/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობისას

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები სამკურნალო მიზნით ორ შემთხვევაში ინიშნება

- ჯირკვლის ფუნქციის ჩასანაცვლებლად, როცა ის სათანადოდ ვეღარ ფუნქციობს და ჯირკვლის ქსოვილის ჭარბი ზრდის თავიდან ასაცილებლად. პირველ შემთხვევაში ამბობენ, რომ ტარდება ჩანაცვლებითი, ხოლო მეორე შემთხვევაში - სუპრესიული თერაპია.

ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით

არსებობენ ადამიანები, რომელთა ფარისებრი ჯირკვალიც ვერ წარმოქმნის იმდენ ჰორმონს, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება. ამ მდგომარეობას ჰიპოთირეოიდიზმი ეწოდება. ჰიპოთირეოიდიზმის მიზეზია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება, ჯირკვლის დესტრუქცია (რღვევა) ქირურგიული ჩარევის ან სამკურნალო დასხივების შედეგად, ზოგჯერ - ჰიპოფიზის მიერ ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის პროდუქციის დაქვეითება. ჰიპოთირეოიდიზმი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჩანაცვლებითი თერაპიის უმთავრესი მიზეზია.

ჰიპოთირეოიდიზმის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ჩანაცვლებითი მკურნალობის მიზანი სწორედ ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობის ზუსტი იმიტაციაა. როცა პაციენტს საკუთარი ჰორმონების დეფიციტი აქვს, ეს სინთეზური თიროქსინის პრეპარატებით მიიღწევა. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ არის საჭირო მათი ჩანაცვლება დეფიციტის შემთხვევაში. თუმცა ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობა განსხვავდება ჩვეულებრივი მედიკამენტური მკურნალობისგან, ეს განსხვავება კი სწორედ ჩანაცვლებითი თერაპიაა. მან ჰორმონული დეფიციტი უნდა შეავსოს. ამიტომაც არ არის სასურველი ამ პრეპარატების მიღება საჭიროზე მეტი ან ნაკლები დოზით. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, ექიმმა პაციენტი აკონტროლოს და ჯირკვლის ფუნქცია რეგულარულად შეაფასოს.

როგორ ირჩევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დოზა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

როდესაც პაციენტს პირველად ენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონული პრეპარატები, საწყისი დოზა დიდი სიფრთხილით ირჩევა. ექიმი ითვალისწინებს პაციენტის წონას, ასაკს, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას და სხვა მაჩვენებლებს. შემდგომ დოზა ისე რეგულირდება, რომ შენარჩუნდეს ჯირკვლის ნორმალური ფუნქცია. ექიმი აკონტროლებს, რამდენად სწორად არის შერჩეული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის დოზა. ამ მიზნით სინჯავს პაციენტს და ნიშნავს ლაბორატორიულ გამოკვლევას სისხლში ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის განსაზღვრისთვის.

როგორ უნდა მივიღოთ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები?

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობა ძნელი არ არის. ვინაიდან მიღებული ჰორმონი სისხლში დიდხანს რჩება, საკმარისია პრეპარატის დანიშვნა დღეში ერთხელ. ეს საჭიროა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის სტაბილური შემცველობა. ჰიპოთირეოიდიზმის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობის მიზანია, სისხლში მათი შემცველობა ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ჰორმონების შემცველობას მიუახლოვდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლში TSH ანუ ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის შემცველობა ნორმალური უნდა იყოს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

სისხლში ამ ჰორმონის შემცველობის კონტროლისთვის საუკეთესო დრო დილაა. პაციენტი მშიერი უნდა იყოს. ეს აუცილებელია, რადგან კუჭში საკვების არსებობისას ფერხდება თორეოიდული ჰორმონების აბსორბცია (შეწოვა). მკურნალობისას მნიშვნელოვანია, პაციენტი ჰორმონს ყოველდღე ერთსა და იმავე დროს იღებდეს. როდესაც ის სხვა წამლებსაც სვამს, ჰორმონის მიღების დრო ექიმთან უნდა შეთანხმდეს. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ჰორმონის საღამოს დანიშვნა ამცირებს პრეპარატთან საკვებისა და მედიკამენტების ურთიერთქმედების შანსს.

დაუშვებელია ჰორმონის მიღების შეწყვეტა ექიმის ნებართვის გარეშე. ამ აკრძალვას აქვს საფუძველიც - ფარისებრი ჯირკვლის პრობლემათა უმრავლესობა ქრონიკულია, რის გამოც საჭიროა ჰორმონის დიდხანს, ზოგჯერ მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიღება. თუ პაციენტს დანიშნულ დროს პრეპარატის მიღება დაავიწყდა, ეს შეცდომა მაშინვე უნდა გამოსწორდეს, როგორც კი პაციენტს გაახსენდება, რომ მედიკამენტი უნდა მიეღო. თუ მან მთელი დღე გამოტოვა, დასაშვებია მეორე დღეს ორმაგი დოზის მიღება - დილით და საღამოს.

ძალზე მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონისა და ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) შემცველობის პერიოდული კონტროლი, თუნდაც პაციენტი თავს კარგად გრძნობდეს. ასე ხდება პრეპარატის დოზის რეგულირება.

როდის ტარდება სუპრესიული თერაპია?

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი ზოგჯერ ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH) დაბალი ან მინიმალური ნორმალური დონის შესანარჩუნებლადაც გამოიყენება. მიღებული ჰორმონული პრეპარატი უზრუნველყოფს სისხლში ჰორმონის მაღალ კონცენტრაციას, რითაც ამცირებს ფარისებრმასტიმულირებელი ჰორმონის პროდუქციას. შედეგად ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის ზრდა ფერხდება. სწორედ ეს არის სუპრესიული (დამთრგუნველი) თერაპიის არსი.

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით ასეთი მკურნალობა ტარდება ჯირკვალში არსებული კვანძების ან გადიდებული ჯირკვლის ზრდის შესაფერხებლად. ექიმი მკურნალობის დაწყებამდე გულდასმით აანალიზებს პაციენტის მონაცემებს. სუპრესიული თერაპიის დროს აუცილებელია ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის ზუსტი კონტროლი.

შესაძლებელია თუ არა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით მკურნალობა ორსულობისას?

ვინაიდან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ყოველთვის ცირკულირებს, ორსულისთვის ის სავსებით უსაფრთხოა. უფრო მეტიც: ორსულისთვის ძალზე მნიშვნელოვანია სისხლში ამ ჰორმონების ნორმალური შემცველობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნაყოფის ნორმალური განვითარება. ამ შემთხვევაში აუცილებელია რეგულარული ლაბორატორიული კვლევა ექიმის კონტროლით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

პროლაქტინი: მნიშვნელოვანი ჰორმონი ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში

პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილი, რომელიც თავის ტვინის ქვედა ნაწილში მდებარეობს.
სრულად
რატომ იმატებენ ქალები წონაში 40 წლის ასაკში?

ბევრი ქალი უჩივის წონის მატებას, განსაკუთრებით წელის არეში, როდესაც ისინი 40 წელს მიაღწევენ.
სრულად
სიმსუქნე ზრდის 16 დაავადების განვითარების რისკს

NEJM Evidence: სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის 16 სხვადასხვა სახის პრობლემა.
სრულად
ზრდის თუ არა ყავა სისხლში შაქარს დიაბეტის მქონე პირებში?

ფინჯანი ყავა ბევრისთვის დღის აუცილებლობაა, მაგრამ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება აინტერესებდეთ რა გავლენა აქვს ამ სასმელს მათ სისხლში შაქარზე.
სრულად
კვებითი ჩვევები, რომლებიც ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, განსაკუთრებით ჰიპოთირეოზი, გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
თუ ფარისებრ ჯირკვალში კვანძები აღმოჩნდა - რა გავაკეთოთ?

როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა კვანძი კეთილთვისებიანი?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ჩანაცვლებითი თერაპია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები