-გამარჯობა, გთხოვთ გამარკვიოთ რა სხვაობაა სიმპტომებში ლარინგომლაციას და სტრრიდორს შორის . არცერფი ექიმი არ უკეთებს ლარინგოსკოპიას, პატარააო. ასაკი 2 თვე
14 წლის ბიჭს აწუხებს წნევები 150/90 აქვს ხშირად..გული გამოკვლეულია არაფერიაო.ენდოკრინოლოგთან დამყავდა ანალიზებით არაფერია რაც წნევას იწვევდეს..ნევროლოგთან მყავდა და გარდატეხის ასაკის ბრალიაო..ერთი წელიწადი კი აქვს ეს წნევები და რა იქნება მიზეზი ან რისი ექიმთან მივიყვანო დამატებით კვლევებისთვის.მეშინია არ დარჩეს ჰიპერტენზიული .
-გამარჯობა. მყავს 10 წლის ბიჭი. ხანდახან 2-3 თვეში ერთხელ ღამე იფსავს.( მე დედა 10 წლამდე ყოველღამე ვიფსავდი ) რამდენად საყურადღებოა რა შეიძლება იწვევდეს და უნდა მიმართოს თუ არა ექიმს? სხვა რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს აზრის ძალიან აქტიური და სპორტით დაკავებული ბავშვი. შეიძლება გენეტიკური იყოს? მე ყოველდღე მქონდა ეგ პრობლემა და ამას რამდენიმე თვეში ერთხელ მაგრამ მაინც დისკომფორტს უქმნის