/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი

ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 1993 წელს გამოაქვეყნა პროგიოზი იმის თაობაზე, რომ XXI საუკუნეში ყველაზე სწრაფად გავრცელებადი დაავადებები ალერგიული ბუნების პათოლოგიები იქნებოდა.

დღეს ეს პროგნოზი მართლდება. სხვადასხვა ქვეყნის იმუნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტები ადასტურებენ, რომ წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება ალერგიული ადამიანების რაოდენობა. სპეციალისტები აღარ დავობენ იმის შესახებ, რომ ალერგიული რეაქციების გახშირებას, ერთი მხრივ, ჰიგიენის წესების დაუცველობა ან მათი მეტისმეტად გულმოდგინე დაცვა იწვევს, მეორე მხრივ კი ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობას ქიმიური მრეწველობა უწევს პროვოცირებას.

ჰიგიენა

ჰიგიენის წესების დაუცველობისას ადამიანის ორგანიზმში დაუბრკოლებლად ხვდებიან ალერგენები და აზიანებენ მას, გადაჭარბებული დაცვისას კი ადამიანის იმუნური სისტემა საერთოდ ვერ ხვდება ჩვეულებრივ ალერგენებს, ვერ იღებს მათი ბუნების შესახებ სათანადო ინფორმაციას, ამიტომ სავსებით ჩვეულებრივ აგენტს დიდი საშიშროების მომტანად აღიქვამს და მწვავედ რეაგირებს მათზე.

ქიმიური მრეწველობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

წარმოებისას გამოყენებული პროდუქტების არასრული დამუშავება, არასათანადო უტილიზაცია და მათი ნარჩენების დიდი რაოდენობით გარემოში მოხვედრა აბინძურებს ჰაერს, წყალს და საკვებ პროდუქტებს, რომლებზეც ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ქიმიის ძლიერი შემოჭრა თანამედროვე დიასახლისთა საქმიანობაში.

მინიდოსიე

  • ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის ალერგიას დღეს მესამე ადგილი უკავია. იგი პლანეტის ყოველ მეხუთე მცხოვრებს აღენიშნება. მას განსაკუთრებით კარგად იცნობენ ამერიკასა და გერმანიაში.
  • ეს არის დაავადება, რომელსაც ყველა ოჯახი კარგად იცნობს, რადგან ერთ-ერთ წევრს აუცილებლად ექნება ამგვარი რეაქციები რომელიმე ტიპის ალერგენის მიმართ.
  • დაავადებულთა რიცხვი 10 წელიწადში ერთხელ ორმაგდება. რეაქციათა ასეთი ტემპით გავრცელებისას რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ალერგიული გახდეს.
  • ალერგია არ არის მხოლოდ იმუნური სისტემის გაძლიერებული რეაქციის შედეგი - მის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ტიპის მოშლილობები.
  • მრავალ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს XXI საუკუნის შავი ჭირია.

ალერგიულ დაავადებათა სტრუქტურა

  • ალერგიულ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია სასუნთქი გზების ალერგოზები, მათ შორის რინიტების წილი 15-20%-ია, ბრონქული ასთმისა - 70-80%, ხოლო შერეული ფორმებისა - 60-95%.
  • დაავადებულთა 20%-ს კვებითი ალერგია აქვს, 9%-ს მთელი წლის განმავლობაში ალერგიული სურდო ტანჯავს, 4%-ს წამლისმიერი ალერგია აქვს, ხოლო 1%-ისთვის სასიკვდილოა მწერის ნაკბენი.
  • სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლინოზით დაავადებულია მოსახლეობის 0,2-დან 39%-მდე. ყვავილების მტვერი პრობლემებს ყველაზე მეტად 10-დან 40 წლამდე ასაკის პირებს უქმნის.
  • 14 წლამდე 2-ჯერ მეტად ავადდებიან ვაჟები, ხოლო 15-დან 50 წლამდე - გოგონები და ქალები.
  • პოლინოზით დაავადებულთა 50%-ს ალერგიული რეაქცია პირველად 15 წლამდე უვლინდება. 30 წლამდე ალერგიული რეაქციები უვლინდება დაავადებულთა 90%-ს.

ტროპიკული და ნესტიანი ტყეების ზოლში მცხოვრებთ არასოდეს ემართებათ ალერგია. მეცნიერები ამას 3 ძირითადი მიზეზით ხსნიან:

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

რომელი ზონაა სახლში ყველაზე ძლიერი ალერგენი
რომელი ზონაა სახლში ყველაზე ძლიერი ალერგენი
კედლები, რბილი ავეჯი და ქოთნები მცენარეებით არის ადგილები ბინაში, სადაც შესაძლებელია ალერგენების დაგროვება.
სრულად
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე ასთმის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება.
სრულად
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე
გაზაფხულზე ბუნება იღვიძებს. არემარე ნათელი ფერებითა და სასიცოცხლო ენერგიით ივსება, მზე სასიამოვნოდ აცხუნებს, ირგვლივ
სრულად
დაუსრულებელი სურდო – ალერგიული რინიტი
დაუსრულებელი სურდო – ალერგიული რინიტი
მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში თითოეულ ჩვენგანს აწუხებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებიც ხასიათდება ცხვირის გაჭედვით ან გამონადენით,
სრულად
როგორ განვთავისუფლდეთ ცხოველებზე ალერგიისგან
როგორ განვთავისუფლდეთ ცხოველებზე ალერგიისგან
ალერგია შინაურ ცხოველებზე ყველაზე ხშირად ვლინდება ქოშინის, ხველების, თვალების სიწითლის, ქავილის სახით,
სრულად
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“
"მკურნალის" თვის ექიმია თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე:
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ალერგოლოგია

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალერგია - XXI საუკუნის შავი ჭირი

დღეს ეს პროგნოზი მართლდება. სხვადასხვა ქვეყნის იმუნოლოგიის კვლევითი ინსტიტუტები ადასტურებენ, რომ წლიდან წლამდე კატასტროფულად იზრდება ალერგიული ადამიანების რაოდენობა. სპეციალისტები აღარ დავობენ იმის შესახებ, რომ ალერგიული რეაქციების გახშირებას, ერთი მხრივ, ჰიგიენის წესების დაუცველობა ან მათი მეტისმეტად გულმოდგინე დაცვა იწვევს, მეორე მხრივ კი ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობას ქიმიური მრეწველობა უწევს პროვოცირებას.

ჰიგიენა

ჰიგიენის წესების დაუცველობისას ადამიანის ორგანიზმში დაუბრკოლებლად ხვდებიან ალერგენები და აზიანებენ მას, გადაჭარბებული დაცვისას კი ადამიანის იმუნური სისტემა საერთოდ ვერ ხვდება ჩვეულებრივ ალერგენებს, ვერ იღებს მათი ბუნების შესახებ სათანადო ინფორმაციას, ამიტომ სავსებით ჩვეულებრივ აგენტს დიდი საშიშროების მომტანად აღიქვამს და მწვავედ რეაგირებს მათზე.

ქიმიური მრეწველობა

წარმოებისას გამოყენებული პროდუქტების არასრული დამუშავება, არასათანადო უტილიზაცია და მათი ნარჩენების დიდი რაოდენობით გარემოში მოხვედრა აბინძურებს ჰაერს, წყალს და საკვებ პროდუქტებს, რომლებზეც ორგანიზმი სხვადასხვანაირად რეაგირებს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საყოფაცხოვრებო ქიმიის ძლიერი შემოჭრა თანამედროვე დიასახლისთა საქმიანობაში.

მინიდოსიე

  • ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს შორის ალერგიას დღეს მესამე ადგილი უკავია. იგი პლანეტის ყოველ მეხუთე მცხოვრებს აღენიშნება. მას განსაკუთრებით კარგად იცნობენ ამერიკასა და გერმანიაში.
  • ეს არის დაავადება, რომელსაც ყველა ოჯახი კარგად იცნობს, რადგან ერთ-ერთ წევრს აუცილებლად ექნება ამგვარი რეაქციები რომელიმე ტიპის ალერგენის მიმართ.
  • დაავადებულთა რიცხვი 10 წელიწადში ერთხელ ორმაგდება. რეაქციათა ასეთი ტემპით გავრცელებისას რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია, დედამიწის მოსახლეობის ნახევარი ალერგიული გახდეს.
  • ალერგია არ არის მხოლოდ იმუნური სისტემის გაძლიერებული რეაქციის შედეგი - მის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს ნერვული და ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა ტიპის მოშლილობები.
  • მრავალ მეცნიერს მიაჩნია, რომ ეს XXI საუკუნის შავი ჭირია.

ალერგიულ დაავადებათა სტრუქტურა

  • ალერგიულ დაავადებათა შორის ყველაზე ხშირია სასუნთქი გზების ალერგოზები, მათ შორის რინიტების წილი 15-20%-ია, ბრონქული ასთმისა - 70-80%, ხოლო შერეული ფორმებისა - 60-95%.
  • დაავადებულთა 20%-ს კვებითი ალერგია აქვს, 9%-ს მთელი წლის განმავლობაში ალერგიული სურდო ტანჯავს, 4%-ს წამლისმიერი ალერგია აქვს, ხოლო 1%-ისთვის სასიკვდილოა მწერის ნაკბენი.
  • სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლინოზით დაავადებულია მოსახლეობის 0,2-დან 39%-მდე. ყვავილების მტვერი პრობლემებს ყველაზე მეტად 10-დან 40 წლამდე ასაკის პირებს უქმნის.
  • 14 წლამდე 2-ჯერ მეტად ავადდებიან ვაჟები, ხოლო 15-დან 50 წლამდე - გოგონები და ქალები.
  • პოლინოზით დაავადებულთა 50%-ს ალერგიული რეაქცია პირველად 15 წლამდე უვლინდება. 30 წლამდე ალერგიული რეაქციები უვლინდება დაავადებულთა 90%-ს.

ტროპიკული და ნესტიანი ტყეების ზოლში მცხოვრებთ არასოდეს ემართებათ ალერგია. მეცნიერები ამას 3 ძირითადი მიზეზით ხსნიან:


“ალერგია” აქ არ ცხოვრობს

1. ნესტიანი და ტენიანი ჰაერის გამო ტროპიკულ ზოლში მცხოვრებთა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი გაცილებით ჯანმრთელი და საღია.

2. ჰაერი გაჯერებულია დიდი რაოდენობით ჟანგბადით, სასარგებლო მცენარეთა არომატით, რომელიც ხელს უწყობს ჯანსაღ სუნთქვას, სასუნთქი სისტემის ნორმალურ ფუნქციობას.

3. ასეთ რეგიონებში ჰაერში თითქმის არ არის კანცეროგენული და ალერგიული ბუნების მავნე გამონაბოლქვები, ამასთან, მოსახლეობა იკვებება ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტებით.

მტვერი ყველაზე ძლიერი ალერგენია

  • 12 გრამი საყოფაცხოვრებო მტვერი 2 ათასამდე მტვრის ტკიპას შეიცავს.
  • 150 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობზე წელიწადში 20 კგ-მდე ამგვარი მტვერი გროვდება, რომელშიც 15-მდე სხვადასხვა ტიპის მტვრის ტკიპა ბინადრობს, ისინი ადამიანის პარაზიტები არიან და ხელსაყრელი პირობების დადგომისას ალერგიული რეაქციების გამშვებ მექანიზმში მთავარი როლის შემსრულებლებად გვევლინებიან.
  • ქუჩაში ჰაერს მტვრისგან საგულდაგულოდ წმენდს წვიმა, ოთახში კი მისი სრული მოცილება შეუძლებელია, განიავებისა და სველი წესით დასუფთავების შემთხვევაშიც კი, რადგან განიავებისას მისი ნაწილი შენობაში უკანვე ბრუნდება.
  • შენობის გარეთ რესპირატორული ტიპის ინფექციური დაავადებების მხოლოდ 10%-ს თუ შეხვდებით, დანარჩენ 90%-ში კონტაქტი სწორედ გაუნიავებელ შენობაში ხდება.
  • ქუჩის მტვერი შედგება ობის სოკოების, თამბაქოს კვამლისა და აეროზული მტვრისგან. სახლის მტვერი დაავადებების გავრცელების თვალსაზრისით გაცილებით საშიშია, ვიდრე ქუჩისა. მასში ხშირადაა შინაური ცხოველების ბეწვები, ყვავილის მტვერი, ტანსაცმლისა და თეთრეულის ქსოვილოვანი ბოჭკოები, უხვად შეიცავს კანის ჩამოფცქვნილ უჯრედებს. ყველაზე საინტერესო კი მიკროსკოპული ზომის - 100-დან 300 მიკრონამდე - მტვრის ტკიპებია. მათთან ეფექტიანი ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო საშუალებას ცენტრალური მტვერსასრუტი წარმოადგენს.

ყურის ტკივილიც ალერგიაა

ალერგიული რეაქცია მტვერზე, ბეწვსა და ყვავილის მტვერზე შესაძლოა ოტიტის მიზეზად იქცეს. უკანასკნელ ხანს იმატა ისეთი პაციენტების რაოდენობამ, რომლებსაც ალერგიული რეაქციები სწორედ შუა ყურში განვითარებული ანთებითი პროცესის სახით უვლინდებათ. ამ დროს ტკივილს დაერთვის ქავილი. ეს პაციენტები უკეთესობას მხოლოდ მას შემდეგ გრძნობენ, რაც მკურნალობაში ანტიჰისტამინურ პრეპარატებსაც ჩართავენ. ასევე აუცილებელია იმ კონკრეტული ალერგენის გამოვლენა, რომლის მიმართაც ყური ამგვარ რეაქციებს ამჟღავნებს.

ალერგია გაქვთ? - მეტი იძინეთ!

მშვიდი ძილი ორგანიზმის საუკეთესო წამალია, რადგან იმუნური სისტემა თავის დამცველობით ფუნქციებს ყველაზე უკეთ სწორედ ღამით, დასვენებისას ავლენს. დადასტურებულია, რომ ღამით ადამიანის იმუნიტეტი მიკროორგანიზმებს გაცილებით აქტიურად და ეფექტიანად ებრძვის, დღისით მისი ეს უნარი მინიმალურია. იმუნური ძალების სიძლიერეს სპეციალური ცილები განსაზღვრავს, რომლებსაც ორგანიზმის იმუნური რეაქციებისა და ფუნქციათა რეგულირება-აღდგენა ევალებათ, ისინი თურმე უკეთ მუშაობენ ძილის დროს, როდესაც ორგანოებში ნივთიერებათა ცვლის ტემპი საგრძნობლად დაქვეითებულია. და კიდევ ერთხელ მოწმობს ჯანსაღი ძილის მნიშვნელობას. იძინეთ მეტი და ალერგია ვერაფერს დაგაკლებთ!