იგრძენი გაზაფხული – იცხოვრე ალერგიის გარეშე
გაზაფხულის საამური სუნი ტრიალებს და ჩვენ, ადამიანებს, ყნოსვა უფრო გამძაფრებული გვაქვს. ატმოსფეროში გაბნეულია აბიბინებული ბალახის, აყვავებული ხეხილის, ყვავილების ნაზი სურნელება.
ბუნება ზეიმობს, ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბოლომდე შეიგრძნო მისი მშვენიერება, თუმცა, ბუნების დღესასწაული ადამიანებისთვის შესაძლოა არაერთი პრობლემის მიზეზი გახდეს. ამ პერიოდში მთავარი დისკომფორტი გაზაფხულის სეზონური ალერგიის გააქტიურებაა.
ალერგია – ეს არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული მგრძნობელობა ჩვეულებრივი, უსაფრთხო ნივთიერებების მიმართ. ამ დროს იმუნური სისტემა უვნებელ ნივთიერებას ორგანიზმისთვის საშიშად აღიქვამს და მის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.
ალერგიით გამოწვეული დისკომფორტი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს აწუხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 40%-ს სხვადასხვა ტიპის ალერგია აღენიშნება (World Allergy Organization (WAO) White Book on Allergy). ალერგიული დაავადებები მნიშვნელოვნად აფერხებს ცხოვრების ხარისხს – ადამიანი კარგავს ენერგიას, იკლებს შრომისუნარიანობა, ყოველდღიური აქტივობა, აღინიშნება დისკომფორტი.
ალერგიული დაავადებები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:
- რესპირაციული სასუნთქი სისტემის ალერგიული დაავადებები (მაგ. ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი და სხვა);
- კანის ალერგიული დაავადებები (მაგ. სხვადასხვა ფორმის ალერგიული დერმატიტები და ურტიკარია (ჭინჭრის ციება).
ალერგიული რინიტი – ცხვირის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკული, ინფექციური ალერგიული ანთებაა, რომელიც სხვადასხვა ალერგენის მიმართ გაუკუღმართებული რეაქციით არის გამოწვეული. ცნობილია სეზონური და სრულწლიანი ალერგიული რინიტი.
სეზონური ალერგიული რინიტი გამოწვეულია სეზონური ალერგენებით (უხშირესად ბალახის, ხეების, ყვავილების მტვრით). ხოლო სრულწლიანი ალერგიული რინიტი – გამოწვეულია სრულწლიანი ალერგენებით (ოთახის მტვრის ტკიპები, საყოფაცხოვრებო, სოკოვანი ალერგენები, ცხოველის/მწერის ეპიდერმისი).
სეზონური ალერგიის ძირითადი სიმპტომებია:
- ცხვირის გაჭედვა და წყლისებური გამონადენი;
- ხშირი ცემინება;
- ყნოსვის დაქვეითება;
- ცხვირის, თვალის, ხახის ქავილი;
- თვალების სიწითლე, ცრემლდენა;
- კანის ქავილი, სხვადასხვა ტიპის გამონაყარი კანზე;
- დაღლილობა, შრომისუნარიანობის შემცირება;
- შეიძლება აღინიშნოს სუნთქვის გაძნელება და ბრონქოსპაზმიც კი.
ბავშვებსა და მოზრდილებს შორის სეზონური ალერგიული რინიტი მნიშვნელოვნად აისახება ცხოვრების ხარისხზე. თავს იჩენს ძილის დარღვევა, იზღუდება ყოველდღიური აქტივობა, იკლებს შრომისუნარიანობა სკოლაში, სასწავლებლებსა და სამსახურში.
სეზონური ალერგიული რინიტის მართვა სამ ძირითად კომპონენტს გულისხმობს, ესენია:
- პრევენციული ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ალერგენებთან კონტაქტს;
- მედიკამენტური მკურნალობა;
- იმუნოთერაპია.
დისკომფორტი რომ არ გვქონდეს და ცხოვრების ჩვეულ რიტმში ენერგიულად ჩავერთოთ, აუცილებელია გაზაფხულის სეზონური ალერგიის პრევენცია და სიმპტომების განვითარების რისკის შემცირება. კერძოდ, სპეციალისტები გვირჩევენ, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენა, მოვერიდოთ გარეთ ყოფნას ყვავილობის პერიოდში, ასევე ცხელ და ქარიან ამინდში, ვინაიდან ამ დროს მცენარეთა მტვერი მაღალი კონცენტრაციითაა ჰაერში.
აკონტროლეთ ტენიანობა სახლში, რადგან მაღალი ტენიანობისას (>50%-ზე) ხელსაყრელი პირობები იქმნება ოთახის მტვრის ტკიპას აქტივობისთვის. ხშირად გამოირეცხეთ ცხვირი მარილიანი წყლით, ქუჩიდან სახლში შემოსვლისთანავე ჩამოიბანეთ თვალები, ყურები და ცხვირი.
სახლის დალაგებისას, აუცილებლად გამოიყენეთ მტვერსასრუტი (უმჯობესია ფილტრით), ავეჯის დასუფთავებისთვის გამოიყენეთ სველი საშუალებები, ხშირად ცვალეთ თეთრეული, ატარეთ ნიღაბი გარე სამუშაოს შესრულების დროს, თავი შეიკავეთ ალკოჰოლისგან, მოიწესრიგეთ ძილი.
საპროფილაქტიკო ღონისძიებების მრავალფეროვნების მიუხედავად, სეზონური ალერგიის გავრცელების პერიოდში, განსაკუთრებით ალერგიული რინიტის დროს, რეკომენდებულია მედიკამენტური თერაპია.
მკურნალობა
ალერგიული რინიტის სამკურნალოდ მოწოდებულია ადგილობრივი მოქმედების ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდების სპრეის სახით გამოყენება. ამ ჯგუფის პრეპარატების სისტემური ზემოქმედება მინიმალურია და სიმპტომებზე სრული კონტროლი, რეგულარული გამოყენებიდან რამდენიმე დღეში ვლინდება.
თავისუფალი სუნთქვა რომ დაიბრუნოთ, ეფექტური და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებაა რენოქსი.
რენოქსი (მომეტაზონის ფუროატი 50 მკგ/140 დოზა) სპრეი – ინტრანაზალური კორტიკოსტეროიდია, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ხსნის ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს: ცემინებას, ცხვირიდან გამონადენს, გაჭედილობას. პრეპარატის რეგულარული გამოყენება ამცირებს ნაზალური პოლიპების ზომას, არ იწვევს ცხვირის ლორწოვანი გარსის ატროფიას, ახასიათებს დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა და მინიმალური გვერდითი მოვლენები. ინიშნება 3 წლიდან ბავშვებისა და მოზრდილებისთვის.
დოზირება: 3-11 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის: 1 შესხურება თითო ნესტოში, დღეში ერთხელ. > 12 წელი ბავშვებისა და მოზრდილებისთვის: 2 შესხურება თითო ნესტოში დღეში ერთხელ.
ალერგიული რინიტის მართვაში ასევე აქტიურად გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები, როგორც სეზონური, ისე – პერინეალური (სრულწლიანი) რინიტის სამკურნალოდ. ახალი თაობის პრეპარატებს პრაქტიკულად არ აღენიშნება ძილიანობის გამომწვევი ეფექტი, ამიტომ კომფორტულია პაციენტისთვის.
ალერგიული რინიტის მქონე პაციენტთა 71%-ს უვითარდება ალერგიული კონიუნქტივიტი, რომელიც ხშირად ასოცირდება ალერგიულ რინიტთან და ვითარდება ალერგიული რინო-კონიუნქტივიტი. ამ დროს პაციენტს აწუხებს თვალების სიწითლე, წვა, ქავილი, „თვალებში სილის ჩაყრის“ შეგრძნება. ამ დროს შესაძლებელია ინტრანაზალური სტეროიდისა და ანტიჰისტამინური პრეპარატების კომბინირებული გამოყენება.
ლორანექსი (დესლორატადინი) – ახალი თაობის ანტიჰისტამინური საშუალებაა. პრეპარატი მიიღება ტაბლეტის ან ხსნარის სახით და ხანგრძლივი მოქმედებით გამოირჩევა. ლორანექსის ტაბლეტი და ხსნარი ევროპული ხარისხით დამზადებული პროდუქტებია. იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციის განვითარებას და სწრაფად ხსნის მის სიმპტომებს. ლორანექსი გამოირჩევა სელექციურობით H1₁ რეცეპტორების მიმართ და ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა. ის კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მოქმედებას იწყებს მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე.
პრეპარატი ბავშვებს 1 წლიდან და მოზრდილებს მოსახერხებელი დოზირებით ენიშნებათ დღეში ერთხელ, ტაბლეტის ან ხსნარის სახით.
ლორანექსის 5 მგ ტაბლეტი მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად:
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებს შორის – 1 ტაბლეტი (5 მგ) ერთხელ დღეში; 6-12 წლამდე ასაკის ბავშვებს – 1/2 ტაბ ერთხელ დღეში; 1-6 წლამდე ასაკის ბავშვებს – 1/2 ტაბ ერთხელ დღეში.
ლორანექსის ხსნარი მიიღება პერორალურად, დღეში ერთხელ.
- 1-6 წლამდე ასაკის ბავშვებს – 2,5 მლ (1/2 ჩაის კოვზი);
- 6-11 წლამდე ასაკის ბავშვები – 5 მლ (1 ჩაის კოვზი);
- მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებს – 10 მლ (2 ჩაის კოვზი)
ლორანექსი – არ იწვევს ძილიანობას, როგორც სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატები, ამიტომ მისი მიღება ავტომობილის მართვის დროსაც შესაძლებელია. ალკოჰოლის მიღება არ ცვლის ლორანექსის მოქმედების ეფექტს.
სეზონური ალერგიული რინიტის დროს უმჯობესია, მკურნალობა ლორანექსით დაიწყოთ სეზონის დაწყებამდე 1 კვირით, ხოლო რენოქსით 2-3 კვირით ადრე. შესაძლებელია მათი ერთობლივად გამოყენებაც.
სასურველია, პაციენტებისთვის მედიკამენტური მკურნალობა და იმუნოთერაპია დაიგეგმოს ექიმის რეკომენდაციით, ინდივიდუალურად, სიმპტომების სიმძიმის გათვალისწინებით.
პრეპარატები: რენოქსი და ლორანექსი გაიცემა ურეცეპტოდ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს.
ნუ მიიღებთ მედიკამენტის მეტ დოზას, ნუ შეისხურებთ სპრეის უფრო ხშირად, ან უფრო ხანგრძლივად, ვიდრე ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციაა.
ასე რომ, ალერგიული სიმპტომების ჩამოყალიბებამდე, ორგანიზმი შეამზადეთ საიმისოდ, რომ ალერგიულმა სიმპტომებმა ნაკლებად შეგაწუხოთ. დატკბით გაზაფხულით და იცხოვრეთ ალერგიის გარეშე!