-გამარჯობა, გთხოვთ გამარკვიოთ რა სხვაობაა სიმპტომებში ლარინგომლაციას და სტრრიდორს შორის . არცერფი ექიმი არ უკეთებს ლარინგოსკოპიას, პატარააო. ასაკი 2 თვე
-გამარჯობა. მყავს 10 წლის ბიჭი. ხანდახან 2-3 თვეში ერთხელ ღამე იფსავს.( მე დედა 10 წლამდე ყოველღამე ვიფსავდი ) რამდენად საყურადღებოა რა შეიძლება იწვევდეს და უნდა მიმართოს თუ არა ექიმს? სხვა რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს აზრის ძალიან აქტიური და სპორტით დაკავებული ბავშვი. შეიძლება გენეტიკური იყოს? მე ყოველდღე მქონდა ეგ პრობლემა და ამას რამდენიმე თვეში ერთხელ მაგრამ მაინც დისკომფორტს უქმნის
-გამარჯობა ჩემი შვილი არის 12 წლის.ჩირქოვანი გლანდები ამოიჭრა 8 წლის ასაკში.ზუსტად არ მახსოვს ზუსტად 8 წლიდან დაიწყო თუ არა მაგრამ დაახლოებით 2 წელი იქნება საერთოდ სიცხე აღარ ჰქონია.პატარაობაში სულ 40 სიცხით ემართებოდა ვირუსები.ამ ბოლო დროს ვირუსი ედება, ახველებს, თავი ტკივა, სისველე აქვს, მოთენთილა, სუსტადაა მაგრამ სიცხეს საერთოდ არ აძლევს. არადა გამიგია ტემპერატურა იმუნიტეტის ბრძოლას მიანიშნებსო.ანუ იმუნიტეტი აქვს დასუსტებული?ისე ადრე როცა სიცხეს ახლევდა 38 ნახევარს სანამ არ გადაცდებოდა მანამდე დამწევს არ ვაძლევდი ვაცადო იმუნიტეტს ბრძოლათქო.არც ანტიბიოტიკებს ვაძლევდი მხოლოდ სითხეს.2-3 წელია ბავშვს სიცხე არ ჰქონია ეს საყურადღებოა?მადლობა პასუხისათვის.
-სალამი. მსუბუქად მიმდინარე გასტრიტისა და 12 გოჯ. ნაწლ. წყლულის დროს,როცა არაა გართულება და ჩატარებულია მკურნალობა თუ შეიძლება ბაბუაწვერას კაფსულების მიღება? დიდი მადლობა
-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ
-ლიმონ-ჯანჯაფილის ჩაის დამზადება მასწავლეთ ვინც იცით და სასურველია თუ არა მისი მიღება ძილის წინ? მადლობა