/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნეფროლოგია

როგორია თირკმელების უკმარისობის კლინიკური ნიშნები და მკურნალობის საშუალებები

თირკმელების უკმარისობის გამომწვევ მიზეზებზე, კლინიკურ ნიშნებსა და მართვის საშუალებებზე გვესაუბრება აკად. ვ.ბოჭორიშვილის კლინიკის, ნეფროლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნეფროლოგი, მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი, ქეთევან ცანავა.

– ქალბატონო ქეთევან, რა მდგომარეობაა თირკ­მელების უკმარისობა?

– თირკმელების უკმარისობა ეს არის პათოლოგიური სინდრომი, რომელსაც ახასიათებს თირკმელების ფუნქციის ნაწილობრივი ან სრულად შეჩერება.

თირკმელების ფუნქცია ნაწილობრივ ან სრულად შეიძლება გაუარესდეს მწვავედ და ამ მდგომარეობას თირკმელების მწვავე დაზიანება (თმდ, თმუ) ეწოდება, თირკმელების ფუნქცია ნაწილობრივ ან სრულად შეიძლება გაუარესდეს ეტაპობრივად, ზოგჯერ სრულიად შეუმჩნევლადაც კი, რასაც თირკმელების ქრონიული დაავადება (თქდ) ჰქვია.

– რა ფუნქციებს ასრულებენ თირკმელები ადამიანის ორგანიზმში?

ძირითადად ეს არის:

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

1. შარდის ფორმირება, შლაკების გამოყოფა (მაგ.: კრეატინინი, შარდოვანა, შარდოვანას აზოტი, შარდმჟავა);

2. მჟავა-ტუტე წონასწორობის უზრუნველყოფა;

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა ვარ 26 წ გადავიღე თირკმელზე ცოტაოედენი სილა მითხრეს,ძან იშვიათად ორთვეშ ერთხელ მაქვს ტკივილი თირკმელში ამას ახლავს ხშირი შარდვა უფრო ღამით.. ეს მდგომარეობა თავისით წამლის გარეშე გვარდება... რა შეიძლება მივიღო ასედროს თირკმლის ჩაი ან რას მირჩევთ მადლობა წინასწარ</p>

3. წყალ-მარილოვანი მეტაბოლიზმის რეგულაცია;

4. სისხლძარღვების ტონუსის რეგულირება;

5. ჰორმონების პროდუქცია (ერითროპოეტინი, პროსტოგლანდინები);

6. მინერალური ცვლის რეგულაცია (პარათირეოიდული ჰორმონი).

ანუ თირკმელების ფუნქციის ნაწილობრივი ან სრული შეჩერების გამოვლინებებია: ურემიული მდგომარეობა, აციდოზი ან ალკალოზი, შეშუპება, ელექტროლიტების კონცენტრაციის დარღვევა სისხლში, არტერიული ჰიპერტენზია, ნორმოქრომული, ნორმოციტული ანემია, ოსტეოპოროზი.

– რა სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს თირკმელების უკმარისობას?

– ზემოთ აღნიშნული დარღვევების კლინიკური გამოვლინებების ცალსახა და იმპერატიული ფორმით ჩამოთვლა ძალიან ძნელია – არავითარი სუბიექტური დისკომფორტიდან დაწყებული ცნობიერების დარღვევით დასრულებული. ერთ-ერთ საყურადღებო სიმპტომად შეიძლება განვიხილოთ დღე-ღამეში გამოყოფილი შარდის რაოდენობის ცვლილება, უფრო ხშირად – შემცირება, რაც, თავის მხრივ, სუბიექტური აღქმის საგანია.

ურემიული მდგომარეობის დადასტურების შემდეგ, დგება თირკმელების მწვავე დაზიანებისა და თირკმელების ქრონიკული დაავადების გამიჯვნის აუცილებლობა. მათგან არც ერთი არ არის დამოუკიდებელი დაავადება, ორივე არის გართულება და/ან შედეგი, თუმცა პრინციპული მნიშვნელობა აქვს მათ გამიჯვნას, ვინაიდან მკურნალობის ტაქტიკა სრულად განსხვავებულია.

– რამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მწვავე უკმარისობა?

– თირკმელების მწვავე დაზიანება არის მდგომარეობა, როდესაც გამომწვევი დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების გამო თირკმელები უეცრად, სრულად ან ნაწილობრივ კარგავენ უმთავრესი ფუნქციების შესრულების უნარს. თმუ-ს გამომწვევი ფაქტორები სამ ჯგუფად არის ორგანიზებული და ეს არის:

  • პრერენული გამომწვევი ფაქტორები (მაგ. ჰიპოვოლემია, გულის ფუნქციური მდგომარეობის უეცარი გაუარესება, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების შედეგები და სხვა);
  • უშუალოდ თირკმელების დაზიანება (მაგ. მწვავე გლომერულონეფრიტი, ტუბულებისა და ინტერსტიციული ქსოვილის მწვავე დაზიანება: ბაქტერიული ანთება, მძიმე სეფსისი, საკონტრასტო ნივთიერების ტოქსიური გავლენა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, რაბდომიოლიზი, მიელომური დაავადებით და სხვა დაავადებებით ინდუცირებული ნეფროპათია და სხვა);
  • პოსტრენული პათოლოგია, ანუ თირკმელების მიერ ნორმალურად ფორმირებული შარდის ორგანიზმიდან გამოსვლის უეცარი შეფერხება (მაგ. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის გამო უეცრად გამოვლენილი შარდის გამოყოფის შემცირება და/ან შეწყვეტა, ორმხრივად შარდსაწვეთების ან შარდსადენის ბლოკირება კონკრემენტით და ა. შ.).

თირკმელების მწვავე უკმარისობის გამომწვევი დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების ნაირფეროვნების გამო, ძალიან ძნელია ჩამოყალიბდეს ჩივილების, სუბიექტური და ობიექტური გამოვლინებების ზოგადი ჩამონათვალი. მას დიდწილად განაპირობებს გამომწვევი დაავადებისა და პათოლოგიური მდგომარეობის სუბიექტური, ობიექტური გამოვლინებები. თუმცა, არსებობს დაავადებები, რომელთა დიაგნოსტირებაც კი უკვე გულისხმობს, რომ უნდა ველოდოთ თირკმელების მწვავე უკმარისობას ჩამოყალიბებას და/ან მისი კლინიკური გამოვლინებების გაუარესებას (მაგ. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი). მნიშვნელოვანია თმდ-ის პირველადი ზოგადი გამოვლინება – დღე-ღამეში გამოყოფილი შარდის რაოდენობის შემცირება, რაც (როგორც აღვნიშნეთ) დიდწილად სუბიექტური შეფასებაა და დიაგნოსტიკისათვის აუცილებლად საჭიროებს ექიმის შეფასებას და ობიექტურად დადასტურებას.

– როგორ მკურნალობენ თირკმელების მწვავე უკმარისობას?

– თირკმელების მწვავე უკმარისობა (დაზიანება) არის გადაუდებელი ჰოსპიტალიზაციის საგანი. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ საექიმო ღონისძიებები მოიცავს ორ მიმართულებას:

  • თმუ-ის მატრიგერირებელი მიზეზის გამოვლენას და მის ადეკვატურ მკურნალობას შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმთან ერთად;
  • უშუალოდ თირკმელების მწვავე უკმარისობის მართვას ნეფროლოგის მიერ.

ანუ თირკმელების მწვავე უკმარისობა გუნდური მართვის საგანია. იმ შემთვევაში, თუ ვერ იქნება დიაგნოსტირებული და სწორად მართული თმუ გამომწვევი დაავადება და/ან პათოლოგიური მდგომარეობა, ვერც მისი შედეგის (გართულების) მკურნალობა იქნება წარმატებული. თმუ მართვისას ხშირად საჭირო ხდება ისეთი დამატებითი სამკურნალო ღონისძიების ჩართვის საჭიროების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, როგორიცაა თირკმელჩანაცვლებითი თერაპია: ურგენტული ჰემოდიალიზის და/ან პერიტონეული დიალიზის სეანსების ჩატარება. მიზეზისა და შედეგის სწორად მართვის მიზანია ბრძოლა უკეთესი და/ან საუკეთესო გამოსავლის მისაღებად. საუკეთესო გამოსავალია, როდესაც პირველადი დაავადება კარგად იქნება ნამკურნალევი, ხოლო მისი გართულება – თირკმელების მწვავე დაზიანება სრულად ალაგდება, თირკმელების ფუნქციური უნარი ნორმალიზდება. ხშირია, როდესაც თმუ-ის შედეგად თირკმელების ფუნქციური უნარი ნაწილობრივ აღდგება, ანუ პაციენტი გადადის თირკმელების ქრონიკული დაავადების რომელიმე სტადიაში, ან როდესაც თირკმელების ფუნქციური უნარი საერთოდ არ აღდგება და როდესაც ურგენტულად დაწყებული ჰემოდიალიზის სეანსები უნდა გაგრძელდეს გეგმიური თირკმელჩანაცვლებითი თერაპიით.

– თირკმელების ქრონიკული უკმარისობის მართვა როგორ უნდა მიმდინარეობდეს?

– ურემიული მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს თირკმელების ქრონიკული დაავადება. ეს მდგომარეობაც არის ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაავადებების შედეგი. ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირებისას არის მოსალოდნელი თქდ-ის ჩამოყალიბება და, შესაბამისად, პაციენტი ამ თვალსაზრისით პერიოდულ მონიტორირებას გადის. ამ დაავადების მაგალითია შაქრიანი დიაბეტი – ძალიან გავრცელებული დაავადება. ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა პაციენტებს სთავაზობს სკრინინგული კვლევების, მათ შორის, მიკროალბუმინურიის ტესტის ჩატარებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შაქრიანი დიაბეტის შესაძლო ნეფროლოგიური გართულებების პრევენციაზე.

თირკმელების ქრონიკულ დაავადებას აქვს მიმდინარეობის ხუთი სტადია. თუ პაციენტს ექიმი მეთვალყურეობს და ამ სტადიების მონიტორირება ხდება, ურემიული მდგომარეობის გამოვლინებების, სიმპტომების მართვა, მაშინ თირკმელების ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადიის დადგომისას (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის შემცირება 15 მლ/წთ/1.73 მ2), ექიმის მიერ პაციენტს შეეთავაზება მცირე, რეკონსტრუქციული ჩარევა სისხლძარღვებზე, რათა ჩამოყალიბდეს არტერია-ვენური ფისტულა, რაც არის გეგმიური ჰემოდიალიზის სეანსების დაწყების წინაპირობა. ამ პერიოდშივე განხილვის საგანი ხდება პერიტონეული დიალიზის ინიცირების, ზოგჯერ კი – კვინტონის სადიალიზო კათეტერის ჩადგმის საჭიროება.

იმ შემთვევაში, თუ თირკმელების ქრონიკული დაავადება არ არის დადგენილი და გამოკვლეული, პაციენტები ექიმთან უკვე კლინიკურად გამოვლენილი ურემიული სიმპტომებით ხვდებიან. ურემიული მდგომარეობის დიაგნოსტირება პაციენტებისთვის სრული მოულოდნელობაა და სწორედ მაშინ დგება საკითხი თირკმელების მწვავე დაზიანებისა და ქრონიკული დაავადების ტერმინალური უკმარისობის სტადიის დიფერენცირებისა და შესაბამისი მართვის შესახებ.

თირკმელების ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიის დიაგნოსტირებისას აზრს კარგავს მისი მიზეზის გარკვევა. ეს არის ხანგრძლივად არსებული ქრონიკული დაავადებების შედეგი. შესაბამისად – ზოგჯერ ურგენულ რეჟიმში დაწყებული თირკმელჩანაცვლებითი თერაპია გრძელდება გეგმიურად, რაც პაციენტის სიცოცხლისა და შრომისუნარიანობის შენარჩუნების წინაპირობაა.

კომენტარები (1)
ლელა
მაინტერესებს ამ დაავადების დროს როგორ შეიძლება ვიკვებოთ?
თარიღი : 22-10-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ორსულობა და თავის ტკივილი
ორსულობა და თავის ტკივილი
ორსულები ხშირად უჩივიან თავის ტკივილს. რამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისას ეს უსიამოვნება და როგორ მოვიქცეთ ამ დროს?
სრულად
News
News
ნიორი რეზისტენტულ ბაქტერიებს ანადგურებს
სრულად
ღვიძლის მწვავე უკმარისობა
ღვიძლის მწვავე უკმარისობა
ღვიძლის მწვავე უკმარისობა ღვიძლის პარენქიმის მწვავე დაზიანებით გამოწვეული უმძიმესი პათოლოგიაა.
სრულად
წონის პრობლემები ქალებში
წონის პრობლემები ქალებში
სიმსუქნე უარყოფითად აისახება მენსტრუალურ და რეპროდუქციულ ფუნქციაზეც. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მივმართეთ გინეკოლოგ მეგი მინდიაშვილს.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა

რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

როგორია თირკმელების უკმარისობის კლინიკური ნიშნები და მკურნალობის საშუალებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები