ტიპობრიობას?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, როგორც ტიპი 1, ასევე ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს დიაბეტური ნეფროპათიის განვითარების რისკი დაახლოებით ერთნაირია. თუმცა, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის არსებობისას, 50%-მდე შემთხვევაში, მიკროალბუმინურია ან პროტეინურია, ასევე ჰიპერტონია, ან თირკმლის დაქვეითებული ფუნქცია ჯერ კიდევ დიაბეტის დიაგნოსტირების ეტაპზე აღინიშნება. ხოლო ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში ყურადღება ექცევა დიაბეტის ხანგძლივობას, ისევე როგორც სისხლში გლუკოზის მაჩვენებელს.

– რა სიმპტომებით ვლინდება დიაბეტური ნეფროპათია?

– თირკმელების მსუბუქ დაზიანებას არავითარი სიმპტომი არ ახლავს. სიმპტომები მხოლოდ მდგომარეობის პროგრესირებისას ვითარდება. თავდაპირველად, შესაძლოა, მხოლოდ ცილის (ალბუმინის) კონცენტრაცია იყოს მომატებული შარდში, რაც გამოიხატება შეშუპებით კოჭის მიდამოში, წონის მატებით, ღამით გახშირებული შარდვით, არტერიული წნევის მატებით. მოგვიანებით, როდესაც კრეატინინის (ე.წ. აზოტის შემცველობის) კონცენტრაცია მოიმატებს, ამ სიმპტომებს ემატება ღებინება, გულისრევა, უმადობა, სისუსტე, მზარდი დაღლილობა, ქავილი, ფეხის კუნთების კრამპი (მტკივნეული კუმშვა), ანემია.

შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანმა, განსაკუთრებით თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი აწუხებს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

ამრიგად, დიაბეტის დროს თირკმლის დაზიანების ნიშნებია:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • შეშუპება, განსაკუთრებით ტერფისა და კოჭის მიდამოში;
  • ხშირი შარდვა/ღამით ხშირი შარდვა.

– როგორ ისმება დიაგნოზი?

– დიაბეტური ნეფროპათიის დიაგნოსტირება, ძირითადად, შარდის ანალიზით, კერძოდ კი, შარდში ცილის განსაზღვრით ხდება. დაავადების ადრეულ სტადიაზე ტარდება მიკროალბუმინურიის ტესტი, დაავადების პროგრესირებასთან ერთად კი ცილა შარდის საერთო ანალიზშიც ჩნდება.

თირკმლის გამოსაკვლევად შაქრიანი დიაბეტის დროს, სულ მცირე, 3 კვლევა უნდა ჩატარდეს. ესენია: შარდის საერთო ანალიზი, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში და გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის განსაზღვრა, თირკმელების ულტრაბგერითი კვლევა.

– რამდენად მნიშვნელოვანია და რა პერიოდულობით უნდა მოხდეს ტიპი 1 და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა სკრინინგული კვლევა თირკმლის დაზიანების რისკების შესამცირებლად?

– დიაბეტური ნეფროპათია, როგორც წესი, არ იწვევს სიმპტომებს, ამიტომ ამერიკის დიაბეტოლოგთა ასოციაცია – ADA და KDIGO ჯგუფის გაიდლაინების რეკომენდაციით, წელიწადში, სულ მცირე, ერთხელ, ტიპი 1 დიაბეტის მქონე ადამიანებში, დიაბეტის დიაგნოსტირებიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ, ხოლო ტიპი 2 დიაბეტის მქონე ადამიანებში, დიაბეტის დიაგნოსტირებისთანავე რეკომენდებულია შარდის ანალიზის/მიკროალბუმინურიის განსაზღვრა

– როგორ ხდება ამ მდგომარეობის მართვა?

– დიაბეტური ნეფროპათიით დაავადებულმა ადამიანებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ სისხლში შაქრის მაჩვენებლებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია არტერიული წნევის კონტროლი. სისხლში შაქრის მაღალი დონე და არტერიული წნევა ერთობლივად აზიანებს სისხლძარღვებს.

ღონისძიებები, რომელსაც უნდა მივმართოთ თირკმელების დაავადების შესაჩერებლად და დიაბეტის სხვა გართულებებისგან თავის დასაცავად:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი;
  • სისხლში შაქრის კონტროლი – ნორმალიზაცია;
  • არტერიული წნევის დარეგულირება (<130/80მმ.ვწყ.სვ);
  • ნატრიუმით ღარიბი დიეტა (მარილის რაოდენობა დღეში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს);
  • უარის თქმა სიგარეტზე;
  • ჭარბი წონის შემთხვევაში – წონის კორექცია.

რაც შეეხება მედიკამენტებს: KDIGO გაიდლაინით მოწოდებულია დიაბეტური ნეფროპათიის სამკურნალოდ ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი 2 (SGLT2) ინჰიბიტორის გამოყენება. ასევე სხვა მედიკამენტების – აგფინჰიბიტორებისა ან არ ბლოკერებით მკურნალობა ზემოჩამოთვლილ რეკომენდაციებთან ერთად.

ცხოვრების წესის შეცვლა – ცხოვრების წესის შეცვლამ შეიძლება დიდი გავლენა იქონიოს დიაბეტურ ნეფროპათიაზე. ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები რეკომენდებულია ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიაბეტური ნეფროპათიის დროს.

უნდა აღინიშნოს, რომ შაქრიანი დიაბეტი თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. შესაბამისად, დიაბეტური ნეფროპათიის პროგნოზზე როდესაც ვსაუბრობთ, გარკვეული ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ. ეს ფაქტორებია:

  • დიაბეტის ხანგრძლივობა;
  • შაქრის დონე სისხლში;
  • პროტეინურიის ხარისხი;
  • კრეატინინის დონე სისხლში;
  • დიაბეტის სხვა გართულებები და ა. შ.

პროგნოზირება მხოლოდ ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით არის შესაძლებელი. ამიტომ დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პროგნოზირებისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ცვლილებები ვითარდება დიაბეტური ნეფროპათიის დროს და როგორია ამ მდგომარეობის მკურნალობისა და პროფილაქტიკის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები