/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰეპატოლოგია

ცხიმოვანი ჰეპატოზი

ცხიმოვანი ჰეპატოზი
გთხოვთ, გამოაქვეყნოთ ინფორმაცია ცხიმოვანი ჰეპატოზის შესახებ. რას ნიშნავს ეს და აუცილებელია თუ არა ექიმთან მისვლა?

ცხიმოვანი ჰეპატოზი, იგივე ღვიძლის სტეატოზი ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას წარმოადგენს. ეს არის ღვიძლის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები, ჰეპატოციტები, გაცხიმოვნებას განიცდის. აღნიშნული პათოლოგიური პროცესის მიზეზი შეიძლება იყოს ალკოჰოლიზმი, სხვადასხვა ენდოკრინული დაავადება, მაგალითად, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, საკვებთან ერთად დიდი რაოდენობით ცხიმების მიღება და მათი სისხლში ჭარბად დაგროვება ნივთიერებათა ცვლის მოშლის გამო, ღვიძლზე სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერებისა და ზოგიერთი მიკროორგანიზმის ზემოქმედება, კორტიკოსტეროიდების, ესტროგენების, ტეტრაციკლინებისა და ზოგიერთი სხვა პრეპარატის ხანგრძლივად მიღება.

ცხიმების დაგროვება ჰეპატოციტებში ხშირად წარმოადგენს ღვიძლის საპასუხო რეაქციას სხვადასხვა ეგზოგენურ (გარეგან) და ენდოგენურ (შინაგან) ინტოქსიკაციაზე. აღნიშნული პათოლოგიური პროცესი ზოგჯერ დაკავშირებულია ორგანიზმის ზოგიერთ სხვა დაავადებასთან ან პათოლოგიურ მდგომარეობასთან, მაგალითად, შიმშილობასთან, მკაცრ ვეგეტარიანელობასთან და სხვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცხიმოვანი ჰეპატოზის განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორი საკვებ რაციონში ცხიმების სიჭარბეა, განსაკუთრებით ცილოვან დეფიციტთან მისი შეუღლების შემთხვევაში. არაერთი გამოკვლევით დადასტურებულია, რომ არაბალანსირებული კვება, მით უფრო ალკოჰოლურ ინტოქსიკაციასთან კომბინაციაში, ყველა შემთხვევაში აძლევს დასაბამს ცხიმოვან ჰეპატოზს. დაავადების განვითარების მექანიზმი ასეთია: ჰეპატოციტები ცხიმოვან ინფილტრაციას განიცდის ღვიძლში ცხიმების დიდი რაოდენობით მოხვედრის ან კიდევ საკვები ცხიმებითა და ნახშირწყლებით ორგანოს გადატვირთვის გამო მათი ღვიძლიდან გამოდევნის დარღვევის შემთხვევაში. ცხიმების დაჟანგვა და გამოდევნა ღვიძლიდან იღრვევა იმის გამო, რომ მცირდება ცხიმების გადამუშავებაში მონაწილე ნივთიერებების (ლიპოტროპული ფაქტორები და ცილა) რაოდენობა, ცხიმებიდან აღარ წარმოიქმნება ფოსფოლიპიდები, ბეტა-ლიპოპროტეინები, ლეციტინი და ჭარბი თავისუფალი ცხიმები ლაგდება ღვიძლის უჯრედებში. დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს და ჰეპატოზით დაავადებულ პაციენტებს, ჩვეულებრივ, ჩივილები არ აღენიშნებათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაავადებას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ.

აუცილებელია ექიმ-სპეციალისტთან კონსულტაცია და მკურნალობის დროულად დაწყება. გაითვალისწინეთ, რომ დროთა განმავლობაში, პათოლოგიური პროცესის გაღრმავების კვალად, ჩნდება ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, გულისრევა, ღებინება, ირღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება. ავადმყოფს ეუფლება სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა ფიზიკური დატვირთვის დროს. არის შემთხვევები, როდესაც ჰეპატოზს მკვეთრად გამოხატული კლინიკა აქვს - ძლიერი ტკივილები, წონაში დაკლება, ქავილი, მუცლის შებერილობა. გასინჯვისას ღვიძლი გადიდებული და მტკივნეულია. დაავადებას, როგორც წესი, არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა, თუმცა ზოგჯერ ცხიმოვანი ჰეპატოზი შესაძლოა ქრონიკულ ჰეპატიტში ან ღვიძლის ციროზში გადაიზარდოს. ღვიძლის ანთების მკურნალობა და ორგანოს ნეკროზული (მკვდარი) უბნების აღდგენა კი ბევრად რთული საქმეა. ამიტომაც აუცილებელია დროულად ექიმთან მისვლა, მით უფრო, რომ ღვიძლის გაცხიმოვნება შექცევადი პროცესია. სათანადო მკურნალობისა და პათოლოგიური პროცესის განმაპირობებელი მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში ჰეპატოზი უკან იხევს. ცხიმოვანი ჰეპატოზის დიაგნოსტიკა ეფუძნება პაციენტის ჩივილებს, კლინიკურ სურათს, სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღვიძლის პუნქციურ ბიოფსიას. ეს უკანასკნელი ღვიძლიდან ავადმყოფურად შეცვლილი ქსოვილის ამოკვეთასა და მიკროსკოპულ შესწავლას გულისხმობს. ამ დროს ჰეპატოციტების დიდ ნაწილში ცხიმოვანი წვეთების სიჭარბე ვლინდება. თანამედროვე კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ზოგ შემთხვევაში ავლენს ღვიძლის ცხიმოვან ინფილტრაციას.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ცხიმოვანი ჰეპატოზის მკურნალობა

ინიშნება:

  • დიდი რაოდენობით ცილების შემცველი დიეტა (იზღუდება ცხიმი, განსაკუთრებით - ცხოველური წარმოშობისა);
  • პრეპარატები, რომლებიც აუმჯობესებენ ცხიმების ცვლას - B12 ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა,

ქოლინ-ქლორიდი;

  • ღვიძლის პრეპარატები - პროჰეპარი, რიპაზონი, სირეპარი და სხვა.
  • რეკომენდებულია სათანადო ფიზიკური აქტივობაც.

კომენტარები (1)
lia
იქნებ დააზუსტოთ, ცილების შემცველი დიეტა რა არის? რომელი საკვები? ხორცშიცაა ცილა და რაღაც გაურკვეველია.
თარიღი : 13-09-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

იწვევს თუ არა ღვიძლის გაცხიმოვნება ტკივილს?
იწვევს თუ არა ღვიძლის გაცხიმოვნება ტკივილს?
ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გავრცელებული დაავადებაა, განსაკუთრებით
სრულად
რომელი ფაქტორები ზრდის ალკოჰოლიზმის დროს ღვიძლის დაავადების განვითარების რისკს
რომელი ფაქტორები ზრდის ალკოჰოლიზმის დროს ღვიძლის დაავადების განვითარების რისკს
CGH: სამი ფაქტორი გავლენას ახდენს ალკოჰოლიზმის დროს ღვიძლის დაავადების განვითარების რისკზე.
სრულად
რა არის ღვიძლის კიბოს განვითარების წინაპირობები
რა არის ღვიძლის კიბოს განვითარების წინაპირობები
ღვიძლის კიბო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამავე დროს, ისევე როგორც მრავალი სხვა, ის ვითარდება შეუმჩნევლად.
სრულად
როცა ღვიძლი საფრთხეშია
როცა ღვიძლი საფრთხეშია
ხშირად ადამიანს უბრალოდ წარმოდგენა არ აქვს ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებზე,
სრულად
ღვიძლის კიბოს ადრეული სიმპტომები
ღვიძლის კიბოს ადრეული სიმპტომები
ღვიძლის კიბოს ადრეული ნიშნებია:
სრულად
როგორ მოვიშოროთ ღვიძლის გარშემო ცხიმი
როგორ მოვიშოროთ ღვიძლის გარშემო ცხიმი
სტეატოჰეპატოზი, ან, როგორც მას ხალხში უწოდებენ, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება, სერიოზული მოვლენაა.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ცხიმოვანი ჰეპატოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები