როდის, რა რაოდენობით და რომელი ანტიჰისტამინური საშუალება უნდა მივიღოთ - სეზონური ალერგიების მართვა
რა განაპირობებს ალერგიას?
მოკლედ, ალერგია ეს არის ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობა, ანუ მომატებული მგრძნობელობა რაღაც კონკრეტულ ფაქტორზე, გარე ფაქტორზე, რაზეც რეაგირებს ჩვენი ორგანიზმი მოჭარბებულად. ეს რეაგირება გვივლინდება სხვადასხვა ტიპის სიმპტომით.
ეს სიმპტომები შეიძლება იყოს როგორც რესპირატორული, ანუ ზედა ან ქვემო სასუნთქი გზების მხრივ გამოვლინებული, რაც ყველაზე ხშირია. ასევე, ალერგიული რეაქციები შეიძლება შეგვხვდეს დერმატოლოგიური სიმპტომებით, ანუ კანზე გამოვლინებით.
სეზონური ალერგიის ყველაზე ხშირი გამოვლინება არის ზედა სასუნთქი გზების პრობლემები, როგორებიცაა ალერგიული რინიტი, ცხვირიდან სუნთქვის პრობლემები, გამონადენი ცხვირიდან, თვალის ლორწოვანის პრობლემები, ალერგიული კონიუნქტივიტი.
რთული სიმპტომები არის ხველა, სუნთქვის გაძნელება და ბროქნული ასთმა.
რატომ არის ალერგიული პრობლემები უფრო ხშირი გაზაფხულის პერიოდში?
რადგან მცენარეები იწყებენ ყვავილობას, მცენარის მტვერი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზად ორგანიზმის ჰიპერმგრძნობელობის.
სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ექიმ ალეგოლოგებთან ვიზიტიც ყველაზე მეტად გაზაფხულზეა გახშირებული.
კანის მხრივ რას უნდა მიაქციონ ყურადღება ადმიანებმა ალერგიის კუთხით ?
მაგალითად, ატოპიური დერმატიტი კანის სიმშრალეა და არა ალერგია, ხშირად გვხვდება სხვა ალერგიულ დაავადებებთან ერთად, მაგალითად რინიტთან, ბრქონქულ ასთმასთან.
შესაძლებელია, პაცინეტს ჰქონდეს ატოპიური დერტმატიტი და სხვა ალერგიული დაავადებაც და ორივე გამწვავდეს.
რაც შეეხება უტიკარიას, ჭინჭრის ციებას, მიზეზი ყოველთვის ალერგიული არ არის, ის შეიძლება იყოს იმუნოლოგიურიც და არაიმუნოლოგიური.
შესაძლებელია, მისი მიზეზი ინფექცია იყოს სხვადასხვა დაავადებაც, სხვა ორგანოების, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები.
იმუნოლოგიური მექანიზმის დროს კი ალერგიით არის განპირობებული.
მწერის ნაკბენიც დათბებობის კვალდაკვალ გახშირებულია.
კანის სიმპტომებია ქავილი ან გამოყარი.
შესაძლებელია, შეგვხვდეს მზის ულტრაიისფერი სხვივებით განპირობებული ჭინჭრის ციება, რომელსაც ქავილი, კანის გაწილთლება, სიმხურვალე ახასიათებს.
როგორ უნდა ავირიდოთ ალერგიული დაავადებები და რა ღონისძიებებს უნდა მივმართოთ, რომ არ გართულდეს?
ასეთ დროს მთავარი გამოსავალი ანტიჰისტამინებია. ისინი იყოფა თაობების მიხედვით, გვაქვს პირველი, მეორე და მესამე თაობის პრეპარატები.
მესამე თაობა არის ახალი ტიპის.
ისინი მოქმედებით და ეფექტიანობით განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
თუ ჩვენ უკვე ალერგიული რეაქციების გამოვლენა გვაქს, ან გვაქვს ჭინჭრიის ციება (იმუნოლოგიური თუ არაიმუნოლოგიური), ან ატოპიური დერმატიტი, რომელსაც ქავილი ახასიათებს - ყველა აღნიშნულ შემთხვევაში ანტიჰისტამინები გვჭირდება.
რომელი თაობის ანტიჰისტამინს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა?
მესამე თაობის ლეოცეტირიზინი არჩევის პრეპარატად ითვლება. ცეტირიზინი, რომელიც მეორე თაობისაა, ნახევრად გააჩნია ძილიანობის ეფექტი.
ხოლო, ლევოცეტირიზინს არ გააჩნია ძილიანობის ეფექტი, გვერდითი ეფექტების კუთხითაც, ნაკლები გვერდითი მოვლენა აქვს.
ალერგოლოგიაშიც და დერმატოლოგიაშიც ლევოცეტირიზინი ითვლება არჩევის ერთ-ერთ პრეპარატად. დაავადებების მკურნალობის თვალსაზრისით, ეს პრეპარატი პედიატრიულ ასაკშიც კი უსაფრთხოა.
ანტიჰისტამინების მიღება ხანგრძლივად, რამდენიმე თვეც შეიძლება, მაგალითად, სეზონური პრობლემების დროს. ანტიჰისტამინური პრეპარატები 10 დღე, ორი კვირა მაინც უნდა მიიღოთ, სიმპტომების გავლის შემდეგაც, რაღაც პერიოდი უნდა სვათ, მაგალითად, ჭინჭრის ციების მერეც.
როგორც წნევის წამალს ღებულობს პაციენტი სისტემატურად, მერეც უნდა გაგრძელდეს ანტიჰისტამინური პრეპარატის მიღება, რომ ხელახლა არ გამეორდეს დაავადება, ასევეა რესპირატორული სიპტომების დროსაც.
მზეზე ალერგია
მზეზე ალერგიას გამონაყარი, ქავილი ახასიათებს. ამ შემთხვევაშიც ანტიჰისტამინი არის დაცვის მექანიზმი, ასევე ვურჩევ კაროტინის მიღებას - მზეზე გასვლის წინ, ან ზღვაზე ყოფნისას მიიღონ სტაფილო, ან სტაფილოს წვენი - შესაძლოა ის დაგვეხმაროს და დაგვიცვას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან.
ამავდროულად, საჭიროა მზისგან დამცავის ყოველდღიური გამოყენება და უნდა მოერიდოთ მზეზე ყოფნას.