/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

კვების ფაქტორი და მეტეორიზმი

კვების ფაქტორი და მეტეორიზმი
ურეჟიმო და არასრულფასოვანი კვება მეტეორიზმის გამომწვევ და ხელშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა.

თუ ადამიანის საკვები რაციონი ღარიბია ნაწლავების ბინადარი სასარგებლო მიკრობების ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ნივთიერებებით, ბუნებრივია, მათი რაოდენობა შემცირდება და ორგანიზმში მავნე მიკრობები გაბატონდებიან. ჩვეულებრივ, ისინი ცოტანი არიან და ვერაფერს აკლებენ ადამიანს. ჯერ ერთი, მათ პირობით-პათოგენურობას ობლიგატური (სასარგებლო) მიკროორგანიზმები აწონასწორებენ - არ აძლევენ მავნე ბაქტერიებს გამრავლებისა და მავნე თვისებათა გამოვლენის საშუალებას. მეორეც, სასარგებლო ბაქტერიები განუწყვეტლივ აკონტროლებენ ნაწლავების გარემოს და უვნებელყოფენ ან ანადგურებენ საკვებთან ერთად იქ მოხვედრილ ანდა სისხლის მიერ მოტანილ მავნე ბაქტერიებს. საკმარისია, რაიმე ფაქტორის გავლენით ობლიგატური ბაქტერიების რაოდენობა შემცირდეს ან მათი ფუნქცია შესუსტდეს, რომ ფაკულტატიური ბაქტერიები უმალ წამოყოფენ თავს, იწყებენ ინტენსიურ გამრავლებას და პათოგენურნი ხდებიან. ნორმალური მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი დისბალანსის გამო ორგანიზმი საკვებს სათანადოდ ვეღარ ინელებს. ამის კვალობაზე, აღარც საჭირო ნივთიერებები შეიწოვება. პათოგენური მიკრობების გამრავლებისდაკვალად ხშირად აქტიურდება დუღილისა და ლპობის პროცესები, ნაწლავებში დიდი ოდენობით აირი წარმოიქმნება, ვითარდება მეტეორიზმი - მუცლის შებერვა აირების დაგროვების გამო. ნორმაში აირების დაგროვებას ნახშირწყლებით ზედმეტად მდიდარი პროდუქტები იწვევს.

  • პარკოსნები, კომბოსტო, ვაშლი, გაზიანი სასმელები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით აირების წარმოქმნას.
  • ლუდი, ბურახი, შავი პური, ყურძენი ასტიმულირებს ნაწლავებში დუღილის პროცესს.
  • რძის პროდუქტების გამოყენება, განსაკუთრებით - ლაქტოზის აუტანლობისას, ხელს უწყობს აირთა დაგროვებას.
  • მეტეორიზმს იწვევს ურთიერთშეუთავსებელი პროდუქტების მიღებაც.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა სახის პროდუქტის მოსანელებლად სხვადასხვა პირობებია საჭირო. მაგალითად, ცილების მოსანელებლად - მჟავა, ნახშირწყლების მოსანელებლად კი ტუტე. როდესაც ჩვენ ერთდროულად მივირთმევთ დიდი ოდენობით ცილებისა და ნახშირწყლების შემცველ საკვებს, მათი ნაწილი ცუდად შეითვისება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თუ თქვენ ცარიელ კუჭზე მიირთმევთ ვაშლს, ის 15-20 წუთში დატოვებს აღნიშნულ ორგანოს, ხოლო თუ უშუალოდ ხორცის შემდეგ შეჭამთ, კუჭში დაყოვნდება და, რაც მთავარია, დუღილისა და ლპობის პროცესს მისცემს დასაბამს. საბოლოო ჯამში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა განყოფილებებს ორივე პროდუქტი გადაუმუშავებელი სახით მიაღწევს და გარდა პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ფუნქციის გადატვირთვისა, პრობლემების მთელ წყებას შეგიქმნით.

როდესაც ორგანიზმში ერთდროულად ხვდება თუნდაც დაბალკალორიული, მაგრამ ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები, მათი მონელება რთულდება. სხვადასხვა ფერმენტული სისტემის ერთდროული გააქტიურების გამო საჭმლის მომნელებელი სისტემა მეტისმეტად იტვირთება; გარდა იმისა, რომ პროდუქტები ცუდად მოინელება და შეითვისება, მათი არასრულყოფილი გადამუშავების გამო წარმოიქმნება ორგანიზმისათვის მავნე ნაერთებიც. ცნობისათვის: ცილების მონელებას კუჭში 1,5-2 საათი სჭირდება, ნახშირწყლებისას კი დაახლოებით 20-25 წუთი. სხვადასხვა სახის პროდუქტთა უწესრიგოდ და დიდი რაოდენობით კუჭში მოხვედრისას კუჭი იძულებულია, ერთდროულად გამოიმუშაოს მჟავა და ტუტე ფერმენტთა დიდი ულუფები, რომლებიც ანეიტრალებს ერთმანეთს და ფუნქციის განხორციელებაში უშლის ხელს. იმის გამო, რომ ნახშირწყლები კუჭში მცირე ხანს ყოვნდება, თორმეტგოჯა ნაწლავში, ფაქტობრივად, მოუნელებელი სახით გადადის. რაც მთავარია, მათ თან მიჰყვება ასევე მოუნელებელი ცილოვანი ნაწილები. საკვების მოუნელებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში გროვდება და შეკრულობის, მეტეორიზმისა და სხვადასხვა დაავადების მიზეზად გვევლინება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სწორედ არასათანადო მონელების შედეგად წარმოქმნილი აირები გროვდება ნაწლავებში. ეს მავნე ნაერთები შეიწოვება ორგანიზმში, წამლავს და აზიანებს ქსოვილებს, იწვევს ალერგიულ რეაქციებს, ასუსტებს და მწყობრიდან გამოჰყავს იმუნური მექანიზმები, აჩქარებს დაბერების პროცესს. დაუჟანგავი ცხიმები და ნახშირწყლები ცხიმის სახით ლაგდება ორგანიზმში, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესების ცალკეული რგოლები, ვითარდება სიმსუქნე და სხვა პათოლოგიები. აქედან გამომდინარე, მეტეორიზმის პროფილაქტიკა გულისხმობს, უპირველეს ყოვლისა, სრულფასოვან კვებას, კვების რეჟიმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას. თუ ჩვენი ცხოვრების რიტმს, ტრადიციებს, ეკოლოგიას გავითვალისწინებთ, ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იოლი არ არის, მაგრამ მაინც უნდა შევეცადოთ.

ჰიპოდინამია და მეტეორიზმი

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა (ჰიპოდინამია) ხელს უწყობს პერისტალტიკური აქტივობის დაქვეითება-შესუსტებას. პერისტალტიკა კუჭის, ნაწლავებისა და სხვა ღრუ ორგანოთა კედლების ტალღისებრი რიტმული შეკუმშვა-მოდუნებაა. წინათ ეგონათ, ეს მხოლოდ ხანდაზმულთა პრობლემა იყო, რომ ასაკთან ერთად გლუვკუნთოვანი ტონუსი სუსტდებოდა და ნაწლავთა პერისტალტიკაც მცირდებოდა. დღეს ცნობილია, რომ ანალოგიური პრობლემა ახალგაზრდებს შორისაც ხშირია. ამის მიზეზი კი, უპირველეს ყოვლისა, უმოძრაობა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობაა. ცხოვრებისა თუ მუშაობის უმოძრაო წესი, საათობით კომპიუტერთან ჯდომა, ფეხით გადაადგილების უგულებელყოფა, მხოლოდ მანქანით ნავარდი, საათობით წოლა ტელევიზორთან, კიბეზე უარის თქმა და ლიფტის კომფორტით დაკმაყოფილება, ზოგადად, ცივილიზაციის მიღწევებით სარგებლობა დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ყოველივე ჩამოთვლილის გამო, ორგანიზმის ცალკეულ სისტემებში მიმდინარე სხვა უარყოფით ძვრებთან ერთად, ნაწლავების პერისტალტიკური ფუნქციაც ქვეითდება, ნაწლავთა შეკუმშვითი ფუნქციის მოშლის გამო კი მისი შიგთავსი ნორმალურად აღარ გადაადგილდება, დაყოვნებული ქიმუსი (მონელებული მასა) დუღილსა და ლპობას იწყებს. ამის გამო ვითარდება მეტეორიზმი. საკვების მიღების შემდეგ გირჩევთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. უმოძრაობა, განსაკუთრებით - ნასადილევს ან ნავახშმევს, წამოწოლა, ნაწლავებს ვნებს. თუ ყოველდღიურ ვარჯიშსაც წესად აქცევთ, მეტეორიზმს ადვილად დაამარცხებთ.

ნერვული ფაქტორები და მეტეორიზმი

ასევე დაგაინტერესებთ
ლაქტაზის უკმარისობით გამოწვეული შებერილობა - დაავადების თავისებურებები

მეტეორიზმი ხშირად იჩენს თავს ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ფიზიკური თუ ფსიქიკური სტრესების ფონზე. მისი მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ნეიროგენული ფაქტორი. ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია ვეგეტატიური დისფუნქცია. ამ დროს ნერვული სისტემის ვეგეტატიური ნაწილის ფუნქციური დარღვევა აღინიშნება. მოგეხსენებათ, ვეგეტატიური ნერვული სისტემა არეგულირებს შინაგანი ორგანოების (საჭმლის მომნელებელი, სუნთქვის, სისხლის მიმოქცევის, გამრავლების, გამომყოფი და სხვა სისტემების) მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და შესაბამისად - ყველა ქსოვილის ფუნქციურ მდგომარეობას. ფსიქიკური გადაძაბვის, დეპრესიის, შიშის, კონფლიქტური სიტუაციის დროს, ძილისა და დასვენების, ზოგადად დღის რეჟიმის ხანგრძლივი დარღვევის ფონზე ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქცია ნორმიდან გადახრას განიცდის, რაც საჭმლის მონელების პროცესებზეც, ორგანოთა პერისტალტიკურ აქტივობაზე აისახება და მეტეორიზმს აძლევს დასაბამს.

მავნე ჩვევები და მეტეორიზმის ხელშემწყობი სხვა ფაქტორები

მეტეორიზმს შესაძლოა დასაბამი მისცეს:

  • კევის ხანგრძლივად ღეჭვამ, ჭამის დროს საუბარმა, კითხვამ ან ტელევიზორის ყურებამ (ყველა ამ პროცესის დროს ხდება აეროფაგია, ანუ ჰაერის გადაყლაპვა, რაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირთა დაგროვებასა და მონელების პროცესთა დარღვევას განაპირობებს);
  • სხვადასხვა მედიკამენტის რეგულარულად მოხმარებამ, განსაკუთრებით ანტიბიოტიკების ხშირმა და უკონტროლო მიღებამ (მედიკამენტების გარკვეული ნაწილი ხელს უწყობს დისბაქტერიოზის განვითარებას. ამ დროს მავნე მიკრობებთან ერთად სასარგებლო, ორგანიზმისათვის საჭირო მიკროფლორაც ნადგურდება, მონელების პროცესი ირღვევა და სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესს ეხსნება გზა);
  • ყოველდღე საათობით შიმშილის შემდეგ ერთბაშად ნორმაზე ბევრად მეტი საკვების მიღებამ (როდესაც მთელი დღის ნაშიმშილევი ადამიანი ერთბაშად მიაძღება საკვებს, უხეშად არღვევს კვების რეჟიმს, ანუ სხვადასხვა დროს, საუზმობს, სადილობს და ვახშმობს, იავადებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. მის ნაწლავებში მობინადრე მიკროორგანიზმებს ასეთ შემთხვევაში დიდი დატვირთვით რთულ რეჟიმში მუშაობა უწევთ. საჭმლის მონელების პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში ირღვევა და აირების დაგროვებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება).

კომენტარები (1)
ი.დუნდუა
ტუ ნერვული ფაქტორის შედეგედ არის დარგვეული სკვების მონელება და შემაწუხებელი მეტეორიზმი,რა მედიკამენტია საჰირო ამ შემთხვევაში?
თარიღი : 13-07-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

საჭმლის მონელების პრობლემების 11 ტიპი - სიმპტომები და მკურნალობა

საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები ჩნდება საჭმლის მომნელებელი სისტემის და მისი ორგანოების დარღვევების დროს.
სრულად
7 საუკეთესო საკვები ყაბზობის შესამსუბუქებლად

კარგად დაბალანსებული დიეტა თამაშობს გადამწყვეტ როლს ჯანსაღი და რეგულარული საჭმლის მომნელებელი სისტემის შენარჩუნებაში.
სრულად
რა არის გაღიზიანებული ნაწლავის ყველაზე გავრცელებული სიმპტომები?

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი არის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე.
სრულად
დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 50%-ს აქვს  ბაქტერია Helicobacter pylori. მეცნიერები გვახსენებენ ბაქტერიას, რომელიც იწვევს კუჭის კიბოს

ამ პათოგენის აღმოჩენისთვის მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭა. დღეს ეს ბაქტერია კუჭის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება.
სრულად
გულძმარვა და პირში  მწარე გემო შეიძლება მიუთითებდეს კუჭის წყლულზე

მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია დიეტის დაცვა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
სრულად
ღვიძლის პრობლემების სადიაგნოსტიკო ნიშნები

მიუხედავად იმისა, რომ ღვიძლის დაავადებების დიაგნოსტირება სპეციალური კვლევების გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაავადების გვიან ეტაპებზე,
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამარჯობათ. ექიმმა დანიშნა ჰელიკო ბაქტ. სამკურნალო ოთხმაგი თერაპია,ტეტრაციკლინით (500 მგ. 4ჯერ დღეში, 14 დღე) . ვარ უცხოეთში, აქ სხვა მიდგომაა მედიცინასთან, ცდილობენ მინიმალური რაოდენობა დაგინიშნონ მედიკამენტების. საკმაოდ ტოქსიკური მედიკამენტია როგორც მოგეხსენებათ ტეტრაციკლინი. მიუხედავად იმისა რომ არასდროს ანტიბიოტიკს ალერგია არ მოუცია ჩემთვის(მიღებული მაქვს -აზიტრომიცინი,ამოქსიკლავი,დოქსიციკლ,ციპროფლოქ, კლარიტრ.) როგორ ფიქრობთ რამდენად ადვილად იტანენ ამ პრეპარატს პაციენტები და ფლუკონაზოლი და ჰეპატოპროტექტორი ხომ არ არი საჭირო ამ დროს რომ შევაშველოთ. დიდი მადლობა

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

კვების ფაქტორი და მეტეორიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები