/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ პასუხი 10 დᲦეᲨი მოვა და ამ დროს ალბაᲗ ექიმᲗანაც გვექნება ვიზიტი Თუმცა Თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს, მყავს 2 წლის ბიᲭუნა, ხᲨირად ემარᲗება ყელის ინფექცია, ცივი წყალიც რომ დალიოს ეგრევე უცივდება, ისევე როგორც მე, 36 წლის ვარ, ნაყინს ვერ ვᲭამ რადგან ყელი ეგრევე მიცივდება,მეწყება ტკივილი და ვირუსი, Ჩემი Შვილიც მე მგავს, სუსტი გლანდდბი აქვს, მოკლედ რომ არ გავაგრᲫელო, გაცივდა, ჯერ ყელის ტკივილიᲗ ᲨეწიᲗლებიᲗ დაეწყო და გადაეზარდა გრიპᲨი, გამოკეᲗდა ექიმᲗან გყვავდა დაუნიᲨნა წამლები, 1 კვირაᲨი გამოკეᲗდა, ახლა 8 დᲦეა გასული რაც გამოკეᲗდა და ისევ დაეწყო სიცხეები 37.8 მაგრამ გრიპი არ აქვს, არც აცემინებს, არც ცხვირიდან სისველე არ აქვს, ცოტა პირᲨი აქვს უსიამოვნო სუნი, ამოსდის უკანა კბილები, ᲨეიᲫლება Თუ არა ეს იყოს კბილის ბრალი? Თუ ისევ ყელის ბაქტერიაა? ექიმᲗან ვიზიტი გვაქვს მაგრამ 1 კვირაᲨი, ველი Თქვენს პასუხს და კიდევ იმუნიტეტის ასამაᲦლებლად რა გავაკეᲗო ბავᲨვისაᲗვის? მადლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ალერგოლოგია

თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა“

თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე ასთმის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება.

– ქალბატონო ქეთევან, რა დაავადებაა ბრონქული ასთმა?

– ასთმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული რესპირატორული დაავადებაა, რომელიც იწვევს ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას და ნაადრევ სიკვდილს, რის გამოც განიხილება გლობალურ ტვირთად. ასთმით მთელ მსოფლიოში დაავადებულია დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი და მისი გავრცელება მზარდია, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში.

ასთმის გლობალური ინიციატივა (GINA), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, ყოველწლიურად აღნიშნავს ასთმის მსოფლიო დღეს. წელს ეს დღე 7 მაისს აღინიშნება სლოგანით – „ასთმის შესახებ განათლება აძლიერებს“ და ეძღვნება ამ დაავადების შესახებ ცნობადობის ამაღლებას, როგორც პაციენტებისთვის, ასევე ექიმებისთვის.

– რამდენადაა გავრცელებული საქართველოში?

– საქართველო არ მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ასთმის გავრცელება დიდია. თუმცა, რესპირატორული დაავადებების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მართვა.

– რომელი ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს და დაისვას ბრონქული ასთმის დიაგნოზი?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

– ასთმა შესაძლებელია განვითარდეს ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მისი დიაგნოზი შეიძლება დაისვას 6 წლის ასაკიდან და ეფუძნება კლინიკურ სურათსა და ფილტვის ფუნქციის მაჩვენებლებს.

– რა არის ბრონქული ასთმის გამომწვევი მიზეზები?

– ასთმა არის ჰეტეროგენული დაავადება. შესაბამისად, არსებობს ასთმის რამდენიმე ფენოტიპი:

  • ალერგიული ასთმა – ყველაზე ადვილად ამოსაცნობია და იწყება ბავშვობის ასაკიდან. ასოცირებულია ალერგიული დაავადებებისდამი მემკვიდრულ განწყობასთან ან/და ანამნეზში სხვა ალერგიული დაავადებების არსებობასთან, როგორებიცაა: ატოპიური დერმატიტი, ალერგიული რინიტი, კვებითი ან მედიკამენტური ალერგია. ასეთი პაციენტების ნახველი ხშირად გვიჩვენებს სასუნთქი სისტემის ეოზინოფილურ ანთებას. ამ ტიპის ასთმა, როგორც წესი, ადვილად ექვემდებარება საინჰალაციო სტეროიდებით მკურნალობას;
  • არაალერგიული ასთმა – არ ასოცირდება ალერგიასთან. ასეთი პაციენტების ნახველის უჯრედული პროფილი წარმოდგენილია ნეიტროფილებით, ეოზინოფილებით ან მცირე რაოდენობით ანთებითი უჯრედებით. ასეთი ტიპის ასთმის მკურნალობა ხშირად ხანმოკლე ეფექტით გამოირჩევა;
  • ზრდასრულ ასაკში დაწყებული ასთმა – სიმპტომები პირველად ზრდასრულ ასაკში ვლინდება, არ არის ასოცირებული ალერგიასთან და უმეტესად გვხვდება ქალებს შორის. ის როგორც წესი, საჭიროებს მაღალი დოზით ინჰალაციურ ჰორმონოთერაპიას;
  • ასთმა ჰაერის ნაკადის პერსისტული შეზღუდვით – ასთმის ხანგრძლივი ანამნეზის მქონე პაციენტებს, შესაძლოა, განუვითარდეთ ჰაერის ნაკადის პერსისტული ან ნაწილობრივ შექცევადი შეზღუდვა;
  • ასთმა ჭარბწონიანობასთან ერთად – ასთმით დაავადებულ ზოგიერთ ჭარბწონიან პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს გამოხატული რესპირატორული სიმპტომები სასუნთქი სისტემის მსუბუქ ეოზინოფილურ ანთებასთან ერთად.

– როგორია სიმპტომები და მიმდინარეობა?

– ასთმისთვის დამახასიათებელია:

  • მსტვინავი სუნთქვა;
  • ქოშინი;
  • გულმკერდის შებოჭილობა;
  • ხველა და ამოსუნთქვის გაძნელება.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. 16 წლის ასაკიდან დამეწყო ალერგია. სიმპტომები:ხველება, მსტვინავი სუნთქვა.ხიხინი. დამინ</p>

ისეთი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, როგორებიცაა: ფიზიკური აქტივობა, ირიტანტებთან ან ალერგენებთან ექსპოზიცია, ამინდის ცვლილება, რესპირატორული ვირუსული ინფექცია, სიმპტომები და ექსპირაციის მაჩვენებლები დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და გამწვავდეს. ასთმისთვის დამახასიათებელია სპონტანურად ან მკურნალობის შედეგად განვითარებული შექცევადობა, რაც შესაძლოა, გაგრძელდეს რამდენიმე კვირის ან თვეების განმავლობაში, მაგრამ, მეორე მხრივ, შესაძლოაგანვითარდეს ასთმის შეტევა, რაც სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. ასთმა ასოცირდება სასუნთქი გზების ჰიპერრეაქტიულობასა და ქრონიკულ ანთებასთან და ის საჭიროებს შესაბამის მკურნალობას მაშინაც კი, როცა სიმპტომები არ ვლინდება ან ფილტვის ფუნქციის მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია.

– როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

– ასთმის დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზი და ოჯახური ანამნეზი, სიმპტომები და ფილტვის ფუნქციის მაჩვენებლები, რომელთა შეფასება შესაძლებელია სპირომეტრიის საშუალებით. ასევე შეგვიძლია ჩავატაროთ პროვოკაციული ტესტები, ტესტები ალერგენის გამოსავლენად, რადიოლოგიური კვლევები.

– როგორ ხდება ბრონქული ასთმის მართვა?

ასევე დაგაინტერესებთ
თუ ასთმა პრობლემებს გიქმნით
ასთმა ბავშვებში

– ასთმის მკურნალობის მიზანი არის სიმპტომების კონტროლი და ამ დაავადებით განპირობებული სიკვდილის, გამწვავებების, ჰაერის ნაკადის პერსისტული შეზღუდვისა და მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მინიმალიზაცია.

ასთმის ეფექტური კონტროლი მოითხოვს პაციენტსა და ექიმს შორის თანამშრომლობას. ამისთვის აუცილებელია პაციენტი ფლობდეს საჭირო ინფორმაციას მისი დაავადების შესახებ.

ასთმის მკურნალობაში გამოიყენება:

1) მაკონტროლებელი მედიკამენტები, რომელთაც მიეკუთვნება საინჰალაციო სტეროიდები და ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები;

2) შემამსუბუქებელი მედიკამენტები, რომელთაც მიეკუთვნება როგორც ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორები, ასევე, ხანგრძლივი მოქმედების ბრონქოდილატატორები დაბალი დოზით.

იმის მიხედვით, თუ რა სიხშირისაა სიმპტომები და როგორია ფილტვის ფუქნციური მაჩვენებლები, ინიშნება შესაბამისი მკურნალობა შესაბამისი დოზირებით.

– რა გართულებები შეიძლება განვითარდეს ბრონქული ასთმის დროს?

– თუ ასთმა არ არის კონტროლირებული, ის უარყოფითად აისახება ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. ასთმის შესაძლო გართულებებს მიეკუთვნება: მუდმივი დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება, დასწავლის უნარის შემცირება, ძილის დარღვევა, ფილტვის ფუნქციის დარღვევა.

– რამდენად და როგორაა შესაძლებელი ბრონქული ასთმის პროფილაქტიკა?

– ასთმის სრული პრევენცია შეუძლებელია. შესაძლებელია ასთმის კონტროლი და შეტევისგან დაცვა. ამისთვის საჭიროა: მკურნალ ექიმთან რეგულარული ვიზიტი და მედიკამენტების სისტემური და სწორი გამოყენება, ალერგენებისა და ირიტანტებისგან თავის არიდება, რესპირატორული ინფექციების მიმართ ვაქცინაცია, საჭიროების შემთხვევაში, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა და სხვა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

თირკმლის დაავადებათა სტატისტიკა
თირკმლის დაავადებათა სტატისტიკა
ვიდრე თირკმლის დაავადებებით პროვოცირებულ პრობლემებზე დეტალურად მოგაწვდიდეთ ინფორმაციას,
სრულად
ნეფრიტი
ნეფრიტი
ჩემს მეუღლეს მწვავე გლომერულონეფრიტის დიაგნოზი დაუსვეს, შარდში ცილა ჰქონდა და წნევაც ხშირად უწევდა მაღლა, თანაც ძალიან შეშუპდა.
სრულად
ხელოვნური თირკმელი - ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი

სისხლის გაწმენდა ანტიკურ ეპოქაშივე აქტუალური სამედიცინო პრობლემა იყო. ამ მეტად რთული ამოცანის გადაჭრის გზებს მეცნიერები და მკვლევრები ასეულობით წლის განმავლობაში ეძებდნენ.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება

ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
სრულად

სამკურნალო წერილები

გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში

ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
სრულად

სამკურნალო წერილები

კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
სრულად

თოდუას კლინიკის ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე: „დაავადების უარყოფითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ასთმის დროული გამოვლენა და სწორი მ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები