როგორ დავიცვათ თავი ქლამიდიოზისგან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ქლამიდიოზისგან

პროფილაქტიკის საშუალებებზე გვესაუბრება კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი დერმატოვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ელგუჯა ბერაია.

- ბატონო ელგუჯა, რა დაავადებაა ქლამიდიოზი, რამდენადაა გავრცელებული და როგორია დასნებოვნების გზები?

- უროგენიტალური ქლამიდიოზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა (სგგდ). სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად ევროპაში რეგისტრირდება დაახლოებით 10 მილიონამდე ახალი შემთხვევა.

ინფექციის წყაროს წარმოადგენს ადამიანი, რომელსაც დაავადების მწვავე ან ქრონიკული, უსიმპტომო ან მანიფესტირებული ფორმა აქვს.

დასნებოვნება ხდება კონტაქტით (გენიტალურ-გენიტალური, გენიტალურ-ორალური, გენიტალურ-ანალური) და საყოფაცხოვრებო პირობებში. შესაძლებელია ვერტიკალური გზით: პლაცენტით (ანტენატალური პერიოდი), მშობიარობის დროს (ინტრანატალური პერიოდი) - დედის სამშობიარო გზებთან კონტაქტით.

- რა იწვევს ამ დაავადებას და რამდენ დღეს შეადგენს ინკუბაციური პერიოდი?

- გამომწვევია ჩლ.თრაცჰომატის. ინკუბაციური პერიოდი 7-დან 21 დღემდე გრძელდება (საშუალოდ - 10-15 დღე).

- როგორია ქლამიდიოზის სიმპტომები?

- ავადმყოფების ზოგადი მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა აღინიშნება დისკომფორტი: წვის, ქავილის შეგრძნება ურეთრაში (განსაკუთრებით - მოშარდვისას), ჰიპერემია ურეთრის ირგვლივ, ლორწოვანი გამონადენი ურეთრიდან. ხშირად უჩივიან ყრუ ტკივილს მუცლის ქვედა მესამედში.

მამაკაცთა 30%-ში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ქალებში ვლინდება გახშირებული შარდვით. ვითარდება ლორწოვან-ჩირქოვანი ცერვიციტი გამონადენით. საშვილოსნოს ყელი ჰიპერემიულია, შეშუპებული, ვითარდება ეროზიები.

თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია ზოგადი მდგომარეობის გაუარესება: საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება, სახსრების ტკივილი.

- რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ქლამიდიოზმა?

- რეიტერის სინდომი: ურეთრიტი (ქალებში - ცერვიციტი), კონიუნქტივიტი, ართრიტი (პერიფერიული სახსრების ანთება);

  • ბლენორეული კერატოდერმია;
  • ოფთალმოქლამიდიოზი - თვალის დაზიანება: ტრაიმა, პარატრაქიმა, კონიუნქტივიტი, უვეიტი;
  • უშვილობა.

მამაკაცებში:

  • ვეზიკულიტი (სპერმატოცისტიტი) - სათესლე ბუშტუკების ანთება;
  • ეპიდიდიმიტი - სათესლის დანამატის ანთება;
  • ორქიტი - სათესლეების ანთება;
  • პროსტატიტი - წინამდებარე ჯირკვლის ანთება.

ქალებში:

  • ვაგინიტი - საშოს ლორწოვანის ანთება;
  • პროქტიტი - სწორი ნაწლავის ლორწოვანის ანთება;
  • ფარინგიტი - ხორხის ლორწოვანის ანთება;
  • ბართოლინიტი;
  • ენდომეტრიტი - საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის ანთება;
  • სალპინგიტი - საშვილოსნოს მილების ანთება;
  • პელვიოპერიტონიტი.

- როგორ სვამენ დიაგნოზს?

- კლინიკური მონაცემების, ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე:

  • მორფოლოგიური;
  • კულტურალური;
  • იმუნოლოგიური;
  • იმუნოფლუორესცენციული მეთოდებით.

- მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

ეტიოტროპული მკურნალობა:

  • ანტიბიოტიკები: მაკროლიდები, ფთორქინოლონების ჯგუფი;

პათოგენეზური მკურნალობა:

  • იმუნომაკორექტირებელი პრეპარატები;
  • ადგილობრივი მკურნალობა.

შესაძლოა საჭირო გახდეს ოფთალმოლოგის, რევმატოლოგის კონსულტაცია.

- როგორია პროფილაქტიკური ღონისძიებები?

- დაავადების (დაავადებულის) დროული გამოვლენა და მკურნალობა;

  • კონტაქტში მყოფი პირების გამოკვლევა - თუ დაავადება აღმოაჩნდათ, მკურნალობის კურსი უნდა ჩაუტარდეთ; სხვა შემთხვევაში პროფილაქტიკური მკურნალობაა საჭირო;
  • უსაფრთხო სქესობრივი კონტაქტი (პრეზერვატივის გამოყენება საეჭვო პარტნიორებთან);
  • საყოფაცხოვრებო, სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების დაცვა.